განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002935700
საქმე № 1ბ/2031-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გველესიანი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორები - ა---------------------------–-----.
დაცვის მხარე:
ადვოკატები - ნ-----–- ჩ---------, გ------- ა-----ე და ლ-–- ტ--–--–--ე.
მსჯავრდებული: შ--–-- კ-----ე, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონე (გაქარწყლებული), საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებლი, მცხოვრები: ქ------–---------------–--------------ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
მსჯავრდებული: დ-------- ჯ-------, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ------–----------------------------ში;
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ-------------–----ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შ--–-- კ-----ის ქმედებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე დ-------- ჯ-------ს ქმედებას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით, მაგრამ არასწორი შეფასება მისცა დ-------- ჯ-------ს ქმედებებს, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით. აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა დ-------- ჯ-------ს ზ/აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ბრალეულობაში. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულ ლ--------------–---–ის ჩვენებასთან ერთად ბრალდების მხარემ მოწმის სახით დაკითხა ვ-–-------- ა--–------ი, ნ-------------–---–ი. აპელანტის შეფასებით, გასათვალისწინებელია, რომ ლ--------------–---–ს არ გააჩნდა რაიმე სახის დაინტერესება, რათა დ-------- ჯ-------სთვის წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით მიეცა ცრუ ინფორმაცია. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით, სასამართლო პროცესზე საჯაროდ წაკითხული იქნა დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია და ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ იგი გაზიარებული უნდა იქნეს როგორც დამოუკიდებელი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც ლ--------------–---–ის ჩვენებასთან ერთობლიობითაც, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა ეძლევა კონსტიტუციურობის სტანდარტის დაკმაყოფილების გზით. აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ფაქტი სახეზეა, ნ-------------–---–მა ნაწილობრივ შეცვალა ჩვენება. სასამართლომ უნდა განსაზღვროს მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული, ეს ინფორმაციაა სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრაში, თუ მისი ჩვენება, რომლითაც გამოძიების დროს მიცემული ინფორმაციისგან განსხვავებული რეალობა წარმოსახა. ბრალდების მხარის შეფასებით, არსებითი განხილვის ეტაპზე აშკარად გამოიკვეთა, რომ მოწმეები, მათ შორის ვ-–-------- ა--–------ი და ნ-------------–---–ი ცდილობდენენ მიეცათ ისეთი ჩვენება, რაც ნაკლებად დამაზიანებელი იქნებოდა ბრალდებულებისთვის. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ასეთ დროს სასამართლომ უნდა შეაფასოს მთელ რიგ მოვლენათა ჯაჭვი, რასაც ადგილი ჰქონდა როგორც გამოძიების პროცესში, ასევე სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევისას და სწორად ამ ანალიზის საფუძველზე უნდა განსაზღვროს მოწოდებული ინფორამციის სისწორე და შეთანხმებულოება სხვა მტკიცებულებებთან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში და დ-------- ჯ------- ცნობილ უნდა იქნეს ასევე დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ--–-- კ-----ის ადვოკატმა ნ-----–- ჩ---------მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, შ--–-- კ-----ის ქმედების გათვალისწინებული საქართელოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება, რადგან აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ როგორც გამოძიებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დადასტურებული ვერ იქნა, რაში გამოიხატა შ--–-- კ-----ის მიერ ნ-------------–---–ის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტის შემადგენლობა, მაშინ როდესაც არ დადასტურდა დანაშაულის განზრახვა, არ არსებობს დანაშაულის იარაღი, ცეცხლსასროლი იარაღი. შ--–-- კ-----ეს არ ჰქონდა განზრახვა და სურვილი მისი მეგობრისთვის, ნ-------------–---–ისათვის, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება მიეყენებინა, არც არავითარი წინაპირობა არსებობდა შემთხვევის ადგილზე. ადვოკატის შეფასებით, სასამართლო სხდომაზე სრულად დადასტურდა შ--–-- კ-----ის მიერ ამ დანაშაულის გაუფრთხილებლობით ჩადენის ფაქტი, რაც სასმართლომ უსაფუძლოდ არ გაიზიარა. მსჯავრდებულ შ--–-- კ-----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მას ნ-------------–---–ის სხეულის განზრახ დაზიანების და დაჭრის განზრახვა არ ჰქონდა. დაზარალებულმა ნ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას არ დაუნახავს, რომ შ--–-- კ-----ემ მიზანმიმართულად და განზრახ ესროლა. აღნიშნულს ადასტურებს ლ--------------–---–ის და ვ-–-------- ა--–------ის ჩვენებებიც. ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნიდან შ--–-- კ-----ემ განზრახ და მიზანმიმართულად რომ ესროლა ნ-------------–---–ს ამის დამადსტურებელი არავითარი მტკიცებულება განაჩენით არ დასტურდება. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება შ--–-- კ-----ის მიერ სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რამდენადაც განაჩენში არ არის მითითებული სასამართლო რომელი მოწმის ჩვენებას დაეყრდნო, ან რომელ კონკრეტულ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა იყო სახეზე. ბრალდებამ და შესაბამისად, სასამართლომ ვერ დაადასტურა შ--–-- კ-----ის განზრახვა ნ-------------–---–ის სხეულის განზრახ დაზიანების თაობაზე. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ არ ჰქონდა სასამართლოს არავითარი საფუძველი შ--–-- კ-----ის მიმართ სასჯელის მაქსიმალური ზომის გამოყენების თაობაზე. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ შ--–-- კ-----ის ქმედება გათვალისწინებული საქართელოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით და სასჯელი განესაზღროს აღნიშნული მუხლით, კერძოდ სასამართლომ მსჯავრდებულს უნდა აკმაროს პატიმრობაში გატარებული პერიოდი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ-------- ჯ-------ს ადვოკატმა ლ-–- ტ--–--–--ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და დ-------- ჯ-------ს მიმართ გამამრთლებელი განაჩენის დადგენა, რადგან აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზიდან. ამასთან, მიაჩნია, რომ დაზარალებულ ლ--------------–---–ის ჩვენება არის საეჭვო, რადგან მისი სასამართლოში დაკითხვის დროს გამოირკვა, რომ ლ--------------–---–ი 13 საათის განმავლობაში იმყოფებოდა განყოფილებაში, რა დროსაც რამდენჯერმე მისცა ჩვენება, რომელთა გამოკითხვის ოქმი წარმოდგენილი არ არის, საქმეში მხოლო ერთი ჩვენებაა. ასევე დ-------- ჯ------- ადასტურებს, რომ როდესაც ის პოლიციის შენობაში ჰყავდათ ფეხზე თაბაშირ დადებული, ლ--------------–---–ი გამოიყვანა პოლიციის ოფიცერმა და ჯ-------სკენ გაახედა. დაცვის მხარეს უჩნდება საფუძლიანი ეჭვი, რომ ლ--------------–---–ზე იყო სერიოზული მორალურ-ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ შეიძლებოდა ის აღმოჩენილიყო ბრალდებულის სკამზე. დაცვის მხარეს აღნიშნული განაჩენი მიაჩნია უსამართლოდ, ვინაიდან დ-------- ჯ-------ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს ზედმეტად მკაცრად თვლის.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარებზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სახელმწიფო ბრალდებლებმა -გ-------------–----ემ და ა-------მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა შ--–-- კ-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ნ-----–- ჩ---------მ და გ------- ა-----ემ, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს შ--–-- კ-----ის ქმედების გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება, ხოლო ალტერნატივის სახით ითხოვეს მსჯავრდებულ შ--–-- კ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა დ-------- ჯ-------მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ლ-–- ტ--–--–--ემ, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო ალტერნატივის სახით ითხოვეს განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
წარდგენილი ბრალის არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ--–-- კ-----ეს წარედგინა ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, ესე იგი სხეულის დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ--–-- კ-----ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, შ--–-- კ-----ემ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით ნ-------------–---–ს განზრახ მიაყენა მარჯვენა ბარძაყის არეში ჭრილობა, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ-------- ჯ-------ს წარედგინა ბრალდება ძალადობისათვის, კერძოდ, ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, გამოძალვისათვის, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნისათვის, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა; ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ-------- ჯ-------ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დ-------- ჯ-------მ ცულის ტარი დაარტყა ლ--------------–---–ს, რის შემდგომაც გაშლილი ხელის მტევანი სამჯერ დაარტყა მას თვალისა და ლოყის არეში, რა დროსაც ლ--------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ-------- ჯ-------მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 (ათი ათასი) ლარი მოსთხოვა ლ--------------–---–ს, რა დროსაც მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა მას. ლ--------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე, 2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დ-------- ჯ------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ--------------–---–ს, იმ შემთხვევაში, თუ იგი პოლიციას შეატყობინებდა მის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულ იქნა შ--–-- კ-----ის მიერ ნ-------------–---–ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, ესე იგი სხეულის დაზიანების ფაქტი, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ასევე დადასტურებულ იქნა დ-------- ჯ-------ს მიერ ლ--------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, კერძოდ, ცემის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა დ-------- ჯ-------ს მიერ ლ--------------–---–ის მიმართ გამოძალვისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენა, რის გამოც ბრალდებების ამ ნაწილში დ-------- ჯ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა შ--–-- კ-----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 18 თებერვალს იმყოფებოდა დ-------- ჯ-------სთან ერთად, რა დროსაც ამ უკანასკნელს ვიღაცამ დაურეკა მობილურ ტელეფონზე. მის კითხვაზე დ-------- ჯ-------მ უპასუხა, რომ დაურეკა ნ----–ამ (ნ-------------–---–მა), რომელიც უნდა ენახა. ნ-------------–---–ი, ლ--------------–---–ი, ვ-–-------- ა--–------ი და კიდევ ერთი მისთვის უცნობი პირი მივიდნენ დ-------- ჯ-------ს სახლთან - ქ-------–--–----------------------თან, რა დროსაც საუბარი დ-------- ჯ-------სა და ნ-------------–---–ს შორის წარიმართა რაღაც ტელეფონთან დაკავშირებით, რის შესახებაც მანამდე თავად არაფერი იცოდა. აღნიშნული საუბრისას ნ-------------–---–ს რაღაც საგანი დაუვარდა, მან ჩათვალა, რომ დაუვარდა მობილური ტელეფონი, რის ასაღებადაც ნ-------------–---–იც დაიხარა და თვითონაც, თუმცა მან დაასწრო აღება და ისე, რომ არ იცოდა რა საგანი აიღო, აღებისთანავე მოხდა გასროლა, ხოლო ნ-------------–---–მა დაიყვირა - „ვაიმე ფეხიო!“, თუმცა ვინაიდან იგი იდგა ფეხზე, ვერ წარმოიდგინა, რომ ნ---ს მოხვდა ტყვია. ამავე დროს დაინახა, რომ დ-------- ჯ-------ს და ლ--------------–---–ს შორის იყო კამათი და ძიძგილაობა, კერძოდ, ლ--------------–---–ი ხელებს და ფეხებს ურტყამდა დ-------- ჯ-------ს, ხოლო ეს უკანასკნელი ცდილობდა მის მოგერიებას. ასევე დაინახა, რომ დ-------- ჯ------- ძირს იყო დაცემული, ფეხზე ხელს იკიდებდა და ლ--------------–---–ისაგან ითხოვდა, რომ აღარ დაერტყა. იგი შეეცადა დახმარებოდა მეგობარს და ლ--------------–---–ი და დ-------- ჯ------- გააშველა, ხოლო, როდესაც უკან დაბრუნდა, ნახა, რომ ნ-------------–---–ი ძირს იწვა და ფეხზე ხელი ჰქონდა მოკიდებული. აღნიშნულის დანახვაზე, იქ მყოფი პირებისაგან ითხოვდა სასწრაფოში დარეკვას, რადგან თავად ტელეფონი არ ჰქონდა. შემდეგ მივიდა მათი უბნელი და მეგობარი ლ-–- ქ---------ე, რომელმაც ნ-------------–---–ი გადაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო თვითონ ყურადღება მიაქცია დ-------- ჯ-------ს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ-------- ჯ-------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 17 თებერვალს, მეგობარ ი-----–ის ათხოვა თავისი მობილური ტელეფონი, რადგან შეყვარებულისათვის უნდოდა ტელეფონის შეძენა და უნდა შეხვედროდა პირს, ვისგანაც ტელეფონი უნდა შეეძინა. საღამოს თავისი ტელეფონის გამოსართმევად დაურეკა აღნიშნულ მეგობარს, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა ხ--–-------------- და ვინაიდან თავადაც იქვე ახლოს იმყოფებოდა, მიაკითხა მას ტელეფონის გამოსართმევად, სადაც დახვდა ნ-------------–---–ი და შეიტყო, რომ ი-----–ის ნ---საგან უნდა ეყიდა მობილური ტელეფონი. ი-----–იმ ნ---ს სთხოვა, გადაეცა მისთვის შესაძენი მობილური ტელეფონი შეყვარებულისათვის საჩვენებლად, რაზეც ნ---მ უარი უთხრა. მეორე დღეს - 2019 წლის 18 თებერვალს, მეგობარმა გ----- უთხრა, რომ ნ-------------–---–ს მისთვის უთქვამს „დ------ ჩემთვის ტელეფონის წართმევა უნდოდაო“, რის გამოც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, დაურეკა ნ---ს და სთხოვა შეხვედრა, რათა დაერწმუნებინა ნ--- თავისი მოსაზრების უსაფუძვლობაში. საღამოს ის და შ--–-- კ-----ე შეხვდნენ ნ-------------–---–ს, რომელსაც თან ახლდნენ ლ--------------–---–ი, ვ-–-------- ა--–------ი და კიდევ ერთი უცნობი პირი. მან ნ-------------–---–ს უთხრა, რომ იყო მასზე ნაწყენი, რადგან უსაფუძვლოდ იფიქრა მისთვის ტელეფონის წართმევის შესახებ. საუბრისას დაინახა, რომ ნ---მ მუცელზე ხელი მოიკიდა, რის შემდეგაც გაიგონა მეტალის საგნის დავარდნის ხმა, მის ასაღებად დაიხარნენ ნ---ც და შ--–--ც, ხოლო შ--–-- კ-----ის წამოდგომისას, ვიდრე გასწორდებოდა, გაიგონა გასროლის ხმა. ნ-------------–---–მა ხელი მიიდო ფეხზე და დაიძახა - „ვაიმე ფეხიო!“. ამ დროს ლ--------------–---–მა შექმნილი ვითარება მას დააბრალა და დაუწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, გინება და ხელებისა და ფეხების დარტყმა. იგი მოგერიების მიზნით თავადაც ურტყამდა სახეში ხელს. მას ინციდენტის დროს ცული არ ჰქონია, ასევე, 10000 ლარი არ მოუთხოვია ლ--------------–---–ისათვის და არც მისი და მისი მშობლების სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია.
დაზარალებულ ლ--------------–---–ის ჩვენების თანახმად დადგენი-–--, რომ ის და მისი ბიძაშვილი - ნ-------------–---–ი ჰყიდიდნენ ამერიკიდან ჩამოტანილ მობილურ ტელეფონებს. 2019 წლის 17 თებერვალს, ნ-------------–---–თან და საერთო მეგობარ ვ-–-------- ა--–------თან ერთად იმყოფებოდა ს----------–----ე, რა დროსაც ნ-------------–---–ს დაურეკა მობილური ტელეფონის შეძენის მსურველმა მათთვის უცნობმა პირმა და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. ნ-------------–---–ი აღნიშნულ პიროვნებას შეხვდა ხ--–--------------, სადაც ასევე იმყოფებოდნენ თვითონ და ვ-–-------- ა--–------ი, ხოლო შემდეგ ტელეფონის შეძენის მსურველ პირთან მივიდა მისთვის მანამდე უცნობი, თუმცა ნ-------------–---–ისა და ვ-–-------- ა--–------ისათვის ნაცნობი პირი - დ-------- ჯ-------. უცნობი პირი ნ-------------–---–ს სთხოვდა მობილური ტელეფონის გატანებას შეყვარებულისათვის საჩვენებლად, რასთან დაკავშირებითაც დ-------- ჯ-------ც ეუბნებოდა, რომ ტელეფონის შემძენი უცხო არ იყო, მისი მეგობარი იყო და ტელეფონი არ დაეკარგებოდა, თუმცა ნ-------------–---–მა მაინც უარი უთხრა ტელეფონის გატანებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგვიანებით, ნ-------------–---–მა მას უთხრა, რომ „ყიდვა კი არა, ტელეფონის წართმევა უნდოდათ და ამიტომ არ გავატანეო“. მეორე დღეს - 2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს, იგი დაუკავშირდა ნ-------------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ დ-------- ჯ-------მ დაურეკა და მასთან შესახვედრად უნდა წასულიყო. ის, ნ-------------–---–ი და ვ-–-------- ა--–------ი შეხვდნენ დ-------- ჯ-------ს ქ-------–--–---------------------------თან, სადაც დ-------- ჯ-------სთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ შ--–-- კ-----ე, ი-–-- კ--------ე და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პირი. შევიდნენ არკაში, სადაც ნ-------------–---–ი, დ-------- ჯ------- და შ--–-- კ-----ე საუბრობდნენ წინა დღით განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, დ-------- ჯ------- ნ-------------–---–ს ეკითხებოდა, თუ რატომ იფიქრა, რომ იგი მობილური ტელეფონის წართმევას აპირებდა. მათ შორის საუბარი დაიძაბა და ამ დროს შ--–-- კ-----ემ შარვლის წინა უბიდან ამოიღო შავი ფერის პატარა ზომის იარაღი, გადატენა და გადატენისთანავე მოხდა გასროლა, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რომ შ--–-- კ-----ემ მიზანმიმართულად ესროლა ნ-------------–---–ს, მას არ შეუძლია. ნ-------------–---–მა შ--–-- კ-----ეს ჰკითხა: „რატომ მესროლეო?“ და ორივე ხელი ფეხზე მოიკიდა. აღნიშნულზე ი-–-- კ--------ემ, ვ-–-------- ა--–------მა და მეორე მხარეს მყოფმა მისთვის უცნობმა მეოთხე პირმა დაჭრილი ნ-------------–---–ი ძირს დააწვინეს. ამავდროულად, დ-------- ჯ-------მ მარჯვენა მკლავიდან ჩამოიღო პატარა ზომის საოჯახო ცული, „გუშინ შენც იქ არ იყავიო?“ და აგრესია გადაიტანა მასზე, კერძოდ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ორჯერ მოუქნია ცული, რომლის ტარიც მოხვდა მკლავზე, ასევე, სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი. დ-------- ჯ------- მისგან ასევე მოითხოვდა 10.000 ლარის მიტანას, კერძოდ, ითხოვდა, რომ დაერეკა მშობლებთან და მიეტანათ მისთვის აღნიშნული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა მისი და მშობლების სიცოცხლის მოსპობით. იქ მყოფმა პირებმა ისინი გააშველეს, რის შემდეგაც იგი გაერიდა დ-------- ჯ-------ს და არკიდან გავიდა გარეთ, თუმცა დ-------- ჯ------- გაჰყვა მას და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინებდა. შემდეგ დასახმარებლად დაურეკეს მეგობარ - ლ-–- ქ---------ეს, რომლის ავტომანქანითაც გადაიყვანეს დაჭრილი ნ-------------–---–ი საავადმყოფოში. ლ--------------–---–ის განმარტებით, დ-------- ჯ-------ს მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად დაზიანებები მიიღო სახისა და მკლავის არეში და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოთქმული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 28 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად დადგენი-–--, რომ მოქალაქე ლ--------------–---–ს შემოწმებისას (19.02.2019 წ-ს) აღენიშნებოდა - მარცხენა თვალბუდის, მარცხენა წარბის, მარცხენა ყვრიმალის და მარცხენა მხრის მიდამოებში სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გ------- მ-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
დაზარალებულ ნ-------------–---–ის ჩვენების თანახმად დადგენი-–--, რომ 2019 წლის 17 თებერვალს, ბიძაშვილ ლ--------------–---–თან და მეგობარ ვ-–-------- ა--–------თან ერთად იმყოფებოდა ქ-------–--–ი, ს----------–----ე, რა დროსაც მას დაურეკა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც მობილური ტელეფონის შეძენის მიზნით ითხოვდა მასთან შეხვედრას. აღნიშნულ პირს შეხვდა ხ--–--------------, სადაც მალევე მივიდა დ-------- ჯ-------ც, რომელმაც უცნობი პირი გააცნო მას და უთხრა, რომ იყო მისი მეგობარი. უცნობი პირი მისგან ითხოვდა მობილური ტელეფონის გატანებას შეყვარებულისათვის საჩვენებლად, თუმცა მან თანხის გარეშე გატანებაზე უარი უთხრა. 2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს, დაურეკა დ-------- ჯ-------მ და სთხოვა შეხვედრა, რათა გაერკვია, თუ რატომ იფიქრა, რომ ტელეფონის წართმევა უნდოდა. იგი ლ--------------–---–თან და ვ-–-------- ა--–------თან ერთად მივიდა ჯ-------ს სახლთან - ქ-------–--–---------------------, სადაც დახვდნენ დ-------- ჯ-------, შ--–-- კ-----ე და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პირი. დ-------- ჯ-------მ უთხრა, რომ მათ არ ჰქონდათ ისეთი ურთიერთობა, რომ ტელეფონის წართმევა მოენდომებინა, შ--–-- კ-----ემ კი უთხრა: „ყველამ ჩვენი ადგილები ვიცოდეთო“. მათ შორის წარიმართა დაძაბული საუბარი, რა დროსაც დაინახა, რომ შ--–-- კ-----ეს ხელში ეჭირა იარაღის მსგავსი საგანი, რაც ქვემოთ ჰქონდა მიმართული. აღნიშნულის დანახვაზე, შიშის გამო, უკან გადადგა ნაბიჯი, რა დროსაც გაიგონა იარაღის გადატენვისა და გასროლის ხმა და იგრძნო ფეხის არეში ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ დაინახა, რომ არკაში, მისგან მოშორებით, ლ--------------–---–ი და დ-------- ჯ------- რაღაცაზე ძიძგილაობდნენ, დაინახა აგრეთვე დ-------- ჯ-------ს მიერ ლ--------------–---–ისათვის რამდენჯერმე ხელის დარტყმის ფაქტიც, თუმცა მათ შორის არსებული საუბრის შინაარსი არ გაუგია. მოგვიანებით ლ--------------–---–მა უთხრა, რომ დ-------- ჯ------- მას სთხოვდა 10.000 ლარს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინებდა. შემდეგ მისი მობილური ტელეფონიდან ვ-–-------- ა--–------მა დაურეკა მათ საერთო მეგობარს - ლ-–- ქ---------ეს, რომლის ავტომანქანითაც მოხდა მისი გადაყვანა საავადმყოფოში. დაზარალებულმა ნ-------------–---–მა არ დაადასტურა შ--–-- კ-----ის მხრიდან მის მიმართ მიზანმიმართული სროლის ფაქტი და აღნიშნა, რომ „მოხდა გასროლა“, თუმცა აღნიშნული გასროლა მოხდა მიზანმიმართულად თუ შემთხვევით, - მას ამის თქმა არ შეუძლია.
სამედიცინო დოკუმენტაციის და 2019 წლის 27 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად დადგენი-–--, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს ,,ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------ის და ამავე დაწესებულების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N--------ის ჩანაწერების მიხედვით, ნ-------------–---–ი აღნიშნულ კლინ---ში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 18.02.19 წ-დან 28.02.19 წ-მდე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, ნ-------------–---–ს აღენიშნება მარჯვენა ბარძაყის ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა, ბარძაყის ძვლის დიაფიზის დამსხვრეული მოტეხილობით. დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 18.02.19 წ-ის თარიღს.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ს------------–-----მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოხსენებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ჭრილობის არხი მდებარეობდა მარჯვენა ბარძაყის სისხლძარღვოვანი კონიდან 1 სმ-ით ლატერალურად, მიემართებოდა წინიდან უკან, ზევიდან ქვევით და შიგნიდან გარეთ. მანვე დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიერ დაზიანების სიმძიმის ხარისხის შეფასება ხდება სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე და იგი დამოკიდებული არ არის პაციენტის მდგომარეობაზე სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია კლინ---ში შეყვანის დროს პაციენტ ნ-------------–---–ის მდგომარეობა არ იყო მძიმე, თუმცა დაზიანება - მსხვილი ლულოვანი ძვლის ღია მოტეხილობა - ტრავმის მიყენების მომენტში ქმნიდა სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობას და სამედიცინო ჩარევის გარეშე ქმნიდა ლეტალური გამოსავლის საფრთხეს. სწორედ ამიტომ ნ-------------–---–ის დაზიანება შეფასდა, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
ნ-------------–---–ის მკურნალი ექიმის - ი---------------–---–ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს ,,ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინ---ში“ ორთოპედ-ტრავმატოლოგის თანამდებობაზე. 2019 წლის 18 თებერვალს იმყოფებოდა მორიგე, რა დროსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილ იქნა პაციენტი ნ-------------–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა ორი სისხლმდენი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის არეში, კერძოდ, ერთი - შემავალი ჭრილობა ბარძაყის წინა მედიალური ზედაპირიდან და მეორე - გამავალი ჭრილობა ბარძაყის უკანა ლატერალურ ზედაპირზე. გადაღებულ იქნა რენტგენოგრაფია, რის შედეგადაც გამოიკვეთა მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, ცდომით. ვინაიდან ჭრილობების კიდეები იყო დამწვარი, მიიჩნია, რომ ჭრილობა უნდა ყოფილიყო ცეცხლნასროლი. ანგიოლოგის მონაწილეობით ჩატარდა ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტაციაში სრულყოფილად აისახა პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაცია (მდგომარეობა, დაზიანების ლოკალიზაცია, მიმართულება და სხვა).
მოწმე ვ-–-------- ა--–------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ნ-------------–---–ი ყიდდა მობილურ ტელეფონებს. 2019 წლის 17 თებერვალს, ნ-------------–---–თან და ლ--------------–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ-------–--–ი, ხ--–--------------, სადაც ნ-------------–---–ი შეხვდა ტელეფონის შეძენის მსურველ მათთვის უცნობ პირს. მცირე დროის შემდეგ, ასევე მივიდა დ-------- ჯ-------, რომელიც როგორც შენიშნა, ტელეფონის შეძენის მსურველ აღნიშნულ პირს კარგად იცნობდა, რადგან იგი მეგობრად გააცნო ნ---ს. უცნობმა პირმა ნ-------------–---–ს სთხოვა მობილური ტელეფონის გატანება შეყვარებულისათვის საჩვენებლად, რაზეც ნ-------------–---–მა უარი უთხრა. მეორე დღეს - 2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს, დაურეკა ნ-------------–---–მა და უთხრა, რომ დ-------- ჯ-------ს სურდა მისი ნახვა და სთხოვა გაჰყოლოდა. იგი ნ-------------–---–თან და ლ--------------–---–თან ერთად მივიდა დ-------- ჯ-------ს სახლთან, ჩხ----------------ში მდებარე არკაში, სადაც დახვდნენ დ-------- ჯ-------, შ--–-- კ-----ე და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პირი, ხოლო შემდეგ მივიდა ი-–-- კ--------ე. დ-------- ჯ-------ს, შ--–-- კ-----ესა და მეორეს მხრივ, ნ-------------–---–ს შორის საუბარი იყო მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით. საუბარი გადაიზარდა კამათში, რა დროსაც გაიგო რაღაც ხმა, რაც მიამსგავსა იარაღიდან გასროლის ხმას და არკიდან გაიქცა. უკან დაბრუნებისას დაინახა, რომ ნ-------------–---–ი ძირს იყო დაცემული და ფეხზე იკიდებდა ხელს. მან დასახმარებლად დაურეკა ლ-–- ქ---------ეს და ნ-------------–---–ი მისი ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ლ-–- ქ---------ესთან ტელეფონზე საუბრის დროს შენიშნა, რომ ლ--------------–---–სა და დ-------- ჯ-------ს შორის იყო კამათი და ძიძგილაობა, თუმცა მათ შორის არსებული საუბრის შინაარსი არ გაუგია. მოგვიანებით, ლ--------------–---–ისაგან გაიგო, რომ დ-------- ჯ------- მისგან ითხოვდა 10.000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით. მოწმის განმარტებით, დაჭრილ ნ-------------–---–ს ავტომანქანაში ჩასმაში დაეხმარნენ თავად, ლ--------------–---–ი და ი-–-- კ--------ე, ხოლო დ-------- ჯ------- და შ--–-- კ-----ე იმ დროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ იყვნენ.
მოწმე ლ-–- ქ---------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ცხოვრობს ქ-------–--–ი, ხ--------------------ე. 2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ნ-------------–---–ის ტელეფონის ნომრიდან დაურეკა ვ-–-------- ა--–------მა და აღელვებული ხმით უთხრა, რომ მისულიყო კონკრეტულ ადგილას. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ არკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ-------------–---–ი ძირს იყო დაწვენილი და ფეხიდან სისხლი მოსდიოდა. იქ მყოფმა პირებმა ნ-------------–---–ი ჩასვეს მის კუთვნილ ავტომანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. დ-------- ჯ------- და შ--–-- კ-----ე იმ დროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ იყვნენ.
მოწმე ა-–-----------------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ექსპერტის თანამდებობაზე. 2019 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, უფროს ექსპერტ ვ----–---–----ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა ქ-------–--–----------------------ის არკაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მათ მიერ ამოღებულ იქნა ნიადაგის ნიმუშები, მოწითალო ფერის ლაქებით და ხის კარზე არსებული დაზიანებიდან ანაწმენდი. ასევე მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.
,,ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის“ თანამშრომლებმა - ნ-------–---–----------------------------–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-5 განყოფილების გამომძიებლები - გ--–-----------------------------------, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენი-–-- ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, განიხილა რა სტაჟიორ-პროკურორ გ-------------–----ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ დ-------- ჯ-------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და დ-------- ჯ------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.
სააპელაციო პალატამ, გაანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი, გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ-------- ჯ-------ს მიერ ლ--------------–---–ის მიმართ გამოძალვისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტს. მოცემულ ეპიზოდებთან მიმართებაში სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ დაზარალებულ ლ--------------–---–ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა დ-------- ჯ-------ს მხრიდან მის მიმართ 10.000 ლარის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა მისი და მისი მშობლების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ასევე დაადასტურა დ-------- ჯ-------ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელება, თუ იგი მომხდარის შესახებ შეატყობინებდა სამართალდამცავ ორგანოებს, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. გარდა აღნიშნული მტკიცებულებისა, სხვა მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ დაადასტურებდა ლ--------------–---–ის ნათქვამის სისწორეს, სასამართლოში არ წარმოდგენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, დაზარალებულ ნ-------------–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია უცილობლად უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს ნ-------------–---–ის ნათქვამის ნამდვილობა.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნეს დაზარალებულ ნ-------------–---–ის, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე, გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმი და არა მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05, 45553/05, 35680/05, 36085/05, 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10, 31/).
მოწმეების ნ-------------–---–ის და ვ-–-------- ა--–------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ ლ--------------–---–ის მიმართ განხორციელებული გამოძალვისა და მუქარის შესახებ შეიტყვეს თავად ლ--------------–---–ისაგან. ამ მტკიცებულებების პირველწყარო არის ლ--------------–---–ი ანუ ეს ჩვენებები ნაწარმოებია დაზარალებულის ჩვენებისაგან, შესაბამისად, პალატა მათ ჩვენებებს (ბრალდების ამ ნაწილში) დაზარალებულ ლ--------------–---–ის ჩვენებისაგან დამოუკიდებელ მტკიცებულებებად ვერ განიხილავს.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვი-–-- საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საპელაციო პალატა ვერ გაიზარებს აპელანტ გ-------------–----ის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ლ--------------–---–ის ჩვენება და საქმეში არსებულ სხვა ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარდით ადასტურებდა დ-------- ჯ-------ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულთა ჩადენაში და საკმარისი იყო დ-------- ჯ-------ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე ზ/აღნიშნული მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენი-–-- პირდაპირი მოწმის, დაზარალებულ ლ--------------–---–ის ჩვენება. მართალია, სააპელაციო პალატას დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დ-------- ჯ-------ს მსჯავრდების მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სააპელაციო პალატამ აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს იმ ლოგიკურ მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ დ-------- ჯ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დაზარალებულის- ლ--------------–---–ის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში, კერძოდ, გამოძალვასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაითვალოს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ-------- ჯ-------ს ადვოკატის ლ-–- ტ--–--–--ის მიერ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი პოზიცია დ-------- ჯ-------ს უდანაშაულობის თაობაზე არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან და მას არ გააჩნია დასაბუთებული საფუძველი. აპელანტი საჩივარში მიუთითებს რამდენიმე მოტივზე, რომლებზედაც ის აფუძნებს თავის მოთხოვნას მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე და რომლებსაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემოთ განხილული გარემოებების გამო. აპელანტი საჩივარში მსჯელობს იმის თაობაზე, რომ დ-------- ჯ-------ს არავითარი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია დაზარალებულ ლ--------------–---–ის მიმართ, საამისო საფუძვლად უთითებს მისთვის შერაცხული ქმედების დასადასტურებლად საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების არარსებობაზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. არასწორია აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქმეში მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება არსებობს დაზარალებულ ლ--------------–---–ის ჩვენების სახით მსჯავრდებულის დანაშაულში მხილებისათვის, ისიც საეჭვო რადგან დაზარალებული გამოკითხვის დროს 13 საათი იმყოფებოდა განყოფილებაში, რა დროსაც დაცვის მხარის მოსაზრებით, მასზე განხორციელდა მორალურ-ფსიქოლოგიური ზეწოლა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დ-------- ჯ-------ს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძლად დაუდო, არ ლ--------------–---–ის გამოძიების დროს მიცემული ინფორმაცია, არამედ მისი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემული ჩვენება. მისი დაკითხვა კი პირველი ინსტანციის სასამართლოში მოხდა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმათა დაცვით. დაცვის მხარე ცდილობს ამ ჩვენებაში დაზარალებულის მიერ ნათქვამი ცალკეული, შეფასებითი შინაარსის მქონე ფრაზა გამოიყენოს მისი ჩვენების ნეგატიური შეფასებისათვის, მაგრამ საქმე ისაა, რომ ხსენებული გამონათქვამები საერთოდ არ ეხება იმ ქმედებებს, რომლებიც მსჯავრდებულმა დ-------- ჯ-------მ რეალურად ჩაიდინა დაზარალებულ ლ--------------–---–ის მიმართ და რომელთა შესახებ მან დაწვრილებით ისაუბრა მსჯავრდებულის მამხილებელ ჩვენებაში. ამდენად, სააპელაციო პალატა, არ გააჩნია საფუძველი დაზარალებულ ლ--------------–---–ის ჩვენება მიიჩნიოს საჭვოდ და აღნიშნავს, რომ დ-------- ჯ-------ს და შ--–-- კ-----ის საქმეში არსებული მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონით დადგენილი წესების სრული დაცვით, რის გამოც ამ მხრივ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიმართ დავის საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქმეში არსებული მტკიცებულებების ბაზისა და დაზარალებულის ჩვენების ამგვარ შეფასებას. დაზარალებულ ლ--------------–---–ი სასამართლოში მიცემული ჩვენებაში პირდაპირ უთითებს სწორედ იმ ქმედებებზე, რაც დ-------- ჯ-------მ განახორციელა მის მიმართ, დაწყებული მასთან კონტაქტში შესვლიდან, გაგრძელებული ფიზიკური ძალადობით და დასრულებული მასთან ურთიერთობის შეწყვეტის მომენტით. დაზარალებული დეტალურად აღწერს მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებულ ყველა გარემოებასა და მოვლენათა თანმიმდევრობას, ამასთან, მას არცერთხელ არ უარყვია თავის ჩვენებაში მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ლ--------------–---–ის განმარტებით, დ-------- ჯ-------ს მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად დაზიანებები მიიღო სახისა და მკლავის არეში და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად იძლევა იმ ფაქტის დადგენის შესაძლებლობას, რომ დ-------- ჯ-------მ ლ--------------–---–ის მიმართ განახორციელა ცემა. კერძოდ, იმ ფაქტს, რომ ლ--------------–---–სა და დ-------- ჯ-------ს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ადასტურებენ როგორც ჩხუბში მონაწილე ორივე პირი (დ-------- ჯ-------ც და ლ--------------–---–იც), ასევე თვითმხილველი მოწმეები - ვ-–-------- ა--–------ი, ნ-------------–---–ი და შ--–-- კ-----ე. მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე - დაზარალებულის ჩვენებასთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც საკმარისი იქნებოდა მათი ჩვენებების გაუზიარებლობისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. მიუხედავად აღნიშნულისა, მხარეებმა განსხვავებული ვერსია შესთავაზეს სასამართლოს, კერძოდ ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ დ-------- ჯ-------მ განახორციელა თავდასხმა ლ--------------–---–ზე, ხოლო დაცვის მხარემ განაცხადა, რომ თავად ლ--------------–---–მა განახორციელა თავდასხმა დ-------- ჯ-------ზე. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ჩხუბის შედეგად დაზიანდა როგორც დაზარალებული, ასევე დ-------- ჯ-------ც, ქმედების შესაფასებლად უნდა დადგინდეს, ვინ იყო ჩხუბის ინიციატორი პირი, რომელი იყო თავდასხმის და რომელი თავდაცვის მდგომარეობაში, როგორი იყო ძალთა ბალანსი, თითოეული მათგანის ქცევა კონკრეტულ სიტუაციაში და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ნ-------------–---–ი უკვე დაჭრილი იყო და მას არ შეეძლო ბიძაშვილის დახმარება, ნ-------------–---–ის დაჭრაში ფიგურირებდა იარაღი, რომელიც შემთხვევის ადგილზე აღარ ეგდო, რაც ლ--------------–---–ს გაუჩენდა საფუძვლიან განცდას, რომ იგი მოწინააღმდეგე მხარის ხელში იქნებოდა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ძალთა ბალანსი მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ იყო (ნ-------------–---–ი უკვე დაჭრილი იყო და მას ლ--------------–---–ის დახმარება აღარ შეეძლო), მათ შორის დ-------- ჯ-------ს ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით, ასეთ დროს ჩხუბის ინიციატორი ვერ იქნებოდა ლ--------------–---–ი და შესაბამისად, სასამართლო იზიარებს ლ--------------–---–ის ჩვენებას, რომ ჩხუბი დაიწყო დ-------- ჯ-------მ, რომელმაც სცემა იგი და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რაც დასტურდება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის თანახმად, ლ--------------–---–ს 2019 წლის 19 თებერვალს ჩატარებული შემოწმებისას აღენიშნებოდა - მარცხენა თვალბუდის, მარცხენა წარბის, მარცხენა ყვრიმალის და მარცხენა მხრის მიდამოებში სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები სრულ შესაბამისობაშია ლ--------------–---–ის განმარტებასთან, რომ დ-------- ჯ------- მას სახის არეში ურტყამდა ხელს, რასაც ასევე ადასტურებს თავად დ-------- ჯ-------.
მოცემულ შემთხვევაში უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა საფუძველზე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ 2019 წლის 18 თებერვალს, დ-------- ჯ-------მ ლ--------------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რა დროსაც ლ--------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ესე იგი დ-------- ჯ-------მ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რამდენადაც ბრალდების ამ ნაწილში არსებობს აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ შ--–-- კ-----ის ადვოკატების -ნ-----–- ჩ---------ს და გ------- ა-----ის მოთხოვნას, შ--–-- კ-----ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინიადან მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომლითაც სასამართლომ აღნიშნა, რომ შ--–-- კ-----ის მიერ ადგილი ჰქონდა დაზარალებულ ნ-------------–---–ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტების მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულმა შ--–-- კ-----ემ ჩაიდინა არა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი), არამედ - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით (საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლი) და ამ ნაწილში სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე არ უარყოფს, რომ მსჯავრდებულმა შ--–-- კ-----ემ ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა დაზარალებულ ნ-------------–---–ს, მაგრამ უთითებს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით და არანაირი მოტივი მის ქმედებაში არ არის გამოკვეთილი.
სააპელაციო პალატა, არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ შ--–-- კ-----ემ დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით, ვინაიდან საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიაჩნია, რომ შ--–-- კ-----ემ განიზრახა დაზარალებულის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და მისი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო სწორედ ამ დანაშაულის ჩასადენად, რასაც ადასტურებს შემდეგი გარემოებები, კერძოდ:
დაცვის მხარე უარყოფს შ--–-- კ-----ესა და ნ-------------–---–ს შორის რაიმე კონფლიქტის, შესაბამისად, დანაშაულის მოტივის არსებობას, რასაც პალატა არ ეთანხმება, რამდენადაც სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირები - ნ-------------–---–ი, ლ--------------–---–ი და ვ-–-------- ა--–------ი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ ერთის მხრივ დ-------- ჯ-------ს და შ--–-- კ-----ეს, ხოლო მეორეს მხრივ, ნ-------------–---–ს შორის კამათსა და დაძაბულ საუბარს. ლ--------------–---–ის თქმით, „მათ შორის საუბარი დაიძაბა“, ნ-------------–---–ის განმარტებით, შ--–-- კ-----ემ უთხრა: „ყველამ ჩვენი ადგილები ვიცოდეთო“, ვ-–-------- ა--–------ის განმარტებით კი დ-------- ჯ-------ს, შ--–-- კ-----ესა და ნ-------------–---–ს შორის საუბარი გადაიზარდა კამათში. სწორედ აღნიშნული კამათისა და დაძაბული საუბრის დროს, - ლ--------------–---–ის განმარტებით, შ--–-- კ-----ემ შარვლის წინა უბიდან ამოიღო შავი ფერის პატარა ზომის იარაღი, გადატენა და მოხდა გასროლა. ნ-------------–---–ის განმარტებით, შ--–-- კ-----ეს ხელში ეჭირა იარაღის მსგავსი საგანი, რაც ქვემოთ ჰქონდა მიმართული, რა დროსაც მან შიშის გამო უკან გადადგა ნაბიჯი და ამ დროს გაიგონა იარაღის გადატენვის ხმა, რასაც მოჰყვა გასროლა და ფეხის არეში იგრძნო ტკივილი. მაშასადამე, გასროლამდე ნ-------------–---–სა და შ--–-- კ-----ეს შორის იკვეთება დაძაბული ვითარება და გასროლაც სწორედ ამ ვითარებაში მოხდა.
სააპელაციო პალატამარ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ შ--–-- კ-----ეს იარაღი არ ჰქონია და თითქოს ნ-------------–---–ს რაღაც საგანი დაუვარდა, რომლის ასაღებადაც ორივე - ნ-------------–---–იც და თვითონაც დაიხარნენ, თუმცა მან დაასწრო აღება, რის შემდეგაც ჯერ კიდევ დახრილ მდგომარეობაში მყოფმა გაიგონა რაღაც ხმა, თუმცა არ იცის – რა ხმა. ეს ვერსია არ არის სარწმუნო რამდენიმე არგუმენტის გამო: შ--–-- კ-----ისათვის უცხო არ იყო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ თავად ინახავდა სახლში, კერძოდ, მას შეძენილი და შენახული ჰქონდა ,,მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და ამდენად, ეს არ იყო იარაღთან მისი პირველი შემხებლობა, რომ ვერ მიმხვდარიყო, ძირს დაგდებული რა საგანი აიღო ხელში. არადამაჯერებელია აგრეთვე ის ფაქტი, თითქოს ყოველგვარი მექანიკური ზემოქმედების გარეშე მოხდა იარაღიდან გასროლა, ვინაიდან, თუ იარაღი იმდენად იყო მწყობრიდან გამოსული, რომ ყოველგვარი მექანიკური ზემოქმედების გარეშე, ხელში ჭერის დროს უცაბედად გავარდა მისგან ტყვია, რატომ არ მოხდა ასეთივე უცაბედი გავარდნა მიწაზე იარაღის დაცემის დროს, როცა „ნ-------------–---–ს დაუვარდა უბიდან“. დავარდნისას ხომ უფრო მეტი მექანიკური ზემოქმედება განიცადა იარაღმა, ვიდრე აღების დროს ხელის უბრალო მოკიდებისას. ასევე მისთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო იარაღის გასროლის ხმა და არ უნდა ყოფილიყო გაურკვევლობაში, –რა ხმა გაიგონა.
უნებური გასროლის ვერსიის გასაზიარებლად დაცვის მხარემ მოიშველია თავად დაზარალებულების ჩვენებები, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას რატომღაც არ მიუთითეს ნ-------------–---–ის მიერ მიზანმიმართულ გასროლაზე და არ დაადასტურეს გამოძიების ეტაპზე ამ ნაწილთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა, სადაც ისინი სწორედ მიზანმიმართულ გასროლაზე მიუთითებდნენ. მათ განმარტეს, რომ ნ-------------–---–ის მხრიდან „მოხდა გასროლა“, თუმცა მათ არ შეუძლიათ იმის თქმა, ეს გასროლა განზრახ მოხდა თუ გაუფრთხილებლობით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების განზრახვა შ--–-- კ-----ეს წარმოეშვა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე. ხოლო ის ფაქტი, ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულს ეს განზრახვა, დაზარალებულის აღქმაზე არ არის დამოკიდებული, არამედ აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს და ამ საკითხის შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ მომენტში შექმნილ მდგომარეობაზე, როცა შ--–-- კ-----ე და ნ-------------–---–ი იმდენად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან, რომ შ--–-- კ-----ის მიერ მისი მიზანში ამოღება და იარაღის დამიზნება საჭირო არ იყო. ნ-------------–---–ის თქმით, შ--–--ს იარაღი ქვემოთ ჰქონდა მიმართული და ამ დროს მოხდა გასროლა, რაც სრულ შესაბამისობაში მოდის მისი დაზიანების მიმართულებასთან –„ზემოდან ქვევით“.
გარდა იმისა, რომ შ--–-- კ-----ის ვერსია არადამაჯერებელია, იგი ეწინააღმდეგება დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე არ საუბრობს ნ-------------–---–ის მხრიდან რაიმე საგნის დავარდნაზე, ან შ--–-- კ-----ის ან ნ-------------–---–ის დახრაზე. ისინი საუბრობენ შ--–-- კ-----ის გაცნობიერებულ ქმედებებზე: შარვლის უბიდან იარაღის ამოღების, ხელში ჭერისა და გადატენვის ფაქტებზე, რაც მიუთითებს სწორედ განზრახვაზე. საყურადღებოა აგრეთვე სამედიცინო დასკვნაში აღწერილი დაზიანების განვითარების მიმართულება - ზევიდან ქვევით, რაც ეწინააღმდეგება შ--–-- კ-----ის ვერსიას, რომ დახრილ მდგომარეობაში მყოფს გაუვარდა იარაღი. აღნიშნული ჩვენებები ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შ--–-- კ-----ე შეიარაღებული მივიდა იმ ადგილას, სადაც დ-------- ჯ-------სთან ერთად უნდა შეხვედროდა ნ-------------–---–ს და ლ--------------–---–ს. გასათვალისწინებელია, შ--–-- კ-----ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი - მისი მყისიერი რეაქცია დაძაბულ საუბარზე, რა დროსაც შ--–-- კ-----ემ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით ნ-------------–---–ს განზრახ ესროლა. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ დაზარალებულმა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიიღო შ--–-- კ-----ის მიერ განხორციელებული განზრახი ქმედების შედეგად. წინაპირობა, რომ შ--–-- კ-----ე ურთიერთშელაპარაკების დროს სამაგიეროს მიზღვის სურვილით მოქმედებდა, სახეზეა. მან შეგნებულად განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით დაზარალებულ ნ-------------–---–ის მიმართ გასროლა. მართალია, შ--–-- კ-----ეს შესაძლოა არ სურდა თავად შედეგი, რაც გამოიწვია მისმა მოქმედებამ, ირაღიდან გასროლამ, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ შ--–-- კ-----ე ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. თავის მხრივ, მიღებული დაზიანება კი მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
პალატა სრულად იზიარებს შ--–-- კ-----ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის სისწორეს, რამდენადაც მის ქმედებას შედეგად მოჰყვა დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც ცალსახად დაადასტურა ჩატარებულმა ექსპერტიზის დასკვნამ.
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანი-–-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენი - შ--–-- კ-----ისა და დ-------- ჯ-------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა საფუძველი გახდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით - შ--–-- კ-----ისა და დ-------- ჯ-------ს დამნაშავედ ცნობისათვის.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენი-–-- ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების ქმედებებს მიეცთა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სასჯელის დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ დ-------- ჯ-------ს ადვოკატის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებულ დ-------- ჯ-------ს მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ხოლო მსჯავრდებულ შ--–-- კ-----ის ადვოკატების მოთხოვნა მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებებს არ ითვალისწინებს სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა დაუნიშნოს შესაბამისი სასჯელი.
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და არ გახდეს მისთვის შემაკავებელი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს დ-------- ჯ-------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახით -თავისუფლების აღკვეთის 1(ერთი) წლის ვადით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით 3(სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.
მოცემულ შემთხვევაში, დ-------- ჯ-------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 2 ოქტომბერს შეწყალებული დ-------- ჯ------- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ დ-------- ჯ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 7 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 14 მაისიდან 2014 წლის 22 მაისის ჩათვლით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დ-------- ჯ-------ს ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). ზემოაღნიშნული განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 ნოემბრის #001/15-5565 გადაწყვეტილებით მსჯავრდებული დ-------- ჯ------- გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 1 (ერთი) თვით და 30 (ოცდაათი) დღით ადრე -2015 წლის 30 ნოემბერს.
აღნიშნულის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით, დ-------- ჯ------- კვლავ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ დ-------- ჯ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან. აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის #03/18-2233 გადაწყვეტილებითა და აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე 2018 წლის 25 დეკემბრის #03/18-2233-1 გადაწყვეტილებით მსჯავრდებული დ-------- ჯ------- გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 03 (სამი) თვით და 17 (ჩვიდმეტი) დღით ადრე - 2018 წლის 24 დეკემბერს. ამდენად, ლ--------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის (ცემის) დროს დ-------- ჯ------- იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში.
მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასმართლომ მსჯავრდებულ დ-------- ჯ-------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მისი პიროვნება ის რომ იგი არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ გავრცელდა არაერთი შეღავათი, კერძოდ, თითქმის ყველა შემთხვევაში მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რა დროსაც დანიშნული სასჯელის მხოლოდ ნაწილი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჩაეთვალა პირობითად. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით ორჯერ გათავისუფლდა პირობით ვადამდე, ხოლო ბოლო გათავისუფლების შემდეგ, მცირე დროში - დაახლოებით 2 თვეში, პირობითი მსჯავრის პირობებში, კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი, ძალადობრივი დანაშაული. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ პირობითი მსჯავრის არაერთხელ გამოყენება არ აღმოჩნდა შემაკავებელი ახალი განზრახი დანაშაულების ჩასადენად, სასამართლოს მიიჩნია, რომ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება იქნებოდა არაეფექტური მისი ნორმალური ქცევის უზრუნველსაყოფად და მომავალში ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. დ-------- ჯ-------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა ასევე საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად სავალდებულო წესით უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და როგორც განსახილველი, ასევე იმ დანაშაულის ხასიათის, რომლის ჩადენისთვისაც დ-------- ჯ------- იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში, მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დ-------- ჯ-------ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა შეღავათი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებისა და არა სრული შეკრების პრინციპის გამოყენებით. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ ინციდენტში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის მესაკუთრე უცნობია, დ-------- ჯ-------ს დამატებითი სასჯელის სახით 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ დ-------- ჯ-------სთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. დ-------- ჯ-------სთვის ძირითად სასჯელად განაჩენთა ერთობლიობით 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაული. ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
მსჯავრდებულ შ--–-- კ-----ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობის, გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღება მიაქცია მსჯავრდებულის დამოკიდებულებას როგორც დაზარალებულის, ისე ჩადენილი დანაშაულის მიმართ და მომავალში მისი განმეორების რისკებს და შ--–-- კ-----ეს განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმი. მასვე, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული ჩადენი-–-- იარაღის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 28 დეკემბრიდან, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი) პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.
პალატა მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ შ--–-- კ-----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას და შ--–-- კ-----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით უნდა განესაზღვროს სასჯელი. პალატა ასევე ითვალისწინებს შ--–-- კ-----ის ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შ--–-- კ-----ეს მომხდარის გამო არც სინანული გამოუხატავს სასამართლოში დაკითხული, ჯერ კიდევ მკაფიოდ შესამჩნევი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის მიმართ, უფრო მეტიც, იგი შეეცადა დაზარალებულისათვის დაეკავშირებინა იარაღის ქონა და სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ ის საგანი, რითაც ნ-------------–---–ი დაიჭრა, სწორედ დაზარალებულს ჰქონდა ადგილზე მიტანილი და მას დაუვარდა ძირს. შ--–-- კ-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
სააპელაციო სასამართლოში საჩივრების განხილვის დროს, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, ბრალდების მხარე არ დაეთანხმა შ--–-- კ-----ის მიმართ განაჩენის მიხედვით არსებულ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, როგორიცაა მისი ქცევა დაზარალებულის მიმართ, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ მას არავითარი ყურადღება არ გამოუჩენია დაჭრილის მიმართ და არც რაიმე სახის დახმარება გაუწევია მისთვის, მით უფრო, თუნდაც მისივე ვერსიის გაზიარების შემთხვევაში, თუკი ნ-------------–---–ი შემთხვევითი გასროლის შედეგად დაიჭრა ფეხში და ეს „შემთხვევითი გასროლა“ განხორციელდა მის ხელში არსებული საგნიდან, მას უჩენდა დახმარების აღმოჩენისა და დაზარალებულზე ზრუნვის წინაპირობებს, თუმცა მან არც თავად გაუწია დახმარება დაჭრილს და არც სხვა ზომები მიიღო საჭირო და გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად. შესაბამისად, პალატას მიაჩნია აღნიშნული ახალ გარემოებად, რისი გათვალისწინებითაც შ--–-- კ-----ეს უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ--–-- კ-----ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით 5(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზვრა. ამასთან, მასვე, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული ჩადენი-–-- იარაღის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით 2(ორი) წლის ვადით უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის უფრო შემსუბუქებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გ-------------–----ის და მსჯავრდებულ დ-------- ჯ-------ს ადვოკატის ლ-–- ტ--–--–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; მსჯავრდებულ შ--–-- კ-----ის ადვოკატების დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენში მსჯავრდებულ შ--–-- კ-----ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გ-------------–----ის და მსჯავრდებულ დ-------- ჯ-------ს ადვოკატის ლ-–- ტ--–--–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ შ--–-- კ-----ის ადვოკატების დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენში მსჯავრდებულ შ--–-- კ-----ის მიმართ შვიდეს ცვლილება;
დ-------- ჯ------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
დ-------- ჯ------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
დ-------- ჯ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დ-------- ჯ-------ს დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით და აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის #03/18-2233 გადაწყვეტილებით დ-------- ჯ-------ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი, 3 (სამი) თვე და 17 (ჩვიდმეტი) დღე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ-------- ჯ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებით სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება, რომლის ვადის ათვლა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდის მომენტიდან.
მსჯავრდებულ დ-------- ჯ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2019 წლის 19 თებერვლიდან.
შ--–-- კ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, შ--–-- კ-----ეს დამატებითი სასჯელის სახით 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება, რომლის ვადის ათვლა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდის მომენტიდან.
მსჯავრდებულ შ--–-- კ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2019 წლის 19 თებერვლიდან.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნიადაგის ნიმუშები, მოწითალო ფერის ლაქებით; ხის კარზე არსებული დაზიანებიდან ამოღებული ანაწმენდები; დ-------- ჯ-------საგან, შ--–-- კ-----ისაგან და ი-–-- კ--------ისაგან აღებული ანაწმენდის ნიმუშები და ნ-------------–---–ის სისხლის ნიმუში (რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ი-–-- კ--------ისაგან, შ--–-- კ-----ისაგან და დ-------- ჯ-------საგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, შ--–-- კ-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ბენდენა და 1 წყვილი ხელთათმანი, ასევე, ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან ამოღებული ნ-------------–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ შესაბამისად, ი-–-- კ--------ეს, მსჯავრდებულების შ--–-- კ-----ის და დ-------- ჯ-------ს ოჯახის წევრებს და ნ-------------–---–ს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, ავტომანქანის გახსნისა და დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე და ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან ამოღებული ნ-------------–---–ის სამედიცინო ისტორია, ასევე შპს ,,ვიონი საქართველოდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, განთავსებული 1(ერთ) ცალ CD დისკზე შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი