განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.11.2019
საქმის ნომერი
330310018002573751
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002573751 (საქმე №3ბ/1140-19)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშილი

 

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - დ----------–---ი;

წარმომადგენელი - ქ------------------ე;

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ი--------–--ა;

 

დავის საგანი - კომპენსაციის, მიუღებელი შემოსავლის და მკურნალობის ხარჯების დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტების მოთხოვნა:

 

1.1. დ----------–---ი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ასევე დაკმაყოფილდეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილშიც.

 

1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს სრულად ეთქვეს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

დ----------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ----------–---ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება. დ----------–---ის სასარჩელო მოთხოვნები მიუღებელი შემოსავლის 43 700 (ორმოცდასამი ათას შვიდასი) ლარის და მკურნალობის ხარჯების 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადახდის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2012 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ----------–---ს შორის გაფორმდა კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის თანახმად, დ----------–---მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული ,,სამხედრო მოსამსახურე“, უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. კონტრაქტის 3.3. პუნქტის თანახმად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ მიეკუთვნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ იმ კატეგორიას, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) გავლას, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის 3.2. პუნქტის მოქმედება. ამ შემთხვევაში, კონტრაქტის მოქმედებისა და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლება ამ კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 12 ოქტომბრის კონტრაქტი (იხ. ს.ფ. 172-175).

 

2016 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ----------–---ს შორის გაფორმდა N4-----6 ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, დ----------–---მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 18.09.2015 წლის N---- ბრძანებით პ------–----–--ის რიგითი დ----------–---ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–----------–---–-------------–---------–--------–---–-----------–----–--------–---–---–----------------–--------------------------–----------–--------–---–----------------------------------------–-------------–---.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2016 წლის 12 ოქტომბრის N4-----6 ხელშეკრულება - კონტრაქტი (იხ.ს.ფ. 18-21);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 18.09.2015 წლის N---- ბრძანება (იხ. ს.ფ. 50);

 

სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სპეციალური დანიშნულების სკოლის სპეციალური დანიშნულების კურსის პირადი შემადგენლობისთვის საპარაშუტო მომზადების სკოლაში დაგეგმილი ,,პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსის“ პროგრამის მიხედვით საპარაშუტო სწავლების (პრაქტიკული ხტომები) ჩატარების შესახებ 2016 წლის 11 აპრილის N--- ბრძანების თანახმად, განისაზღვრა, რომ 2016 წლის 19, 20 და 22 აპრილს ჩატარდეს სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სპეციალური დანიშნულების სკოლის სპეციალური დანიშნულების კურსის პირადი შემადგენლობისთვის,,პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსის“ პროგრამის მიხედვით საპარაშუტო სწავლება (შემდგომში სწავლება) (პრაქტიკული ხტომები). სწავლება მიზნად ისახავდა პარაშუტის პირველადი მომზადების, საპარაშუტო ხტომების პრაქტიკული შესრულების, ტვირთით და იარაღით საპარაშუტო ხტომების უნარჩვევების ათვისებას.

 

ხტომებში მონაწილე პირადი შემადგენლობის სახელობით სიაში მ---- ნომრად მითითებულია I---–------------ი დ--------------------–---ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის 2016 წლის 11 აპრილის N--- ბრძანება (იხ. ს.ფ. 46-49);

 

სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის ვიცე-პოლკოვნიკის სამსახურებრივი შეფასების თანახმად, 2016 წლის 20 აპრილს სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორთა ჯგუფის პარაშუტის დამკეც I---–---ს რ-თ დ--------------------–---ს ,,პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსზე“ დაუზიანდა მ---–---- ფეხი. სამხედრო მოსამსახურე 2016 წლის 20 აპრილს იმყოფებოდა ბ---–---ის საპარაშუტო მომზადების სკოლის ტერიტორიაზე, სადაც ტარდებოდა ,,პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსი“. საქმესთან დაკავშირებული ახსნა-განმარტებებისა და ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 20 აპრილს დაახლოებით 11:00-11:30 საათის დროის მონაკვეთში I---–---ს რ-თი დ--------------------–---ი საფრენი აპარატიდან გადმოხტა ინსტრუქტაჟის წესების სრული დაცვით გუმბათი გაიშალა სტანდარტულად. მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე არ შეიმჩნეოდა აჩქარება, ამავე დროს დ-----–---ის მხრიდან ხდებოდა ქარის მაჩვენებლით ხელმძღვანელობა. დაახლოებით 20-30 წამის შემდეგ მან დააფიქსირა, რომ ქარის მაჩვენებელი ნიშნული იყო ჩამქრალი და შესაბამისად არ აჩვენებდა ქარის მიმართულებას ამ დროს მიწაზე მყოფი ინსტრუქტორი მას შეძახილით აძლევდა ინსტრუქციას, რომ გუმბათი დაეტრიალებინა მ---–---- მხარეს, რაც დ------–---მა შეასრულა, მაგრამ მოუვიდა ზომაზე მეტი, რადგან ვერ გრძნობდა ქარის მიმართულებას. მიწაზე მყოფი ინსტრუქტორი კვლავ განაგრძობდა შეძახილით ინსტრუქციის მიცემას, მაგრამ როგორც თავად დ------–---ი განმარტავს უკვე ვერ ასწრებდა რეაგირებას და მოემზადა მიწაზე დასაშვებად, რამდენიმე წამში ის დაეშვა მიწაზე და დაშვების არარეკომენდირებული სიჩქარის გამო მას დაუზიანდა მ---–---- ფეხი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორთა ჯგუფის პარაშუტის დამკეცი I---–---ს რ-თ დ--------------------–---მა დაზიანება მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ექსტრემალურ სიტუაციაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის ვიცე-პოლკოვნიკის სამსახურებრივი შეფასება (ი.ხ. ს.ფ. 44);

 

უფროსი სერჟანტის, საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორ-პარაშუტისტის (ბორტოპერატორი) ლ-------–----ის 2016 წლის 27 აპრილის ახსნა-განმარტების თანახმად, მიმდინარე წლის 19, 20 და 22 აპრილს ბ---–---ის საპარაშუტო მომზადების სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა პირველად საპარაშუტო მომზადების კურსი. აღნიშნულ კურსზე მონაწილეობას ღებულობდა საპარაშუტო მომზადების სკოლის საპარაშუტო სწავლების ინსტრუქტორთა ჯგუფის პარაშუტის დამკეცი პ------–----–--ის რიგითი დ----------–---ი. 20 აპრილს მესამე აფრენის დროს დ------–---ი იყო დესანტირების დროს მ------- კაცი და მან საფრენი აპარატიდან გამოსვლა შეასრულა ინსტრუქტაჟის სრული წესების დაცვით. დ----------–---მა მიწაზე დაშვების დროს მიიღო მ---–---- ფეხის დაზიანება.

 

I---–------------ი ნ----------------------–----ას (პარაშუტის დამკეცი) 2016 წლის 27 აპრილის ახსნა-განმარტების თანახმად, მიმდინარე წლის 19, 20 და 22 აპრილს ბ---–---ის საპარაშუტო მომზადების სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ,,პარაშუტისტების პირველადი მომზადების კურსი“, აღნიშნულ კურსზე იგი ასრულებდა ხტომებს. 10 აპრილს დაახლოებით 11:30 წუთზე პ------–----–--ის რიგითი დ----------–---ს პარაშუტით გადმოხტომის დროს მიწაზე დაშვებისას დაუზიანდა ფეხი. როგორც მიწაზე მყოფი ინსტრუქტორების შეძახილიდან გაარკვია ვ---–---მა არ დაიცვა სწორი პოზიცია რის გამოც დაუზიანდა ფეხი.

 

ი-------------------–------ის 2016 წლის 27 აპრილის ახსნა - განმარტების თანახმად, მიმდინარე წლის 19, 20 და 22 აპრილს ბ---–---ის საპარაშუტო მომზადების სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ,,პარაშუტისტების პირველადი მომზადების კურსი“, აღნიშნულ კურსზე მონაწილეობას ღებულობდა საპარაშუტო მომზადების სკოლის საპარაშუტო სწავლების ინსტრუქტორთა ჯგუფის პარაშუტის დამკეცი პ------–----–--ის რიგითი დ----------–---ი. აღნიშნულ კურსზე დაშვების მოედანზე იგი იყო დამხმარე ინსტრუქტორი და დაშვების დროს აძლევდა ინსტრუქციებს ს/მოსამსახურეებს. 20 აპრილს მესამე აფრენის დროს დ----------–---ი იყო მ------- მედესანტე. მიწაზე დაშვებმადე დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე, შეძახილებით დ----------–---ს მივეცი მითითებები, რომ გუმბათი შეებრუნებინა დაშვებამდე ქარის საწინააღმდეგო მხარეს და ამით შეემცირებინა ჰორიზონტალური დაშვების სიჩქარე, როგორც ეს ინსტრუქტაჟში იყო გათვალისწინებული, რაც მან არ გაითვალისწინა და გუმბათი დააყენა ქარის მიმართულებით. გუმბათის გადაადგილების სიჩქარე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არის 2-3 მ/წამში რასაც ემატება ქარის სიჩქარე რომელიც აღნიშნულ დღეს იყო დასაშვები 3-4 მ/წამში დაქროლვით, რასაც დაემატა გუმბათის 2-3 მ/წამი სიჩქარე, რაც მიწაზე დაშვებისთვის არის არარეკომენდირებული სიჩქარე. აღნიშნულმა სიჩქარემ გამოიწვია დაშვების დროს დ------–---ის ფეხის დაზიანება. აღნიშნულის შემდეგ მოხდა მისი დაუყონებლივ გადაყვანა ქ. თბილისის სამედიცინო კლინიკაში.

 

ი---------------------–------ის 2016 წლის 18 აგვისტოს განმარტების თანახმად, იგი შეირაღებულ ძალებში მსახურობს 2001 წლიდან. საპარაშუტო სკოლის პარაშუტის უფროსად (დამკეცი საწყობის უფროსი) იმყოფება 2010 წლიდან. სამსახურებრივად ევალება, როდესაც დაგეგმილი არის საპარაშუტო სკოლაში სწავლებები პარაშუტით ხტომაში იგი მასში მონაწილე პირად შემადგენლობებს უტარებს კონტროლს. 2016 წლის 11 აპრილის N--- ბრძანებით 2016 წლის 19 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით დაიგეგმა პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსის ფარგლებში პარაშუტით ხტომები. აღნიშნულ ხტომებში მონაწილეობდა პ------–----–--ის რიგითი დ----------–---ი, მან 2016 წლის 19 აპრილს განახორციელა პარაშუტით გადმოხტომა. მეორე ნახტომი უნდა შეესრულებინა 20 აპრილს.

 

2016 წლის 20 აპრილს სწავლებაში მონაწილე პირადმა შემადგენლობამ დაიწყო მომზადება ხტომებისათვის მასში მონაწილეობდა დ----------–---ი. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი და ჩასხდნენ საფრენ აპარატში და ავიდნენ დაახლოებით 700 მეტრზე. ამ დროს მეტეოლოგიური პირობები შეესაბამებოდა სწავლებისათვის დასაშვებ პირობებს. დ----------–---მა შეასრულა ნახტომი და დაიწყო დაშვება ძირს. პარაშუტი გაიშალა შეუფერხებლად. როდესაც პარაშუტი არის 200 მეტრზე ზემოთ სიმაღლეზე მას შეუძლია პარაშუტი მართოს ნებისმიერ მიმართულებით ხოლო როდესაც ჩამოვა 200 მეტრის სიმაღლეზე უნდა დაიწყოს მომზადება დასაშვებად და არ შეიძლება ინსტრუქტაჟს მიხედვით რაიმე მანევრის შესრულება, როდესაც ვ---–---ი დაეშვა აღნიშნულ ზღვრის სიმაღლეზე მოულოდნელად ქარმა შეიცვალა ქროლის მიმართულება, რის გამოც დ----------–---მა დაკარგა ქარის მაჩვენებელი და დაიწყო სწრაფად დაშვება. ამ დროს ის აძლევდა სიტყვიერ მითითებას, მაგრამ დ----------–---ი აღნიშნულს ვერ შეასრულებდა. რის გამოც დ----------–---მა ვერ შეძლო მიწაზე ნელი დაშვება და დახტომის დროს მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება, კერძოდ, მ---–---- ფეხზე ქონდა მრავლობითი მოტეხილობები, რაზედაც ჩაუტარდა ოპერაცია. დ----------–---ს გადმოხტომის მომენტში და ჰაერში ყოფნის დროს არანაირი ინსტრუქტაჟი და წესები არ დაურღვევია, აღნიშნული გამოიწვია ქარის მიმართულების შეცვლამ, რომელიც მოხდა მაშინ როდესაც დ----------–---ი იყო იმ ზღვარს ქვემოთ, რის შემდეგაც არ შეიძლებოდა რაიმე მანევრის შესრულება და ყოველივე მოხდა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად.

