განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002991875 1ბ/2059-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 მარტი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდე ბის მხარე:
პროკურორი: თინათინ ჭურღულია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ლ----- ღ----–----
მსჯავრდებული - გ--–- გ--------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------–ს, პირადი ნომერი 0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-----------------------------------–ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2019 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ–ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ--–- გ--------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ----- ღ----–----მ და პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ--–- გ--------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უნდა იყოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის და ემყარებოდეს ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს განაჩენი სამივე ეპიზოდში დამყარებულია არადამაჯერებელ მოწმეთა ჩვენებებზე. განაჩენში მითითებულია თითქოს ვ---- წ--–---–-–---–მა აჩვენა, რომ მას უწევდა ,,დათმობებზე წასვლა“, იმ იმედით რომ მსჯავრდებული გამოსწორდებოდა, რომ ის არ კონტაქტობდა მეზობლებთან ვინაიდან გ--–- გ--------–---–ს არ მოსწონდა ეს, უკრძალავდა სწავლას, არასრულწლოვან შვილს ეუბნებოდა რომ მისთვის დედა არ დაეძახა. თუმცა ჩვენებაში ვ---- წ--–---–-–---–მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ ჰქონია კონტაქტი შეზღუდული თავის ნათესავებთან და მათთან ღამეც რჩებოდნენ მისი მშობლები და ძმა. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ვ---- წ--–---–-–---–ის ჩვენება, მუქარის და ძალადობის ნაწილში, ვინადან წარმოუდგენელია ასეთი რაღაცების მოთმენა, როცა აშკარა და რეალურ საფრთხეს გრძნობს და არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს ან არ ეუბნება მშობლებს, რომლებიც ხშირად იყვნენ მასთან სახლში. არადამაჯერებელია თ-------- წ--–---–-–---–ის ჩვენებაც, ვინაიდან თუ მის დას საფრთხე ემუქრებოდა, მას შეეძლო მყისიერი რეაგირება და მიმართვა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა არასრულწლოვანი მოწმის ნ-----–---- გ--------–---–ის ჩვენებაც, ვინაიდან გარდა მისი ასაკისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ მსჯავრდებულის დაკავების შემდგომ ის ცხოვრობს დაზარალებულთან, რომელსაც გააჩნია გარკვეული დაინტერესება საქმის შედეგის მიმართ და სავარაუდოა არასრულწლოვანი იმყოფებოდეს დედის გავლენის ქვეშ. რაც შეეხება ვ---- წ--–---–-–---–ის სხეულზე არსებულ დაზიანებას, ექსპერტმა სხდომაზე განმარტა, რომ ის მიყენებულია ბლაგვი საგნით და ბლაგვ საგნად ითვლება ბევრი რამ. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადასტურდა ვერც დაზიანების მიყენების დრო და ვერც ის თუ რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა დაზიანება. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების ზოგადი მეთოდიკა არ შეიძლება სასამართლომ უტყუარად მიიჩნიოს, რადგან „ტანჯვა“, „განცდები“, „გრძნობები“ შეფასებით კატეგორიას მიეკუთვნება და არ შეიძლება უტყუარად დადგინდეს თუ კონკრეტულად რას გრძნობს ადამიანი ამა თუ იმ ვითარებაში. მოწმე ლ---–- ლ---–---–ი არის ირიბი მოწმე, პოლიციელებმა კი დაადასტურეს მხოლოდ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა და აპელანტი ითხოვს გ--–- გ--------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე, ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა გ--–- გ--------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ----- ღ----–----მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გ--–- გ--------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულებები, ვ---- წ--–---–-–---–ი არის დაინტერესებულის საქმის შედეგით, ეჭვიანობს მეუღლეზე და სურს შვილის წართმევა და უცხოეთში წაყვანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ, მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
გ--–- გ--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, გ--–- გ--------–---–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის - ვ---- წ--–---–-–---–ის მიმართ, კერძოდ: ქ. თ---–--–----------------------------------ში, გ--–- გ--------–---–მა არ მოუთმინა მეუღლეს შეპასუხება და არასრულწლოვანი - 6 წლის შვილის თანდასწრებით, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი ვ---- წ--–---–-–---–ს თავში, ვინაიდან მისივე განმარტებით, ვ---- წ--–---–-–---–ი, როგორც ქალი და მეუღლე, უნდა ყოფილიყო ქმრის მორჩილი და ვალდებული იყო მისი ნების შესაბამისად ემოქმედა. დარტყმის შედეგად ვ---- წ--–---–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გარდა ამისა, 2019 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, ფეიქრების ქუჩა N12-თან გაჩერებულ მანქანაში, გ--–- გ--------–---–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის - ვ---- წ--–---–-–---–ის მიმართ, კერძოდ: ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, გ--–- გ--------–---–მა 6 წლის შვილის თანდასწრებით, მეუღლეს - ვ---- წ--–---–-–---–ს ავტომანქანის ღვედი მოახვია ყელზე და ძლიერად მოქაჩა, ვინაიდან მისივე განმარტებით, ვ---- წ--–---–-–---–ი, როგორც ქალი და მეუღლე, უნდა ყოფილიყო ქმრის მორჩილი და ვალდებული იყო მისი ნების შესაბამისად ემოქმედა. ძალადობის შედეგად ვ---- წ--–---–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, გ--–- გ--------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ვ---- წ--–---–-–---–ს, ვინაიდან მისივე განმარტებით, ვ---- წ--–---–-–---–ი, როგორც ქალი და მეუღლე, უნდა ყოფილიყო ქმრის მორჩილი. მეგობრებთან მყოფ გ--–- გ--------–---–ს, ვ---- წ--–---–-–---–მა დაურეკა ტელეფონზე და ჰკითხა, თუ როდის დაბრუნდებოდა სახლში. აღნიშნულზე გაბრაზებულმა გ--–- გ--------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვ---- წ--–---–-–---–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც მიმართა პოლიციას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით გ--–- გ--------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით გ--–- გ--------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ ვ---- წ--–---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ--–- გ--------–---–თან, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში ხდებოდა აგრესიული და აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. გ--–- გ--------–---–ი მისგან ითხოვდა მონურ მორჩილებას, კერძოდ, როგორც ქალი და ცოლი, უნდა ყოფილიყო მისი მორჩილი. ეს გრძელდებოდა 8 წლის მანძილზე. დაზარალებულის განმარტებით, მუდმივად უწევდა დათმობაზე წასვლა იმ იმედით, რომ მისი მეუღლე გამოსწორდებოდა. მცირე მიზეზიც საკმარისი იყო მათ შორის კონფლიქტის გამწვავებისთვის. გ--–- გ--------–---–ი მათ საერთო არასრულწლოვან შვილს - ნ-----–---- გ--------–---–ს განაწყობდა დედის წინააღმდეგ და ეუბნებოდა, რომ ვ---- წ--–---–-–---–ისთვის დედა არ დაეძახა, რადგან იგი ამას არ იმსახურებდა. მისი განმარტებით, მეზობლებთან და მეგობრებთან არ კონტაქტობდა, რადგან ეს არ მოსწონდა ქმარს და უშლიდა მათთან ურთიერთობას. ასევე უნდოდა გაეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ქმარი ეუბნებოდა, რომ ქალს სწავლა არ სჭირდებოდა. გ--–- გ--------–---–ი უშლიდა ასევე ,,მაკიაჟის“ გაკეთებას. ეუბნებოდა, რომ ,,ქალი უნდა დაემორჩილოს ქმარსო“. მანვე განმარტა, რომ 2019 წლის 7 მარტს, გ--–- გ--------–---–მა თავში რამდენჯერმე მტკივნეულად დაარტყა მუშტი, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ნ-----–---- გ--------–---–ი, რომელიც ამ ფაქტის გამო იყო ძალიან შეშინებული. 2019 წლის 5 აპრილს კი, მანქანაში, ეჭვიანობის საბაბით, გ--–- გ--------–---–ი ეჩხუბა მას და ყელში წაუჭირა მანქანის ღვედი, რის შედეგადაც გაუჭირდა სუნთქვა. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი, რომელმაც გ--–- გ--------–---–ს დაუწყო ხვეწნა: ,,ცოდოა დედა, არ მოკლა, გაუშვიო“. დაზარალებულმა განმარტა, რომ ღვედის მოჭერით განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ 2019 წლის 7 აპრილს, დაურეკა ქმარს, რომელმაც უთხრა, რომ „იყო კუკიის სასაფლაოზე და უმზადებდა საფლავს“, თან ემუქრებოდა, რომ სახლში დაბრუნებისას ცოცხალს არ დატოვებდა და დაუსრულებდა სიცოცხლეს, რამაც ძალიან შეაშინა და დასახმარებლად მიმართა პოლიციას.
არასრულწლოვანი მოწმე - ნ-----–---- გ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს დედასთან - ვ---- წ--–---–-–---–თან და მამასთან - გ--–- გ--------–---–თან ერთად. მამა ხშირად ეჩხუბებოდა დედას, კერძოდ, მამა ხელს ურტყამდა დედას სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავში, დედა მუხლებზე იყო დაჩოქილი და მამას ეხვეწებოდა გაჩერებულიყო და აღარ ეცემა. ამის გამო მას მამის ეშინოდა, რომლისთვისაც თავადაც ხშირად უთხოვია, რომ გაჩერებულიყო და აღარ ეცემა დედა. ერთ დღეს მანქანაში იჯდა დედასთან და მამასთან ერთად, მამამ დედას ჯერ ხელი დაარტყა თავში, შემდეგ ყელზე წაუჭირა „რემენი“, დედას ძალიან სტკიოდა და ცრემლები მოსდიოდა, ძალიან რომ მოუჭირა, თვითონ სთხოვა მამას ,,გაჩერდი, დედა ცოდოაო“. მამა ემუქრებოდა დედას დახრჩობით. მოწმემ განმარტა, რომ მას ძალიან ეშინია მამის, რადგან ის სულ ჩხუბობს, ამიტომ არ უნდა მამის სახლში დაბრუნება.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, რომელიც გაცემულია 2019 წლის 10 ივნისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 2019 წლის 8 აპრილს მოქალაქე ვ---- წ--–---–-–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები კისრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–----- ტ------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
დაზარალებულ ვ---- წ--–---–-–---–ზე მიყენებული დაზიანების ფაქტს ადასტურებს 2019 წლის 11 აპრილის დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოსურათები, რომელთა მიხედვითაც, ვ---- წ--–---–-–---–ს ყელზე აშკარად აღენიშნება დაზიანების კვალი.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომელიც გაცემულია 2019 წლის 30 ივლისს დადგენილია, რომ წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით, გამოსაკვლევი პირის მიერ გადაცემული შინაარსის და სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, გ--–- გ--------–---–ის ქმედებების შედეგად ვ---- წ--–---–-–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა თ-------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
მოწმე ლ---–- ლ---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ვ---- წ--–---–-–---–ის და გ--–- გ--------–---–ის მეზობლად. 2019 წლის 7 აპრილს მასთან მივიდა ვ---- წ--–---–-–---–ი შვილთან - ნ-----–----თან ერთად. ვ----ც და მისი შვილიც იყვნენ აღელვებულები და შეშინებულები. ვ----ს ყელზე ეტყობოდა ნაიარევი, მანვე უამბო, რომ გ--–- გ--------–---–მა მიაყენა დაზიანება, კერძოდ, მოუჭირა მანქანის ღვედი და ემუქრებოდა მოკვლით. მოწმემ განმარტა, რომ იმ დღეს ვ----ც და ნ-----–----იც დაიტოვა თავისთან, რადგან ორივენი ძალიან შეშინებულები და აღელვებულები იყვნენ.
მოწმე თ-------- წ--–---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის დაზარალებულ ვ---- წ--–---–-–---–ის ძმა და განმარტა, რომ ცხოვრობს გორის რაიონში. 2019 წლის 7 აპრილს, საღამოს, დაურეკა მისმა დამ, რომელმაც უთხრა, რომ ქმარი ემუქრებოდა მოკვლით და მეზობელთან აფარებდა თავს. მან ჩამოაკითხა დას, რომელმაც მოუყვა, თუ როგორ სცემა ქმარმა და როგორ ემუქრებოდა მოკვლით. დაც და დისშვილიც იყვნენ ძალიან შეშინებულები. მოწმის განმარტებით, ვ---- წ--–---–-–---–ს ყელზე ეტყობოდა ნაიარევი, ნ-----–----ი კი ამბობდა „დედა მე გადავარჩინეო“. ნ-----–----ის თქმით, მას მამამ უთხრა, რომ ,,ასე უნდა მოექცე და დაიმორჩილო ქალებიო“. ვ----ს თქმით, მას მეტის მოთმენა აღარ შეეძლო და მიმართა პოლიციას.
მოწმეებმა ი---- ტ--–----ემ, გ------- ე-–---–---–მა და ლ-----------–---–მა, დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 7 ივლისის სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №00------- დასკვნის თანახმად, გ--–- გ--------–---–ს აღენიშნება სხვა სპეციფიკური პიროვნული აშლილობანი - ინფანტილური პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F60.8 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების (2019 წლის 7 მარტს, 5 აპრილს და 7 აპრილს) ჩადენის დროს გ--–- გ--------–---–ი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა სხვა სპეციფიკური პიროვნული აშლილობანი - ინფანტილური პერსონოლოგიური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ--–- გ--------–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ--–- გ--------–---–ი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ--–- გ--------–---–ის ფსიქიკური აშლილობა ქრონიკული მიმდინარეობისაა. გ--–- გ--------–---–ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გ--–- გ--------–---–ი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. გ--–- გ--------–---–ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ--–- გ--------–---–ს შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ქ------- შ----------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
გ--–- გ--------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ მას არასდროს უეჭვიანია მეუღლეზე, პირიქით, ეჭვიანობდა მისი ცოლი. დაზარალებულის ნათქვამი არ შეესაბამება სიმართლეს და ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან მისი მხრიდან მეუღლის მიმართ არც ძალადობასა და არც მუქარას ადგილი არ ჰქონია.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გ--–- გ--------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--–- გ--------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი “.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, მათ შორის - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების მუქარით დაკვალიფიცირებისთვის საქმის გარემოებები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც მუქარის განხორციელების ელემენტები, გამოყენებული საშუალება, ისე დამოკიდებულება მუქარის ავტორსა და დაზარალებულს შორის და საბოლოოდ უნდა შეფასდეს, იმ კონკრეტულ მომენტში გამოხატული აგრესიული მოქმედება, გამოიწვევდა თუ არა საფუძვლიან შიშს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი, გ--–- გ--------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, დანაშაულში გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა და სასამართლოში გამოკვლეულია ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. კერძოდ: დაზარალებულ ვ---- წ--–---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ--–- გ--------–---–ი მისგან ითხოვდა მონურ მორჩილებას, კერძოდ, როგორც ქალი და ცოლი, უნდა ყოფილიყო მისი მორჩილი. მათ საერთო არასრულწლოვან შვილს - ნ-----–---- გ--------–---–ს განაწყობდა დედის წინააღმდეგ და ეუბნებოდა, რომ ვ---- წ--–---–-–---–ისთვის დედა არ დაეძახა, რადგან იგი ამას არ იმსახურებდა. ეუბნებოდა, რომ ,,ქალი უნდა დაემორჩილოს ქმარსო“. 2019 წლის 7 მარტს, გ--–- გ--------–---–მა არასრულწლოვანი ნ-----–---- გ--------–---–ის თანდასწრებით თავში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. 2019 წლის 5 აპრილს კი, ასევე ნ-----–---- გ--------–---–ის თანდასწრებით ავტომანქანაში, ყელში წაუჭირა ავტომანქანის ღვედი, რის შედეგადაც გაუჭირდა სუნთქვა და განიცადა ტკივილი. 2019 წლის 7 აპრილს, დაურეკა ქმარს, რომელმაც უთხრა, რომ „იყო კუკიის სასაფლაოზე და უმზადებდა საფლავს“, თან ემუქრებოდა, რომ სახლში დაბრუნებისას ცოცხალს არ დატოვებდა და დაუსრულებდა სიცოცხლეს, რამაც ძალიან შეაშინა და დასახმარებლად მიმართა პოლიციას. დაზარალებულ ვ---- წ--–---–-–---–ის ჩვენების იდენტურია და თანმხვერდი არასრულწლოვან ნ-----–---- გ--------–---–ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, მამის მიერ ვ---- წ--–---–-–---–ისთვის როგორც თავის არეში მუშტების ჩარტყმის, ასევე ღვედის ყელში მოჭერის ფაქტი. დაზარალებულის და მოწმის ჩვენებების უტყუარობას ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომ 2019 წლის 8 აპრილს მოქალაქე ვ---- წ--–---–-–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები კისრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ვ---- წ--–---–-–---–ის ჩვენებას დაზიანებების არსებობის თაობაზე, ასევე ადასტურებს, დათვალიერების ოქმი და მოწმეების ლ---–- ლ---–---–ის და თ-------- წ--–---–-–---–ის ჩვენებები. ვ---- წ--–---–-–---–ის მიმართ მუქარის არსებობის, მისი რეალურად აღქმის და საფუძვლიანი შიშის გაჩენის ფაქტს ადასტურებს - დაზარალებულის ქმედება, როცა მან მეზობელს შეაფარა თავი, ბრალდებულის მიერ მუქარამდე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის ღვედის ყელში მოჭერით, ასევე მოწმეების ლ---–- ლ---–---–ის და თ-------- წ--–---–-–---–ის ჩვენებები, რომ ვ---- წ--–---–-–---–ი და ნ-----–---- გ--------–---–ი იყვნენ შეშინებულები და აღელვებულები და თავად მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვაში გაკეთებული განმარტებაც, რომ მეუღლე აღარ პასუხობდა მის სატელეფონო ზარებს, სახლთან მისულს არ შეხვდა და არც შვილი გაუშვა შესახვედრად. შესაბამისად, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი მტკიცებულებები, ბრალად წარდგენილი დანაშაულის დასადასტურებლად.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ დაზარალებულს გააჩნია გარკვეული ინტერესი და არასრულწლოვანი მოწმე ნ-----–---- გ--------–---–ი სავარაუდოდ იმყოფება დედის ზემოქმედების ქვეშ და მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს მიღებული, როგორც უტყუარი მტკიცებულებები. ვინაიდან, დაზარალებულის რაიმე სახის კერძო ინტერესის თაობაზე, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრის განხილვისას მხარეებს მტკიცებულება ან მყარი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, რაც შეეხება არასრულწლოვანი მოწმე ნ-----–---- გ--------–---–ის ჩვენების სანდოობას, პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, არასრულწლოვანის პასუხები (მათ შორის დაცვის მხარის კითხვებზე) იყო თანმიმდევრული, გადმოცემულ ფაქტებს შორის წინააღმდეგობების გარეშე და დამაჯერებელი. ამასთან არასრულწლოვანი მოწმის ჩვენების შეფასებისას მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ნ-----–---- გ--------–---–ი გამომძიებლის მიერ გამოკითხული იქნა ბრალდებულის დაკავების დღესვე, რამოდენიმე საათში ნეიტრალურ საპროცესო წარმომადგენელთან ერთად და გამოძიებას მიაწოდა ჩვენების იდენტური ინფორმაცია, რაც უარყოფს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სავარაუდოდ მოწმე იმყოფება დედის გავლენის ქვეშ, რომელთანაც ცხოვრობს მამის დაკავების შემდგომ. აპელანტის მოსაზრებას, რომ ვინაიდან დაზარალებულმა ვ---- წ--–---–-–---–მა და მოწმე თ-------- წ--–---–-–---–მა სამართალდამცავი ორგანოს არ მიმართეს დროულად, მათი ჩვენებები არადამაჯერებელია, ასევე ვერ გაიზიარებს პალატა, ვინაიდან მათი ჩვენებები ასევე დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოთ განხილული მტკიცებულებებით, ამასთან დაზარალებულმა განმარტა, რომ ძალადობას ითმენდა, ვინაიდან იმედი ჰქონდა მსჯავრდებული გამოსწორდებოდა, რაც ოჯახში ჩადენილი დანაშაულებისთვის დამახასიათებელია. სამართალდამცავ ორგანოებს კი მიმართა მხოლოდ მას შემდეგ, რაც არა მხოლოდ მის ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზაირებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურდა არც დაზიანების მიყენების დრო და არც ის თუ რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა დაზიანება, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაში მითითებულია - დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 5 აპრილს. პალატა განმარტავს, რომ ავტომანქანის უსაფრთხოების ღვედიც არის მკვრივი-ბლაგვი საგანი, რომლის გამოყენებითაც დაზიანების მიყენების ფაქტი დადასტურებულია ორი თვითმხილველის ვ---- წ--–---–-–---–ის და ნ-----–---- გ--------–---–ის ჩვენებებით. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების ზოგადი მეთოდიკით „ტანჯვის“ შეფასებასთან მიმართებაში კი პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ ტანჯვის განცდა დგინდება არა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნით, არამედ ობიექტური კრიტერიუმებით, მათ შორის როგორიცაა ადამიანის ფსიქიკური თუ ფსიქოლოგიური ჩაგვრა, პატივის, ღირსების შელახვა, დამცირება, პირის უფლებებისა და ინტერესების სისტემატიური უკანონო ხელყოფა, დაკნინება და სხვა. მოცემულ საქმეზე კი დადგენილია, რომ ვ---- წ--–---–-–---–ის მიმართ, მსჯავრდებულის მხრიდან არაერთჯერად ჰქონდა ადგილი გენდერული ნიშნით ჩაგვრას, შვილის წინაშე დაკნინებას და დამცირებას, ფიზიკურ ძალადობას უმიზეზოდ, მისი უფლებების და ინტერესების უკანონო და უმიზეზო შეზღუდვას, რაც განაპირობებს ფსიქოლოგიური ტრავმის მიღებას, უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, ჯანმრთელობაზე და იწვევს ტანჯვას.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს გ--–- გ--------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--–- გ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის რომ დანაშაული - მუქარა ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ--–- გ--------–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი და აღნიშნულ ნაწილშიც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ--–- გ--------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან არ ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა გენდერული იდენტობის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ--–- გ--------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და შეზღუდული შერაცხადობა, დამამძიმებელი გარემოებები - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდების ჩადენა გენდერული იდენტობის ნიშნით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, უფრო მსუბუქი სასჯელის არაეფექტურობა და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სამართლიანია და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი გ--–- გ--------–---–ის მიმართ, არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ--–- გ--------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ----- ღ----–----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--–- გ--------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ--–- გ--------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ----- ღ----–----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი გ--–- გ--------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ--–- გ--------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და უფრო მსუბუქი სასჯელი და საბოლოოდ, გ--–- გ--------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ--–- გ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 8 აპრილიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე