განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003069134
1ბ/2042-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლუკა გამყრელიძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ე------ ს------ე
მსჯავრდებული - ა------ კ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი ნომერი 0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თ---–---------------------------–----------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------------------–------------------------------–---------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2018 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ–ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ–ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ. სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ა------ კ-----–---–ის მიმართ განაჩენის გამამართლებელი ნაწილის გაუქმება და ამ ნაწილშიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ წარდგენილი ექვსი ბრალდებიდან, სწორი სამართლებრივი შეფასება მისაცა საქმის მასალებს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში წარდგენილ ბრალდებას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და ამ ნაწილში განაჩენი უნდა შეიცვალოს. კერძოდ, ა------ კ-----–---–ის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოტანილ უნდა იქნეს სრულად გამამტყუნებელი განაჩენი. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ოჯახში ძალადობასთან, რაც საქმეთა განსაკუთრებული კატეგორიის მხედველობაში მიღებით სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში დანაშაულის ლატენტური ბუნებისა და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულთა კლასიკური ქცევის გათვალისწინებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მოძალადეების წინაშე დაუცველნი რჩებიან. მართალია, დაზარალებულებმა დ----- კ-----–---–მა და თ----- კ-----ემ არ მისცეს ჩვენება საკუთარი ნათესავის წინააღმდეგ, თუმცა მ------ ც---–---ის შეტყობინება და გამოკითხვის ოქმი, მოწმეების შ----- ა-–---ის და ა-----– კ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერის ოქმები, ჩხრეკისა და ამოღების ოქმები სრულად ადასტურებს ა------ კ-----–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენში და ა------ კ-----–---–ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი - პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით წარდგენილ ბრალდებებში და მის მიმართ გამოტანილ იქნას სრულად გამამტყუნებელი განაჩენი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე მსჯავრდებულმა ა------ კ-----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე------ ს------ემ და ა------ კ-----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ნაწილობრივი ცვლილება და ა------ კ-----–---–ის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებულ ბრალდების ნაწილშიც ა------ კ-----–---–ის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან სასამართლოს არ ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები ა------ კ-----–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ, მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა ა------ კ-----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე------ ს------ემ მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს, დააზუსტეს მათი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, მოითხოვეს დანიშნული სასჯელის შემსუბუქება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ დაზარალებული შეურიგდა მსჯავრდებულს, ბავშვები დარჩენილი არიან მარჩენალის გარეშე და მათთვის მამის თავისუფლებაში ყოფნა აუცილებელია, ამასთან, უკვე მოხდილი სასჯელი სრულიად საკმარისია სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად და მოითხოვეს დარჩენილი სასჯელის შეცვლა პირობით და სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
ა------ კ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი).
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი).
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟისა და დამცირების ეპიზოდი).
ა------ კ-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 2 ოქტომბერს, ქ. თ---–-------------------------------------------------–-----------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ა------ კ-----–---–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით შელაპარაკებისას, მეუღლეს - თ----- კ-----ეს, მათი არასრულწლოვანი შვილების დ----- და ს--–---- კ-----–---–ების თანდასწრებით, ხელები და ფეხები მრავალჯერ დაარტყა სხეულზე და მიანარცხა კედელზე, რითაც თ----- კ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თბილისში, ავჭალაში, შემოვლით გზაზე ა------ კ-----–---–მა მის მფლობელობაში არსებული ნისანის მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით C--------, მოძრაობისას ავტომობილში მყოფ მეუღლეს თ----- კ-----ეს, მათი არასრულწლოვანი შვილების - ს--–---- და დ----- კ-----–---–ების თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ორჯერ დაარტყა ხელი ხელებში და გადაუგრიხა ხელი. ა------ კ-----–---–ის დარტყმებისა და ხელის გადაგრეხვის შედეგად თ----- კ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ა------ კ-----–---–ი ჯერ ავტომობილში და შემდეგ ავტომობილიდან გადასვლისას მეუღლეს თ----- კ-----ეს და შვილს დ----- კ-----–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და სხეულის დაზიანებით, რაც დ----- კ-----–---–მა და თ----- კ-----ემ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ა------ კ-----–---–ი ავტომობილში ყოფნისას ძალადობითა და ძალადობის მუქარით აიძულებდა თ----- კ-----ეს მიეცა მისთვის ოქროს ცეპი, ხოლო მას შემდეგ, რაც თ----- კ-----ე და დ----- კ-----–---–ი გაიქცნენ ავტომობილიდან, ა------ კ-----–---–ი გაეკიდა მათ და №108 სამგზავრო ავტობუსში ასულ თ----- კ-----ეს ძალით გასტაცა ხელჩანთა, რითაც აიძულებდა თ----- კ-----ეს და დ----- კ-----–---–ს ჩასულიყვნენ ავტობუსიდან.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2019 წლის 26 მაისის ჩათვლით პერიოდში ქ. თ---–------------------------------------------------–-----------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ა------ კ-----–---–ი მეუღლეს თ----- კ-----ეს, არასრულწლოვანი შვილების - ს--–---- და დ----- კ-----–---–ების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, მრავალჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სისტემატურად ეჭვიანობდა, უკრძალაავდა სასურველი ტანსაცმლის ჩაცმას და ეუბნებოდა, რომ მას, როგორც ქალს არ ჰქონდა არჩევანის უფლება და უნდა დამორჩილებოდა მას, როგორც მამაკაცს. უკრძალავდა სამსახურის დაწყებას და ეუბნებოდა, რომ უნდა მჯდარიყო სახლში, რომ მუშაობა ქალის საქმე არ იყო და უნდა ეკეთებინა მხოლოდ საოჯახო საქმეები. უმოწმებდა და უკონტროლებდა მობილური ტელეფონის ზარებს და მიმოწერას, ასევე სოციალურ ქსელში მიმოწერას და უკრძალავდა სხვა პირებთან ურთიერთობას. ა------ კ-----–---–ი თ----- კ-----ეს თხოვდა, რომ უსიტყვოდ დამორჩილებოდა მას როგორც მამაკაცს, ეუბნებოდა, რომ ქალს არ ჰქონდა აზრის ქონისა და გამოთქმის უფლება. ა------ კ-----–---–ის ქმედებებით თ----- კ-----ე განიცდიდა ტანჯვას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა------ კ-----–---–ის ბრალეულობას - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ა------ კ-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ა------ კ-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ა------ კ-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ა------ კ-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა------ კ-----–---–მა ჩაიდინა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თბილისში, ავჭალაში, შემოვლით გზაზე ა------ კ-----–---–მა მის მფლობელობაში არსებული ნისანის მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით C--------, მოძრაობისას ავტომობილში მყოფ მეუღლეს თ----- კ-----ეს, მათი არასრულწლოვანი შვილების - ს--–---- და დ----- კ-----–---–ების თანდასწრებით, ორჯერ დაარტყა ხელი ხელებში, რის შედეგადაც თ----- კ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. მას შემდეგ, რაც თ----- კ-----ე და დ----- კ-----–---–ი გაიქცნენ ავტომობილიდან, ა------ კ-----–---–ი გაეკიდა მათ და №108 სამგზავრო ავტობუსში ასულ თ----- კ-----ეს ძალით გასტაცა ხელჩანთა, რითაც აიძულებდა თ----- კ-----ეს და დ----- კ-----–---–ს ჩასულიყვნენ ავტობუსიდან.
ა------ კ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ა------ კ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ ა------ კ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ა------ კ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 13 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 26 მაისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულებმა თ----- კ-----ემ და დ----- კ-----–---–მა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლე და მამა) წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავეს.
მოწმე ჯ----– კ-----–---–მა განმარტა, რომ იგი არის ა------ კ-----–---–ის ძმა, რომელთანაც აქვს ახლო და ხშირი ურთიერთობა. ა------ კ-----–---–სა და თ----- კ-----ეს ერთმანეთთან აქვთ იდეალური ურთიერთობა. 2019 წლის 26 მაისის შემთხვევასთან დაკავშირებით იცის, რომ ა------ კ-----–---–ს კამათი მოუვიდა თავის მეუღლესთან, რის გამოც მას გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი. გარდა ამისა, იგი ა------ კ-----–---–ისა და მისი მეუღლის კამათის შესახებ არაფერი სმენია.
შეთანხმებული ფაქტები - უდავო მტკიცებულებები:
მოწმე მ------ ც---–---ის 2019 წლის 26 მაისის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი 2019 წლის 26 მაისს დაახლოებით 18:30 საათზე სახლიდან მიდიოდა დიდუბის მიმართულებით და იმყოფებოდა ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, სადაც ელოდებოდა №108 სამარშუტო ავტობუსს. ავტობუსის გაჩერებაზე იდგა დაახლოებით 15 წუთი. რა დროსაც შენიშნა, რომ საავტომობილო გზაზე რამდენიმეჯერ გაიარა მუქი ლურჯი ფერის ავტომანქანამ, რომელშიც წინა სავარძლებზე ისხდნენ ქალბატონი და მამაკაცი, რომლებსაც აშკარად ეტყობოდათ, რომ კამათობდნენ. მამაკაცი, რომელიც იჯდა საჭესთან, ხელს ურტყამდა ქალბატონს, რომელიც ასევე იქნევდა ხელებს მამაკაცის მიმართულებით. შემდეგ ავტომანქანა გაჩერდა ავტობუსის გაჩერების მოპირდაპირე მხარეს, საიდანაც გადმოვიდა ქალბატონი მანქანიდან და ფანჯრიდან ცდილობდა ჩანთის აღებას, თუმცა მამაკაცი ჩანთას არ ატანდა, ისმოდა ყვირილის ხმა. ბოლოს ქალბატონმა აიღო ჩანთა და გადავიდა გაჩერებაზე. მან ხსენებული ქალბატონი და მასთან მყოფი სათვალეებიანი ბიჭი გაატარა წინ და თავად შემდეგ ავიდა ავტობუსში. საიდანაც დაინახა, რომ მამაკაცმა მოაბრუნა მანქანა და გააჩერა ავტობუსის წინ, გადავიდა ავტომანქანიდან, ავიდა ავტობუსში და ჩანთას ართმევდა აღნიშნულ ქალბატონს და უყვიროდა მას გაყოლოდა და ჩასულიყო ავტობუსიდან. ქალბატონი უარს ეუბნებოდა მამაკაცი კი ცდილობდა ჩანთის წართმევას, ის ცდილობდა დახმარებას, თუმცა მამაკაცმა ჩანთა წაართვა და ჩავიდა ავტობუსიდან, რის შემდეგ ავტობუსის მძღოლმა დახურა კარები და ავტობუსი წავიდა. როგორც ავტობუსიდან დაინახა, მამაკაცი ჩაჯდა ისევ მანქანაში, სადაც უკანა სავარძელზე იჯდა მცირეწლოვანი გოგონა და მიყვებოდა ავტობუსს უკან, თუმცა შემდეგ ჩამორჩა და აღარ დაუნახავს. ქალბატონი იყო ძალიან განერვიულებული და ტიროდა რის გამოც დაალევინა დამამშვიდებელი.
მოწმე დ--–- კ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი არის ბრალდებულ ა------ კ-----–---–ის დედა. მას ა------ კ-----–---–ისა და თ----- კ-----ის კამათის შესახებ არასდროს სმენია და არასდროს შესწრებია ა------ კ-----–---–ის მიერ თ----- კ-----ის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2019 წლის 26 მაისს მომხდარი ფაქტი მისთვის იყო მოულოდნელი და დაუჯერებელი.
მოწმე გ------ კ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი არის ბრალდებულ ა------ კ-----–---–ის მამა. მას ა------ კ-----–---–ისა და თ----- კ-----ის კამათის შესახებ არასდროს სმენია და არასდროს შესწრებია ა------ კ-----–---–ის მიერ თ----- კ-----ის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას.
მოწმეების შ----- ა-–---ისა და ა-----– კ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 მაისს საღამოს საათებში მიიღეს შეტყობინება, რომ მოქალაქე თ----- კ-----ე ითხოვდა დახმარებას, კერძოდ აცხადებდა, რომ მას მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე მის შვილსაც, ჩანთა წაართვა და ბავშვი წაიყვანა. პატრულ-ინსპექტორები გამოცხადდნენ შეტყობინებაში მითითებულ ადგილზე - ზაჰესში, ავტობუსების გაჩერებაზე, სადაც დახვდნენ დედა-შვილი თ----- კ-----ე და მისი არასრულწლოვანი შვილი დ----- კ-----–---–ი. თ----- კ-----ე ტიროდა და აცხადებდა, რომ მეუღლემ ა------ კ-----–---–მა მას ზაჰესში, შემოვლითი გზის მიმდებარედ, ავტომანქანით მგზავრობისას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა ხელჩანთა, მობილური ტელეფონი, ოქროს ძეწკვი და წაიყვანა მისი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების და იმ დროისთვის იჯდა ავტომანქანაში. ადგილზე მისულ პოლიციელებს არ დახვდათ მოძალადე ა------ კ-----–---–ი. თ----- კ-----ესთან ერთად იყო არასრულწლოვანი დ----- კ-----–---–ი, რომელიც ასევე იყო აღელვებული და აცხადებდა, რომ მამამ, ა------ კ-----–---–მა, დედას - თ----- კ-----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე მას პირადად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც იგი ავტომანქანიდან გადავიდა და გაიქცა დედასთან ერთად.
№0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს მეუღლეზე - თ----- კ-----ეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ა------ კ-----–---–ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი.
ბრალდებულმა ა------ კ-----–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ა------ კ-----–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა------ კ-----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი “.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ვერ გაიზიარებს აპელანტის - სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ნაწილშიც, საქმეზე არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ა------ კ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ ბრალდებას არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა ბრალდების აღნიშნულ ნაწილში ა------ კ-----–---–ის ბრალეულობას. დაზარალებულებმა დ----- კ-----–---–მა და თ----- კ-----ემ არ მისცეს ჩვენება სასამართლოს. მოწმეების - მ------ ც---–---ის, შ----- ა-–---ის და ა-----– კ----–-–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, ავტომანქანის ჩხრეკისა და ხელჩანთის ამოღების ოქმები და ამოღებული საგნები და ნივთები კი წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს ა------ კ-----–---–ის მიერ, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და აღნიშნული მტკიცებულებებით ირიბადაც კი არ დასტურდება, ა------ კ-----–---–ის მიერ არასრულწლოვან დ----- კ-----–---–ზე და თ----- კ-----ეზე მუქარის განხორციელების ფაქტი. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებს, ბრალდების მხარის მიერ, არსებით განხილვაზე წარდგენილი იქნა მხოლოდ 2018 წლის 3 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერი და ოქმი, რომლის თანახმადაც 2018 წლის 2 ოქტომბერს ა------ კ-----–---–მა, თ----- კ-----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ დასტურდება 2018 წლის 2 ოქტომბერს ა------ კ-----–---–ის მიერ თ----- კ-----ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და 2019 წლის 26 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ასევე არ დასტურდება სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ფაქტი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედებები, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი ხასიათი, ანუ მისი განმეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. შესაბამისად, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად. ასეთი მოცემულობა კი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ მოიპოვება.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა განმარტავს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, გამოკვლეული და უდავო მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ნაწილში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა------ კ-----–---–ის სასარგებლოდ. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს ა------ კ-----–---–ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე, წარდგენილი ბრალდების აღნიშნულ ნაწილში.
სააპელაციო პალატა განმარტავს, ა------ კ-----–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია უდავო მტკიცებულებებით: თვითმხილველმა მოწმე მ------ ც---–---ემ დაადასტურა თ----- კ-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და იძულების ფაქტი და განმარტა, რომ 2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე ყოფნისას დაინახა, თუ როგორ ურტყამდა ხელს ლურჯი ფერის ავტომანქანაში მჯდომი მამაკაცი, მცირეწლოვანი გოგონას თანდასწრებით, მანქანაში მჯდომ ქალბატონს, რომელიც გადავიდა ავტომანქანიდან და ფანჯრიდან ცდილობდა ჩანთის აღებას, რაშიც მამაკაცი უშლიდა ხელს. ბოლოს ქალბატონმა აიღო ჩანთა და ავიდა ავტობუსში, რა დროსაც მამაკაცი გადავიდა ავტომანქანიდან, ავიდა ავტობუსში უყვიროდა ქალბატონს ჩასულიყო ავტობუსიდან და წაართვა ჩანთა, რითიც ცდილობდა მის იძულებას - ჩასულიყო ავტობუსიდან. ქალბატონი იყო ძალიან განერვიულებული და ტიროდა; მოწმეებმა შ----- ა-–---მა და ა-----– კ----–-–---–მა დაადასტურეს, რომ ისინი გამოძახებისთანავე მივიდდნენ ადგილზე ზაჰესში, ავტობუსების გაჩერებაზე, სადაც დახვდნენ თ----- კ-----ე და მისი არასრულწლოვანი შვილი დ----- კ-----–---–ი, თ----- კ-----ე იყო განერვიულებული, ტიროდა და განუმარტა, რომ მეუღლემ ა------ კ-----–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვა ხელჩანთა და ნივთები; ა------ კ-----–---–ის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა თ----- კ-----ის კუთვნული ძეწკვი და კულონი, ხოლო ა------ კ-----–---–ის და თ----- კ-----ის საცხოვრებელი ბინიდან თ----- კ-----ის კუთვნილი ხელჩანთა, რომლებიც 2019 წლის 26 მაისს წაართვა თ----- კ-----ეს ა------ კ-----–---–მა, რომ ის იძულებული გამხდარიყო - ჩასულიყო ავტობუსიდან.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - იძულება კი ფორმალური დანაშაულია. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ: 1. ა------ კ-----–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თ----- კ-----ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, რა დროსაც მოწმეების - მ------ ც---–---ის, შ----- ა-–---ის და ა-----– კ----–-–---–ის გამოკითხვისას მოწოდებული ობიექტური კრიტერიუმებით თ----- კ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2. ა------ კ-----–---–ის მიერ თ----- კ-----ისათვის ხელჩანთის წართმევა კი მიზნად ისახავდა ზემოქმედებას - თ----- კ-----ე და დ----- კ-----–---–ი მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩასულიყვნენ ავტობუსიდან.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა------ კ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის - იძულების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის (დაცვის მხარის) მოთხოვნა დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა------ კ-----–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი და აღნიშნულ ნაწილშიც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა------ კ-----–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. შესაბამისად, მსჯავრდებულ ა------ კ-----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს ერთ წელზე ნაკლები ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მის მიმართ დანიშნულია სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზღვარი.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის (დაცვის მხარის) პოზიციას სასჯელის შემსუბუქების და სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად: ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, მსჯავრდებული ა------ კ-----–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია გამოძიებასთან თანამშრომლობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების აღიარებას. შესაბამისად, არ არსებობს დანიშნული სასჯელის სრულად პირობით მსჯავრად ჩათვლის, ან სასჯელის ნაწილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით დანიშვნის და ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის წინაპირობა. ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების (დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ) და შემამსუბუქებელი გარემოებების არარსებობის გათვალისწინებით, ასევე არ არსებობს სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენების წინაპირობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა------ კ-----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და მიაჩნია სხვა სახის ან ზომის სასჯელით ვერ იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა------ კ-----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე------ ს------ის, აგრეთვე სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლუკა გამყრელიძის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა------ კ-----–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლუკა გამყრელიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ა------ კ-----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე------ ს------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი ა------ კ-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა------ კ-----–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი).
ა------ კ-----–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ა------ კ-----–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ა------ კ-----–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი).
ა------ კ-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ა------ კ-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 26 მაისის ეპოზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შტანთქოს მეორე და საბოლოოდ ა------ კ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა------ კ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 13 ნოემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი - 2019 წლის 26 მაისიდან, 20 სექტემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ა------ კ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ა------ კ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ძეწკვი, საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ხელჩანთა და მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მესაკუთრეებს ან მათ შენახვაზე უფლებამოსილ პირებს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე