განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2020
საქმის ნომერი
160100119003019287
ინსტანცია
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119003019287

1ბ/58-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 მარტი 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი მექვაბიძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ------ ხ------------ა

მსჯავრდებული - ნ------ი ზ-----–---ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი ნომერი 2----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------–----–----------------------–----–------------–-----–------------ში.

 

თარჯიმანი: ასიფ სულეიმანოვი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - გამართლდა).

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, მანეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ და მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ------ი ზ-----–---ის მიმართ განაჩენის გამამართლებელი ნაწილის გაუქმება და მის ნაცვლად სრულად გამამტყუნებელი განჩენის დადგენა. აპელანტს მიაჩნია რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ნ------ი ზ-----–---მა ნამდვილად ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავოდ იქნა მიჩნეული საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად მათ მიენიჭათ პრეუდიციულ ძალა. დაზარალებული ზ----- გ---------ა პირდაპირ უთითებდა გამოკითხვისას, რომ ნ------ი ზ-----–---მა 2019 წლის 26 მაისს უმოწყალოდ ცემა და დაემუქრა მოკვლით, რის გამოც რეალურად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რაც შეეხება სასამართლოს მიერ ირიბი მტკიცებულებების გამოყენების შესაძლებლობის საკითხს, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს გამონაკლისი შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ამდენად აპელანტს მიაჩნია რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ------ი ზ-----–---ის მიერ როგორც საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. შესაბამისად აპელანტი ითხოვს, განაჩენში შევიდეს ცვლილება და ნ------ი ზ-----–---ი დამნაშავედ იქნეს ცნობილი ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ------ი ზ-----–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მარინე ხ------------ამ და მოითხოვეს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ------ი ზ-----–---ის მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმ მოტივით, რომ წარდგენილ ბრალდებაში სასამართლო სხდომაზე ნ.ზეიანლოვმა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, შეურიგდა დაზარალებულს, კმაყოფაზე ჰყავს ცოლშვილი და მოხუცი ავადმყოფი მშობლები, აქვს მძიმე ოჯახური ეკონომიკური მდგომარეობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტებს მიაჩნიათ, რომ ნ------ი ზ-----–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი აშკარად მკაცრია და მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს უფრო მსუბუქი სასჯელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა ნ------ი ზ-----–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მარინე ხ------------ამ მხარი არ დაუჭირეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში, შეტანილ იქნეს ცვლილება, ნ------ი ზ-----–---ს შეუმსუბუქდეს სასჯელი და დარჩენილი სასჯელი ჩაეთვალოს პირობით.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

ნ------ი ზ-----–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120- ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

რაც ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 16 დეკემბრიდან ზ----- გ---------ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ------ი ზ-----–---თან. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 20 თებერვალს მათ შეეძინათ ვაჟი, ა-–---------–---ი. 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის 26 მაისის ჩათვლით, მ--------–---------–----–-----------------–--------–----–--–ი ნ------ი ზ-----–---ი მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ზ----- გ---------ას, უყვიროდა, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა როგორც მეუღლეს, ასევე ამ უკანასკნელის მშობლებს, ამგვარი გზით ზ----- გ---------აზე სისტემურად ახდენდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რათა ზ----- გ---------ა წასულიყო სახლიდან, ვინაიდან მასთან ცხოვრება აღარ სურდა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

 

2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, მ--------–--------–----–----------------–-------–----–--–ი ნ------ი ზ-----–---მა მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ზ----- გ---------აზე, კერძოდ ხელით სცემა თავის, სახისა და გულმკერდის არეში. ნ------ი ზ-----–---მა ცემის დროს, ზ----- გ---------ას ყელში მოუჭირა ხელები და გადაუკეთა სასუნთქი გზები, რა დროსაც ასევე თავი დაარტყა ცხვირში, რის შედეგადაც ზ----- გ---------ას დაეწყო ცხვირიდან სისხლდენა, ამავდროულად მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ნ------ი ზ-----–---ის მიერ განხორციელებული ქმედებით, ზ----- გ---------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ნ------ი ზ-----–---ის მიერ მეუღლე ზ----- გ---------ას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას შეესწრო მათი მცირეწლოვანი, 1 წლისა და 4 თვის შვილი - ა-–---------–---ი, რომელსაც შეეშინდა ხმამაღალი ჩხუბის და დაიწყო ტირილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ------ი ზ-----–---ის ბრალეულობას - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ნ------ი ზ-----–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 111, 151–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ------ი ზ-----–---მა ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120- ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 16 დეკემბრიდან ზ----- გ---------ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ------ი ზ-----–---თან. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 20 თებერვალს მათ შეეძინათ ვაჟი, ა-–---------–---ი. 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის 26 მაისის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელ ყიზილაჯლოში ნ------ი ზ-----–---ი მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ზ----- გ---------ას, უყვიროდა, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა როგორც მეუღლეს, ასევე ამ უკანასკნელის მშობლებს, ამგვარი გზით ზ----- გ---------აზე სისტემურად ახდენდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რათა ზ----- გ---------ა წასულიყო სახლიდან, ვინაიდან მასთან ცხოვრება აღარ სურდა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

 

2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, მ--------–--------–----–----------------–-------–----–--ში ნ------ი ზ-----–---მა მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ზ----- გ---------აზე, კერძოდ ხელით სცემა თავის, სახისა და გულმკერდის არეში. ნ------ი ზ-----–---მა ცემის დროს ზ----- გ---------ას ყელში მოუჭირა ხელები და გადაუკეთა სასუნთქი გზები, რა დროსაც ასევე თავი დაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც ზ----- გ---------ას დაეწყო ცხვირიდან სისხლდენა. ნ------ი ზ-----–---ის მიერ განხორციელებული ქმედებით ზ----- გ---------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ნ------ი ზ-----–---ის მიერ მეუღლე ზ----- გ---------ას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას შეესწრო მათი მცირეწლოვანი, 1 წლისა და 4 თვის შვილი - ა-–---------–---ი, რომელსაც შეეშინდა ხმამაღალი ჩხუბის და დაიწყო ტირილი.

 

ნ------ი ზ-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ნ------ი ზ-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, ნ------ი ზ-----–---ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ნ------ი ზ-----–---ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვალა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2019 წლის 26 მაისიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ ფაქტებზე და მტკიცებულელები არ გაუხდიათ სადავოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა არ მომხდარა და ისინი როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეთა სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ნ------ი ზ-----–---ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ------ი ზ-----–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი “.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებებს, სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული - უდავო მტკიცებულებებით: დაზარალებულ ზ----- გ---------ას, მოწმეების - ტ--–--- გ---------ის და რ----–ა ი-----–---ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, N0----- შემაკავებელი ორდერით და თავად ნ------ი ზ-----–---ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ნ------ი ზ-----–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

სააპელაციო პალატა, ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია უტყურ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ნ------ი ზ-----–---მა, ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შემდეგ გარემოებათა გამო: უდავო მტკიცებულებებით, მოწმეების - ტ--–--- გ---------ის და რ----–ა ი-----–---ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ზ----- გ---------ას მიმართ ნ------ი ზ-----–---ის მხრიდან 2019 წლის 26 მაისს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობს, ხოლო მანამდე სისტემატიურ ფსიქოლოგიურ ძალადობას, თუმცა ისინი არ ფლობენ ინფორმაციას ნ------ი ზ-----–---ის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, ასევე არ მიპოვება მუქარის თაობაზე ინფორმაცია (მათ შორის ირიბი) სხვა უდავო მტკიცებულებებში და მუქარის ფაქტი უარყო თავად მსჯავრდებულმა ნ------ი ზ-----–---მა. შესაბამისად, მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, რომ ნ------ი ზ-----–---ი 2019 წლის 26 მაისს განხორციელებული ძალადობისას დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ბრალდების ამ ნაწილში ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ნაწილში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ნ------ი ზ-----–---ის სასარგებლოდ. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს ნ------ი ზ-----–---ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მსჯავრდებულ ნ------ი ზ-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს, მსჯავრდებულ ნ------ი ზ-----–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების და დარჩენილი სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ნ------ი ზ-----–---ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

პალატა ვერ გაიზაირებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ ნ------ი ზ-----–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ნ------ი ზ-----–---ის ოჯახური მდგომარეობა და პიროვნება, მის მიერ დაზარალებულის მიმართ გამოვლენილი ძალადობის სიხშირე და ძალადობის ფორმები. შეაფასა დაზარალებულის პოზიცია, რომ ეს არის არა ნ------ი ზ-----–---ის შერიგებისკენ მისწრაფების შედეგი, არამედ დაზარალებულის კეთილი ნება და აღნიშნული და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს ორივე დანაშაულისათვის დაუნიშნა სანქციით გათვალისწინებული სასჯელების მინიმალური ზომა, რაც პალატას მიაჩნია სამართლიანად, რომ მსჯავრდებულს გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა და უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, არ არსებობს დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის ან პირობით მსჯავრად ჩათვლის წინაპირობა და გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილშიც უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის, მსჯავრდებულ ნ------ი ზ-----–---ის და მისის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ხ------------ას სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ნ------ი ზ-----–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გიორგი მექვაბიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ნ------ი ზ-----–---ის და მისის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ხ------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი ნ------ი ზ-----–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ნ------ი ზ-----–---ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ------ი ზ-----–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნ------ი ზ-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ------ი ზ-----–---ს, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 26 მაისიდან.

 

მსჯავრდებულ ნ------ი ზ-----–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება – ზ----- გ---------ას ტანსაცმელი – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე