განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2020
საქმის ნომერი
330100119003235778
ინსტანცია
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003235778

1ბ/1993-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 მარტი 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ანა კაპანაძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ---- ხ--------ე

მსჯავრდებული - ა-----–ი მ------–-–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი 0----------, საქართველოს მოქალაქე, დაუოჯახებელი, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–--------------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-----–ი მ------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ---- ხ--------ემ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ა-----–ი მ------–-–---–ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა. აპელანტს მიაჩნია რომ აპელანტს მიაჩნია, რომ ა-----–ი მ------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ზედმეტად მკაცრია. სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა რიგი შემამსუბუქებელი გარემოებები, გვერდი აუარა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო გამოძიებას თავის ინიციატივით უდავოდ გახადა მტკიცებულებები, საზოგადოების წინაშე მოიხადა ბოდიში, მის ოჯახს არ გააჩნია სხვა რაიმე შემოსავალი გარდა სახელმწიფოს მიერ დანიშნული შემწეობისა, ა-----–ი მ------–-–---–ის ჯანმრთელობას ექმნება სერიოზული საფრთხე, ხასიათდება დადებითად და სარგებლობს კარგი ავტორიტეტით. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებლები და მისი ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებები, ასევე არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე და ა-----–ი მ------–-–---–ს დაუნიშნა არასამართლიანი სასჯელი, რაც უნდა შეიცვალოს და ამ კუთხით გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მარინე ლომიძემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა ა-----–ი მ------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ---- ხ--------ემ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენში, შეტანილ იქნეს ცვლილება, ა-----– მ------–-–---–ის მიმართ ახლად დანიშნულ სასჯელს, დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მხოლოდ 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ანა კაპანაძემ, მხარი დაუჭირა არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

ა-----–ი მ------–-–---–მა ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 3 სექტემბერს 23:45 საათზე, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიასთან, დაკავებული იქნა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, ა-----–ი მ------–-–---–ი, რომელმაც ცემა და სხვაგვარად იძალადა, თ------ მ-–---–---ზე, კერძოდ, ურტყამდა ხელს სახის და ფეხის არეში, რის შედეგადაც თ------ მ-–---–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება სახის დ ფეხის არეში

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენით ა-----–ი მ------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ა-----–ი მ------–-–---–ის მიმართ გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა და ა-----–ი მ------–-–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ა-----–ი მ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 6 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 3 სექტემბრიდან 2019 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით ა-----–ი მ------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ განესაზღვრა -თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი) წელი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-----–ი მ------–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა-----–ი მ------–-–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ თ------ მ-–---–---ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: ო----- ს----------–---–ის და ლ-–- ფ---–---–---ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ა-----– მ------–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გაცემული პაციენტ თ------ მ-–---–---ის სამედიცინო ბარათით და თავად ა-----–ი მ------–-–---–ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა-----–ი მ------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-----–ი მ------–-–---–მა ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მსჯავრდებულ ა-----–ი მ------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა -ნასამართლობა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს, მსჯავრდებულ ა-----–ი მ------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა-----–ი მ------–-–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ ა-----–ი მ------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ა-----–ი მ------–-–---–ის ოჯახური მდგომარეობა, დაზარალებულთან შერიგება, ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა და მსჯავრდებულს დაუნიშნა სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სასჯელი - ჯარიმა.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა ა-----–ი მ------–-–---–მა ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გააუქმა პირობითი მსჯავრი. ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა-----–ი მ------–-–---–ზე ზემოქმედება ვერ მოახდინა პირობითმა მსჯავრმა და მისი რესოციალიზაცია შეუძლებელი იყო მხოლოდ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრებისას, სამართლიანად გამოიყენა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ ა-----–ი მ------–-–---–ს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნების და ქცევის, სასჯელის მიზნების და ჰუმანიზმის პრინციპის გათვალისწინებით, განაჩენთა ერთობლიობით ა-----–ი მ------–-–---–ს დაუმატა მოსახდელად დარჩენილი სასჯელის მხოლოდ მესამედი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი და მხოლოდ დანიშნული სასჯელის პირობებში იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. რის გამოც პალატას, ა-----– მ------–-–---–ის მიმართ, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის შემცირება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა-----–ი მ------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ---- ხ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა-----–ი მ------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა-----–ი მ------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ---- ხ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენი ა-----–ი მ------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა-----–ი მ------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატოს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და ა-----–ი მ------–-–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და ძირითადი სასჯელი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ა-----–ი მ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 6 ნოემბრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 3 სექტემბრიდან, 2019 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.

 

ა-----–ი მ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე