განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119003177964
საქმე №1ბ/263-20 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ე-–-------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 05 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №3----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ქ. გარდაბანი, დ-----------–-----–-------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. რუსთავი, მა------------------------–----------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
ე-–-------------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ე-–-------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ე-–-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (1 წელი თ/ა) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ე-–-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-–-------------------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე-–-------------------ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 04 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. რუსთავში, მ--------------------–---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, ე-–-------------------მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ა-–--–---------–--–---ას შელაპარაკებისას რამდენჯერმე მოუქნია დანა და უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ა-–--–---------–--–---ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2019 წლის 04 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. რუსთავში, მ--------------------–---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, ე-–-------------------მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ა-–--–---------–--–---ას მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხანმოკლე მოშლით, კერძოდ, შელაპარაკებისას მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის მიდამოში, რა დროსაც მიაყენა დაზიანება წარბის არეში, მოუქნია დანა, რა დროსაც მიაყენა ჭრილობა ხელის არეში და გაშლილი ხელი დაარტყა სახეში მარცხენა მხარეს. ე-–-------------------ის ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედებების დროს ა-–--–---------–--–---ას მიადგა ფიზიკური ზიანი.
აღნიშნული ქმედებებისათვის ე-–-------------------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2019 წლის 04 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. რუსთავში, მ--------------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე-–-------------------მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა-–--–---------–--–---ას მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, შელაპარაკებისას მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის მიდამოში, რა დროსაც მიაყენა დაზიანება წარბის არეში.
ე-–-------------------ის მიერ ა-–--–---------–--–---ას მიმართ მუქარის განხორციელების ნაწილში კი სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან დაზარალებულმა უარყო მუქარის დროს შიშის განცდა და საპასუხოდ, იმის დემონსტრირებისათვის, რომ არ ეშინოდა, დანა წაართვა ბრალდებულს, არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ე-–-------------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ იქნა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ე-–-------------------მა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ორივე ეპიზოდი, ხოლო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გამოკვლეულ მტკიცებულებებს. დაზარალებულმა ა-–--–---------–--–---ამ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული დანას იქნევდა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ბრალდებული დანას იქნევდა, ისიც დაადასტურა, რომ ემუქრებოდა, თუმცა განმარტა, რომ არ შეშინებია. აპელანტს მიაჩნია, რომ დაზარალებულის აღნიშნული განმარტება არ შეესაბამება რეალობას და არ გამომდინარეობს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებიდან, კერძოდ, ბრალდების მხარის აზრით, როდესაც პირი იქნევს დანას იმგვარად, რომ დაზარალებული მას ხელს უხვედრებს და ამ ვითარებაში ხელზე იღებს 4 სანტიმეტრიან ჭრილობას, ბუნებრივია, მუქარა რეალურად აღიქვა.
აპელანტის განმარტებით, ე-–-------------------ის ბრალი მის მიმართ წარდგენილ ორივე ეპიზოდში დასტურდება სამედიცინო ექსპერტის, მ--------–----------ის ჩვენებით, გამომძიებელ ნ----------–---ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის ექიმის ე-–----------–------------ის, ასევე დაზარალებულის მეზობლის, მ--------------–---ას ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. შესაბამისად, ბრალდების მხარის აზრით, გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება კვალიფიკაციის ნაწილში და განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით ე-–-------------------ს უნდა განესაზღვროს მკაცრი სასჯელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის ე-–-------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნის კუთხით.
უპირველეს ყოვლისა, პალატა იმსჯელებს ე-–-------------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111 ; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაზე და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს ე-–-------------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე-–-------------------ის მიერ ა-–--–---------–--–---ას მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს. აპელანტის მიერ ე-–-------------------ის მიმართ ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
აპელანტი მთავარ აქცენტს აკეთებს დაზარალებულ ა-–--–---------–--–---ას ჩვენებაზე, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება. მათ ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდათ უთანხმოება, მიხვდა რომ ქმარი ღალატობდა და თავი დამცირებულად იგრძნო. ორივე ნასვამ მდგომარეობაში იყო და იჩხუბეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს. ე-–-------------------მა სახეში გაარტყა და თვითონაც ურტყამდა, როდესაც ე-–-------------------მა დანა აიღო, საპასუხოდ მან ნაჯახს წაავლო ხელი, იმის დემონსტრირება სურდა, რომ მისი არ ეშინოდა. რადგან ე-–-------------------ი ნასვამი იყო, დანა ხელიდან გამოგლიჯა და ამ დროს გაეჭრა. მუქარის არ შეეშინდა და არც გამოკითხვის დროს უთქვამს ამის შესახებ. მისი განმარტებით იმ წუთას ე-–-------------------ი "ტანკშიც" რომ მჯდარიყო, არ შეეშინდებოდა. დარტყმის დროს არაფერი უგრძვნია, მაგრამ სახეზე სისხლი რომ დაინახა, ჩხუბი შეწყვიტა და მეზობელთან წავიდა პოლიციაში დასარეკად.
აღნიშნულ მოწმესთან მიმართებით აპელანტი განმარტავს, რომ დაზარალებულის ასეთი განმარტება არ შეესაბამება რეალობას და არ გამომდინარეობს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებიდან, კერძოდ, ბრალდების მხარის აზრით, როდესაც პირი იქნევს დანას იმგვარად, რომ დაზარალებული მას ხელს უხვედრებს და ამ ვითარებაში ხელზე იღებს 4 სანტიმეტრიან ჭრილობას, ბუნებრივია, მუქარა რეალურად აღიქვა. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას აღნიშნულ საკითხზე და განმარტავს, რომ მართალია, არსებობდა მუქარის შემადგენლობის ერთი ნიშანი დანის დემონსტრირების სახით, მაგრამ ქმედების მუქარად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია მისი პირს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების რეალური შიში. მოცემულ შემთხვევაში, ნათელია, რომ დაზარალებულს არ შეშინებია ე-–-------------------ის მიერ დანის დემონსტრირების, პირიქით, დანის წართმევა სცადა, თანაც შიშის სანაცვლოდ ნაჯახი აიღო ხელში. შესაბამისად, მუქარის ფაქტი მხოლოდ დანის დემონსტრირებით ვერ იქნება დადგენილი.
ბრალდების მხარის მიერ ე-–-------------------ის ბრალის დასადასტურებლად აპელანტი ასევე აპელირებს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებსაც პალატა ასევე მისცემს შეფასებას:
მოწმე ე-–----------–-------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ქ. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში და სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც კლინიკას დასახმარებლად ა-–--–---------–--–---ამ მიმართა. მას აღენიშნებოდა ჭრილობები მარჯვენა ხელის მტევანზე და მარცხენა თვალბუდის გარეთა კიდესთან. პაციენტი გადაამისამართა ტრავმატოლოგთან, რომელმაც მას აღმოუჩინა დახმარება და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გაეწერა. მან განაცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარმა მამაკაცმა.
მოწმე მ--------------–---ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებული მის მეზობლად ცხოვრობს და შემთხვევის დღეს მასთან დასარეკად მივიდა. სახიდან და ხელიდან სისხლი სდიოდა და აღელვებული იყო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ა-–--–-ს სახლიდან იმ ღამეს ყვირილი ისმოდა.
მოწმე ნ-----------–----მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო შეტყობინების საფუძველზე. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო დანა და სისხლის ლაქები, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დაზარალებული და ასევე ბრალდებულიც, მას ტანისამოსზე აღენიშნებოდა სისხლის კვალი, სახლში ნივთები არეული იყო.
2019 წლის 4 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ფორმა №100-ის მონაცემებით და პირადი გასინჯვით ა-–--–---------–--–---ას აღენიშნება ნაჭდევები მარცხენა თვალ-ბუდის მიდამოში, ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მტევნის მიდამოში, აღნიშნული დაზიანებებიდან ნაჭდევები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ჭრილობა რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე მ--------–----------ე, რომელმაც განმარტა, რომ დაზარალებულს მარცხენა თვალ-ბუდის გარეთა და ქვედა კიდეებზე აღენიშნებოდა 2 ნაჭდევი, ხოლო მარჯვენა მტევნის ხელ-გულის ზედაპირზე აღენიშნებოდა გაკერილი სწორკიდეებიანი ჭრილობა - 4 სმ, იგი ახლად მიყენებული იყო, რადგან რამდენიმე დღის ჭრილობა არ იკერება. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ თვალ-ბუდის მიდამოში არსებული დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო მტევნის მიდამოში არსებული ჭრილობა ასევე მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2019 წლის 4 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. რუსთავში, მ--------------------–---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ამოღებულ იქნა დანა და მუქი ფერის ლაქები.
პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ მუქარის ფაქტს, კერძოდ, ის, რომ ე-–-------------------ის მიერ ჩხუბის დროს მოხდა დანის დემონსტრირება, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, თუმცა მუქარის რეალურად განხორციელების შიშის შესახებ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ვერ აქარწყლებს მოწმეთა ჩვენებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის დასკვნა იმის შესახებ, რომ ე-–-------------------ის მიერ ა-–--–---------–--–---ას მიმართ განხორციელდა მუქარის სრულყოფილი შემადგენლობა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე-–-------------------ის მხრიდან ძალადობის ფაქტს. მის მიერ დანის დემონსტრირების თაობაზე მიუთითებს დაზარალებული, რომელიც იმავდროულად განმარტავს, რომ მას არ გასჩენია მუქარის განხორციელების რეალური შიში, სხვა რაიმე მტკიცებულებით კი არ არის დადასტურებული დაზარალებულის მხრიდან შიშის გამოვლინების ფაქტები, შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის პირის დამნაშავედ ცნობისათვის ბრალდების ამ ეპიზოდში.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ე-–-------------------მა განახორციელა მუქარა ა-–--–---------–--–---ას მიმართ.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ირაკლი მაისურაძის დამნაშავეობაში დანაშაულის აღნიშნულ ეპიზოდში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატას ასევე მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ე-–-------------------ის მსჯავრდების კუთხით. ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამ მიმართებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა ანალიზით დგინდება, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა ნაჭდევები თვალ-ბუდის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მტევნის მიდამოში, მიყენებული რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით (დანით). დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო ექსპერტის ჩვენების მიხედვით, მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია მხოლოდ ხელის მტევანზე არსებულმა ჭრილობამ, რაც შეეხება სახის არეში მიყენებულ დაზიანებას ის მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, ა-–--–---------–--–---ას ხელის მტევანზე დაზიანებები მიადგა არა ბრალდებულის უშუალო ზემოქმედებით, არამედ იმ დროს, როდესაც იგი ხელიდან ართმევდა მას დანას, შესაბამისად, ე-–-------------------ს ხელის მტევანზე დაზიანება განზრახ არ მიუყენებია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის ჩვენების მიხედვით, მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, გამომდინარეობს მხოლოდ ხელის მტევანზე მიყენებული დაზიანებების საფუძველზე, სახეზე - თვალ-ბუდის მიდამოში არსებული დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ე-–-------------------ს ა-–--–---------–--–---ასათვის ხელის მტევანზე დაზიანების მიყენებისთვის უშუალოდ არაფერი მოუმოქმედებია, არამედ ა-–--–---------–--–---ამ დაზიანება მიიღო დანის წართმევის დრო, მისი ქმედება არ იძლევა განზრახი დანაშაულის კვალიფიკაციის შესაძლებლობას, ხოლო გაუფრთხილებლად ამგვარი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებული არ არის. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე-–-------------------ისათვის ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში ბრალის დასადასტურებლად რაიმე მყარი არგუმენტი სააპელაციო საჩივარში არ წარმოუდგენია, არ არის წარმოდგენილი მსჯელობა, თუ რაში გამოიხატა სასამართლოს გადაწყვეტილების მცდარობა ე-–-------------------ის ქმედებისათვის კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში.
პალატა მართებულად მიიჩნევს გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტაციას ე-–-------------------ის ქმედების შეფასების ნაწილში, კერძოდ, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ კონფლიქტის დროს წარბის არეში არსებული დაზიანებები ა-–--–---------–--–---ას მიაყენა ე-–-------------------მა, როდესაც ხელი გაარტყა სახის არეში. ექსპერტიზის დასკვნით და ჩვენებით, წარბის არეში მიყენებული დაზიანება ცალკე არ წარმოადგენს მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, თუმცა სასამართლოს შეფასებით მისი ლოკალიზაცია, ინტენსივობა, დარტყმის შედეგად გამოწვეული სისხლდენა, ქმნის ქმედების ძალადობად დაკვალიფიცირების წინაპირობას და მოიცავს ამ დანაშაულის ყველა ნიშანს. იმის გათვალისწინებით, რომ ე-–-------------------ი და ა-–--–---------–--–---ა არიან ოჯახის წევრები, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, ა-–--–---------–--–---აზე განხორციელებული ძალადობა უნდა შეფასდეს, როგორც ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
რაც შეეხება ე-–-------------------ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი ე-–-------------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ე-–-------------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ე-–-------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ე-–-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (1 წელი თ/ა) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ე-–-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ე-–-------------------ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 აგვისტოდან.
ე-–-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე ამოღებული ე-–-------------------ის მაისური და შარვალი, ა-–--–---------–--–---ასაგან ამოღებული მაისური და შარვალი, ფარდა დაუბრუნდეს მის მფლობელებს, ხოლო დანა, მუქი ფერის ლაქა და სისხლის ნიმუშები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე