განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002780162
საქმე № 1ბ/778-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ვახტანგ მრელაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივნები: ლელა ბახტაძე და გიორგი ჩუბინიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები: დ----------------–---–ი და ვ--------–--–------–-–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ა----------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, რეგისტრირებული და მცხოვრები: თბილისი, ფ-------–---–---------------------–-----------.
ადვოკატები: კ------------–---ი, თ-------------–---, ვ-–----------–--ე.
თარჯიმნები: ას--------–--------ი და ზ---------------ა.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ოთხი ეპიზოდი).
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა----------------მა, ასევე მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო-----------–---–მა.
მსჯავრდებულმა ა----------------მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება და მისი გამართლება, ვინაიდან მას ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებია. მან მტკიცებულებები უდავოდ ცნო და დანაშაული აღიარა, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მის სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა. მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს წინაშე წარმოადგენდა მტკიცებულებებს, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას არ მიუყიდია რ---------–-----------თვის, რადგან ის ეკუთვნოდა ამ უკანასკნელს.
მსჯავრდებულ ა----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ო-----------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენით ა----------------ისთვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.
ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა----------------ისთვის დანიშნული სასაჯელის შემსუბუქება და მისთვის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ა----------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით. მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით. მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა----------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 5,1404 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერებები.
საიდანაც, ა----------------მა, 2018 წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, ნარკოტიკული საშუალება - 1,6783 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 600 ლარის საფასურად, უკანონოდ გაასაღა რ----------------–-ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2018 წლის 30 ოქტომბერს, ა----------------მა, თბილისი, სოფელ ფონიჭალაში, ნარკოტიკული საშუალება - 1,5684 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 600 ლარის საფუასურად, უკანონოდ გაასაღა რ----------------–-ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2018 წლის 1 ნოემბერს, ა----------------მა, თბილისი, სოფელ ფონიჭალაში, ნარკოტიკული საშუალება - 1,8937 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 600 ლარის საფასურად, უკანონოდ გაასაღა რ----------------–-ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენით ა----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ა----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ა----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ა----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 1 ნოემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ა----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ა----------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია (დაზუსტებული საააპელაციო საჩივრით) მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა----------------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: რ----------------–-ს და ლ------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 29 ოქტომბრის, 2018 წლის 30 ოქტომბრის, 2018 წლის 01 ნოემბრის ამოღების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო მასალით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 ოქტომბრის ქიმიური ექსპერტიზის №----------------, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 31 ოქტომბრის ქიმიური ექსპერტიზის №---------------- და საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 02 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №----- ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ასევე მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
ა----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა----------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელები - თავისუფლების აღკვეთის სახით. სასჯელის განსაზღვრისას პალატა თვლის, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალად შერაცხული ეპიზოდების ფაქტობრივი გარემოებები (სამივე შემთხვევაში ა----------------მა ნარკოტიკული საშუალება გაასაღა ერთიდაიგივე პირზე, რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისივე თანხმობით ჩართული იყო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში) და ა----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
პალატა არ იზიარებს აპელანტების მოთხოვნას ა----------------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრის შესახებ, რადგან მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ, ა----------------ს უნდა განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
პალატას მიაჩნია, რომ ა----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნარკოტიკული ნივთიერებები და შესაფუთი მასალები - განადგურდეს.
6 (ექვსი) ცალი DVD-R დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
პალატა თვლის, რომ დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
შევიდეს ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენში.
ა----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ა----------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ა----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 26 ნოემბრიდან.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ა----------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ა----------------ს უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნარკოტიკული ნივთიერებები და შესაფუთი მასალები - განადგურდეს.
6 (ექვსი) ცალი DVD-R დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ვახტანგ მრელაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი