განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
330100117002112452
ინსტანცია
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100117002112452-1ბ/529-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

24 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

ვახტანგ მრელაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მ-----–-------

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ვ--–-----------------–--------–--–---–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ დაბადებული 1----–-–------------–-- ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ------–--------------------------------------

 

ადვოკატები: გი-----------------–---–------------------------–---–---------------------

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: განზრახ მკვლელობა არაერთგზის.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი.

 

დისპოზიცია:ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

 

სასჯელი:თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წელი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ--–---------–--–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ------------------–---–-------------------------–---–--------------------- და თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ-----–-------მ.

 

მსჯავრდებულ ვ--–---------–--–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ------------------–---–-------------------------–---–------------------------ მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინა სასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ვ--–---------–--–---–-- მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა მსჯავრდებულ ვ--–---------–--–---–-- მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით მსქსიმალური სასჯელის დანიშვნა.

 

ვა-–---------–--–---–- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

განზრახ მკვლელობა ჩადენილი არაერთგზის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

 

სასამართლომ დაადგინა :

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის განაჩენით ვა-–---------–--–---–- საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებული ვ--–---------–--–---–- გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელისგან, ხოლო დანარჩენი მუხლებით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ვა-–---------–--–---–- საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ--–---------–--–---–- პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 11 ივნისს.

 

2015 წლის 23 ივნისს, ი---------–---–---- (მოკლული გ-----------–---–----- ძმა) თ---–--–----------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ვ--–----------–--–---–-, რომელთანაც გააჩნდა კონფლიქტური ურთიერთობა, რა დროსაც, ი---------–---–----- ვა-–---------–--–---–- თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით განზრახ ფეხის არეში მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

ვ--–---------–--–---–-- გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლ საწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა (ვაზნები), რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

 

2017 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ---–--–-----–----–----–-- პირველ კვარტალში, მ---------------- მიმდებარედ, ვ--–---------–--–---–--, ი-----------–---–------ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ჭრილობები მიაყენა გ-------------–---–----, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განზრახ მკვლელობა ჩადენილი არაერთგზის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

 

2017 წლის 24 ივნისს, ღამით, ,,112-ში“ მოქალაქეებისგან შევიდა შეტყობინება, რომ თ---–--–-----–----–----–-- პირველ კვარტალში, სტადიონზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი იყო მამაკაცი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი გ-------------–---–----, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც დადგა ბიოლოგიური სიკვდილი.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ--------------- ჩვენების თანახმად, 2015 წლის გაზაფხულზე მისმა უფროსმა შვილმა ი-----------–---–----- კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცლხსასროლი იარაღით დაჭრა ვ--–---------–--–---–-. აღნიშნული ფაქტის გამო ი-----------–---–---- მსჯავრი დაედო და მან მოიხადა სასჯელი. 2017 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათისთვის, გ-------------–---–---- გავიდა უბანში. მოგვიანებით, მ-------------- შეიტყო, რომ გ-------------–---–---- იყო მოკლული. მ-------------- განმარტა, რომ მკვლელობის ფაქტს გარდა მკვლელობის ადგილზე მყოფი პირებისა, შეესწრო მისი ძმა ა-–------------

 

მოწმე ა-–------------ ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 ივნისს, იმყოფებოდა დისშვილის გ-------------–---–----ს სახლში. ეს უკანასკნელი საღამოს ჩავიდა უბანში, ხოლო თვითონ ცოტა ხნით წავიდა იქვე მდებარე მეგობრის ოფისში. 23:00 საათის შემდეგ ბრუნდებოდა გ-------------–---–------- სახლში. რამდენიმე მეტრში ქუჩაში შენიშნა მობილურ ტელეფონზე მოსაუბრე გ------–---–----, რომელმაც ხელით ანიშნა, რომ დალოდებოდა. ამ დროს, ა-–------------ გაიგონა გასროლების ხმა და დაინახა, გ-------------–---–---- იარაღით მისდევდა ვ--–---------–--–---–- და ისროდა მისი მიმართულებით. გ-------–---–---- სთხოვდა თავდამსხმელს, არ ესროლა, მაგრამ მაინც განაგრძობდა იარაღიდან გასროლას. მსხვერპლი სპორტული მოედნისკენ გაიქცა. დაინახა, როგორ დაეცა დაჭრილი გი--------------–---–---- სტადიონზე კალათბურთის ფარის ქვეშ, მას მიუახლოვდა მსჯავრდებული ფეხების მხრიდან, შემდეგ დადგა დაჭრილის თავთან და გაისროლა თავის მიმარულებით. მოწმემ სამართლო სხდომის დარბაზშიც მიუთითა ვ--–---------–--–---–--- და კატეგორიულად განაცხადა, რომ სწორედ ის არის გ-------------–---–----ს მკვლელი.

 

2017 წლის 25 ივნისს, მკვლელობის თვითმხილველ მოწმესთან ა-–-------------ნ ჩატარდა როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტი, ასევე ფოტოსურათით ამოცნობა. ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ა-–----------- ამოსაცნობად წარედგინა ოთხი ფოტოსურათი. ამოცნობის დაწყებამდე ა-–------------ აღწერა თუ რა ვითარებაში ნახა მკვლელი და რამდენად შეეძლო მისი ამოცნობა. მოწმემ ამოცნობის ჩატარებამდე განმარტა,რომ მკვლელი ნახა 2017 წლის 24 ივნისს, საღამოს საათებში ვ-–-----–----–----------–----------–------------------ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ხელში ეჭირა იარაღი და ისროდა გ-------------–---–----ს მიმართულებით. მოწმის თვალთახედვის არეში მკვლელი სროლით მისდევდა საკალათბურთო მოედნის მიმართულებით მსხვერპლს და გააკეთა საკონტროლო გასროლა, გასროლების პროცესში ალექსი ნაკანი ხედავდა მსროლელის ფიზიკურ აღნაგობას და სახეს, რის გამოც თავისუფლად შეეძლო მკვლელის ამოცნობა. ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ა-–------------ ცხვირის, თვალების, ტუჩების ფორმით და მთლიანი სახის აღწერილობით ამოიცნო ერთ-ერთ ფოტოსურათზე გამოსახული პირი, რომელიც არის ვ--–---------–--–---–-. ამომცნობმა დაბეჯითებით განაცხადა, რომ 2017 წლის 24 ივნისს სწორედ ეს პიროვნება ისროდა ვ-–----–----–----------–----------–------------------ კორპუსებთან გ-------------–---–----ს მიმართულებით და საკონტროლო გასროლით მოკლა იგი.

 

2017 წლის 25 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება,რომ მოწმე ა-–------------გან მიღებული ჩვენების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მოწმემ დეტალურად აღწერა მკვლელობის ვითარება, ადგილები, სადაც სროლის პროცესში გადაადგილდებოდნენ მკვლელი და მსხვერპლი, ასევე ადგილი საიდანაც მოწმე ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა. ა-–------------ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირებს მიუთითა მეგობრის ოფისზე, სადაც მკვლელობამდე იმყოფებოდა. ოფისი მდებარეობის შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, ასევე მიუთითა მე-13 და მე-14 კორპუსებს შორის არსებულ გზის სავალ ნაწილზე, სადაც ოფისიდან გამოსულმა ნახა გ-------------–---–----, რომელიც საუბრობდა ტელეფონზე და სთხოვა დალოდებოდა. ასევე მიუთითა მ---------------- წინ მარცხნიდან რიგით მეორე ავტოფარეხზე, სადაც იგი ელოდებოდა გ-------------–---–----. სწორედ აქედან დაინახა თავდაპირველად მკვლელი იარაღით ხელში, რომელმაც გ-------------–---–----ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. ა-–------------ მიუთითა მე-13 და მე-14 კორპუსებს შორის ჩასასვლელი გზის ნაწილზე, საიდანაც არის გასასვლელი მ---------------- უკან მდებარე მოედანზე. სწორედ ამ გზით გარბოდა გ-------------–---–----, რომელსაც სროლით მისდევდა იარაღიანი ახალგაზრდა. ა-–------------ მიუთითა საკალათბურთო მოედნის ფართან ახლოს ადგილზე, სადაც დაეცა დაჭრილი გ-------------–---–----. მკვლელმა მისი მისამართით გააკეთა საკონტროლო გასროლა და გავიდა სტადიონის გასასვლელიდან გზის სავალ ნაწილზე, საიდანაც გაემართა ვ-–----–----–-- გამზირის მიმართულებით „თიბისი“ ბანკთან ჩასასვლელი გზის სავალ ნაწილზე.

 

მოწმე ი--–----–------ ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 ივნისს, 23 საათის შემდეგ, დასთან ა------–----–---------- და მეგობრებთან ა--------------------------------------- და ს--–--------------------- ერთად იმყოფებოდა ვ-–----–----–-- პირველ კვარტალში სტადიონის გვერდზე არსებულ სკვერში. როგორც ირგვლივ, ასევე სტადიონზე იყვნენ ბავშვები და ზრდასრულები. სტადიონის უკანა მხრიდან გაიგონა დაახლოებით ოთხი გასროლის ხმა და დაინახა, დაახლოებით ერთი მეტრის შემაღლების ბეტონის კედლიდან გადმოხტა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მირბოდა სტადიონის მიმართულებით და ა---------–---–--–---–-- რომელმაც ჩამოხტომისთანავე ესროლა მსხვერპლს. სროლის შემდგომ ბიჭი, რომელიც წინ გარბოდა სტადიონზე დაეცა, თავდამსხმელი მიუახლოვდა და თავში ესროლა დამიზნებით. ნანახით იყო შოკში და ადგილიდან ვერ იძროდა. ამ დროს თავდამსხმელი გამოვიდა სტადიონის იმ გამოსასვლელიდან, სადაც მოწმე იდგა და გვერდით ჩაუარა, დაახლოებით სამ მეტრში. თავდასხმელმა სვლა განაგრძო ვ-–----–----–-- გამზირის მიმართულებით და ჩაუხვია დელისის მეტროსკენ. ამის შემდეგ მოწმემ დარეკა ,,112-ში“. თავდამსხმელი იყო დაახლოებით 175 სმ. სიმაღლის, მოგრძო სახით და სწორი ცხვირით, ხორბლისფერი, დაბალზე შეჭრილი თმით, დაახლოებით 25-30 წლის ასაკის. ეცვა გრძელსახელოებიანი რუხი პერანგი და ჯინსის შარვალი. ამოიცნო აღნიშნული პირი საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში წარდგენილი ოთხი ფოტო სურათიდან. იგი დარწმუნებულია ამოცნობის სისწორეში.

 

2017 წლის 25 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ი--–----–------ ამოცნობამდე განმარტა, რომ 2017 წლის 24 ივნისს, ღამის დაახლოებით 23:15-23:25 საათების შუალედში იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად ვ-–----–----–-- პირველ კვარტალში, მ---------------- მიმდებარედ სპორტულ მოედანზე, სადაც ახალგაზრდა ბიჭმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლა მეორე ახალგაზრდა ბიჭი. მოწმემ ის ახალგაზრდა, რომელსაც ხელში ეჭირა იარაღი და თავში დამიზნებით ესროლა წაქცეულს, ნახა ახლოდან. იგი იყო დაახლოებით 25-30 წლის, 170-175 სმ. სიმაღლის, მოგრძო ფორმის სახის მოყვანილობით, სუსტი აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი თმით, ხორბლისფერი კანით. ი--–----–------ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოდან ამოიცნო N4 ფოტოსურათზე გამოსახული ახალგაზრდა ბიჭი, სახის მოგრძო ფორმის მოყვანილობით, კანის შეფერილობით, სახის ზოგადი იერით. განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნული პირი ნახა 2017 წლის 24 ივნისს სპორტულ მოედანზე, რომელმაც თანნაქონი პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით მოკლა ახალგაზრდა ბიჭი. მოწმემ ამოცნობის დროს აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ამოცნობის სისწორეში. ამოცნობილი პირი არის ვ--–---------–--–---–-.

 

მოწმე ან------------- ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 ივნისს მეგობრებთან - ი--–----–---------------–------------------------------------------- ა------–----–---------- ერთად იმყოფებოდა თბილისში ვ-–----–----–-- გამზირზე ერთ-ერთ სკვერში, რომელიც მდებარეობდა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ. სკვერის პირდაპირ იყო სათამაშო სტადიონი. იჯდა სტადიონის მოპირდაპირე მხარეს სკამზე. მეგობრები საუბრობდნენ, როდესაც გაიგონეს რამდენიმე გასროლის ხმა. დაინახა, რომ სტადიონზე შევიდა ერთი ბიჭი სირბილით, რომელსაც უკან მოჰყვა მეორე ბიჭი. ამ დროს იყო სროლის ხმაც. შემდეგ სტადიონის შუაგულისკენ გაიქცა მსხვერპლი და სროლით უკან გამოეკიდა თავდამსხმელი. ამ დროს მსხვერპლი წაიქცა, თავდამსხმელმა დაუმიზნა იარაღი და ესროლა თავის მიმართულებით. თავდამსხმელი დაინახა ორჯერ, პირველად როდესაც ის სტადიონზე შევიდა, ხოლო მეორედ, როდესაც დანაშაულის ფაქტის შემდგომ, ჩაიარა იმ მანქანის ახლოს, სადაც მოწმე იჯდა. თავდამსხმელი იყო დაახლოებით 175 სმ. სიმაღლის ან უფრო მაღალი, ეცვა ჯინსის შარვალი, რუხი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, ჰქონდა დაბალზე შეჭრილი თმა, სახეზე ოდნავი წვერი. მან ფოტოსურათით ამოიცნო თავდამსხმელი. იგი დარწმუნებულია ამოცნობის სისწორეში.

 

2017 წლის 4 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ა-------------- ამოცნობამდე განმარტა, რომ 2017 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 23:15-23:30 საათების შუალედში იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად ქ.თ---–--–-----–----–----–-- გამზირზე, პირველ კვარტალში, მე-14 კორპუსთან არსებულ სპორტულ მოედანთან. დაინახა, როგორ მისდევდა ახალგაზრდა ბიჭი მეორე ახალგაზრდა ბიჭს, თან მარჯვენა ხელში ეჭირა პისტოლეტის მსგავსი ნივთი და ესროდა წინ მორბენალს, რომელიც დაეცა სტადიონზე. წაქცეულთან მივიდა პისტოლეტიანი ბიჭი და თავის მიმართულებით ესროლა, რის შემდეგაც გაიქცა. ამოსაცნობად წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო N4 ფოტოსურათზე გამოსახული პირი, რომელიც არის ვ--–---------–--–---–-. ამომცნობმა განმარტა, რომ მან ხსენებული პირი ამოიცნო სახის მოყვანილობით, მოგრძო ფორმის სახით, გამოხედვით და გამომეტყველებით, იერით. იგი თავისი ამოცნობის სისწორეში სრულად დარწმუნებულია. ამასთან განმარტა, რომ ამოცნობილ პირს შემთხვევის დღეს ჰქონდა დაბალზე შეჭრილი თმა, როგორც გადაპარსული და ახლად ამოსული, ასევე ძალიან დაბალი ზომის წვერი. სწორედ ამოცნობილი პირი ესროდა სპორტულ მოედანზე 2017 წლის 24 ივნისს მეორე ახალგაზრდას, რომელიც დაეცა სტადიონზე, მას მიუახლოვდა ხსენებული პირი და ესროლა თავის არეში, რის შემდეგაც გაიქცა მეტრო დელისის მიმართულებით.

 

2017 წლის 24 ივნისს შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა მოწმე ა------–----–-----. მოწმის ჩვენების თანახმად, ი--–----–----------- ს--–---------------------, ი------------------------------------------ ერთად იჯდა სტადიონთან ახლოს სკამზე, სტადიონზე ბავშვები თამაშობდნენ. მოულოდნელად გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა და რამდენიმე წამში დაინახა ბიჭი, რომელსაც უკან მოსდევდა ახალგაზრდა მამაკაცი. მდევარს ხელში იარაღი ეჭირა. შეირბინეს სტადიონაზე, მსხვერპლი შუა სტადიონზე დაეცა, ამ დროს თავდამსხმელმა თავში ესროლა. მომხდარით შეშინებული გოგონები გაიქცნენ ვ-–----–----–-- გამზირისკენ. ს--–----------------- გააჩერა მანქანა, ჩაუჯდა და უხსნიდა ვითარებას. სანამ მოწმე ჩაჯდებოდა მანქანაში იარაღიანმა მამაკაცმა ჩაირბინა მათკენ, ვ-–----–----–-- გამზირის მიმართულებით და მაღაზია „ბიბლუსთან“ გაჩერდა. მკვლელი ჩქარი ნაბიჯით მოძრაობდა დელისის მეტროსკენ. თავდამსმხელს ეცვა რუხი ფერის გრძელსახელოებიანი ზედატანი და ჯინსის შარვალი, თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, სიმაღლეში იყო დაახლოებით 175 სანტიმეტრი, ასაკით -25 წელზე მეტი. მსჯავრდებული ამოიცნო საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში წარდგენილი ფოტო სურათით და იგი კატეგორიულად დარწმუნებულია, რომ სწორედ თავდამსხმელი ამოიცნო.

 

2017 წლის 25 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ა------–----–-----მ წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ვ--–---------–--–---–- სახის მოყვანილობით, სახის მოგრძო ფორმით, იერით და სახის გამომეტყველებით. ამომცნობმა განაცხადა, რომ სწორედ მის მიერ ამოცნობილმა პირმა ვ--–---------–--–---–-- პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით მოკლა სპორტულ მოედანზე გ-------------–---–----. ამომცნობის განმარტებით ამოცნობილ პირს მკვლელობის მომენტში ჰქონდა დაბალზე შეჭრილი თმა და ოდნავ წვერი, მიუხედავად იმისა, რომ ამოსაცნობ პირს ფოტოზე ჰქონდა წვერი და მოგრძო თმა, მისი სახე იმდენად კარგად ახსოვდა, რომ უპრობლემოდ ამოიცნო. დარწმუნებულია ამოცნობის სისწორეში.

 

მოწმის ი-------------- ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 ივნისს, საღამოს, დაახლოებით 23:15 საათიდან 23:30 საათამდე დროის შუალედში, მეგობრებთან ი--–----–----------- ს--–---------------------, ა------------------ და ა------–----–---------- ერთად იჯდა ვ-–----–----–-- პირველ კვარტალში სტადიონთან არსებულ სკამზე, რა დროსაც გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა. დაინახა, რომ მ---------------- მხრიდან სტადიონზე შემაღლებული ადგილიდან ჩამოხტა ახალგაზრდა ბიჭი,რომელსაც უკან მოსდევდა მეორე ადამიანი. თავდამსხმელმა სტადიონზე ხსენებულ ბიჭს ესროლა იარაღიდან, ეს უკანასკნელი მიწაზე დაეცა. ამ დროს მოწმემ გაიგონა მსხვერპლისგან ნათქვამი ფრაზა „არ მესროლო“. ამის შემდეგ თავდამსხმელი მიაუახლოვდა და ესროლა თავში. მომხდარით შეშინებული, მეგობრებთან ერთად გაიქცა მაღაზია „ბიბლუსის“ მხარეს, ვ-–----–----–-- გამზირზე. სწრაფად გააჩერეს შემხვერდი მანქანა, ი------------- იდგა გაჩერებულ ავტომანქანასთან, სწორედ ამ დროს შენიშნა მსროლელი, რომელსაც ხელში ჯერ კიდევ ეჭირა იარაღი. იგი გაიქცა დელისის მეტროს მხარეს, შემდეგ კი გადაკვეთა მოპირდაპირე ქუჩა. მსროლელს ეცვა ჯინსის შარვალი, მუქი ფერის გრძელმკლავებიანი პერანგი, თმა დაბალზე ჰქონდა შეჭრილი, ჰქონდა მოგრძო სახე და მუქი ფერის თმები. მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში ფოტოსურათით ამოცნობაში, წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო თავდამსხმელი.

 

2017 წლის 25 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ი--------------- 4 ფოტოსურათიდან სახის მოგრძო ფორმით, სახის კანის შეფერილობით, გამომეტყველებით და იერით ამოიცნო მსროლელი ვ--–---------–--–---–- და განმარტა, რომ სწორედ მის მიერ ამოცნობილმა პირმა 2017 წლის 24 იანვარს სპორტულ მოედანზე პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით მოკლა გ--------------–---–----. მის მიერ ამოცნობილ ახალგაზრდას მკვლელობის დროს ჰქონდა მოკლედ შეჭრილი თმა და ოდნავ დაბალი წვერი, მისი სახე იმდენად კარგად ახსოვდა, რომ ამოცნობის სისწორეში სრულად დარწმუნებული იყო.

 

თვითმხილველი მოწმის ს--–----------------- ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 ივნისს, დაახლოებით ღამის 23 საათისთვის იმყოფებოდა მეგობრებთან - ი-------------სთან, ი--–----–----------- ა------–----–---------- და ა------------------ ერთად დელისის მეტროსთან ახლოს, ვ-–----–----–-- გამზირის პირველ კვარტალში მდებარე სკვერში. ისინი სტადიონთან ახლოს სკამზე ისხდნენ, რადგან სტადიონი იყო განათებული. სტადიონის ერთ მხარეს ბავშვები თამაშობდნენ. ცოტა ხანში გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა და დაინახეს გ-------------–---–----, რომელსაც უკან ვ--–---------–--–---–- მოსდევდა. თავდამსხმელმა სტადიონაზე გაისროლა მსხვერპლის მიმართულებით, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დაეცა. მოწმემ გაიგონა ფრაზა „არ მესროლო“, ამის მიუხედავად თავდამსხმელმა უფრო ახლოდან ესროლა თავში. მომხდარით შეშინებულები გაიქცნენ ცენტრალურ გზაზე, სადაც შენიშნეს ის პირი, რომელმაც გაისროლა სტადიონზე მსხვერპლის მიმართულებით. მოწმის ჩვენებით, მსროლელს ჰქონდა მუქი ფერის თმა, სავარაუდოდ შავი, იყო შავგვრემანი, გამხდარი, დაახლოებით 180 სანტიმეტრამდე სიმაღლის, ჰქონდა ახალამოსული წვერი და თმაც დაბალზე შეჭრილი,თითქმის გადაპარსული, ჰქონდა სწორი ცხვირი. ეცვა ნაცრისფერი პერანგი და ლურჯი ჯინსის შარვალი. მას ხელში იარაღი ეჭირა.

 

2017 წლის 25 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ს--–----------------- ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოდან ამოიცნო მსროლელი ვ--–---------–--–---–-. მან ობიექტი ამოიცნო სახის მოყვანილობით, ცხვირის, თვალის და ტუჩის ფორმით. ფოტოზე გამოსახულ პირს შემთხვევის დღეს ჰქონდა ძალიან დაბალზე შეჭრილი თმა და ოდნავ დაბალი წვერი.

 

მოწმე თ----------–-----–---–-- ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 ივნისის ღამეს თორმეტის წუთებზე, იმყოფებოდა ბინაში, რა დროსაც ეზოდან გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა. გადაიხედა და დაინახა, რომ ერთ-ერთ მამაკაცს მოსდევდა იარაღით ხელში სხვა მამაკაცი და მიჯრით ესროდა. ორივე დაახლოებით იყვნენ 25-30 წლის. მსხვერპლი ეუბნებოდა: „ბიჭო არ მომკლა“, თავდამსხმელი გინებით მისდევდა. როდესაც მოწმის ფანჯარას გასცდნენ, სტადიონზე ჩავიდნენ. სტადიონის უკეთ დასანახად მოწმე მეორე ოთახში შევიდა, აივანზე გადაიხედა და დაინახა, რომ მდევარს იარაღი უკვე დაბლა ჰქონდა დაშვებული და სტადიონიდან გავიდა. იგი წავიდა ვ-–----–----–-- გამზირისკენ. მოწმე ჩავიდა ეზოში და სტადიონზე ნახა დაჭრილი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში და სისხლიანი.სანამ მოწმე ეზოში ჩავიდოდა, არასრულწლოვან შვილს სთხოვა დაერეკა ,,112-ში“.

 

გ-------------–---–----ს მკვლელობას შეესწრო მოწმე თ------–--–---–. მოწმის ჩვენებით, 2017 წლის 24 ივნისს, ღამის დაახლოებით 23:20 საათზე იმყოფებოდა სტადიონზე, რა დროსაც გაიგონა არაერთი გასროლის ხმა. სტადიონზე დაინახა ძირს დაცემული დაჭრილი მამაკაცი. ასევე იგი ხედავდა როგორ დაუმიზნა დაჭრილ მამაკაცს ერთმა პირმა იარაღი და ესროლა თავში. მსროლელი დაახლოებით 25-30 წლამდე ასაკის იყო, თმა გადაპარსული და მცირედ წამოზრდილი ჰქონდა.

 

2017 წლის 24 ივნისს გასროლის ხმა გაიგონა მოწმე თ------------------ მოწმის ჩვენებით მკვლელობის ღამეს, დაახლოებით 23:15 წუთზე გაიგონა მიჯრით გასროლის ხმა. სტადიონზე დაინახა დაჭრილი პირი და დარეკა ,,112-ში“.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფარგლებში ამოღებული იქნა სისხლის კვლები, რომელიც ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N004571917 დასკვნით წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის გ-------------–---–----.

 

გამოკვლეული იქნა თბილისში ვ-–----–----–-- გამზირი N50-ში მდებარე ხორც-პროდუქტების მაღაზია „------- და თბილისში ვ-–----–----–-- გამზირი N52-ში მდებარე ალკოჰოლური სასმელების მაღაზია „------------- კომპიუტერული სისტემებიდან გამოთხოვილი და ამოღებული გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერების ჩანაწერები 2017 წლის 24 ივნისის 22:00 საათიდან 23:59 საათამდე პერიოდში. ხსენებულ ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების შედეგად აშკარა გახდა, რომ 2017 წლის 24 ივნისს, გ-------------–---–----ს მკვლელობიდან უმოკლეს დროში, რა დროც ლოგიკურად საჭირო იყო შემთხვევის ადგილიდან მიმდებარე ტერიტორიაზე სამოძრაოდ, სწრაფი ნაბიჯებით გადაადგილდება მსჯავრდებული ვ--–---------–--–---–- და პარკირების ადგილას ჯდება ახლადგაჩერებული ავტომობილის უკანა სალონში და მანქანა მიდის. საყურადღებოა, რომ ვიდეო ჩანაწერში ვ----–--–---–- აცვია სწორედ იგივე აღწერილობის ტანსაცმელი, როგორზეც თვითმხილველი მოწმეები მიუთითებენ. კადრში ასევე მკაფიოდ ჩანს, რომ ვ----–--–---–- თმა დაბალზე აქვს შეჭრილი.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ვიდეო კადრში ასახული ავტომობილის მძღოლი მოწმე რ------------------ მოწმის ჩვენებით, 2017 წლის 24 ივნისს, ღამით, იმყოფებოდა კადრში ასახულ ადგილზე, მანქანის დაპარკინგებისთანავე, მოულოდნელად უკან სალონში ჩაუჯდა ვ--–---------–--–---–-, რომელიც გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ჩავიდა ავტომანქანიდან. საყურადღებოა, რომ ამის შემდეგ მკვლელის კვალი ქრება და ინტენსიური ძებნის შემდეგ, 2018 წლის 10 ოქტომბერს, პოლიცია ვა-–---------–--–---–- აკავებს. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე რ------------------ 25.06.2017წ.დაკითხვის ოქმი. მოწმემ დაადასტურა დაკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერა. ასევე დაიკითხა გამომძიებელი ი-----–--–--------- რომელმაც დაადასტურა, რომ მოწმემ გამომძიებელს ჩვენება მისცა ნებაყოფლობით, თავისუფალი თხრობის რეჟიმში და გამოძიებას მიაწოდა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ვ--–----------–--–---–------------------------ ავტომანქანაში ჩაჯდა ზუსტად იმ ჩაცმულობით, რა ჩაცმულობითაც დანაშაულის თვითმხილველი მოწმეები აღწერენ მკვლელის ტანსაცმელს: რუხი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, მოლურჯო ჯინსის შარვალი. გარდა ამისა, მოწმის დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ვ--–---------–--–---–- იყო აღელვებული მანქანაში ჩაჯდომის დროს.

 

სამედიცინო ექსპერტიზისN003624617 დასკვნის თანახმად, გ-------------–---–----ს სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა შემავალი თავის ქალას ღრუში ქალას სარქველის, ქალას ფუძის და კისრის პირველი მალის (ატლასის) მოტეხილობით, თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა ღრუში და ტვინის ნივთიერებაში დიფუზური სისხლჩაქცევებით. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით გ-------------–---–----ს ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 24.06.2017წ. 00:20 საათზე. გვამის გამოკვლევის მონაცემების მხედველობაში მიღებით სიკვდილიდან გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევამდე გასულია დაახლოებით 6 საათი, რაც არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მითითებულ თარიღსა და დროს.

 

გ--------------–---–----ს გვამის გამოკვლევისას ნანახია სიცოცხლის დროინდელი დაზიანება - თავის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა შემავალი ხვრელით (ჭრილობა-N1) მარცხნივ თხემის მიდამოში, ტერფის ძირიდან 182სმ-ის დაშორებით, შემავალი თავის ქალას ღრუში, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, ქალას სარქველის და ქალას ფუძის ძვლების, თავის ტვინის და კისრის პირველი მალის დაზიანებით, უცხო სხეულით (ტყვია) კისრის პირველი მალის რბილ ქსოვილებში (კისრის პირველი მალის მოტეხილობის მიმდებარედ), მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად, ჭრილობის არხის მიმართულებით ზევიდან ქვევით, ოდნავ წინიდან-უკან, ოდნავ მარცხნიდან - მარჯვნივ. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად სიკვდილის წინა უახლოეს პერიოდში და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. გ-------------–---–----ს გვამზე ასევე ნანახია სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით მარჯვენა მხრის მიდამოში (ჭრილობა-N3), ტერფის ძირიდან 158სმ-ით დაშორებით, გამოსავალი ხვრელით გულმკერდის წინა ზედაპირზე, მკერდის ძვლის საუღლე ამონაჭდევთან (ჭრილობა-N4) ტერფის ძირიდან 151,5სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, კუნთების, მარჯვენა მხრის ძვლის მოტეხილობით, მუქი მოწითალო ფერის სისხლ ჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად, ჭრილობის არხის მიმართულებით მარჯვნიდან მარცხნივ, ოდნავ ზევიდან ქვევით, ოდნავ უკანიდან წინ. მარცხენა თეძოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით მარცხენა დუნდულოს ზედა შიგნითა კვანდრანტის ზედა კიდეში, წელის საზღვარზე, მარცხენა ბეჭისა და ხერხემლის ახლო ხაზებს შორის (ჭრილობა-N8), ტერფის ძირიდან 106სმ-ის დაშორებით, გამოსავალი ხვრელით (ჭრილობა-N7) მარცხენა თეძოს ძვლის ზედა კიდესთან იღლიის წინა და შუა ხაზებს შორის, მარცხენა თეძოს ძვლის ზედა კიდესთან, ტერფის ძირიდან 109სმ-ით დაშორებით, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, კუნთების, თეძოს ძვლის დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით მარცხნიდან - მარჯვნივ, ოდნავ ქვევიდან - ზევით და ოდნავ უკნიდან - წინ, მუქი მოწითალო ფერის სისხლ ჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად.აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად სიკვდილის წინა უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს და დამდგარ შედეგთან სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან.

 

მარცხენა თხემ-კეფის მიდამოს შემხები ცეცხლნასროლი ჭრილობა (ჭრილობა-N2), ტერფის ძირიდან 180სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების დაზიანებით, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად, ჭრილობის არხის მიმართულებით მარცხნიდან - მარჯვნივ. მარცხენა მხრის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით მარცხენა მხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე (ჭრილობა-N5), ტერფის ძირიდან 133სმ-ით დაშორებით, გამოსავალი ხვრელით (ჭრილობა-N5ა) მარცხენა მხრის შუა და ზედა მესამედების საზღვარზე, შიგნითა და წინა ზედაპირების საზღვარზე,ტერფის ძირიდან 143,5სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, კუნთების დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით მარცხნიდან - მარჯვნივ, ოდნავ ქვევიდან - ზევით და ოდნავ უკნიდან - წინ, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად. გულმკერდის მარცხენა ნახევრის შემხები ცეცხლნასროლი ჭრილობა (ჭრილობა-N5ბ) - ტერფის ძირიდან 145სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების დაზიანებით, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად, ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან - წინ, ოდნავ მარცხნიდან - მარჯვნივ (ჭრილობა N5ბ წარმოადგენს N5-N5ა ჭრილობების გაგრძელებას). მარჯვენა წინამხრის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით მარჯვენა წინა მხრის შუა მესამედში უკანა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე შემავალი ცეცხლნასროლი (ჭრილობა-N6), გამოსავალი ხვრელით (ჭრილობა-N6ა) მარჯვენა წინამხრის შუა და ზედა მესამედების საზღვარზე, შიგნითა და წინა ზედაპირების საზღვარზე, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, კუნთების დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით მარცხნიდან - მარჯვნივ, ოდნავ ქვევიდან - ზევით და ოდნავ უკნიდან - წინ, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად. წელის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა შესავალი ხვრელით (ჭრილობა-N9) მარჯვენა დუნდულოს ზედა - გარეთა კვანდრანტის ზედა კიდეში, მარჯვენა იღლიის უკანა ხაზზე, ტერფის ძირიდან 108 სმ-ის დაშროებით, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, კუნთების დაზიანებით, უცხო სხეულით (ტყვია) მარცხენა თეძოს ფრთის ზედა კიდესთან რბილ ქსოვილებში ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ ოდნავ ზევიდან - ქვევით და რამდენადმე მარჯვნიდან - მარცხნივ. მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის შესაბამისად. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად სიკვდილის წინა უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და დამდგარ შედეგთან სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ, თუ აღნიშნული მიდამოები წარმოადგენდნენ პირველ (გარეთა) შრეს მათი განვითარების მომენტში.

 

გ-------------–---–----ს გვამზე ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები - მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ზედა ქუთუთოს გარეთა მესამედში და მთელს ქვედა ქუთუთოზე სისხლნაჟღენთი. შუბლის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა საფეთქლის, მარჯვენა წარბის, მარჯვენა თვალბუდის, მარჯვენა ყვრიმალის, მარჯვენა მხრის სახსრის, მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის, მარცხენა მტევნის, მე-5 თითის ძირითადი და შუა ფალანგების სახსრების, მარჯვენა ბარძაყის, მარჯვენა იდაყვის სახსრის მიდამოებში მრავლობითი ნაჭდევები, ირგვლივ სისხლჩაქცევებით. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად სიკვდილის წინა უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება.

 

ცეცხლნასროლ დაზიანებაზე მიუთითებს ბალისტიკური ექსპერტიზის N 005806118 დასკვნაც, რომლის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი „გ--------------–---–----ს ტანსაცმელი“-დან პერანგსა და მაისურზე, კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული N1; N2; N3; N5 და N6-6ა დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვების მოქმედებით, რაც შეეხება N2ა; 3ა-3ბ; 4 და ტრუსზე არსებულ N7 დაზიანებას, მორფოლოგიური ნიშან-თვისებებისა და დაზარალებულის N003624617 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მონაცემების მიხედვით, ისინი წარმოადგენს ცეცხლნასროლ დაზიანებებს. ამავე მონაცემებით პერანგზე, მაისურსა და ტრუსზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში (NN1-7) ლოკალური არით ძირითადად შეესაბამება სხეულზე არსებულ შემავალ- გამავალ და შემხებ ცეცხლნასროლ დაზიანებებს.

 

გ-------------–---–----ს სხეულზე არსებული დაზიანებები, რომ ნამდვილად ცეცხლნასროლი წარმოშობისაა დასტურდება 2017 წლის 6 სექტემბრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N005067717 დასკვნითაც,რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ გ-------------–---–----ს ჯინსის შარვალზე, პერანგზე და მაისურზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 25 ივნისს 00:25 საათიდან 07:10 საათამდე დროის ინტერვალში დათვალიერდა ქ.თ---–--–-----–----–----–-- გამზირი, პირველი კვარტალი, N14 კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი და მიმდებარე ტერიტორია. N13 და N14 კორპუსებს შორის არსებული სასურსათო მაღაზიის გვერდით მდგარივერცხლისფერი „ფოლკსვაგენი-ს“ მარკის ავტომანქანა სახ.ნომრით Q------ წინა მარჯვენა კარის დაბლა ასფალტის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული იქნა მოყვითალო ფერის ლითონის საგანი (ტყვიის გულა) (ობ. N1). იქვე 3-4 მეტრის მოშორებით N14 და N13 კორპუსებს შორის საავტომობილო გზის ასფალტის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული იქნა ერთი ცალი მოყვითალო ფერის მეტალის ცილინდრული ფორმის საგანი (ობ. N2). N13 და N14 კორპუსებს შორის ნიადაგის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული იქნა 2 ცალი მომწვანო ფერის ცილინდრისებური ლითონის საგანი (მასრები) (ობ.N3 და ობ.N4). მე-13 კორპუსის უკანა მხარეს სტადიონის მხარეს არსებული ავტოფარეხის წინ ნიადაგის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული იქნა მომწვანო ფერის ცილინდრული ფორმის ლითონის საგანი (ობ. N18). მე-13 კორპუსის გვერდით, მ---------------- მხარეს ბორდიურზე ასფალტის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული იქნა მომწვანო ფერის ცილინდრული ფორმის ლითონის საგანი (მასრა) (ობ.N19); მე-14 კორპუსთან მდებარე სპორტულ მოედანზე კალათბურთის ფარის დაბლა, ასფალტის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული იქნა ორი ცალი მოყვითალო ფერის ცილინდრული ფორმის ლითონის საგანი (მასრები) (ობ.N6 და ობ. N7).

 

2017 წლის 15 აგვისტოს ბალისტიკური ექსპერტიზის N1515/ბ დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი (ობიექტი N1) და გ-------------–---–----ს გვამიდან ამოღებული ორი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი "მაკაროვის" კონსტრუქციის პისტოლე ტებისათვისПМდა „სტეჩკინის" კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის AПC, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა. აქედან გ-------------–---–----ს გვამიდან ამოღებული ორი ტყვია ვარგისია იდენტიფი კაციისათვის და გასროლილია ერთიდაიმავე პისტოლეტიდან, რომელიც განკუთვნილია 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად, ხოლო ერთი ტყვია - ობიექტი N1 გასროლილია პისტოლეტიდან, რომელიც განკუთვნილია 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად და ვარგისია იდენტიფიკაციისათვის მხოლოდ კონკრეტულ იარაღთან შესადარებლად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შვიდი ცალი მასრა (ობიექტი N2; N3; N4; N6; N7; N18; N19), არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნუმუშის,9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნის შემადგენელი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მაკაროვისკონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „ПM“ და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „AПC“, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა. მასრები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის გასროლილია 9 მმ კალიბრის სხვადასხვა პისტოლეტში, რომელიც განკუთვნილია 9 მმ კალიბრის, 1951 წლის ნიმუშის ვაზნების გასასროლად. აქედან ობიექტი N2; N6; N7 გასროლილია იარაღში პირობითი აღნიშვნით „ა“, ხოლო ობიექტი N3; N4; N18; N19 გასროლილია პირობითად „ბ“ იარაღში; წარმოდგენილ მასრებზე და ტყვიებზე ვერ იქნა აღმოჩენილი სათანადო რაოდენობა ინდივიდუალური კერძო და საერთო ნიშნებისა, რომელთა ერთობლიობით ცალსახად - დგინდება შეადგენდა თუ არა გასროლამდე წარმოდგენილი მასრები და ტყვიები ერთ მთელს, რის გამოც ზემოაღნიშნულის დადგენა ვერ მოხერხდა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩამტარებელი გამომძიებლის ნ---------------–-–---–-ს ჩვენების თანახმად, როდესაც დაიწყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება, არ იყო ზუსტად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად მან შემთხვევის ადგილის არეალი მაქსიმალურად გაზარდა, რათა არ გამორჩენილიყო რაიმე მნიშვნელოვანი კვალი. მასრები ამოიღო სხვადასხვა ადგილიდან. ამოღებული მასრების ნაწილს აღენიშნებოდა სიძველის, კოროზიის კვალი და იყო მომწვანო შეფერილობის. აღნიშნულის თაობაზე მითითება გააკეთა საგამოძიებო მოქმედების ოქმში. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულისა და მსხვერპლის გადაადგილების ზოლში სადაც დაიწყო და დასრულდა სროლები ამოღებული იქნა ახალი მასრები, ხოლო ძველი მასრები ამოღებულია ე.წ. ბილიკის მიმდებარედ.

 

მსჯავრდებულმა ვ--–---------–--–---–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო დასკვნით და საბოლოო სიტყვებში განაცხადა, რომ იგი არ იცნობს ი-----------–---–----, ასევე არ იცნობდა გ-------------–---–----. მისი განმარტებით, არასდროს ჰქონია კონფლიქტი ი-----------–---–------- და არ იცის რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ი-----------–---–---- 2015 წელს მისი დაჭრის საქმესთან. განაცხადა, რომ მას აქვს ალიბი იმის შესახებ, რომ მკვლელობის დროს იმყოფებოდა პირად საქმეზე, თუმცა არ სურს იმ პირების დასახელება, რომლებსაც შეუძლიათ მისი ალიბის დადასტურება. ასევე განაცხადა, რომ ბავშობიდან ცაციაა აქედან გამომდინარე, თვითმხილველ მოწმეთა მიერ აღწერილ ვითარებაში მარჯვენა ხელითგასროლებს ვერ განახორციელებდა.

 

მსჯავრდებულის მშობლები ა---------–----–--–---–ი და მა------–--–---–ი, ასევე დაცვის მხარის მოწმეები - თ--------------–---–---------------------------–--–---–-–---------------------–-----------------–-----–--- დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში სასამართლოს რაიმე ინფორმაციას არ აწვდიან, განმარტეს, რომ ვ--–---------–--–---–- არის დადებითი, უკონფლიქტო, მოწესრიგებული ადამიანი და გამოთქვამდნენ მოსაზრებას და ვარაუდს იმის შესახებ, რომ ვ--–---------–--–---–- ადამიანს არ მოკლავდა. მოწმე ლა-–---–-–---- განმარტებით, 1988 წლიდან ცხოვრობს ვ--–---------–--–---–-- მეზობლად, ყოველდღე ან დღე გამოშვებით ხედავდა მსჯავრდებულს, ვ----–--–---–- მუდმივად ჰქონდა სახე მოწესრიგებული, პირი გაპარსული, იყო თავაზიანი და ზრდილობიანი. მსჯავრდებულის მეგობრის ნინო კალმახელიძის ჩვენების თანახმად, მსჯავრდებულის პიროვნებიდან გამომდინარე გამორიცხავს მისი მხრიდან მკვლელობის ჩადენას. იგი არ ფლობს ინფორმაციას, რომ მეგობარი ვ--–---------–--–---–-, მათი მეგობრობის პერიოდში იხდიდა სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის.მოწმე თ--------------–---–----------------------------------------------–---- განმარტებით, ვ----–--–---–- ბავშვობიდან ცაციაა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენით:

 

ვ--–---------–--–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრების გზით განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 9 ივლისიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის განაჩენით:

 

ვ--–---------–--–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრების პრინციპით განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებით:

 

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ვა-–---------–--–---–- შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი, კერძოდ ვ--–---------–--–---–- გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელისგან, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობთ, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენით:

 

მსჯავრდებულ ვ--–---------–--–---–-- შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებაში შეტანილ იქნა ცვლილება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ვა-–---------–--–---–- სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. ვ--–---------–--–---–- პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 11 ივნისს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ვ--–---------–--–---–-- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთ შეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, ვ--–---------–--–---–-- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი განხრახი მკვლელობის, როგორც ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალს მოიცავს, ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს განზრახ მკვლელობა არაერთგზის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში; მკვლელობა არაერთგზის - მკვლელობის ეს სახე დამძიმებულია პერსონალური ნიშნით, ამსრულებლის პიროვნებისათვის დამახასიათებელი ნასამართლობის ფაქტით. მოცემულ შემთხვევაში ვ--–---------–--–---–- წარსულში ნასამართლევია განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისათვის და გ-------------–---–----ს მკვლელობის დროს ნასამართლობა გაქარწყლებული არ ჰქონდა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ვ--–---------–--–---–-- მიერ ჩადენილი ქმედების განზრახ მკვლელობა ჩადენილი არაერთგზის. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, კომპიუტერული სისტემებიდან გამოთხოვილი და ამოღებული გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერების ჩანაწერები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანხვედრილია, წარმოადგენენ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ---–--–-----–----–----–-- პირველ კვარტალში, მ---------------- მიმდებარედ, ვ--–---------–--–---–--, ი-----------–---–------ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ჭრილობები მიაყენა გ-------------–---–----, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მოცემულ შემთხვევაში აშკარა და ნათელია, რომ გ-------------–---–------ ცეცხლსასროლი იარაღით მრავალჯერადად განხორციელებული დამიზნებითი გასროლები, განსაკუთრებით თავის არეში მიზნად ისახავდა ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობას. თავის არეში მიყენებული ჭრილობების ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ--–---------–--–---–- გ-------------–---–----ს მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რადგან ადამიანის სიცოცხლისათვის ისეთ მნიშვნელოვან არეში, როგორიცაა თავის არე, ამგვარი ჭრილობების მიყენება მკვლელობის განზრახვის გარეშე საფუძველს მოკლებულია. ვ--–---------–--–---–-- მოქმედება საკონტროლო გასროლა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან არეში, იყო გ-------------–---–----ს სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, რამაც გამოიწვია ის შედეგი სიკვდილი, რასაც უშუალოდ პირდაპირი განზრახვით ახორციელებდა. ამასთან სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ვ--–---------–--–---–-- მყარ განზრახვაზე, მოეკლა გ------–---–---- მიუთითებს მისი ქცევის განსაკუთრებული აგრესიულობა, კერძოდ მან ფიზიკური დევნის გზით დამიზნებით განახორციელა არაერთი გასროლა.უკანონოდ შეძენილი, შენახული და თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 2017 წლის 24 ივნისს, საჯარო სივრცეში, ბავშვების თანდასწრებით, შურისძიების მოტივით განზრახ მოკლა გ-------------–---–----. მსჯავრდებულის განზრახვაზე მოეკლა მსხვერპლი, მეტყველებს მის მიერ დევნის პროცესში განხორციელებული გასროლების სიმრავლე და სტადიონაზე წაქცეული გ-------------–---–----სათვის დამიზნებით სროლა თავის არეში.რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვა-–---------–--–---–- ჰქონდა დაპირისპირება და კონფლიქტი მოკლულის ძმასთან ი-----------–---–-------, ამ უკანასკნელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მსჯავრდებული. სწორედ ეს კონფლიქტი გახდა საფუძველი ძმაზე შურისძიების, სწორედ იგივე საშუალებით - ცეცხლსასროლი იარაღით, ვ--–---------–--–---–-- მოკლა გ-------------–---–----.ამასთან მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მკვლელობის ადგილი - სტადიონი იყო განათებული, აქედან გამომდინარე მოვლენები კარგად ჩანდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართული ფოტოებითაც ჩანს, რომ სტადიონი იყო განათებული გარე განათებით, შესაბამისად მოწმეებმა კარგად აღიქვეს და დაინახეს შემთხვევის ადგილზე მიმდინარე პროცესები.

 

პალატა მიუთითებს, რომ თითოეული გამოკვლეული მტკიცებულება ერთობლიობაში ქმნის ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს და ზედმიწევნით აღადგენს დანაშაულის სურათს, ფაქტობრივ გარემოებებს, გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ--–---------–--–---–-- ჩაიდინა განზრახ მკვლელობა არაერთგზის.

 

პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, დაკითხული იქნენ მოწმეები, მათი ჩვენებებიდან დადასტურდა მხოლოდ ის, რომ ვ--–---------–--–---–- ბავშვობაში მემარცხენე ,,ცაცია’’ იყო, რაც იმას არ ნიშნავს რომ მას ზრდასრულ ასაკში მარჯვენა ხელით ცეცხლსასროლი იარაღის დაჭერა და სროლა არ შეეძლო, სხვა რაიმე ინფორმაცია, რაც მსჯავრდებულ ვ--–---------–--–---–-- მიმართ აღნიშნული ბრალდების გასაბათილებლად იქნებოდა წარმოდგენილი არ დაფიქსირებულა. თუმცა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არის ცაცია და მარჯვენა ხელით ცეცხლსასროლი იარაღის დაჭერას ვერ შეძლებდა გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, სხვა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის, ფაქტი რომ მსჯავრდებული ,,ცაციაა’’ არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და საერთოდ ვერ იყენებს მარჯვენა ხელს ან გამორიცხულია და არ შეუძლია მარჯვენა ხელით ნივთების დაკავება, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის განხორციელება. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას ალიბთან დაკავშირებით, თითქოს და მსჯავრდებულს არ სურდა იმ პირების დასახელება, რომლებსაც შეუძლიათ მისი ალიბის დადასტურება და ე.წ. ალიბის მოწმეებს საფრთხე შეიძლება დაემუქროთ, საფუძველს მოკლებულია, აბსურდია, არასარწმუნოა და აღნიშნულიც მის მიერაა მოგონილი სასჯელისაგან თავის დაღწევის მიზნით.

 

პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას იმის შესახებ, რომ დანაშაულის თვითმხილველი მოწმეები წარმოადგენენ ცრუ მოწმეებს, დაცვის მხარე სრულიად უსაფუძვლოდ, არაარგუმენტირებულად აცხადებს, რომ საქმის თვითმხილველი მოწმეები წარმოადგენენ ცრუ მოწმეებს, თუმცა ვერ ასაფუთებს თუ რა დაინტერესება შეიძლება ჰქონოდათ თვითმხილველ მოწმებს ტყუილად ემხილათ მათთვის სრულიად უცნობი ვ--–---------–--–---–-, ასევე მათთვის სრულიად უცნობი გ-----------–---–----- მკვლელობაში. პირიქით, მკვლელის იდენტიფიცირებასთან მიმართებაში მათი ჩვენებები თანხვედრაშია მკვლელობის სხვა თვითმხილველი მოწმის ა-–------------ ჩვენებასთან. ყველა ხსენებული მოწმე ჰყვება, რომ სწორედ ვ--–---------–--–---–- მისდევდა იარაღით ხელში გ-------------–---–---- და ახორციელებდა გასროლებს, ასევე მათი ჩვენებები თანხვედრაშია საკონტროლო გასროლის ვითარებასთან და ქრონოლოგიასთან, მათი გადმოცემით, ვ--–---------–--–---–-- სტადიონზე ესროლა მიწაზე წაქცეულ გ-------------–---–----. მოწმეები დეტალებში ჰყვებიან თუ რა ვითარებაში აღიქვეს და დაამახსოვრდათ მსროლელის გარეგნობა, ამასთან გამოძიების ეტაპზე ყველა მათგანმა ამოიცნო ვ--–---------–--–---–- ფოტოსურათით და ყოველი მათგანი იყო კატეგორიული ამოცნობაში.

 

ამასთან დაცვის მხარის არგუმენტი, რომ არ უნდა მოხდეს მოწმე ა-–------------ ჩვენების გაზიარება, ვინაიდან არცერთ თვითმხილველ მოწმეს არ უნახავს იგი შემთხვევის ადგილზე, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რამეთუ შემთხვევა მოხდა ხალხმრავალ ადგილზე, რამაც ბუნებრივად გამოიწვია პანიკა და შიში, ამ ვითარებაში ძნელია მოწმეებს მოეხდინათ გარდაცვლილთან მყოფი პირების იდენტიფიცირება. ა-–------------ ყოფნას მკვლელობის ადგილზე მოწმობს მისი თანმიმდევრული ჩვენება, მოწმე დეტალურად აღწერს თავდასხმის, დევნისა და მკვლელობის ფაქტებს.საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები მოწმეს ზეპირი ჩვენებისა და გამოკითხვის ოქმის გარდა, ზედმიწევნით აღწერილი აქვს საგამოძიებო ექსპერიმენტის პროცესში. არ იკვეთება რაიმე დაინტერესება მოწმისა, ცრუდ ამხილოს მსჯავრდებული.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს მსჯავრდებულის უდანაშაულობის დასამტკიცებლად დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ მისეულ ვერსიაზე, თითქოს გ-----------–---–----- მსკვლელობისას ფიგურირებდა ორი ცეცხლსასროლი იარაღი და ეს უკანასკნელი იმყოფებოდა ჯვარედინი ცეცხლის ეპიცენტრში, არგუმენტად მოიყვანა ის გარემოება, რომ დაზიანებების არხების მიმართულებები ურთიერთსაპირისპირო იყო და თან შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ორი სხვადასხვა იარაღიდან გასროლილი მასრები, თუმცა ნათელია, რომ დაცვის მხარე შეგნებულად გვერდს უვლის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გ-------------–---–----ა აღნიშნული ცეცლნასროლი ჭრილობები მიიღო გაქცევის პროცესში. ყველა თვითმხილველი მოწმე აღნიშნავს, რომ გ-------------–---–---- გაქცევისას გადმოხტომა მოუწია, დაახლოებით ერთი მეტრის შემაღლებული ადგილიდან, ხოლო ვ--–----------–--–---–- უკან მისდევდა და ამავდროულად აგრძელებდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას, რის გამოც გ-------------–---–----ა დაზიანებები მიიღი დინამიკაში.შესაბამისად აშკარაა რომ გ-------------–---–---- დაზიანებები სტატიკურ მდგომარეობაში არ მიუღია, აქედან გამომდინარე, დაზიანებების არხების მიმართულება ვერ იქნებოდა ერთ მხარეს. ექსპერტიზაში ჭრილობების არხების მიმართულება ზოგადად, დადგენილი წესით და მეთოდიკით განისაზღვრება სტატიკურ მდგომარეობაში, რაც არ ნიშნავს რეალურად ამ მდგომარეობაში ჭრილობების მიყენებას. ექსპერტმა ზ---------------–-–---–-- განმარტა, რომ სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი ჭრილობების არხების მიმართულება სხეულის მიმართ (ფეხზე მდგომი სწორი პოზიცია), ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაზარალებულს დაზიანებები აქვს მიღებული სწორედ ამ პოზიციაში. ეს არის მხოლოდ ადამიანის სტატიკური მდგომარეობა, დინამიკის გარეშე და ჭრილობების არხების მიმართულება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დაცვის მხარის არგუმენტაცია საფუძველს მოკლებულია.

 

რაც შეეხება სხვადასხვა იარაღიდან გასროლილი მასრების არსებობას, აღნიშნულ ნაწილში ამომწურავი ჩვენება მისცა გამომძიებელმა ნ---------------–-–---–--- მოწმის განმარტებით, პოლიციაში შეტყობინების მიღებიდან, მყისიერად, მოწმეთა გამოკითხვამდე მოხდა პერიმეტრის დაცვა და დათვალიერება. ვინაიდან, იმ მომენტისთვის გამომძიებლისთვის არ იყო ცნობილი შემთხვევის ადგილის საზღვრები, საკმაოდ დიდი პერიმეტრი დათვალიერდა, დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ობიექტი მათ შორის მასრები. გამომძიებლის ჩვენებით ზოგიერთ მასრას ამოღებისას ეტყობოდა, რომ იყო უფრო ძველი და შეფერილობაც ჰქონდა განსხვავებული ვიდრე ახალგასროლილ მასრებს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშიც მასრების აღწერისას მითითებულია ორ სხვადასხვა შეფერილობაზე - ზოგი არის მომწვანო ფერის და ზოგი მოყვითალო. გარდა აღნიშნულისა, ორი იარაღის და ერთზე მეტი მკვლელის არსებობა ერთმნიშვნელოვნად გამოირიცხა მოწმეების: ს--–-----------------, ი--------------, ი--–----–------, ან-----–----–------, ან-------------, ა-–------------, თ---------–-----–---–------------–--–---- ზეპირი ჩვენებებით, თითოეული მათგანი დაბეჯითებით აცხადებს, რომ გ-------------–---–---- მხოლოდ ერთი პირი მისდევდა, ახორციელებდა გასროლებს მისი მისამართით და ეს პირი იყო ვ--–---------–--–---–-.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის გარშემოც დაცვის მხარე აპელირებს პალატა მიუთითებს, რომ ექსპერტ მ-----------–--–---–-- დასკვნაში და ზეპირ ჩვენებაში აღნიშნა, რომ დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების ს--–--------------------------------------------–----–------- ან-----–----–------, ან-------------, თამაზ ცინცაძის, ა-–------------ ჩვენებებში აღწერილ ვითარებაში მსხვერპლი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ დაზიანებებს ვერ მიიღებდა. მკვლელობის თვითმხილველი მოწმეების ზეპირი ჩვენებების, მკვლელობის ვითარების, საქმის მასალების შეფასების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, დაზიანებების მიყენების პროცესთან მიმართებაში თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების გარკვეული ნაწილის არაერთგვაროვნება განპირობებულია სწორედ იმ ფორსმაჟორული ვითარებით, რაც იმ წუთას შემთხვევის ადგილზე ხდებოდა. საყურადღებოა, რომ მოწმეები ექსტრემალურ სიტუაციაში იმახსოვრებდნენ მოვლენებს. უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ვ.--–--–---–-- გ------–---–---ს თავის მიმართულებით ესროლა იარაღი და სწორედ ეს იყო სასიკვდილო ჭრილობა. ის რომ შეშინებულმა მოწმეებმა მაშინ როდესაც ერთის მხრივ ამოძრავებდათ თვითგადარჩენის ინსტიქტი და თან მოულოდნელობის ეფექტის ფონზე იმახსოვრებდნენ ფაქტებს ფორსმაჟორულ ვითარებაში, არ არის გამორიცხული დაცვის მხარის არგუმენტაციაში გამახვილებულ ელემენტებზე სათანადო ყურადღება ვერ მიექციათ.

 

ალტერნატიულ სამედიცინო ექსპერტიზის NR36.232/2018 მედ. დასკვნაზე დაყრდნობით, დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ თავის მიდამოში ბრმა ცეცხლნასროლი დაზიანების მიღების შემდეგ, ტვინის სტრუქტურების მძიმე და უხეში დაზიანებების გამო გ-------------–---–---- ვეღარ შეძლებდა რაიმე სახის მიზანმიმართულ მოქმედებებს, როგორიცაა საუბარი, ყვირილი, დახმარების თხოვნა და არც ავტომატური, არამიზანმიმართული მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თუნდაც მცირე მანძილზე მოძრაობა-გადაადგილება, რაიმე სახის წინააღმდეგობის გამოვლენა და სხვა - პალატის მიერ ვერ იქნა გაზიარებული და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: დაცვის მხარის მიერ ექსპერტისთვის დასმული კითხვები არის მოწმეთა ზეპირი ჩვენებების უტრირებული ვერსია, მკვლელობის თვითმხილველ არცერთ მოწმეს სასამართლოში არ განუცხადებია, რომ საკონტროლო გასროლის შემდეგ გ-------------–---–---- ითხოვდა შველას, საუბრობდა ან/და ყვიროდა, ან მსროლელს უწევდა წინააღმდეგობას და გადაადგილდებოდა. ყველა ეს მოქმედება, მოწმეთა ჩვენებებით განხორციელდა იქამდე, ვიდრე ვ--–---------–--–---–- საკონტროლო გასროლას განახორციელებდა.

 

პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, ალტერნატიულ ექსპერტიზის დასკვნასთან ერთობლიობაში, თითქოს თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების სიცრუე გამოიხატება იმაშიც, რომ მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია გასროლის მანძილთან მიმართებაში ეწინააღმდეგება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით გასროლა ნაწარმოებია არაახლო მანძილიდან. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის მსჯელობას და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გასროლა ხორციელდებოდა დინამიკაში და დროდადრო იცვლებოდა მსხვერპლსა და მკვლელს შორის მანძილი. მოწმე ან------------- ზეპირი ჩვენებიდან ირკვევა, რომ მდევარი დაახლოებით 1 მეტრში მისდევდა მსხვერპლს, მეტრები იცვლებოდა, დაშორება იყო დაახლოებით მეტრიდან 2 მეტრამდე. ამონარიდი ან-----–----–------ ზეპირი ჩვენებიდან ,,სტადიონზე ვინც შემოვიდა და უკან ვინც მოსდევდა ამ პირებს შორის მანძილი იყო დაახლოებით 2-3 მეტრი. ი------------- და ი--–----–----- ასახელებენ დაახლოებით 1 მეტრს, - პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოწმეები მანძილის დასახელების დროს მუდმივად იყენებდნენ სიტყვა ,,დაახლოებით“ და ეს ლოგიკურიც არის, ვინაიდან შექმნილ ვითარებაში მათ არითმეტიკული სიზუსტით არ შეეძლოთ მეტრების განსაზღვრა. გარდა ამისა, ექსპერტიზისთვის ახლო და არაახლო მანძილი არის საექსპერტო ტერმინი და შესაძლოა მილიმეტრიც და ერთი სანტიმეტრიც ცვლიდეს სურათს, თუმცა მოწმეთა თხრობის პროცესში მანძილი მილიმეტრებში და სანტიმეტრებში არ იზომება და ახლო ან არაახლო მანძილის დეფინიციაც და მასშტაბებიც განსხვავებულად აღიქმება.

 

ამასთან ვ--–----------–--–---–-ს გასამართლებლად იმ არგუმენტის მოშველიება, რომ მკვლელობიდან 1 წუთში მსჯავრდებული ვერ აღმოჩნდებოდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო სათვალთვალო კამერების დაფარვის არეალში, რადგან ვა-–---------–--–---–- 2015 წელს მიღებული ჭრილობის შემდგომ უჭირს გადაადგილება, - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა ვინაიდან არ არის დადგენილი მკვლელობის ზუსტი დრო, პირველი შეტყობინება ,,112-ში“ შევიდა 23:20:00 საათზე, შემდეგი ზარები განხორციელდა 23:20:13, 23:20:41 საათზე. პირველი შეტყობინებიდან დაახლოებით 1 წუთის შემდეგ - 23:21:13 საათზე რეკავს პოლიციაში თი--------–-----–---–-- არასრულწლოვანი შვილი. საზომად თი--------–-----–---–-- არასრულწლოვანი შვილის მიერ პოლიციაში ზარის განხორციელების დროის მიჩნევა მკვლელობის დროდ არ არის მართებული ვინაიდან თავად თ---------–-----–---–- ამბობს, რომ შვილს მას შემდეგ სთხოვა ,,112-ში“ დარეკვა, რაც დაინახა, რომ იარაღიანი თავდამსხმელი გავიდა სტადიონიდან და წავიდა ვ-–----–----–-- გამზირის მიმართულებით, ანუ ამ დროისათვის მკვლელობა უკვე მომხდარი იყო. შესაბამისად მოქალაქეებმა ,,112-ში“ დარეკეს დანაშაულის ჩადენის შემდეგ. გარდა ამისა, გამოძიების მიერ მკვლელობის სავარაუდო დროდ დადგენილია დაახლოებით 23:00 საათი. მოწმე ა-–-----------– აცხადებს, რომ გასროლები დაიწყო 23 საათზე ან თორმეტის წუთებზე, როგორც თვითმხილველი მოწმეები აცხადებენ და ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერიდანაც დგინდება, ვა-–---------–--–---–- არ ჰქონდა სწრაფი გადაადგილების პრობლემა, არ იყენებდა ყავარჯნებს, ან სხვა დამხმარე საშუალებებს, როგორც გასროლის, ასევე პოსტფაქტუმ გადაადგილების დროს, მოძრაობდა ჩვეულებრივად, სწრაფი ნაბიჯებით. რადგან ვიდეო სათვალთვალო კამერების დაფარვის ზონა მდებარეობს შემთხვევის ადგილთან ახლოს, შესაბამისად მსროლელს დროის მცირე მონაკვეთში შეეძლო, თუნდაც რამდენიმე წუთში გადაადგილებულიყო დაცვის მხარის მიერ დასახელებულ ტერიტორიაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ასევე დაუსაბუთებლად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ თითქოსდა ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარებულია კანონის დარღვევით, ვინაიდან გამომძიებელს არ აქვს მითითებული ვ--–---------–--–---–-- ფოტოსურათების წარმომავლობის შესახებ, ამავდროულად იმ ფოტოსურათებზე, რომელზედაც გამოსახულია ვ--–---------–--–---–- გადაღებულია დიდი პერიოდის წინ და აღნიშნულ ფოტოსურათზე მისი ამოცნობა შეუძლებელი იყო. პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, გამომძიებელს არ ავალდებულებს დაასაბუთოს ამოსაცნობი პირების ფოტოსურათების წარმომავლობა. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის თანხმობით. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა იყოს გამოკითხული/დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას ამოსაცნობ ობიექტთან ჰქონდა შეხება. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი. როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან. ფოტო სურათების ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ამომცნობი პირები ამოცნობამდე დაიკითხნენ, სადაც გამოძიების მიაწოდეს სრული ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ და დეტალურად აღწერეს მსჯავრდებული, მიუთითეს მის გვარეობით ნიშან-თვისებებზე და ინდივიდუალურ ასპექტებზე (როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება მსჯავრდებულ ვა-–---------–--–---–- არ აღენიშნება მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური ნიშნები), რის შემდეგაც განაცხადეს თანხმობა მიეღოთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა.ფოტოსუართებით ამოცნობისას მათ წარედგინათ 4 სხვადასხვა ფოტოსურათი, რომლებზეც აღბეჭდილი ობიექტები მკვეთრად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან. ამავე დროს მოწმეებმა დამაჯარებლად, კატეგორიულად მიუთითეს ვ--–---------–--–---–--- და კატეგორიულად განაცხადეს, რომ არ ცდებოდნენ ამოცნობაში. რაც შეეხება დაცვის იმ არგუმენტს, რომ აღნიშნული ფოტოსურათები გადაღებულია დიდიხნის წინ და შეუძლებელი იყო 2017 წლის მდგომარეობით აღნიშნულ მოწმეებს ამოეცნოთ ვ--–----------–--–---–-, არგუმენტს მოკლებულია, ვინაიდან 2017 წლიდან დღეის მდგომარეობით კიდევ გასულია ორ წელზე მეტი და მოწმეებისათვის წარდგენილ ფოტოსურათებსა და ვ--–---------–--–---–-- დღევანდელვიზუალურ მდომარეობას შორის პრაქტიკულად რაიმე ნიშანდობლივი ცვლილება არ იკვეთება.ამოცნობისას ამომცნობებმა დაასაბუთეს თუ რა ნიშან თვისებებით ამოიცნეს ვ--–---------–--–---–-. მიუხედავად ფოტოზე ასახული წვერისა და მოგრძო თმისა, ყველა თვითმხილველმა მოწმემ შეძლო საერთო იერით ვ--–---------–--–---–-- ამოცნობა. მოწმეებმა ს--–-----------------, ი-------------მ, ი--–----–------, ა------–----–-----მ და ა-------------- დაბეჯითებით განაცხადეს, რომ მკვლელობის შემდეგ ვ--–---------–--–---–--, შემთხვევის ადგილის დატოვებისას, გვერდით ახლო მანძილზე ჩაუარათ, სწორედ ამ დროს ზედმიწევნით აღიქვეს მისი სახე.

 

სააპელაციო სასამართლოში პროცესის მსვლელობისას, დაცვის მხარემ იშუამდგომლა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან გამოთხოვილიყო ინფორმაცია, ი-----------–---–----- მიერ 2017 წელს საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა ვ--–---------–--–---–-- განაცხადა, რომ მკვლელობის დღეს 2017 წლის 24 ივნისს, ი---------–---–---- იმყოფებოდა საქართველოში და თუკი ამ უკანასკნელს ჰყავდა იგი დაჭრილი, მასზე იძიებდა შურს და არა მის ძმაზე. სასამართლოს მიერ აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილებული იქნა.

 

გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილია, რომ ი----------–---–---- 2017 წელს საქართველოს საზღვრის კვეთა უფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, 2017 წლის 19 ივნისს, რა დროსაც იგი თბილისის აეროპორტის გავლით შემოდის საქართველოში, ე.ი. აღნიშნული დოკუმენტით დადასტურებულია, რომ მან საქართველო დატოვა სულ მცირე 2016 წელს. ვ--–---------–--–---–-, აღნიშნული ლოგიკით ეწინააღმდეგება მის უდანაშაულობას ცხადია, ვინაიდან თვითონვე განაცხადა რომ მკვლელობის დღეს ი----------–---–---- საქართველოში ყოფნა მისთვის ცნობილი გახდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, საბოლოო სიტყვის თქმის მერე (2019 წლის 19 თებერვალს) და მან 2017 წლის 24 ივნისს, ი---------–---–----ს საქართველოში ჩამოსვლის შესახებ არ იცოდა. ამასთან მნიშვნელოვანია გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი დეტალი, კონკრეტულად გასროლამდე გ-------------–---–---- მისი თვალთახედვის არეში მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, ამ დროს, მოულოდნელად და სწრაფად, მისი მისამართით ვ--–---------–--–---–-- ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით განახორციელა თავდასხმა. შეიარაღებულ თავდასხმამდე კონფლიქტის არარსებობა, ადასტურებს შურისძიების მოტივს, რაც იყო ი-----------–---–----- მიერ ჩადენილი ქმედების პასუხი.

 

პალატამ სააპელაციო საჩივრებში მხარეთა მიერ მითითებული არგუმენტებიდან ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვნად ჩათვალა. პალატის ამგვარი მიდგომა შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81.).

ზემოთჩამოთვლილ მტკიცებულებათა ურთიერთანალიზისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ--–---------–--–---–-- მიერ ჩადენილია განზრახ მკვლელობა არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ქვეპუნქტით;

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ვ--–---------–--–---–-- მიერ ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით;

 

პალატა აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც დანაშაულის საგნად ჩაითლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის. აღნიშნული მუხლის ობიექტური მხარე გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში. მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ნაპოვნის დაუფლებას და ა.შ. შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება მოხდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, გარაჟში, მიწაში და ა.შ. ამ დროს მთავარია, პირმა ისეთ ადგილას შეინახოს საბრძოლო მასალა, რომ შეეძლოს მისი გამოყენება, როცა დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს უმოქმედობითაც. ხოლო მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით და ა.შ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვინაიდან პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყონებლივ გამოიყენოს იგი. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება არის დენადი დანაშაული, მისი ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. იარაღის უკანონო ტარება დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან.

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის/ შენახვა/ტარების შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მათი შეძენა, შენახვა და ტარება იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება (შეძენის ან ტარების) ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში დანაშაული განზრახია, პირს შეგნებული აქვს რომ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ატარებდა მართლსაწინააღმდეგო ცეცხლსასროლი იარაღს და საბრძოლო მასალას, მოტივს და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ ვ--–---------–--–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთან მსჯავრდებულ ვ--–---------–--–---–-- მიმართ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება. ამ ნაწილშიც, წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - საბრძოლო მასალა, თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ, 2017 წლის 24 ივნისის ღამეს ვ--–---------–--–---–- მართლაც ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რომლის კანონიერად შეძენის ნებართვაც მას არ გააჩნდა. ამასთან, პალატა მსჯავრდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. თვითმხილველებმა უშუალოდ დაინახეს ვ--–---------–--–---–-- მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისა და მისგან განხორციელებული გასროლების ფაქტი. ზემოხსენებული მოწმეების განმარტება რომ სინამდვილეა, დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ გ-------------–---–----ს სხეულზე და ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები არის ცეცხლნასროლი წარმოშობის.

მოცემული შემთხვევაშიც დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ მსჯავრდებულს არ ჩაუდენია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება - წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, დაუსაბუთებელია და ემსახურება მხოლოდ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. შესაბამისად პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი არ აქვს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ--–---------–--–---–-- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვა-–---------–--–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია: პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულთა სიმრავლე, მასშტაბი, მკვლელობის ჩადენა საჯარო ადგილზე, მათ შორის არასრულწლოვნების თანდასწრებით.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ვ--–---------–--–---–-- მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ შესაბამისი სანქციის ფარგლებში.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური,თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია), დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაულთა სიმრავლე, მასშტაბი, მკვლელობის ჩადენა საჯარო ადგილზე, მათ შორის არასრულწლოვნების თანდასწრებით), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ ქმედება განხორციელებული იქნა ქუჩაში, სადაც მოძრაობდნენ მოქალაქეები, მათ შორის არასრულწლოვნები, ამასთან დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი ჰქონდა უშუალოდ სათამაშო მოედანზე, სადაც არასრულწლოვნები თამაშობდნენ, სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული დამნაშავის ქმედებების სისასტიკე, მსხვერპლს ფიზიკური დევნის გზით მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები, მსხვერპლის თხოვნის მიუხედავად ,,არ მესროლო’’, ,,არ მომკლა’’ მსჯავრდებულმა ქმედებაზე ხელი არ აიღო, პირიქით ამ სიტყვების შემდეგ თავში საკონტროლო გასროლით მოუსწრაფა მსხვერპლს სიცოცხლე. ამასთან მსჯავრდებულმა ვ--–---------–--–---–-- სასჯელ აღსრულებიდან განთავისუფლების შემდგომ, დროის არც თუ ისე დიდ მონაკვეთში კვლავ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნა საკანონ მდებლო შეღავათები, ვერ უზრუნველყო მსჯავრდებულის სათანადო ქცევა. გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა გათვალისწინებული იქნა მსჯავრდებულის ხასიათის სისასტიკე, მიდრეკილება მკვლელობისაკენ, დანაშაულის სიმძიმე რამაც ზეგავლენა იქონია სასჯელზე და დაენიშნა შესაბამისი სასჯელი;

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ვა-–---------–--–---–- ჩადენილი აქვს რამდენიმე დამოუკიდებელი დანაშაული, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლის ვადით.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში, ამასთან მიუთითებს, რომ სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას გამოყენებული სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ვა-–---------–--–---–- განესაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, დადგენილი სანქციის ფარგლებში. დანიშნული სასჯელის სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, პალატა მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი;

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები (1 ცალი DVD დისკი), ა-–-------------ნ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები (1 ცალი DVD დისკი), ხორცპროდუქტების მაღაზია ,----------- ამოღებული ვიდეოჩანაწერები (1 ცალი DVD დისკი), ალკოჰოლური სასმელების მაღაზია ,----------------- ამოღებული ვიდეოჩანაწერები (1 ცალი DVD დისკი), შპს ,,მაგთიკომიდან’’ ამოღებული დეტალური ინფორმაცია, გ--------------–---–----ს ავადმყოფობის ისტორიის დედანი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვიის გულები, მასრები, გ-------------–---–----ს სახიდან, მტევნებიდან და ჭრილობის მიდამოდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები, გ--------------–---–----ს გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, ავტომანქანა ,,ტოიოტადან’’ სახელმწიფო ნომრით: B-------- ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე, საკონტროლო ნიმუშთან ერთად, გ-------------–---–----ს გვამიდან აღებული თმისა და ფრჩხილების ნიმუშები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ასფალტის ამონატეხები, მოწითალო ფერის, სისხლის მაგვარი ლაქებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნატეხები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საუნივერსიტეტო კლინიკიდან ამოღებული გარდაცვლილ გ-------------–---–----ს პირადი ნივთები და ტანსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ვ--–---------–--–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატების გ------------------–---–-------------------------–---–-------------------- და თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მი----–-------- სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. ვ--–----------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლის ვადით.

 

4. ვ--–----------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

5. ვ--–----------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვა-–---------–--–---–- დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლის ვადით.

 

7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით ვ--–---------–--–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 ოქტომბრიდან.

 

8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები (1 ცალი DVD დისკი), ა-–-------------ნ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები (1 ცალი DVD დისკი), ხორცპროდუქტების მაღაზია ,----------- ამოღებული ვიდეოჩანაწერები (1 ცალი DVD დისკი), ალკოჰოლური სასმელების მაღაზია ,----------------- ამოღებული ვიდეოჩანაწერები (1 ცალი DVD დისკი), შპს ,,მაგთიკომიდან’’ ამოღებული დეტალური ინფორმაცია, გ--------------–---–----ს ავადმყოფობის ისტორიის დედანი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვიის გულები, მასრები, გ-------------–---–----ს სახიდან, მტევნებიდან და ჭრილობის მიდამოდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები, გ-------------–---–----ს გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, ავტომანქანა ,,ტოიოტადან’’ სახელმწიფო ნომრით: B------- ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე, საკონტროლო ნიმუშთან ერთად, გ--------------–---–----ს გვამიდან აღებული თმისა და ფრჩხილების ნიმუშები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ასფალტის ამონატეხები, მოწითალო ფერის, სისხლის მაგვარი ლაქებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნატეხები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საუნივერსიტეტო კლინიკიდან ამოღებული გარდაცვლილ გ-------------–---–----ს პირადი ნივთები და ტანსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას:

 

10. განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ.თეთრაული

 

ვ. მრელაშვილი