განაჩენი

სისხლის სამართლის 10.03.2020
საქმის ნომერი
330100119003000286
ინსტანცია
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003000286

საქმე № 1ბ/2013-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

სხდომის თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მ-------------–-–---–ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ლ-------------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, განქორწინებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: ყ--------------------------–------------ ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–-----------–---–----------.

 

ადვოკატი: გ------–---–-----

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

კვალიფიკაცია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-------------–-–---–მა. ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ-------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა. ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას მუქარის ნაწილში და მიაჩნია, რომ იმ პირობებში როდესაც სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალდებულმა დანის დემონსტრირებით მოახდინა დაზარალებულზე ზეგავლენა, დაზარალებულს ცალსახად გაუჩნდა შიში, რადგან მან აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად, თუმცა სასამართლოს შეფასებით, რადგან მუქარას მცირე ხანში მოჰყვა სხვა უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენა, მუქარის ბრალდება ზედმეტად იყო წარდგენილი. ბრალდების მხარე, კი თვლის, რომ მუქარის ქმედება დასრულდა ავტომანქანაში დამუქრებისა და დაზარალებულის მხრიდან მისი რეალურად აღქმის მომენტში, ხოლო მუქარის რეალურად სისრულეში მოყვანის მცდელობა ცალკე შეფასებას და კვალიფიკაციას მოითხოვს, ეს ორი დანაშაული ვერ ჩაითვლება ერთიან დანაშაულად რადგან ერთის დასრულება წინ უძღოდა მეორეს დაწყებას. ამდენად ბრალდების მხარე თვლის, რომ ლ-------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ მუქარის ბრალებაში. რაც შეეხება გენდერის ნიშნით განხორციელებულ მკვლელობის მცდელობას, ნ----------ის დასაცავად გამოცემული ორდერის ოქმით, დაზარალებულის სასამართლოში მიცემული ჩვენებით და 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენით დგინდება, რომ ლ-------------–---–ი დაზარალებულს, როგორც ქალს, განქორწინების შემდგომ ექცეოდა დისკრიმინაციულად. ბრალდების მხარე ასევე არ ეთანხმება, სასამართლოს მსჯელობას არაერთგზის ჩადენილ მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებითაც, რადგან საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილში აღნიშნულია, რომ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261, 137-ე−139-ე, 141-ე, 143-ე და 144-ე−1443 მუხლებით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ კოდექსის 1261 მუხლით ან რომელიმე სხვა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა, რაშიც მოიაზრება არა შენიშვნაში ჩამოთვლილი, არამედ მუხლის ძირითად ნაწილში ჩამოთვლილი მუხლები, რომელშიც ასევე შედის 111,151-ე მუხლი. მითითებაში ,,ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა“ კანონმდებელი მოიაზრებს ყველა ,,ოჯახურ დანაშაულს“, რომელიც ჩამოთვლილია მე-111 მუხლის ძირითად ნაწილში. ამიტომ ლ-------------–---–ი ცნობილ ინდა იქნეს დამნაშავედ არაერთგზის ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში. ბრალდების მხარე ასევე არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლთან მიმართებით, რადგან სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ძარცვის შემადგენლობას, ასევე ავტომანქანის დაზარალებულისადმი კუთვნილებას და განმარტავს, რომ ვინაიდან დაზარალებულმა ნებაყოფლობით ათხოვა მსჯავრდებულს მანქანა სახეზე არ არის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც ნასვამი ლ-------------–---–ი დანის მუქარით ძალადობდა ნ----------ეზე, დაზარალებულის სიტყვები ,,მანქანა თუ სჭირდებოდა წაეყვანა“ ვერ შეფასდება ნებაყოფლობით თხოვებად, რადგან აღნიშნული წარმოადგენს მუქარით გამოწვეული შიშის დროს შეთავაზებას, იმ მიზნით, რომ დაზარალებულს გადაერჩინა თავი. ბრალდების მხარე ასევე თვლის, რომ ლ-------------–---–ი ასევე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან მისთის ცნობილი იყო შემაკავებელი ორდერის არსებობის ფაქტი, რაც დასტურდება ნ----------ის ჩვენებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებების შეტანა.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოდეგნილი შესაგებლით მოითხოვა, რომ არ იქნეს დაკმაყოფილებული ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.

 

მსჯავრდებულ ლ-------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------–---–---მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ლ-------------–---–ის გამართლება. ადვოკატს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თვითნებური ინტერპრეტაციით ჩამოაყალიბა მოწმეთა ჩვენებები, რაც საფუძვლად დაუდო ლ-------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის ბრალეულობა დაადგინა გამოძიების ეტაპზე შეკრებილი ინფორმაციის მიხედვით. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დგინდება ის ფაქტი, რომ 2019 წლის 10 თებერვალს მსჯავდებული შეიპარა დაზარალებულის სახლში, უფროს შვილთან მოუვიდა შეკამათება და ჩაამტვრია სადარბაზოს კარის შუშა. არ არის დაკითხული მსჯავრდებულის უფროსი შვილი, მხოლოდ სიდედრია გამოკითხული, რომელიც დაინტერესებული მოწმეა და ყოფილი სიძის მიმართ არის განწყობილი უარყოფითად. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო დაზარალებულის მიერ გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაცია, რაც ამ უკანასკნელს სასამართლოში არ დაუდასტურებია. გამოძიებაში მიცემულ ინფორმაციას ეყრდნობა ასევე სასამართლო, როცა აყალიბებს მოწმე ე--------------–---–ის ჩვენებას, ასევე ი-–----------–---–ი განაჩენში წარმოდგენილია როგორც პირდაპირი მოწმე, მაშინ როდესაც მან განმარტა, რომ კონკრეტულად არანაირი ფაქტის შემსწრე არ ყოფილა. საქმეში წარმოდგენილი სხვა ირიბი მოწმეები კი იმდენად დაბალი ხარისხით გამოირჩევა, რომ ვერც ადასტურებენ თუ კონკრეტულად რომელ პირდაპირ მოწმესთან ჰქონდათ შეხება. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მოყვანილი გარემოებები, იმ პირობებში როდესაც მსჯავრდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ლ-------------–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად. გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია დაცვის მხარეს ის ფაქტი, რომ არ არის დადგენილი ნივთმტკიცების პარამეტრების სრული თავსებადობა მიყენებულ ჭრილობასთან. დაცვის მხარე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ დანაშაულის ჩადენის მოტივს - შურისძიებას, ვინაიდან ლ-------------–---–ისთვის უცნობი იყო მის მიმართ შემაკავებელი ორდერის არსებობა რის გამოც არ შეიძლებოდა გასჩენოდა შურიძიების გრძნობა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული გამამტუნებლი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ლ-------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 11 თებერვალს, ყოფილი მეუღლის - ნ----------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, ლ-------------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი #------, რომლის მიხედვითაც, ლ-------------–---–ს აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან მიახლოვება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის ვადად განისაზღვრა 30 დღე. 2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ლ-------------–---–ი, აკრძალვის მიუხედავად, მივიდა ყოფილი მეუღლის - ნ----------ის სამსახურში, შ---------------–---––---- მდებარე თბილისში, ნა----------–-------–----------- ტერიტორიაზე, რითაც კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარისთვის ნასამართლევი ლ-------------–---–ი, შ---------------–---–---- ავტოსადგომზე, მდებარე თბილისი, ნ-----------–-------–----------ში, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ----------ეს, რაც, ბრალდებულისგან მომავალი იმწუთიერი აგრესიისა და მისი წარსულის გათვალისწინებით, დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევი ლ-------------–---–ი, მივიდა ყოფილი მეუღლის - ნ----------ის სამსახურში - შ---------------–---–---- ავტოსადგომზე, მდებარე თბილისი, ნა----------–-------–----------- ტერიტორიაზე, რა დროსაც ამავე დაწესებულების ავტოსადგომზე ნ----------ე, დანის მუქარით, ჩასვა მისსავე კუთვნილ ,,ტოიოტას‘‘ მარკის ავტომანქანაში (ს-------------) და გენდერული ნიშნით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ამასთანავე, თანნაქონი დანით მიაყენა მცირე ზომის ნაკაწრები მარცხენა ხელის არეში. ნ----------ემ მოახერხა მანქანიდან გადასვლა და გაიქცა ავტოსადგომის პირველი სართულის მიმართულებით, რა დროსაც ლ-------------–---–ი ხელში მომარჯვებული დანით დაედევნა ყოფილ მეუღლეს და ავტოსადგომის პირველ და მეორე სართულებს შორის, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის დარტყმის გზით, ნ----------ეს მიაყენა გულმკერდის ღრუში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა გულმკერდის უკანა კედელზე, თავად კი ინერციით მიეჯახა კედელს, დანა გაუვარდა ხელიდან და საშველად მომავალი ხალხის დანახვისას გაიქცა. ნ----------ის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა მხოლოდ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის შედეგად.

 

2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ლ-------------–---–მა ქ.თბილისი, ნ-----------–-------–----------ში მდებარე შ---------------–---–---- ავტოსადგომზე, ყოფილი მეუღლისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მისამალად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გაიტაცა ნ----------ის კუთვნილი ,,ტოიოტას‘‘ მარკის ავტომანქანა (ს-------------), ღირებული 14988 ლარად, რა დროსაც მისი დანაშაულებრივი ქმედება შენიშნა, როგორც დაზარალებულმა, ისე - იქ მყოფმა პირებმა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

ლ-------------–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ლ-------------–---–მა ყოფილ მეუღლეს - ნ----------ეს მიაკითხა სამსახურში, შ--------------–---––--- რომელიც მდებარეობს თბილისში, ნ----–-------–----------ში. სამსახურის ავტოსადგომზე ლ-------------–---–მა ნ----------ე აიძულა, ჩამჯდარიყო ამ უკანასკნელის კუთვნილ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში, ს-------------. მანქანის დაძვრის შემდეგ ნ----------ემ მოახერხა გადასვლა და გაქცევა ავტოსადგომის პირველი სართულის მიმართულებით, რა დროსაც ლ-------------–---–ი დანით დაედევნა მას და ავტოსადგომის პირველ და მეორე სართულებს შორის, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის დარტყმით, ნ----------ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა გულმკერდის არეში, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში. აღნიშნულის შემდეგ იგი ინერციით მიეჯახა კედელს, დანა გაუვარდა ხელიდან და მალევე შემთხვევის ადგილი დატოვა ნ----------ის კუთვნილი ავტომანქანით, ს-------------. ნ----------ის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის შედეგად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ლ-------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. ლ-------------–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტი და 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტი. ლ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

 

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა:

ლ-------------–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა ლ-------------–---–მა ყოფილ მეუღლეს - ნ----------ეს მიაკითხა სამსახურში, შ--------------–---––--- რომელიც მდებარეობს თბილისში, ნ----–-------–----------ში. სამსახურის ავტოსადგომზე ლ-------------–---–მა ნ----------ე აიძულა, ჩამჯდარიყო ამ უკანასკნელის კუთვნილ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში, ს-------------. მანქანის დაძვრის შემდეგ ნ----------ემ მოახერხა გადასვლა და გაქცევა ავტოსადგომის პირველი სართულის მიმართულებით, რა დროსაც ლ-------------–---–ი დანით დაედევნა მას და ავტოსადგომის პირველ და მეორე სართულებს შორის, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის დარტყმით, ნ----------ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა გულმკერდის არეში, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში. აღნიშნულის შემდეგ იგი ინერციით მიეჯახა კედელს, დანა გაუვარდა ხელიდან და მალევე შემთხვევის ადგილი დატოვა ნ----------ის კუთვნილი ავტომანქანით, ს-------------. ნ----------ის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის შედეგად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ნ----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 1996 წელს დაქორწინდა ლ-------------–---–ზე, რომელთანაც ჰყავს ორი შვილი. ქორწინების პერიოდში ლ-------------–---–ი ორჯერ იყო გასამართლებული. ბრალდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში იგი ცხოვრობდა მეუღლის ოჯახში და, როგორც ქმართან, ასევე, მისი ოჯახის წევრებთან ჰქონდა კარგი, უკონფლიქტო ურთიერთობა. იგი მეუღლეს ხშირად აკითხავდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პაემნებზე. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, ლ-------------–---–ი 3-4 წელი იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რის გამოც ისინი ერთად აღარ ცხოვრობდნენ. იგი 2016 წელს განქორწინდა ლ-------------–---–თან, რაც გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი. განქორწინების შემდგომ იგი შვილებთან ერთად საცხოვრებლად დედასთან გადავიდა, სადაც მათ აკითხავდა ხოლმე ლ-------------–---–ი. რა დროსაც მათ ერთმანეთთან არ ჰქონდათ რაიმე პრობლემა. 2019 წლის 10 თებერვალს, ლ-------------–---–ი უნებართვოდ მივიდა მასთან სახლში. იმ მომენტისთვის თავად სახლში არ იმყოფებოდა. ვინაიდან ლ-------------–---–ი 2017 წელს გასამართლებული იქნა სიდედრთან შელაპარაკების გამო, მათ ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა. უფროსმა შვილმა მოსთხოვა ლ-------------–---–ს სახლიდან წასვლა. აღნიშნულის გამო, ისინი შეკამათდნენ, რა დროსაც ძიძგილაობაში ჩაიმსხვრა სადარბაზოს კარის შუშა. აღნიშნულის გამო, ლ-------------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. 2019 წლის 11 თებერვალს, შესვენებიდან სამსახურში დაბრუნებისას, სამსახურის ავტოსადგომზე მას დახვდა ყოფილი მეუღლე. მიუხედავად მოულოდნელობისა და ლ-------------–---–ის სიმთვრალისა მას არ გასჩენია შიში, რომ ყოფილი მეუღლე რამეს დაუშავებდა. ლ-------------–---–მა ფეხის კვრით დაუმტვრია შუშა, რომელიც დაზარალებულს იმ მომენტში ხელში ეჭირა და ალაგებდა მანქანის საბარგულში. თან მიმართა შემდეგი სიტყვებით: „არ მელოდი? ჩემს თავს აჭერინებ?“ მან სცადა აეხსნა მისთვის, რომ გამოცემული იყო მხოლოდ შემაკავებელი ორდერი, არავინ არ დაიჭერდა და თუ სურდა, გამომძიებელსაც დაურეკავდა და გაასაუბრებდა. აღნიშნულის შემდეგ ყოფილმა მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უთხრა, რომ ჩამჯდარიყო მანქანაში. საუბრისას დაზარალებულმა შენიშნა, რომ ლ-------------–---–ს ხელში ეჭირა დანა. ვინაიდან ყოფილი მეუღლე იყო მთვრალი მან გადაწყვიტა მისი საუბარში შეყოლიება და სიტუაციის გასანეიტრალებლად მანქანის თხოვება შესთავაზა. თუმცა მან კვლავ გაუმეორა, რომ მანქანაში ჩამჯდარიყო, რა დროსაც ორჯერ ჩაარტყა თავში. მას შეეშინდა და მანქანაში ჩაჯდა. მანქანაშიც, სიტუაციის განსამუხტად, დაზარალებული კვლავ ცდილობდა ქმართან საუბარს. საუბრისას, ყოფილმა ქმარმა მას კიდევ ერთხელ დაარტყა, თუმცა არც მანქანასთან და არც მანქანაში ყოფნის დროს დანა არ გამოუყენებია. ლ-------------–---–ის მოთხოვნის შესაბამისად, მან დაძრა მანქანა და უკანსვლით წავიდა. ვინაიდან მანქანის სიჩქარე ამ დროს არ იყო მაღალი, შეძლო მანქანიდან გადმოსვლა და გაქცევა. მას უკან დაედევნა ლ-------------–---–ი. იგი მირბოდა და შველას ითხოვდა. ავტოსადგომის დაბლა სართულზე ჩასვლისას, მან დაინახა ხალხი, რომელთა ზუსტი რაოდენობა არ ახსოვს. იგი შეჩერდა რა დროსაც შენიშნა სისხლიანი დანა, რომელიც იქვე ეგდო. ზემოაღნიშნულმა პირებმა უთხრეს, რომ იყო დაჭრილი და არ ემოძრავა, ხოლო ერთმა პიროვნებამ უთხრა ხელი არ მოეკიდა დანისთვის. მან მომხდარის შესახებ შეატყობინა მეგობარს - მ----. დაზარალებულმა განმარტა, რომ იმ მომენტში დანის დარტყმა ან ტკივილი არ უგრძვნია. მოგვიანებით, სახლში ყოფნის დროს, აღიდგინა თუ როდის დაარტყა ლ----მა დანა. დანის დარტყმამდე მას კომუნიკაცია იქ მყოფებთან არ ჰქონია. დანის დარტყმის დროს მათთან სხვა არავინ იმყოფებოდა, შემდეგ მივიდა ხალხი. იქ მყოფებს შორის შენიშნა ლ-----ც, რომელიც სისხლიანი იყო. ეს უკანასკნელი როდის გაიქცა, არ ახსოვს, თუმცა შემდეგ დაინახა, რომ მისი კუთვნილი მანქანით, მაღალი სიჩქარით დატოვა შემთხვევის ადგილი. დაზარალებულმა ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული მანქანა მას ეკუთვნოდა და შეიძინა 2014-2015 წლებში ლ-----ს მშობლების, თავისი ბებიის დანაზოგით და დის გამოგზავნილი თანხებით. ამასთან დაადასტურა, რომ გენდერის ნიშნით ქმართან პრობლემა არასდროს ჰქონია.

 

მოწმე ე--------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, ხ--–-------–----------- ე.წ. პ----–--------------–ში, რა დროსაც გაიგო ქალის განწირული ყვირილის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. დაინახა, რომ მისი შემხვედრი მიმართულებით მორბოდა ქალი, რომელსაც უკან მოსდევდა მამაკაცი, დანით ხელში. ისინი იმყოფებოდნენ მისგან დაახლოებით 5-10 მეტრის დაშორებით. მან დაუძახა, არ დაერტყა დანა. შემდეგ დაინახა, რომ მამაკაცმა ქალს დანა დაარტა, რის შემდეგაც მამაკაცი წაბორძიკდა და კედელს შეასკდა სახით. რა დროსაც მამაკაცს დანა გაუვარდა ხელიდან. მან გაჰკრა დანას ფეხი და გადააგდო მოშორებით. ვინაიდან ქალბატონს ესაჭიროებოდა დახმარება, მამაკაცისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. შემდეგ დაინახა, იგივე მამაკაცი ავტომანქანით როგორ გაიქცა.

 

2019 წლის 16 მაისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა მოწმე ე--------------–---–მა განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენის დღიდან გასული იყო დიდი დრო, რის გამოც მას ზუსტად არ შეეძლო აღედგინა იმ მამაკაცის სახე, რომელმაც 2019 წლის 11 თებერვალს დანა ჩაარტყა მისთვის უცნობ ქალბატონს.

 

მოწმე ი-–----------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურის ავტოსადგომზე, რომელიც მდებარეობს ხ--–-------–-----------, ე.წ. პ----–--------------–ში და აპირებდა მანქანით გასვლას. ამ დროს მან შენიშნა, რომ გვერდზე მდგომი მანქანა წამოვიდა უკანსვლით და იქიდან გადმოვიდა ქალბატონი, რომელსაც დაედევნა მამაკაცი. ქალი მირბოდა და ითხოვდა შველას, რის გამოც თავადაც დაედევნა მათ. როცა იგი პირველ სართულზე ჩავიდა, დაინახა, რომ ქალი იწვა დაჭრილი და ხალხი ეხვია გარს. იქვე იდგა ის მამაკაცი, რომელიც ქალბატონს დაედევნა. მას სახე სისხლიანი ჰქონდა და ამბობდა, რომ დაჭრილი ქალბატონი მისი მეუღლე იყო. დანაც იქვე ეგდო. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი თავის მანქანასთან დაბრუნდა, რა დროსაც გზაში, მე-2 სართულზე, შეხვდა მანქანით მიმავალი ის მამაკაცი, რომელმაც ქალბატონი დაჭრა.

 

მოწმე ა------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 11 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, ხ--–-------–-----------ში მდებარე ავტოსადგომზე, სადაც აწესრიგებდა ავტომანქანების პარკირებას. მან გაიგო ქალის ყვირილის ხმა და დაინახა, რომ ხალხი მირბოდა ჩამოსასვლელისკენ. თვითონაც გაიქცა და როცა ადგილზე მივიდა, ნახა ქალი, რომელსაც სისხლი მოსდიოდა უკანა მხრიდან, სავარაუდოდ, ბეჭიდან. რამდენიმე მეტრში იდგა სისხლიანი მამაკაცი. როგორც მისთვის შემთხვევის ადგილზე გახდა ცნობილი, აღნიშნული მამაკაცი შეეჯახა კედელს. დაახლოებით 2-3 წუთში ეს კაცი წავიდა. მამაკაცი რომ არ გაქცეულიყო, თავადაც წავიდა გასასვლელი კარის დასაკეტად და დახმარება სთხოვა მეგობარსაც, თუმცა კარის დაკეტვა ვერ მოასწრო, რადგან იგივე მამაკაცი მანქანით სწრაფად ჩამოვიდა ავტოსადგომის სართულებიდან, „შლაგბაუმი“ გაანგრია და წავიდა.

 

მოწმე რ----------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 11 თებერვალს იყო მორიგე სამსახურში, რომელიც მდებარეობს ხ--–-------–-----------ში. მას დაურეკა თანამშრომელმა და სთხოვა გასასვლელი კარის ჩაკეტვა. აღნიშნული ვერ მოასწრო. ამ დროს ,,TOYOTA RAV4“-ის ფირმის მანქანამ გაანგრია „შლაგბაუმი“ და დატოვა შენობის ტერიტორია. აღნიშნულ მანქანას მართავდა მამაკაცი, რომელსაც სახე ჰქონდა დასისხლიანებული.

 

მოწმე დ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც თანამშრომელმა დაურეკა და უთხრა, რომ სამსახურის ავტოსადგომზე დაზიანებული იყო ე.წ. „შლაგბაუმი“. შენობის ქვედა სართულზე ჩასვლისას ნახა, რომ „შლაგბაუმი“ მართლაც დაზიანებული იყო. მან, ასევე შეამჩნია, რომ ეზოში მრავლად იყვნენ პოლიციელები და ხალხი. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, ადგილზე მისულმა ნახა ქალბატონი, რომელიც დაჭრილი იყო და სისხლი მოსდიოდა. სისხლის ლაქები იყო, ასევე, ირგვლივ. დაჭრის ფაქტს პირადად არ შესწრებია. როგორც მას უთხრეს, ქალბატონი დაჭრილი იყო ყოფილი მეუღლის მიერ.

 

მოწმე მ------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის დაზარალებულ ნ----------ის თანამშრომელი. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ----- გარკვეული უკმაყოფილება ჰქონდა ყოფილ ქმართან, რადგან პრაქტიკულად იგი სულ სასჯელს იხდიდა და იგი მარტო ზრდიდა შვილებს. სწორედ ეს გახდა მათი დაშორების მიზეზი. შემთხვევის დღეს, სამსახურში ყოფნისას, მას დაურეკა ნ----------ემ და უთხრა, რომ დაჭრა ლ-------------–---–მა. დასახმარებლად ავტოსადგომზე გამოსულს ნ----------ის მანქანასთან შეხვდა ლ-------------–---–ი, მაგრამ რადგან მისი მეგობარი იქ არ იყო, იგი წავიდა ქვედა სართულებისკენ, სადაც ნახა დაჭრილი ნ----------ე. ნ-----გან მარჯვნივ, მიწაზე, ეგდო დანაც.

 

მოწმე ნ---------------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ არის ნ----------ის თანამშრომელი. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ----- გარკვეული უკმაყოფილება ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან. 2018 წლის 11 თებერვალს, მას დაურეკა მ------------ემ და უთხრა ნ----------ის დაჭრის თაობაზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, ნახა ნინო, რომელიც დაჭრილი იწვა, იქვე ეგდო დანა. როგორც თავად ნ----------ემ და, ასევე, იქვე მყოფმა ხალხმა უთხრა, დაზარალებულს დანა დაარტყა ყოფილმა ქმარმა ლ-------------–---–მა.

 

მოწმე გ---------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ქირურგად. 2019 წლის 11 თებერვალს საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების სამსახურმა მიიყვანა პაციენტი ნ----------ე, რომელსაც პირველადი დათვალიერების დროს ხერხემლისა და გულმკერდის არეში აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. ვინაიდან პაციენტს ჰქონდა კანქვეშ მზარდი ჰემატომა, იგი პირველადი კვლევის შედეგად მოთავსდა საოპერაციო ბლოკში. ოპერაციისას, ჭრილობის გაფართოვებისა და რევიზიის შედეგად, გამოიკვეთა, რომ დაზიანებული იყო ზურგის კუნთი, ფილტვთან ერთად, ასევე, კუნთის არტერიიდან აღინიშნებოდა სისხლდენა. ოპერაციიდან მესამე დღეს პაციენტს გამოეხატა ჰაერის უკმარისობა. რენდგენოლოგიური კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ ნ----------ეს ჰაერი ჰქონდა მარცხენა პლევრის ღრუში, რის გამოც პაციენტს დასჭირდა დამატებით ქირურგიული ჩარევა. მკურნალობის შედეგად იგი რამდენიმე დღეში გაეწერა კლინიკიდან.

 

2019 წლის 11 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დიდუბე-ჩუღურეთის ს-----------–-------------------–---- უფროსი გამომძიებლის - ა-–----–--–------ს მიერ, თბილისში, ნ----–-------–----------ში, ექსპერტების - ნ------–-----სა და ნ-----–------–---–--ის მონაწილეობით, ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ოქმში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე ეზოში შესასვლელია ხ--–-------–--------- მხრიდან. ეზოში შესასვლელთან განთავსებულია „შლაგბაუმი“, დაზიანებულ მდგომარეობაში. შესასვლელიდან 30 მეტრში მდებარეობს სამსართულიანი ავტოსადგომი. სართულებს შორის გზა არის მოხვეული. პირველი სართულიდან მეორე სართულზე მიმავალ პანდუსზე, ასფალტის ზედაპირზე, აღინიშნებოდა მოწითალო ფერის მცირე ზომის ლაქა, რაც პირობითად დაინომრა #1 ობიექტად. აღნიშნულიდან მარცხენა მხარეს, ბეტონის კედელთან, ასფალტზე ნანახი იქნა ხისტარიანი დანა, გაშლილ მდგომარეობაში, დანის ტარზე და პირზე სისხლიანი ლაქებით, დანის პირზე წარწერით „STAINLESS“. დანის პირი იყო ნალესი. აღნიშნული დაინომრა #2 ობიექტად. ავტოსადგომის მე-3 სართულზე დაყრილი იყო მინის ნამსხვრევები - ობიექტი #3. იქვე იდო პოლიეთილენის პარკი - ობიექტი #4, ასევე, პოლიეთილენის მოთეთრო პარკი, მასში მოთავსებული ნივთებით (ე.წ. „შკურკებით“ და ქაღალდის რვეულით) - ობიექტი #5, პლასტმასის თეთრი ვედრო - ობიექტი #6. აღნიშნული ნივთების სიახლოვესა და ეზოში შემოსასვლელ „შლაგბაუმთან“ განთავსებული იყო სათვალთვალო ვიდეოკამერები. ექვსივე ობიექტი ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

2019 წლის 11 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, ექთნის თანაშემწე გ--------–---–-----გან ამოღებულია ნ----------ის ტანსაცმელი, კერძოდ: წითელი ფერის ქურთუკი, სისხლისმაგვარი ლაქებით, რომელსაც უკანა ზურგის მხარეს აღენიშნებოდა დაზიანება; მონაცრისფრო სვიტრი, რომელიც წინა მხრიდან, სავარაუდოდ, არის გაჭრილი და დასვრილია სისხლისმაგვარი ლაქებით; თეთრი ფერის ბრეტელებიანი მაისური, რომელიც, ასევე, გაჭრილია წინა მხრიდან და აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები; მუქი ფერის შარვალი, დასვრილ მდგომარეობაში, რომელსაც აღენიშნება სისველე; შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი; ,,iphone-ს‘‘ ფირმის შავი ფერის ქეისში მოთავსებული შავი ფერის მობილური ტელეფონი, სისხლისმაგვარი ლაქებით. ამოღებული ნივთები - ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი მოთავსდა პოლიეთილენის პარკებში და დაილუქა ცალ-ცალკე.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბრალდებული ლ-------------–---–ი დაკავებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში 2019 წლის 12 თებერვალს. დაკავებისას მას აღენიშნებოდა დაზიანებები შუბლზე, ცხვირზე, ზედა ტუჩთან და ხელის ორივე მტევანზე. დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ბრალდებულისგან ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის „კაპიშონიანი“ დუტის ქურთუკი, მოწითალო ფერის ლაქებით; ერთი ცალი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მოწითალო ფერის ლაქებით; ლ-------------–---–ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა.

 

2019 წლის 12 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში ამოღებულია ,,TOYOTA RAV4“-ის ფირმის ავტომანქანა, ს-------------, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა წინა მარჯვენა მაშუქი, წინა მარჯვენა ფრთა, წინა მარჯვენა ფარი, მარჯვენა კარი, უკანა მარჯვენა ფრთა, წინა მარცხენა მაშუქი, წინა მარცხენა ფრთა, წინა ბამპერი, საქარე მინა. ამოღებული ავტომანქანა დაილუქა #------- ლუქით.

 

2019 წლის 16 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დიდუბე-ჩუღურეთის ს-----------–-------------------–---- უფროსი გამომძიებლის - ა-–----–--–------ს მიერ, კინოლოგების - ლ------------–---–-სა და რ------------–-–---–-ს, ექსპერტების - ზ---------------–---–-სა და გ------------ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა ,,TOYOTA RAV4“-ის ფირმის შავი ფერის ავტომანქანა. ავტომანქანას ვიზუალური დათვალიერებით დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა მხარეს წინა და უკანა კარები, წინა ფრთა, არ ჰქონდა უკანა ხედვის სარკე; დაზიანებული იყო წინა ორივე მაშუქი, ასევე, უკანა მარჯვენა ფრთა, ე.წ. „შიტოკები“; გაბზარული ჰქონდა წინა საქარე მინა მარცხენა ზედა მხარეს. ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა ავტომანქანის გადამცემთა კოლოფთან აღმოჩენილი მოყავისფრო-მოწითალო ფერის ლაქები; სუნის კვალის ნიმუშები; ავტომანქანის სალონიდან - ანაწმენდები 7 ნიმუშად, მანქანის სავარძლებიდან - მიკრონაწილაკების ნიმუში, ქსოვილის ნიმუში, ავტომანქანის მარცხენა წინა კარის ზედაპირიდან - ხელის კვალის ნიმუშები. ობიექტები ამოღებულ იქნა ექსპერტების მონაწილეობით და განხორციელდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება.

 

2019 წლის 25 თებერვლის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, 2019 წლის 25 თებერვალს შპს „-------------------------------------------------------- მდებარე ხ--–-------–----------ში, გამოთხოვილი იქნა ამავე კომპანიის კუთვნილი სამსართულიანი ავტოსადგომის 2019 წლის 11 თებერვლის ვიდეოკამერების ჩანაწერები, 3 ფაილად, რაც განთავსდა 1 ცალ CD დისკზე და დაილუქა #------- ლუქით.

 

აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გაიხსნა და დათვალიერდა 2019 წლის 2 აპრილს დაზარალებულ ნ----------ის მონაწილეობით. ოქმის თანახმად, ვიდეოფაილებში, სხვადასხვა ხედვის პერიმეტრით, კადრში ჩანს ხ--–-------–----------ში მდებარე ავტოსადგომის მე-3 სართული:

§ პირველი ვიდეოფაილის თანახმად, 13:00 საათზე ავტოსადგომის მე-3 სართულზე კედელთან დგას მამაკაცი და ეწევა სიგარეტს, ასევე, სვამს ლუდს. ჩანაწერში 13:51:55 საათზე კადრში ჩანს ავტომანქანა ,,ტოიოტა‘‘, სახელმწიფო ნომრით R--------, შავი ფერის, რომელიც უკანა სვლით მოდის და ჩერდება. ავტომანქანის წინა მარჯვენა კარიდან სწრაფად გადმოდის მამაკაცი და გარბის ავტოსადგომის ჩასასვლელისკენ. 13:55:11 საათზე იგივე მამაკაცი ბრუნდება, ჯდება იმავე მანქანაში საიდანაც გადმოვიდა, ძრავს მანქანას და მიემართება ავტოფარეხის გასასვლელისკენ. ნ----------ის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი არის მისი ყოფილი მეუღლე;

§ მეორე ვიდეოფაილის თანახმად, მანქანა ნელ-ნელა იწყებს მოძრაობას უკან სვლით. 13:51:56 საათზე ავტომანქანა იღება, საიდანაც სწრაფად გადმოდის წითელქურთუკიანი ქალბატონი და 13:52:00 საათზე სირბილით მიდის ავტოფარეხის გასასვლელისკენ. 13:52:03 საათზე კადრში გამოჩნდება მამაკაცი, რომელიც მისდევს აღნიშნულ ქალბატონს სირბილით. 13:52:10 საათზე ისინი გადიან სირბილით მე-3 სართულიდან, რა დროსაც მათი მიმართულებით გაიქცევა ავტომანქანა ,,მერსედეს ML-ის‘‘ მძღოლი. 13:55:00 საათზე მესამე სართულზე შემოდის მამაკაცი, რომელიც მისდევდა ქალბატონს. მამაკაცს სახე აქვს გასისხლიანებული. მამაკაცი მიდის ავტომანქანისკენ, ჯდება და მოძრაობს გასასვლელის მიმართულებით. 13:56:02 საათზე მანქანასთან მიდის ქალბატონი, რომელიც შემდეგ გასასვლელისკენ გარბის. ნ----------ის განმარტებით, აღნიშნული ქალბატონი არის მ------------ე, წითელქურთუკიანი ქალი არის თავად, ხოლო მამაკაცი, რომელიც მას დაედევნა, არის მისი ყოფილი მეუღლე;

§ მესამე ვიდეოფაილის შესაბამისად, 13:32:44 საათზე კადრში შორი მანძილიდან ჩანს მამაკაცი, რომელიც მოძრაობს ნ----------ის ავტომანქანის წინა მხარეს. 13:46:42 საათზე ნ----------ე შემოდის ავტომანქანის წინ მდებარე კარებიდან და მიდის მანქანის მარცხენა მხარეს. 13:47:41 საათზე კადრში ჩანს, რომ ნ----------ე სირბილით მიდის კარისკენ, საიდანაც გამოვიდა. მას მისდევს ლ-------------–---–იც. 13:48:05 საათზე ჩანს, რომ იმავე კარიდან ნ----------ე მარსაგიშვილს მოჰყავს ძალის გამოყენებით. ნ----------ის განმარტებით, მან დააპირა გაქცევა და გაიქცა ლიფტების მიმართულებით, მაგრამ ლ-------------–---–მა იგი ძალით მიიყვანა მანქანასთან, სადაც ლ-----ს კატეგორიული მოთხოვნით, მუქარით და ფიზიკური ძალდატანებით, ჩაჯდა მანქანაში. 13:49:09 საათზე, ასევე, კადრში ჩანს ავტომანქანა მერსედეს ML. მანქანის გაჩერების შემდეგ მძღოლი გადმოდის მანქანიდან და მიდის წინა მარჯვენა კართან. 13:51:46 საათზე ნ----------ის ავტომანქანა დაიწყებს მოძრაობას უკუსვლით. 13:51:55 საათზე მანქანის წინა მარჯვენა კარიდან სწრაფად გადმოდის ნ----------ე და სირბილით მიდის გასასვლელისკენ. 13:51:59 საათზე აღნიშნული ავტომანქანიდან გადმოდის და ძირს დავარდება ლ-------------–---–ი, რომელიც დგება და მისდევს ნ----------ეს. 13:52:10 საათზე მათი მიმართულებით გაიქცევა ავტომანქანა ,,მერსედესი ML-ის‘‘ მძღოლიც. 13:54:51 საათზე გამოჩნდება ლ-------------–---–ი, რომელიც ჯდება ნ----------ის ავტომანქანაში. 13:56:02 საათზე კადრში, ნ----------ის განმარტებით, ჩანს, ასევე, მ------------ე, რომელიც წამით ჩერდება ნ----------ის მანქანასთან და შემდეგ სირბილით გადის ავტოსადგომის გასასვლელისკენ. 13:56:24 საათზე ნ----------ის ავტომანქანაც გადის მესამე სართულიდან გასასვლელის მიმართულებით. 13:59:59 საათზე ჩანაწერი მთავრდება.

 

2019 წლის 26 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, აკად. ო.ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის თანამშრომლის - ნ-------------–---–-ს მიერ გამოძიებას წარედგინა ნ----------ის სამედიცინო დოკუმენტების დედნები 46 ფურცლად და 1 ცალი CD დისკი.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიროს 2019 წლის 3 მაისის ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, აკად. ო.ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო #---- ბარათის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების თანახმად, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქ. ნ----------ე 2019 წლის 11 თებერვლიდან 2019 წლის 17 თებერვლის ჩათვლით კლინიკაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას დიაგნოზით: გულმკერდის უკანა კედლის ღია ჭრილობა, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. მარცხენა მტევანზე აღენიშნებოდა ექსკორიაცია. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა მარცხენამხრივი პნევმოთორაქსით განვითარებული იყო რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო თავის ტვინის შერყევა და ექსკორიაცია - რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიროს 2019 წლის 1 მაისის ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ლ-------------–---–ს, სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას, სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, ნაჭდევების, სისხლნაჟღენთების, ნაკაწრების, დაჟეჟილი და სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით. აღნიშნული დაზიანებანი, როგორც ცალ-ცალკე, ისე - ერთობლიობაში, განეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიროს 2019 წლის 30 ოქტომბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, წარდგენილი ტანსაცმლიდან (ნ----------ის ქურთუკი, ჯემპრი, მაისური, აზღუდი, შარვალი, წელწინდა, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) ქურთუკზე, უკანა მარჯვენა მხარეს, ზედა მიდამოში არსებული, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით გამოწვეული დაზიანების განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება წარდგენილი დანით და ლოკალიზაციის არით შეესაბამება სტაციონარული პაციენტის სამედიცინო #---- ბარათის მონაცემების მიხედვით ნ----------ის სხეულზე არსებულ დაზიანებას. ჯემპრს, აზღუდს, სავარაუდოდ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს განვითარებული დაზიანების ფონზე აღენიშნება დაზიანება, განვითარებული ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, რომლის კონკრეტული მახასიათებლების განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მოცემულობით დაზიანებათა გამოსახვის ხასიათიდან გამომდინარე და, შესაბამისად, წარდგენილი დანით ხსენებული დაზიანებების მიყენების შესაძლებლობის საკითხზე მსჯელობა შეუძლებელია, მაგრამ, ამასთან, დაზიანებები ლოკალიზაციის არით მოდის შესაბამისობაში ქურთუკზე არსებულ ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად ჭრით განვითარებულ დაზიანებასთან, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს მათი ერთდროული განვითარების შესაძლებლობას და, შესაბამისად, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო #---- ბარათის მონაცემების მიხედვით ნ----------ის სხეულზე არსებულ დაზიანებასთან შესაბამისობას. ქურთუკზე არსებული გასმით განვითარებული დაზიანების წარმომშობი ობიექტის განსაზღვრა წარმოშობის მექანიზმიდან გამომდინარე შეუძლებელია. მაისურზე, სავარაუდოდ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს განვითარებული მინუს მასალის მქონე დაზიანების გარდა, სხვა რაიმე მორფოლოგიით განსხვავებული დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა. შარვლის მარცხენა ტოტზე, მუხლის შესაბამის მიდამოში, იკვეთება მყარ (ხორკლიან) ზედაპირთან კონტაქტირებისათვის დამახასიათებელი ლოკალური მონაკვეთები. წელწინდას და ერთ წყვილ ფეხსაცმელს დაზიანება არ აღენიშნება.

 

ამავე დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----------ემ.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიროს 2019 წლის 27 სექტემბრის ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად,§ პაკეტში, წარწერით: ,,..მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი - 2 (ორ) ნიმუშად... ა/მ ,,TOYOTA‘‘ ს/ნ R-------- ა/მანქანის დათვ...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან (ობ. #1) და სიჩქარეთა გადამრთველი ბერკეტის მიმდებარედ არსებული პლასტმასის ზედაპირიდან (ობ. #2) და პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთ) ცალ სტერილურ ჩხირზე მოწითალო ლაქის ანაწმენდი ასფალტის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. #3) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ-------------–---–ს (ობ. #28; პაკეტი, წარწერით: ,,. ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან... აღებული ბრალდებული ლ---- დ-------------------–---–-...“);

§ პაკეტში, წარწერით: ,,..ანაწმენდები ჩხირებზე 7 (შვიდ) ნიმუშად... ა/მ „TOYOTA‘‘ ს/ნ R-------- ა/მანქანის დათვალიერება...‘‘ მოთავსებულ: ანაწმენდებზე საჭის ზედა რკალიდან (ობ. #4), საჭის შუა ნაწილიდან (ობ. #5), საჭის ქვედა რკალიდან (ობ. #6), სიჩქარეთა გადამრთველი ბერკეტიდან (ობ. #7) და ხელის მუხრუჭის ბერკეტიდან (ობ. #8) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. ობ. #4,5,7,8-ის გენეტიკური პროფილი და ობ. #6-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-------------–---–ს (ობ. #28). ობ. #6-ის პროფილის მინორული წილი ეკუთვნის ნ----------ეს (ობ. #29; პაკეტი, წარწერით: ,,...1 ც ჩხირზე ნერწყვის ნიმუში ნ----------ე...‘‘); ანაწმენდებზე წინა მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან (ობ. #9) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------------–---–ს (ობ. #28); ანაწმენდებზე წინა მარცხენა კარის შიდა სახელურიდან (ობ. #10) გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

§ პაკეტში, წარწერით: ,,... ხის ტარიანი დანა მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული ასფალტის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ დანის პირსა (ობ. #11) და ტარზე (ობ. #12) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #11-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ნ----------ეს (ობ. #29), მინორული წილი ეკუთვნის ლ-------------–---–ს (ობ. #28). ობ. #12-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------------–---–ს (ობ. #28). ამავე დანის ტარზე, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისაგან შედარებით თავისუფალ უბნებზე არსებული ბიომასალის (ობ. #13) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-------------–---–ს (ობ. #28), მინორული წილი ეკუთვნის ნ----------ეს (ობ. #29);

§ პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთი) ც. გასაღები... ა/მ. ,,TOYOTA“ ს/ნ R-------- ა/მანქანის დათვ ...“ მოტავსებულ გასაღებზე არსებული ბიომასალის (ობ. #14) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------------–---–ს (ობ. #28);

§ პაკეტში, წარწერით: ,,..ლ-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქურთუკი‘‘ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ. #15-17) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #15-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-------------–---–ს (ობ. #28), მინორული წილი ეკუთვნის ნ----------ეს (ობ. #29). ობ. #16,17-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------------–---–ს (ობ. #28);

§ პაკეტში წარწერით: ,,...ლ-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შარვალი...‘‘ მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. #18,19) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ-------------–---–ს (ობ. #28);

§ პაკეტში, წარწერით: ,,...ნ----------ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. #20), ე.წ. კოლგოტზე (ობ. #21), ჯემპრზე (ობ. #22), ქურთუკზე (ობ. #23), მაისურზე (ობ. #24), აზღუდსა (ობ. #25) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. #26,27) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #20-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ნ----------ეს (ობ. #29), მინორული წილი ეკუთვნის ლ-------------–---–ს (ობ. #28). ობ. #21-27-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ----------ეს (ობ. #29).

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნინო კვიწინაძემ.

 

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობა დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების კერძოდ, მოწმეების: ა-–----–--–------ს, ლ-–---------ს, ა-–------------------–-----ის, ნ-----–-------------–---–ის, გ---------------–---–ის, დ--------------ის, თ------------------–---–--, გ---------------–---–ის ჩვენებებით, ასევე, მოწმეების: გ-----------------–---სა და ნ-------------–---–-ს ჩვენებებით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ნ----------ის მონაწილეობით; ნ----------ის ხელწერილისა და ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი; ც-–----------ის, ი-------------–--ის, გ--------–---–-----ა და დ---------------ის გამოკითხვის ოქმები; ლ-------------–---–ის ნერწყვისა და სუნის კვალის ნიმუშის აღების ოქმი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა თვლის რომ გაზიარებული არ უნდა იქნეს დაცვის მხარის მოთხოვნა ლ-------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მსჯავრდებულ ლ-------------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ.

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი განზრახ მკვლელობის დასჯადობას ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებათა არსებობისას. ამგვარი დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების მიზნებისთვის აუცილებელია, დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (განსახილველ შემთხვევაში: გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის), რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ა.შ. ხოლო დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. შესაბამისად, დანაშაულის მცდელობისას დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს რეალურად საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებულ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ადასტურებს, რომ ლ-------------–---–მა განიზრახა დაზარალებულის მკვლელობა შურისძიების მოტივით და განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება ყოფილ მეუღლეს, რომლის გადარჩენა მოხერხდა მხოლოდ დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, რაც დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ანალიზით:

 

ლ-------------–---–ის განაწყენება დაზარალებულზე განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ, მისი აზრით, ნ----------ემ 2019 წლის 10 თებერვლის შემთხვევის შესახებ აცნობა პოლიციას. პალატა თვლის, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივს სწორედ მითითებული გარემოება წარმოადგენდა. კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებით, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით - ც-–----------ის გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 11 თებერვლის შემაკავებელი ორდერებით დასტურდება, რომ 2019 წლის 10 თებერვალს ბრალდებული უნებართვოდ მივიდა დაზარალებულთან სახლში, რასაც შედეგად მოჰყვა მისი კონფლიქტი შვილთან. ვინაიდან ბრალდებულმა ჩათვალა, რომ არსებული უთანხმოების თაობაზე დაზარალებულმა შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს, მან მეორე დღეს, 2019 წლის 11 თებერვალს, სამსახურში მიაკითხა დაზარალებულ ნ----------ეს. აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე ის გარემოება, რომ შეხვედრისთანავე მან ყოფილ მეუღლეს მიმართა სიტყვებით: „ჩემს თავს აჭერინებ?“ დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ავტოსადგომის მე-3 სართულზე შეხვედრისთანავე ყოფილმა მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ორჯერ ჩაარტყა თავში და აიძულა, რომ ჩამჯდარიყო მანქანაში. მანქანაში, კი მას კიდევ ერთხელ დაარტყა ხელი. მსჯავრდებულს თან ჰქონდა დანა, რომელიც იმ მომენტისთვის უბრალოდ ხელში ეჭირა. ნ----------ემ შეძლო მანქანიდან გადმოსვლა და გაქცევა, რა დროსაც მას უკან დაედევნა ლ-------------–---–ი. მითითებულ გარემოებათა უტყუარობა გარდა დაზარალებულის ჩვენებისა უტყუარად დასტურდება ვიდეოკამერების ჩანაწერებით, მოწმე ი-–----------–---–ის ჩვენებით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.

 

პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც დაზარალებულის, ასევე, ბრალდებულის ქცევა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული რეალურად აღიქვამდა ბრალდებულისგან მომდინარე სიცოცხლისათვის მოსალოდნელ საფრთხეს. იგი სწორედ ამ მიზნით გაიქცა და ითხოვდა შველას, ხოლო, თავის მხრივ, ბრალდებულის ქცევაც, უკან სწრაფად დადევნების ფაქტი, მიანიშნებს ამგვარი მოცემულობის რეალურობაზე და ბრალდებულის მიზანმიმართულ სურვილზე, ზიანი მიეყენებინა დაზარალებულისთვის.

 

ავტოსადგომის პირველ სართულზე ბრალდებული დაეწია დაზარალებულს და დანით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შემდეგაც ინერციით შეეჯახა კედელს და ხელიდან გაუვარდა დანა. მალევე დაზარალებულთან საშველად მივიდნენ ადამიანები, ამის შემდეგ ბრალდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი, ავიდა მე-3 სართულზე, სადაც იდგა ნ----------ის კუთვნილი ავტომანქანა და აღნიშნული ავტომანქანით სწრაფად დატოვა იქაურობა. დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად. პალატა აღნიშნულ გარემოებებს დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე:

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ნ----------ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც იგი აღწერს, რომ დაბლა სართულზე ჩასვლისას მან დაინახა ხალხი, რის გამოც შეჩერდა. ასევე, შეამჩნია სისხლიანი დანა, რომელიც იქვე ეგდო. მას უთხრეს, რომ იყო დაჭრილი და არ ემოძრავა. კონკრეტულად დანის დარტყმა არ უგრძვნია. ასევე, შენიშნა ლ-----ც, რომელიც სისხლიანი იდგა, როდის გაიქცა, არ ახსოვს, თუმცა შემდეგ დაინახა, რომ მისი კუთვნილი მანქანით დატოვა შემთხვევის ადგილი მაღალი სიჩქარით მიმავალმა.

 

დაზარალებულის დაჭრის ფაქტს შეესწრო, ასევე, მოწმე ე--------------–---–ი. იგი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ დაინახა, როგორ მირბოდა მისი შემხვედრი მიმართულებით ქალი, რომელსაც უკან მოსდევდა მამაკაცი. ისინი მისგან დაახლოებით 5-10 მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ. მან დაინახა, როგორ დაარტყა მამაკაცმა ქალს დანა, რის შემდეგაც მამაკაცი წაბორძიკდა და კედელს შეასკდა სახით. მოწმის განმარტებით, ამ დროს მამაკაცს ხელიდან გაუვარდა დანა, რომელსაც პირადად მან გაჰკრა ფეხი და გადააგდო მოშორებით. მოწმემ სასამართლოს მიუთითა, რომ მან დაუძახა კიდეც, რომ არ დაერტყა დაზარალებულისთვის.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მართალია ამოცნობისას მოწმე ე--------------–---–მა ვერ ამოიცნო მსჯავრდებული, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მოწმის ჩვენების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან დანაშაულის დღიდან ამოცნობის ჩატარებამდე გასული იყო სამ თვეზე მეტი, რის გამოც მოწმისვე მითითებით მან ზუსტად ვერ შეძლო აღედგინა იმ მამაკაცის სახე, რომელმაც 2019 წლის 11 თებერვალს დანა ჩაარტყა მისთვის უცნობ ქალბატონს. პალატა თვლის, რომ მითითებული შეიძლება არსებითი არგუმენტი ყოფილიყო იმგვარი შემთხვევისათვის, როცა გარემოებათა საეჭვოობა ვერ იქნებოდა გაბათილებული სხვაგვარი მტკიცებულებებით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ამგვარი მოცემულობა არ იკვეთება. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

შემთხვევის ადგილზე დაჭრილი დაზარალებული და, ასევე, ბრალდებული, სისხლით სახეზე, ნახა მოწმე ა------------–-–---–მაც. ასევე, დაჭრილი დაზარალებული ნახეს მოწმეებმა - დ---------------მა, მ------------ემ და ნ---------------------მ. მოწმე მ------------ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მას დაურეკა დაზარალებულმა და უთხრა, რომ დაჭრა მისმა ყოფილმა ქმარმა, ხოლო ავტოსადგომის მესამე სართულზე მან ნახა კიდეც ლ-------------–---–ი, რომელსაც სახე სისხლით ჰქონდა დასვრილი. მოწმე რ----------------–---–ის ჩვენების თანახმად, მან დაინახა ,,,TOYORA RAV4‘‘-ის ფირმის მანქანა, რომელსაც მართავდა მამაკაცი, სისხლიანი სახით, რომელმაც გაანგრია ე.წ. ,,შლაგბაუმი‘‘ და დატოვა შენობის ტერიტორია. მოგვიანებით კი აღნიშნული ავტომანქანით დაკავებულ იქნა ლ-------------–---–ი.

 

საყურადღებო მტკიცებულებას წარმოადგენს, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლითაც დასტურდება მოწმე ე--------------–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ დაჭრის შემდეგ ლ-------------–---–ი შეეჯახა კედელს და მიიღო დაზიანება. კერძოდ, დასკვნის თანახმად, ლ-------------–---–ს, სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას, სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებანი, რაც, როგორც ცალ-ცალკე, ისე - ერთობლიობაში, განეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად.

 

ის ფაქტი, რომ ნამდვილად სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება ჰქონდა დაჭრის შედეგად მიყენებული დაზარალებულს, დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, რომლის თანახმადაც, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ნ----------ე 2019 წლის 11 თებერვლიდან 2019 წლის 17 თებერვლის ჩათვლით კლინიკაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას დიაგნოზით: გულმკერდის უკანა კედლის ღია ჭრილობა შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში. მარცხენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. მარცხენა მტევანზე - ექსკორიაცია. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსით, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო თავის ტვინის შერყევა და ექსკორიაცია - რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. მკვლელობის განზრახვის დასადგენად პალატა მხედველობაში იღებს არა მხოლოდ დაზიანების ხარისხს, არამედ - დაზიანების ლოკალიზაციასაც, ვინაიდან, რიგ შემთხვევაში, დაუმთავრებელი დანაშაულის პირობებში, შესაძლოა, საერთოდაც არ იყოს სახეზე დაზიანება, მაგრამ მოსალოდნელი დაზიანების ლოკაციის განსაზღვრით დადასტურდეს პირის განზრახვა. კონკრეტულ შემთხვევაში კი დაფიქსირებულია გულმკერდის უკანა კედლის ღია ჭრილობა, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში.

 

მსჯავრდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაციის განსაზღვრისას პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დაჭრის შემდეგ მსჯავრდებულმა თავადაც მიიღო დაზიანება, შეეჯახა კედელს და დანა გაუვარდა ხელიდან. ხსენებულმა გარემოებებმა შემაცირა მისი მხრიდან განმეორებით დანის დარტყმის შესაძლებლობა, იმ პირობებში, როცა შემთხვევიდან დაახლოებით 5-10 მეტრში უკვე იმყოფებოდა ხალხი, ერთ-ერთი მათგანი კი საშველადაც მირბოდა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება #227აპ-16, 29.09.16).

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს ლ-------------–---–ის მიერ ქმედების პირდაპირი განზრახვით ჩადენას, რადგან მას ჰქონდა კონკრეტული მოტივი, თუ რატომ სურდა სიცოცხლის მოსპობა დაზარალებულისთვის, ხოლო ბრალდებულის ქცევა, კერძოდ, ძალადობრივი ქმედებით დაზარალებულის მანქანაში ჩასმა, ხოლო გაქცევის შემდეგ - დადევნება, მიყენებული ჭრილობის ხარისხი და ლოკაცია მიუთითებს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი ითვალისწინებდა და სურდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის გარდაუვალობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დადგა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის პირველი შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ლ-------------–---–ი და ნ----------ე არიან განქორწინებული მეუღლეები.

 

ვინაიდან ლ-------------–---–ის მიერ დანაშაული - განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილია ყოფილი მეუღლის - ნ----------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის მიზნებისათვის კი ყოფილი მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად, პალატას მიაჩნია, რომ ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘ ქვეპუნქტით.

 

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა იქნეს გაზიარებული, კერძოდ:

 

პალატა, გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად არ მიიჩნევს ლ-------------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას - დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენასთან მიმართებით და თვლის, რომ იგი ამ ნაწილში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულ ნ----------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, იგი ლ-------------–---–ზე დაქორწინდა 1996 წელს და ჰყავთ 2 შვილი. ქორწინების პერიოდში ბრალდებული რამდენჯერმე იყო გასამართლებული. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ლ-------------–---–ი 3-4 წელი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. იგი ამ პერიოდში ცხოვრობდა ქმრის ოჯახში და, როგორც ქმართან, ასევე, მისი ოჯახის წევრებთან ჰქონდა კარგი, უკონფლიქტო ურთიერთობა. დაზარალებული ნ----------ე ლ-------------–---–თან განქორწინდა 2016 წელს, განქორწინების მიზეზი კი იყო ის გარემოება, რომ ლ-------------–---–ი ოჯახთან ერთად პრაქტიკულად არ ცხოვრობდა. შემდგოში განქორწინების ფაქტი გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი, თუმცა, დაზარალებულის განმარტებით, განქორწინების შემდგომაც ლ-------------–---–ი მიდიოდა ხოლმე დაზარალებულის ოჯახში, ისინი საუბრობდნენ და ერთმანეთთან არ ჰქონდათ არანაირი პრობლემა, მათ შორის არასდროს ყოფილა უთანხმოება და შევიწროება გენდერის ნიშნით.

 

პალატას ზემოთ უკვე ჰქონდა მსჯელობა მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით, რაც შეეხება გენდერის ნიშნით მკვლელობის დროს ქმედების განმსაზღვრელი მოტივი მსხვერპლის გენდერული კუთვნილებაა. შესაბამისად, დამნაშავის სპეციალური მიზანი და სურვილი სწორედ ამ ნიშნით, გენდერული იდენტობით, მკვლელობის განხორციელებაა. ამასთან, ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია, იგი გაიმიჯნოს სხვა პირადი მოტივებისგან (შურისძიების, ეჭვიანობის და ა.შ.), ვინაიდან რიგ შემთხვევაში ამგვარი მოტივების არსებობა მთლიანად გამორიცხავს გენდერის ნიშანს.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. ,,სტამბულის კონვენცია“, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით) კონვენციის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ამავე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, „ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით“ გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა, რომ მკვლელობის მცდელობა სწორედ გენდერის ნიშნით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული უარყოფს მასსა და ბრალდებულს შორის გენდერის ნიშნით კონფლიქტს. პარალელურად კი, საქმეში გამოკვეთილია შურისძიების მოტივი და ბრალდებულის განაწყენება იმ ფაქტით, რომ, მისი აზრით, დაზარალებულმა შეატყობინა პოლიციას 2019 წლის 10 თებერვალს მეუღლის ბინაში მისვლისა და შვილთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ.

 

დანაშაულის დამამძიმებელი ნიშნით კვალიფიკაციის დროს აუცილებელია დადგინდეს, რომ პირს შეცნობილი ჰქონდა ამგვარი მაკვალიფიცირებელი ნიშანი და აღნიშნულს მოიცავდა მისი განზრახვა. მოცემულ შემთხვევაში კი, დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულის კონკრეტული დამოკიდებულება დაზარალებულისადმი არ გულისხმობს ქალის განზრახ მკვლელობის სურვილს, იმის გამო, რომ იგი ქალია. ამდენად, პალატა თვლის, რომ ლ-------------–---–ი განზრახ მკვლელობის მცდელობაში გენდერის ნიშნით, დანაშაულიში რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ პუნქტით ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ-------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. ასევე გადაწყვეტილებას ლ-------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტის ამორიცხვის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა დაირღვეს მაშინ, როცა პირი ადამიანს ემუქრება ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). შეფასებისას აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი და რეალური შიში. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი/აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

მართალია, დაზარალებულმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მას მეუღლე წარსულში არასდროს დამუქრებია და არც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონია მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას ადგილი, თუმცა მის მიერ გადმოცემული ფაქტები, ბრალდებულის მხრიდან დანის დემონსტრირება, მეუღლის აგრესიული ქმედებების გამო შიშის საფუძველზე მანქანაში ჩაჯდომა, ხოლო შემდეგ უკვე დაძრული მანქანიდან მისი გადმოხტომა და გაქცევა სიტყვებით: ,,მიშველეთ‘‘, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ დაზარალებულში ლ-------------–---–ის ქმედებებმა გამოიწვია შიში, რასაც თავადაც ადასტურებს დაზარალებული.

 

ამასთან, პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ, შესაძლოა, მუქარა გადაიზარდოს სხვა დანაშაულის მომზადებასა თუ მცდელობაში. ამგვარ შემთხვევებში კი, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, არამედ - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის მომზადებით ან მცდელობით.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ მართალია წარმოდგენილი მტკიცებულებებით იკვეთება მუქარის შემადგენლობის ნიშნები, თუმცა მუქარა, დროის მცირე მონაკვეთში, ბრალდებულის მიერ რეალიზებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში. რისი გათვალისწინებითაც პალატა თვლის, რომ ლ-------------–---–ის ქმედების დამატებით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება არის ზედმეტი და მას აღნიშნული ბრალდება უნდა ამოერიცხოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ობიექტური მხრივ ძარცვა გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში. ამ დროს დამნაშავე სხვის მოძრავ ნივთს ეუფლება მართლსაწინააღმდეგოდ და აშკარად.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ბრალდებული აშკარად დაეუფლა ავტომანქანას, რომელიც რეგისტრირებული იყო დაზარალებულის სახელზე და აღნიშნული ავტომანქანით იგი გადაადგილდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თუმცა პალატა თვლის, რომ კვალიფიკაციის მიზნებისთვის კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემატურია ის საკითხი, თუ რამდენად მართლსაწინააღმდეგოდ განხორციელდა მოძრავი ნივთის დაუფლება ლ-------------–---–ის მიერ.

 

დაზარალებულის დედის, ც-–----------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ზემოაღნიშნული ავტომანქანა არის ნ----------ის საკუთრება და იგი შეძენილია მისი მეორე შვილის - მ---- და ბებიის - ე---------------–---–-- ერთობლივი თანხებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოს განმარტავს დაზარალებული. იგი აღნიშნავს, რომ მანქანა გაფორმებულია მის სახელზე, თუმცა იგი შეიძინა ოჯახის საერთო ფულით, მათ შორის, ლ-------------–---–ის მშობლების თანხით.

 

სასამართლო აფასებს მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი მიზნებისათვის, ნივთის კუთვნილების დადგენისას, რიგ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია იმ საკითხს, თუ ვისი ფინანსური სახსრებით არის იგი შეძენილი, არამედ მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს იმ გარემოებაზე, თუ კონკრეტულ პირს რა შემხებლობა აქვს ნივთთან, მათ შორის, თუ ვინ შეიძლება იქნეს მიჩნეული ნივთის ,,მესაკუთრედ“. განსახილველ შემთხვევაში, ავტომანქანა რეგისტრირებულია ნ----------ის სახელზე. ამასთან, დგინდება, რომ ნივთის მფლობელიც თავადაა. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ბრალდებული დაეუფლა სხვის მოძრავ ნივთს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია.

 

რაც შეეხება დაუფლების მართლსაწინააღმდეგო ხერხს და მისაკუთრების მიზანს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლწინააღმდეგობა ობიექტური კატეგორიაა, რომელიც პირს სუბიექტურადაც უნდა ჰქონდეს შეცნობილი იმგვარად, რომ მისი ქმედება წინააღმდეგობრივია დადგენილ წესებთან. ამ კუთხით მსჯელობისთვის პალატა ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც ის განმარტავს, რომ მან ავტოსადგომზე შეხვედრისას ყოფილ ქმარს შესთავაზა მანქანის თხოვება, კერძოდ, უთხრა, რომ ათხოვებდა მანქანას, თუმცა თავად სამსახურის გამო ვერ გაჰყვებოდა. ამასთან, დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ლ-------------–---–ის მხრიდან ნ----------ის საკუთრებაში არსებული მანქანით სარგებლობის ფაქტს ადრეც ჰქონია ადგილი. პალატა აღნიშნავს, რომ ის მოცემულობა, რაზეც კონკრეტულ შემთხვევაში უთითებს დაზარალებული, გამორიცხავს მართლწინააღმდეგობის ობიექტურ, შესაბამისად, სუბიექტურ კრიტერიუმს, ვინაიდან ნივთის თხოვების გზით მისი დაუფლება არ შეიცავს მართლსაწინააღმდეგო შინაარსს და ამასთან, არც მისაკუთრების მიზანი იკვეთება.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ბრალდების ფარგლებში, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ იმგვარი ქმედების შემადგენლობის განხორციელება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით. შესაბამისად, იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, პალატა მსჯელობას აღარ იქონიებს აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, არ დასტურდება ქმედების ძირითადი შემადგენლობა (ძარცვა).

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლი ამავე კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ, არ მიიჩნევს ოჯახურ დანაშაულად და თვლის, რომ კვალიფიკაციისას არასწორად არის მითითებული საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, აგრეთვე, სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულს წარმოადგენს შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. ქმედების ობიექტური შემადგენლობა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით დაკისრებული ვალდებულებების/მოთხოვნების დარღვევაში გამოიხატება, ქმედების სუბიექტური შემადგენლობა კი, მის განზრახ ჩადენას გულისხმობს.

 

წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება არც ქმედების ობიექტური (ქმედება, ანუ დანაშაულის ჩადენა შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ) და არც სუბიექტური შემადგენლობა (განზრახვა), შემდეგ გარემოებათა გამო:

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-36 პუნქტის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. ამასთან, სისხლისსამართლებრივი მიზნებისათვის კუმულაციურად, ასევე, მნიშვნელოვანია ვალდებულების განჭვრეტადობის კომპონენტიც. ვალდებულების ადრესატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, აღიქვას ვალდებულების შინაარსი და თავისი ქცევის განხორციელების დროს განჭვრიტოს მოსალოდნელი შედეგები.

განსახილველ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერი გამოცემულია 2019 წლის 11 თებერვალს, 02:20 საათზე, ხოლო წარდგენილი ბრალდების თანახმად, იგი იმავე დღეს დაახლოებით 13:00-13:59 საათამდე პერიოდში (ვიდეოჩანაწერების თანახმად) დარღვეულია ბრალდებულის მიერ. როგორც საქმის მასალებით, კერძოდ, შესაბამისი ოქმებით დგინდება, ლ-------------–---–ს შემაკავებელი ორდერი არ აქვს ჩაბარებული. ამდენად, დაზარალებულთან სამსახურში მისვლის დროს ბრალდებულს ვერ ექნებოდა გაცნობიერებული ქმედების ობიექტური მხარე (ქმედების დასჯადობა) და იგი თავისი გამიზნული ქმედებით ვერ უგულებელყოფდა მას (განზრახვა), ვინაიდან მისთვის უცნობი იყო ვალდებულების არსი და შინაარსი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია, გონივრულ ეჭვს მიღმა იქნეს დადასტურებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე, სუბიექტური შემადგენლობა, რაც კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით არ დგინდება, ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ არ იკვეთება დანაშაულის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანი, პირისათვის ქმედების ბრალად შერაცხვა სამართლებრივად შეუძლებელია. შესაბამისად, ლ-------------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში.

 

პალატა თვლის რომ გაზიარებული უნდა იქნეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ლ-------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 11119,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. ამავე კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261, 137-ე-139-ე, 141-ე, 143-ე და 144-ე-1443 მუხლებით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ კოდექსის 1261 მუხლით ან რომელიმე სხვა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენით ლ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათავის და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. ლ-------------–---–მა სასჯელის მოხდა დაასრულა 2018 წლის 18 ოქტომბერს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლ-------------–---–ს ზემოთ მითითებული განაჩენით დადგენილი ნასამართლობა გაქარწყლებული არ აქვს. იგი ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევია სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პალატა თვლის, რომ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის მე-2 შენიშვნა მითითებას აკეთებს არა ამავე შენიშვნაში ჩამოთვლილ დანაშაულებზე, არამედ ხსენებულ მუხლში მითითებულ დანაშაულებზე. შენიშვნაში მითითებული ფრაზა ,,ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა“ - კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით გაგებული უნდა იქნეს იმდაგვარად, რომ მითითება კეთდება სწორედ რომ ზემოაღნიშნულ მუხლზე - კერძოდ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე. ამ მსჯელობას ამყარებს აგრეთვე ის გარემოება, რომ შენიშვნაში არსებულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების ჩამონათვალში მითითებულია ამავე კოდექსის 1261 მუხლი. თუ კანონმდებელი შენიშვნაში მითითებული მუხლებით მსჯავრდების შემთხვევაში ჩათვლიდა ქმედებას არაერთგზის ჩადენილად, მაშინ ცალკე აღარ გამოყოფდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლს, ვინაიდან იგი უკვე მითითებულია შენიშვნაში გაკეთებულ მუხლების ჩამონათვალში და შენიშვნას ექნებოდა შემდეგი სახე: ,,ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261, 137-ე−139-ე, 141-ე, 143-ე და 144-ე−1443 მუხლებით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა რომელიმე სხვა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა“. ამასვე მოწმობს ტერმინი ,,ზემოაღნიშნული მუხლით გათავლიწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა“, რაშიც კანონმდებელი მოიაზრებს ყველა ,,ოჯახურ დანაშაულს“, რომელიც განმარტებულია საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის ძირითად ნაწილში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით, პალატა თვლის რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენში და ლ-------------–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ლ-------------–---–ის მიმართ პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის რომ შეურიგდა დაზარალებული.

 

ლ-------------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსული ნასამართლობა და დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად: სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად კი, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

პალატა თვლის, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა გახდა ლ-------------–---–ის ქმედების დამამძიმებელი გარემოება (მის მიერ ჩადენილი ქმედება შეფასდა არაერთგზის ჩადენილად), მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, გათვალისწინებული არ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე- 3 ნაწილით დადგენილი წესი, ვინაიდან ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ,, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი“.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის განსაზღვრისას პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, ქმედებით გამოწვეულ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და თვლის რომ ლ-------------–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმი - 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფლდეს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფლდეს.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენში.

 

ლ-------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ლ-------------–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 1,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტი.

 

ლ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

 

ლ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 12 თებერვლიდან.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ლ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

 

ტანსაცმელი, პირადობის მოწმობა, ,,ტოიოტას‘‘ მარკის ავტომანქანა და გასაღები, პოლიეთილენის პარკები, შიგთავსით, და პლასტმასის ვედრო, მასში არსებული მასით, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ნ----------ის სამედიცინო დოკუმენტაცია და ტომოგრამა დაუბრუნდეს აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს.

 

დანა, მინის ნამსხვრევები, ანაწმედები, სუნის და ნერწყვის ნიმუშები, მიკრონაწილაკები და ხელის კვალი განადგურდეს.

 

3 (სამი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

ვახტანგ მრელაშვილი