 

დ----------------- ვ---–---ის 2016 წლის 15 აგვისტოს განმარტების თანახმად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 2012 წლიდან, ხოლო სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის საპარაშუტო სწავლების ინსტრუქტორთა ჯგუფის პარაშუტის დამკეცად იმყოფება 2015 წლის სექტემბრის თვიდან. სასწავლო ცენტრის მეთაურის 2016 წლის 11 აპრილის N--- ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის წლის 19, 20 და 22 აპრილს პირად შემადგენლობასთან ერთად მონაწილეობას იღებდა პარაშუტის პირველადი მომზადების კურსის პროგრამის მიხედვით პარაშუტით პრაქტიკულ ხტომებში. ხტომები დაიწყო 19 აპრილს, აღნიშნულ დღეს შეასრულა ერთი ნახტომი, ხოლო მეორე ნახტომი 20 აპრილს უნდა შეესრულებინა. 2016 წლის წლის 20 აპრილს დაიწყო ხტომები 200 მეტრის სიმაღლიდან, რაშიც მონაწილეობდა ის. მან შეასრულა ნახტომი საფრენი აპარატიდან ინსტრუქტაჟის წესების დაცვით. გადმოხტომის შემდეგ ჩვეულებრივად გაიშალა პარაშუტი არ შექმნია რაიმე დაბრკოლება და დაიწყო დაბლა სვლა. დაშვების დროს როგორც წესი შეამოწმა ქარის მაჩვენებელი და იყო ყველაფერი ნორმის ფარგლებში. დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე ჩამოსვლის შემდეგ მან კვლავ შეამოწმა ქარის მაჩვენებელი, რათა პარაშუტი მიეტრიალებინა ქარის მოძრაობის მიმართულებით რა დროსაც ქარის მაჩვენებელი აღარ ჩანდა. აღნიშნული შენიშნა ინსტრუქტორმა, რომ იყო პრობლემები და ქვემოდან შეძახილებით დაიწყო მითითებების მიცემა, მაგრამ უკვე ვეღარ ახერხებდა მითითებების შესრულებას, რადგან ნიადაგისკენ ეშვებოდა სწრაფად და დაახლოებით 11 საათსა და 15 წუთზე მთელი ინერციით დაეცა ნიადაგზე, რის გამოც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები, მან ნახტომი შეასრულა ინსტრუქტაჟის სრული დაცვით და თუ რამ გამოიწვია აღნიშნული მისთვის უცნობია. ის დახტომას ნიადაგზე ვერ შეძლებდა ნელა ვინაიდან პარაშუტმა ნიადაგიდან 200 მეტრის სიმაღლიდან დაიწყო სწრაფად დაშვება, ასევე ვეღარ ახერხებდა ინსტრუქტორის სიტყვიერი მითითებების შესრულებას, ვინაიდან ნიადაგისკენ მოდიოდა ძალიან სწრაფად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ-------–----ის 2016 წლის 27 აპრილის ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ. 51); ნ--------–-----ს 2016 წლის 27 აპრილის ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ. 52);

- ი--------------------–------ის 2016 წლის 27 აპრილის ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ. 53);

- ი--------------------–------ის 2016 წლის 18 აგვისტოს განმარტება (იხ. ს.ფ. 62-64);

- დ--------------------–---ის 2016 წლის 15 აგვისტოს განმარტება (იხ. ს.ფ. 59-61);

 

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის 2016 წლის 31 აგვისტოს N--------------- წერილის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს გაეგზავნა ლევან სამსახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N------------, რომლის თანახმად სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურის, დ--------------------–---ის მიღებული ტრამვა მ---–------------–-----------------------–-----–-----ით, მ---–------------–---------–---------------------–--------------–-----–--------, მ---–---------------------------------–------------–-----–-------------–-----------------------–----------------------–--------------------.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის 2016 წლის 31 აგვისტოს N--------------- წერილი (ი.ხ. ს.ფ.

82);

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 29 აგვისტოს N------------ დასკვნის თანახმად, 2016 წლის 20 აპრილს დ----------–---ი მონაწილეობას იღებდა ,,პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსი''-ს პროგრამის მიხედვით გამართულ პარაშუტით ხტომების პრაქტიკულ სწავლებებში, რომელიც მიმდინარეობდა ბ---–---ის რაიონში დისლოცირებულ საპარაშუტო მომზადების სკოლის ბაზაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გაცემული, სტაციონარული პაციენტის N---- სამედიცინო ბარათიდან ირკვევა და ვ---–---ი ჰოსპიტალში მოათავსეს 2016 წლის 20 აპრილს, 12:35 საათზე. უჩიოდა ტკივილს მ---–-----–----------------–-------------------–-. ლოკალურად: ავადმყოფი იმყოფება წოლით მდგომარეობაში, კ----–----------------------–-----------–----------------------–----. ს----------------------–----–-–--------–------–--–----------------–---------------–------------–-. დაენიშნა რენტგენოლოგიური კვლევა-რენტგენოგრამაზე აღინიშნებოდა მ---–------------–-----------------------–-----–-----ით, მ---–-----–---------–-----------–----------–-----------–---------------–-----–--------------–------–-----–---------–------------------------------------------–-----–--------------–--------------------------------–------------–-----–-------------–-. მოთავსდა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ოპერაციული მკურნალობის მიზნით. 2016 წლის 20 აპრილი 18:30-20:50სთ. ოპერაციის პროტოკოლი N---- სპინალური ანესთეზიით ჩაუტარდა ოპერაცია მ---–------------–------------------------------- ჭანჭიკების გამოყენებით. 2016 წლის 22 აპრილს გაწერილი იქნა ამბულატორიულ მკურნალობაზე, დიაგნოზი: მ---–------------–-----------------------–-----–-----ით, მ---–------------–---------–-----------–----------–-----------–--------------–-----–--------------–------–-----–---------–----------------------–--------------–-----–--------------–---------------------------------–------------–-----–-------------–-.

 

წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მიხედვით დ----------–---ს, 2016 წლის 20 აპრილს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი: მ---–------------–-----------------------–-----–-----ით, მ---–------------–---------–-----------–----------–-----------–--------------–-----–--------------–------–-----–---------–----------------------–--------------–-----–--------------–---------------------------------–------------–-----–-------------–-.

 

დაზიანება მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნის ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 29 აგვისტოს N------------ დასკვნა (იხ.ს.ფ. 84-85);

 

N---- ავამყოფობის მოწმობის თანახმად, 2017 წლის 08 ნოემბერს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სამხედრო საექიმო კომისიის მიერ სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბის უფროსის 2017 წლის 08 ნოემბრის N------- მიმართვის საფუძველზე შემოწმდა დ--------------------–---ი და დაუდგინდა მ---–------------–-------------------–------------–---------–-----------–----------–-----------–----------–------–-----–---------–-----------------------------------------–---------------------------------–------------–------------–----------–-------------------------------–----------------------–--------------. სამხედრო ტრამვა. დაავადებათა ცხრილის 65ბ 82გ მუხლების II გრაფის და დმც-ის საფუძველზე ,,გ“ შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისთავის. თანმხლები არ ესაჭიროება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- N---- ავამყოფობის მოწმობა (იხ. ს.ფ.16);

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს N--------------- წერილის თანახმად, დ----------–---ს (პ/ნ 1----------) სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად (ნაკლებად მძიმე დაზიანება) 2016 წლის 28 სექტემბერს მიღებული აქვს ერთჯერადი დახმარება 3,000.00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ასევე 2017 წლის 1 და 4 დეკემბერს მასზე გაიცა ერთჯერადი გასასვლელი დახმარება 906.25 (ცხრაას ექვსი ლარი და 25 თეთრი) ლარი, ვინაიდან შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვილია ავადმყოფობის გამო და დახმარება 2,552.08 (ორი ათას ხუთას ორმოცდათორმეტი ლარი და 08 თეთრი) ლარის ოდენობით კონტრაქტზე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს N----------------- წერილი (იხ.ს.ფ. 117);

 

საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოლკოვნიკის 2016 წლის 17 სექტემბრის დასკვნის თანახმად, 2016 წლის 5 ივლისს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალებიდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა მასალები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო სკოლის საპარაშუტო სწავლების ინსტრუქტორთა ჯგუფის პარაშუტის დამკეცის, I კლასის რიგითის დ----------------- ვ---–---ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.

 

სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 18 სექტემბრის N---- ბრძანებით I---–---ს რიგითი დ------------------ ვ---–---ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–----------–---–-------------–---------–--------–---–-----------–----–--------–---–---–----------------–--------------------------–----------–--------–---–----------------------------------------–-------------–---. სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის 2016 წლის 14 აპრილის N--- ბრძანების საფუძველზე, I---–------------ი დ--------------------–---ი 2016 წლის 19, 20 და 22 აპრილს მონაწილეობას იღებდა „პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსი”-ს პროგრამის მიხედვით გამართულ პარაშუტით ხტომების პრაქტიკულ სწავლებაში, რომელიც მიმდინარეობდა ბ---–---ის რაიონში დისლოცირებულ საპარაშუტო მომზადების სკოლის ბაზაზე . 2016 წლის 20 აპრილს დ----------–---ი სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იმყოფებოდა ბ---–---ის რაიონში დისლოცირებულ საპარაშუტო მომზადების სკოლის ბაზაზე და მეთაურის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მონაწილეობდა AN-2 ტიპის თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტომაში. დაახლოებით 11 საათსა და 15 წუთზე, დ----------–---მა დაახლოებით 700 მეტრის სიმაღლიდან შესაბამისი წესების დაცვით განახორციელა პარაშუტით ხტომა და მიწაზე დაშვების დროს ქარის მიმართულების მოულოდნელად შეცვლის გამო დ----------–---მა ვერ შესძლო პარაშუტის მართვა და სწრაფად დაეცა ნიადაგზე, რის შედეგადაც მიიღო ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანეზის გამო დ----------–---ი იმავე დღეს გადაყვანილი იქნა ქალაქ თბილისში მდებარე შ.პ.ს. „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ საუნივერსიტეტო კლინიკა”-ში და დაუდგინდა დიაგნოზი: „მ---–------------–-----------------------–-----–-----ით, მ---–------------–---------–-----------–----------–-----------–---------------–-----–--------------–------–-----–---------–----------------------–---------------–-------–----------------–---------------------------------------–--------------–-------–-------------–-.”, რაზედაც ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 29 აგვისტოს N------------ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დ----------–---ის ჯანმრთელობის დაზიანება „მ---–------------–-----------------------–-----–-----ით, მ---–------------–---------–-----------–----------–-----------–--------------–-----–--------------–------–-----–---------–----------------------–--------------–-----–--------------–---------------------------------–------------–-----–-------------–-”, მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის საპარაშუტო სწავლების ინსტრუქტორთა ჯგუფის პარაშუტის დამკეცის, I---–------------ის დ--------------------–---ის ჯანმრთელობის დაზიანება დადგა მეთაურის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პარაშუტით ხტომის სწავლებაში მონაწილეობის დროს. შესაბამისად, საქართველოს კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე” (მეთაურის (უფროსის) მიერ გაცემული ბრძანების, განკარგულების ან დასახული ამოცანის შესრულება) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარშუტო მომზადების სკოლის საპარაშუტო სწავლების ინსტრუქტორთა ჯგუფის პარაშუტის დამკეცის, I---–------------ის დ--------------------–---ის ჯანმრთელობის დაზიანებები უნდა ჩაითვალოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად და მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 38-ე პუნქტით გათვალისწინებული მატერიალური უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოლკოვნიკის 2016 წლის 17 სექტემბრის დასკვნა (იხ.ს.ფ. 110-112);

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2017 წლის 22 ნოემბრის M-------------- ბრძანების თანახმად, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილის საბრძოლო მომზადების დარგში 2017 წლის 16 ნოემბრის N----------------- წერილისა და N---- ავადმყოფობის მოწმობის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის რეინჯერთა საცეცხლე მხარდამჭერი ასეულის საინჟინრო-მესანგრეთა ოცეულის საინჟინრო-მესანგრეთა მ-----------–-- მესანგრე (საშტატო კატეგორია ,,კ------–-“, შტატი N---------) კაპრალ-სპეციალისტი დ----------–---ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 16 ნოემბრიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 22 ნოემბრის M-------------- ბრძანება (იხ. ს.ფ. 22);

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი და მე-3 მუხლები, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები და განმარტა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 პუნქტზე აპელირებით (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან) მიუთითა, რომ ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება. აღნიშნულის შესაბამისად, საქმის განმხილველმა სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია მასზედ, რომ დ----------–---თან დადებული კონტრაქტი არ შეესაბამება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და არ ითვალისწინებს ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ დ----------–---ი აკმაყოფილებს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 43 700 (ორმოცდასამი ათას შვიდასი) ლარის და მკურნალობის ხარჯების 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, სასამართლომ სარჩელი ზემოაღნიშნული მოთხოვნების ნაწილში მიიჩნია დაუსაბუთებლად, მიუთითა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს N---------------- წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ დ----------–---ს (პ/ნ 1----------) სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად (ნაკლებად მძიმე დაზიანება) 2016 წლის 28 სექტემბერს მიღებული აქვს ერთჯერადი დახმარება 3,000.00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ასევე მიუთითა, რომ 2017 წლის 1 და 4 დეკემბერს მასზე გაიცა ერთჯერადი გასასვლელი დახმარება 906.25 (ცხრაას ექვსი ლარი და 25 თეთრი) ლარი, ვინაიდან შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვილია ავადმყოფობის გამო და დახმარება 2,552.08 (ორი ათას ხუთას ორმოცდათორმეტი ლარი და 08 თეთრი) ლარის ოდენობით მიეცა კონტრაქტზე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. ზემოაღნიშული გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----------–---ის მიმართ თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 38-ე პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტის საფუძველზე ერთჯერადი დახმარების სახით გაიცა 3000 ლარი.

 

საქმის განხილვის დროს ასევე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2017 წლის 22 ნოემბრის M-------------- ბრძანების თანახმად, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილის საბრძოლო მომზადების დარგში 2017 წლის 16 ნოემბრის N----------------- წერილისა და N---- ავადმყოფობის მოწმობის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის რეინჯერთა საცეცხლე მხარდამჭერი ასეულის საინჟინრო - მესანგრეთა ოცეულის საინჟინრო - მესანგრეთა მ-----------–-- მესანგრე (საშტატო კატეგორია ,,კ------–-“, შტატი N---------) კაპრალ -სპეციალისტი დ----------–---ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 16 ნოემბრიდან. ყურადღებ გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა.

 

ამასთან სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის იმ განმარტებაზე, რომ მართალია ადმინისტრაციულმა ორგანომ მოიკვლია მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზი, თუმცა დასკვნაში ნამსჯელი არ არის ზემოაღნიშნული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე. საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის საფუძველზე, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ასევე მიუთითა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ 208-ე მუხლზე არგუმენტირებით მიუთითა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, ამავე კოდექსის 992-ე მუხლი და აღნიშნა, რომ ზიანი ანაზღაურდება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს.

 

სასამართლომ ცალსახად დადგენილად მიიჩნია, რომ დ--------------------–---მა დაზიანება მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თუმცა საქმის მასალებით ცალსახად დადგენილად ვერ მიიჩნია დამდგარ შედეგში მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს (უფლებამოსილ პირთა) ბრალეულობა.

 

3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. დ----------–---ის სააპელაციო საჩივარი:

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ არ იქნა გამოკვლეული ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის მქონე არის საკითხის გადასაწყვეტად, ასევე სამართლებრივი შეფასების გარეშე იქნა დატოვებული საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დ----------–---ის დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გასაჩერება იმ დასაბუთებით, რომ აღდგენა მოეთხოვა საფუძველს მოკლებული იყო ვინაიდან, დ----------–---ის მიერ სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულებისას მოწინააღმდეგე მხარის უფლებამოსილი პირების ბრალეულობის შედეგად მიღებული ტრავმის გათვალისწინებით აღარ იყო მიზანშეწონილი იმავე სირთულის სამუშაოების, წვრთნების შესრულება. უდავოდ მიიჩნევს, რომ გათავისუფლების მიზეზი გახდა წვრთნის დროს მიღებული დაზიანება და მიუთითებს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არ იმსჯელა ამ დაზიანების გამომწვევ მიზეზებსა და დაზიანებაში კონკრეტული პირ(ებ)ის ბრალეულობის დადგენაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის დასაბუთებას კონკრეტული პირების ბრალეულობის შესახებ და წარმომადგენელს მიაჩნია, რომ აღნიშნული სრულებით საკმარისი იყო მიუღებელი შემოსავლის სახით მოწინააღმდეგისთვის თანხის დაკისრებისათვის როგორც სამართლებრივი ასევე ფორმალური გაგებით, ვინაიდან სადავო არ არის მხარეთა შორის დაზიანების მიყენების ფაქტი, ასევე გარემოებები, რამაც ხელი შეუწყო და გამოიწვია დამდგარი შედეგი. წარმომადგენლის განმარტებით, რადგან მოწინააღმდეგის უფლებამოსილი პირების ბრალეულობის ფონზე თავდაცვის სამინისტრომ მაინც გადაწყვიტა დ----------–---ის რეზერვში გაშვება, იგი ვალდებულია დ----------–---ს აუნაზღაუროს კუთვნილი ხელფასის სახით თანხა კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე, რასაც იგი მიიღებდა მის ჯანმრთელობას ზიანი რომ არ მისდგომოდა და თავდაცვის სამინისტროს ვადაზე ადრე, აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით არ უნდა გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან.

 

აპელანტის განმარტებით, სარჩელის მიზანს წარმოადგენს იმ სახელფასო დავალიანების მოპასუხისთვის დაკისრება, რაც უნდა მიეღო 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზანი, არსი და იდეა არის ის, რომ დ----------–---ის ბრალი გამოირიცხა შრომის უნარის დაქვეითების, ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული სირთულეების გამო, იგი ვეღარ ახერხებს მისთვის ნორმალური ცხოვრების წესის გაგრძელებას, საკუთარი ძალებით საჭირო ანაზღაურების გამომუშავებას, ეზრდება დანახარჯები მკურნალობას თუ გარემო პირობებთან დამატებით ადაპტაციის საჭიროების გამო. სწორედ ამ დანაკლისს ხმარდება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაც, რაც გადათვლილია იმ ვადაზე, რა ვადაშიც უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა სამკურნალო შვებულების განსაზღვრა აპელანტისთვის.

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს კომპენსაციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იმ მოცემულობაში როდესაც განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ დ----------–---მა სხეულის დაზიანება მიიღო ხელმძღვანლის მითითების/სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულებისას. აპელირებს სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის - ვიცე პოლკოვნიკი ს-----------------ის სამსახურეობრივ შეფასებაზე, რომლის თანახმად, დ----------–---ი საფრენი აპარატიდან გადმოტა ინსტრუქციის წესების სრული დაცვით და მან დროულადვე მიაწოდა ხელმძღვანელ პირებს ინფორმაცია, რომ ქარის მაჩვენებელი ნიშნული ჩამქვრალი იყო, ამასთან იგი უკვე იმყოფებოდა მიწიდან 200 მეტრზე დაბლა, რა დროსაც უკვე წესების თანახმად, აღარც შეიძლებოდა მანევრის გაკეთება.

 

წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის ბრალეულობა აღნიშნულ საქმეში გამორიცხული იყო და ყურადღების მიღმა დარჩა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის 2016 წლის 11 აპრილის N---- ბრძანებით ზუსტად იყო გაწერილი იმ პირების ვინაობა, ვისაც ევალებოდა აღნიშნული კურსის მომზადება, უსაფრთხოებასა და შესრულებაზე ზედამხედველობა. საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ აღნიშნულ კურსს ჰყავდა რამდენიმე ზედამხედველი, რომელთა მხრიდან უნდა გაკონტროლებულიყო მეტეოროლოგიური პირობები და ხტომების უსაფრთხოება და მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოიკვლია მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზი, დასკვნაში ნამსჯელი არ არის ზემოაღნიშნული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე. აპელანტი მიუთითებს, რომ სწავლების ჩატარების მიზნით მოწვეული იყო მეტეო სპეციალისტიც, რომელიც ვალდებული იყო წინასწარ მოეხდინა მეტეოროლოგიური მდგომარეობის გადამოწმება, გაეზომა ქარის არსებული სიჩქარე და აღნიშნულიდან გამომდინარე გამოეკვლია იყო თუ არა ქარის სიჩქარის დასაშვებზე მეტით მომატების საფრთხე. მიიჩნევს, რომ ხტომების ხელმძღვანელს უნდა გაეკონტროლებინა მეტეო სპეციალისტი და თითოეული ნახტომის უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყო, ისევე როგორც აღნიშნული ევალებოდა უსაფთხოებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც არ უნდა გაეცა გადახტომაზე რეკომენდაცია თუ უსაფრთხოდ არ მიიჩნევდა არსებულ პირობებს. კავშირგაბმულობას კი, აპელანტის განმატებით ფაქტია პრობლემა ჰქონდა, რადგან ვითარების გამწვავებისას ვეღარ ახერხებდა ხელმძღვანელებთა სათანადო წესით კომუნიკაციას, რის გამოც დადგა შემთხვევა.

 

წარმომადგენლის განმარტებით, სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებით სასამართლომ რატომღაც მიიჩნია, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი დაედგინა დამდგარ ზიანში აპელანტის არაბრალეულობასთან ერთად მოწინააღდეგის წარმომადგენლების ბრალეულობის ფაქტი და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებაც სწორედ უფლებამოსილების თავიდან არიდების შედეგად იქნა მიღებული.

 

აპელანტის წარმომადგენლის მიერ ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე, 413-ე, 992-ე მუხლებზე, შრომის კოდექსის 35-ე მუხლზე, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-100 მუხლზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დ----------–---ს დროებითი ჯანმრთელობის პრობლემა გააჩნდა, სანამ არ გამოჯანმრთელდებოდა დაუშვებელი იყო მისი გათავისუფლება. ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძლები. ამდენად, ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად დაკმაყოფილდეს დ----------–---ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში.

 

3.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი:

აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას სრულად. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2012 წლის 12 ოქტომბრის N----- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურის რიგითი დ--------------------–---ი ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის რეინჯერთა I-----–-–--–- ასეულის I---–-–--–----–----–ის I-----–-–--–- ათეულის სამედიცინო მაშველ - მსროლელად 2012 წლის 12 ოქტომბრიდან. აპელანტის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ------–---ს შორის 2012 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N--- ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ". საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 18 სექტემბრის N---- ბრძანებით I---–------------ი დ--------------------–---ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–----------–---–-------------–---------–--------–---–-----------–----–--------–---–---–----------------–--------------------------–----------–--------–---–----------------------------------------–-------------–---.

აპელანტის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ------–---ს შორის 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N--- ბრძანებით დამტკიცებული 4-----6 კონტრაქტი "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ". მიუთითა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის 2016 წლის 14 აპრილის N--- ბრძანების საფუძველზე, I---–------------ი დ--------------------–---ი 2016 წლის 19, 20 და 22 აპრილს მონაწილეობას იღებდა "პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსის" პროგრამის მიხედვით გამართულ პარაშუტით ხტომების პრაქტიკულ სწავლებებში, რომელიც მიმდინარეობდა ბ---–---ის რაიონში დისლოცირებულ საპარაშუტო მომზადების სკოლის ბაზაზე.

2016 წლის 20 აპრილს დ----------–---ი სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იმყოფებოდა ბ---–---ის რაიონში დისლოცირებულ საპარაშუტო მომზადების სკოლის ბაზაზე და მეთაურის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მონაწილეობდა თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტომაში. დაახლოებით 11 საათსა და 15 წუთზე, დ----------–---მა დაახლოებით 700 მეტრის სიმაღლიდან შესაბამისი წესების დაცვით განახორციელა პარაშუტით ხტომა და მიწაზე დაშვების დროს ქარის მიმართულების მოულოდნელად შეცვლის გამო დ----------–---მა ვერ შესძლო პარაშუტის მართვა და სწრაფად დაეცა მიწაზე, რის შედეგადაც მიიღო ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო დ----------–---ი იმავე დღეს გადაყვანილი იქნა ქ. თბილისში მდებარე შპს "მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ საუნივერსიტეტო კლინიკაში", სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: "მ---–------------–-----------------------–-----–-----ით, მ---–------–-----–---------–----------------------–--------------–-----–--------------–---------------------------------–------------–-----–-------------–-", რაზედაც ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია.

სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 29 აგვისტოს N------------ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დ----------–---ის ჯანმრთელობის დაზიანება "მ---–------------–-----------------------–-----–-----ით, მ---–------–-----–---------–----------------------–--------------–--------------------–----------------------------------–------------–-----–-------------–-", მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრი N560 ბრძანების 38-ე პუნქტის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე ერთჯერადი დახმარების სახითდ----------–---ზე გაიცა 3000 ლარი.

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 ნოემბრის N---- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის რეინჯერთა საცეცხლე მხარდამჭერი ასეულის საინჟინრო - მესანგრეთა ოცეულის საინჟინრო - მესანგრეთა I---------–------------ კაპრალ სპეციალისტი დ--------------------–---ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 16 ნოემბრიდან.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა მიუთითა თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 47.1 პუნქტი, რომლის თანახმად, (2017 წლისთვის მოქმედი რედაქცია) "ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 47.2 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების „წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის „ა.ა” ან „ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; გ) მე-4 პუნქტში მითითებულმა სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა მე 4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8-წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ". მითითებული ბრძანების 47.2 პუნქტის თანახმად, "47.1 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ა) ორ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსანურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; გ) ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვა წლიანი კონტრაქტის შემდგომ რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი".

წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დ------–---ი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 ნოემბრის N---- ბრძანებით დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 16 ნოემბრიდან, მას თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის წლის N560 ბრძანების 47.1 პუნქტის საფუძველზე 7000 ლარის მიღების უფლება არ წარმოეშობა. მიიჩნია, რომ დ------–---ს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 47.1 პუნქტის საფუძველზე 7000 ლარის მიღების უფლება წარმოეშობოდა თუ დ------–---ი ამოწურავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ------–---ს შორის 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებულ კონტრაქტს.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს სარჩელის - 7000 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების დაკმაყოფილების ნაწილში, მისი მოსაზრებით სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ------–---ს ზემოთმითითებული კონტრაქტის საფუძველზე კონტრაქტით ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად მიღებული აქვს 2,552.08 ლარი (-20%=2,041.66 ლარი, რაც მიიღო ხელზე) (საქმეში წარმოდგენილია თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 16.08.2018 წლის N------- წერილი) და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ არსებობდა თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 47.1 პუნქტის საფუძველზე 7000 ლარის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, სასამართლოს 7000 ლარისთვის უნდა გამოეკლო დ------–---ის მიერ უკვე მიღებული თანხა 2,552.08 ლარის ოდენობით.

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია როგორც ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ (სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში) ასევე დ----------–---ის მიერ (დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში), კერძოდ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში. ამდენად გადაწყვეტილება მკურნალობის ხარჯების 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადახდის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

 

პალატა აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ დამატებით გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა დ----------–---ის შუამდგომლობა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის მოპასუხე თავდაცვის სამინსტროსათვის დაკისრების თაობაზე.

 

პალატა სააპელაციო საჩივრებზე მსჯელობის მიზნით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება - მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ - სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

მითითებული კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სტატუსი ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვიდან აღნიშნულ სამსახურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

 

პალატა მიუთითითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2007 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა №560 ბრძანება (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”. აღნიშნული ბრძანების 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ. მითითებული ბრძანების 472 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტი დ----------–---ი 2012 წლიდან მსახურობს საქართველოს შეირაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2016 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ----- ვ---–---ს შორის გაფორმდა N4-----6 ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, დ----------–---მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტი მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 პუნქტზე (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან), რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება.

 

სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს და ვერ დაეთანხმება აპელანტის - ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას მასზედ, რომ დ----------–---თან დადებული კონტრაქტი არ შეესაბამება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და არ ითვალისწინებს ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს აღნიშნულ ნაწილში და იმ მსჯელობას, რომ დ----------–---ი აკმაყოფილებს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ მართებულად იქნა დ----------–---ის მიმართ გაცემული ერთჯერადი დახმარება 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება აპელანტის დ----------–---ის მოთხოვნას გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 43 700 (ორმოცდასამი ათას შვიდასი) ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ არგუმენტებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ----------–---ს შორის გაფორმდა N4-----6 ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, დ----------–---მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.

 

პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 18 სექტემბრის N---- ბრძანებით პ------–----–--ის რიგითი დ----------–---ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის საპარაშუტო სწავლების ინსტრუქტორთა ჯგუფის პარაშუტის დამკეცად.

საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 07 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 18 სექტემბრის N---- ბრძანებით I---–------------ი დ--------------------–---ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–----------–---–-------------–---------–--------–---–-----------–----–--------–---–---–----------------–--------------------------–----------–--------–---–----------------------------------------–-------------–---. სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის 2016 წლის 14 აპრილის N--- ბრძანების საფუძველზე, I---–------------ი დ--------------------–---ი 2016 წლის 19, 20 და 22 აპრილს მონაწილეობას იღებდა „პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსი”-ს პროგრამის მიხედვით გამართულ პარაშუტით ხტომების პრაქტიკულ სწავლებაში, რომელიც მიმდინარეობდა ბ---–---ის რაიონში დისლოცირებულ საპარაშუტო მომზადების სკოლის ბაზაზე. 2016 წლის 20 აპრილს დ----------–---ი სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იმყოფებოდა ბ---–---ის რაიონში დისლოცირებულ საპარაშუტო მომზადების სკოლის ბაზაზე და მეთაურის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მონაწილეობდა AN-2 ტიპის თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტომაში. დაახლოებით 11 საათსა და 15 წუთზე, დ----------–---მა დაახლოებით 700 მეტრის სიმაღლიდან შესაბამისი წესების დაცვით განახორციელა პარაშუტით ხტომა და მიწაზე დაშვების დროს ქარის მიმართულების მოულოდნელად შეცვლის გამო დ----------–---მა ვერ შესძლო პარაშუტის მართვა და სწრაფად დაეცა ნიადაგზე, რის შედეგადაც მიიღო ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები. დადგინდა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის საპარაშუტო სწავლების ინსტრუქტორთა ჯგუფის პარაშუტის დამკეცის, I---–------------ის დ--------------------–---ის ჯანმრთელობის დაზიანება დადგა მეთაურის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პარაშუტით ხტომის სწავლებაში მონაწილეობის დროს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 29 აგვისტოს N------------ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, დ----------–---ს, 2016 წლის 20 აპრილს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი: მ---–------------–-----------------------–-----–-----ით, მ---–------------–---------–-----------–----------–-----------–--------------–-----–--------------–------–-----–---------–----------------------–---------------–-----–--------------–----------------------------------–------------–-----–-------------–-. დაზიანება მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. შესაბამისად დ----------–---ის ჯანმრთელობის დაზიანება შეფასდა როგორც ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებად, რასაც შედეგად მოყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს N---------------- წერილის თანახმად ირკვევა, რომ დ----------–---ს (პ/ნ 1----------) სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად (ნაკლებად მძიმე დაზიანება) 2016 წლის 28 სექტემბერს მიღებული აქვს ერთჯერადი დახმარება 3,000.00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ასევე 2017 წლის 1 და 4 დეკემბერს მასზე გაიცა ერთჯერადი გასასვლელი დახმარება 906.25 (ცხრაას ექვსი ლარი და 25 თეთრი) ლარი, ვინაიდან შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვილია ავადმყოფობის გამო და დახმარება 2,552.08 (ორი ათას ხუთას ორმოცდათორმეტი ლარი და 08 თეთრი) ლარის ოდენობით კონტრაქტზე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. ზემოაღნიშული გარემოებების საფუძველზე, დადგენილია, რომ დ----------–---ის მიმართ თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 38-ე პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტის საფუძველზე ერთჯერადი დახმარების სახით გაიცა 3000 ლარი.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2017 წლის 22 ნოემბრის M-------------- ბრძანების თანახმად, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილის საბრძოლო მომზადების დარგში 2017 წლის 16 ნოემბრის N----------------- წერილისა და N---- ავადმყოფობის მოწმობის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის რეინჯერთა საცეცხლე მხარდამჭერი ასეულის საინჟინრო-მესანგრეთა ოცეულის საინჟინრო-მესანგრეთა მ-----------–-- მესანგრე (საშტატო კატეგორია ,,კ------–-“, შტატი N---------) კაპრალ - სპეციალისტი დ----------–---ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 16 ნოემბრიდან.

 

აპელანტის დ----------–---ის წარმომადგენელი მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივარს ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 2016 წლის 11 აპრილის N--- ბრძანებით განსაზღვრულმა ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილმა პირებმა ვერ უზრუნველყვეს მითითებული ბრძანებით განსაზღვრული წესებით ,,პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსის“ ჩატარება უსაფრთხოების წესების დაცვით, რასაც შედეგად მოჰყვა აპელანტის ჯანმრთელობის დაზიანება. წარმომადგენელი აპელირებს, რომ სწავლების ჩატარების მიზნით მოწვეული იყო მეტეო სპეციალისტიც, რომელიც ვალდებული იყო წინასწარ მოეხდინა მეტეოროლოგიური მდგომარეობის გადამოწმება, გაეზომა ქარის არსებული სიჩქარე და აღნიშნულიდან გამომდინარე გამოეკვლია იყო თუ არა ქარის სიჩქარის დასაშვებზე მეტით მომატების საფრთხე. ხტომების ხელმძღვანელს უნდა გაეკონტროლებინა მეტეო სპეციალისტი და თითოეული ნახტომის უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყო, ისევე როგორც აღნიშნული ევალებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც არ უნდა გაეცა გადახტომაზე რეკომენდაცია თუ უსაფრთხოდ არ მიიჩნევდა არსებულ პირობებს. კავშირგაბმულობას კი ფაქტია პრობლემა ჰქონდა, რადგან აპელანტი ვითარების გამწვავებისას ვეღარ ახერხებდა ხელმძღვანელებთან სათანადო წესით კომუნიკაციას, რის გამოც დადგა შემთხვევა. აღნიშნულის საფუძველზე ირკვევა, რომ მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით,რომ 2016 წლის 11 აპრილის N--- ბრძანებით განსაზღვრულმა ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილმა პირებმა ვერ უზრუნველყვეს მითითებული ბრძანებით განსაზღვრული წესებით ,,პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსის“ ჩატარება უსაფრთხოების წესების დაცვით, რასაც შედეგად მოჰყვა აპელანტის ჯანმრთელობის დაზიანება.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე- 209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

პლატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.

 

აღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე არგუმენტირებით პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და იმ განმარტებას, რომ ზიანი ანაზღაურდება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული. განსახილველ შემთხვევაშიც, პირველი ინსტანციის მსგავსად სადავო არ არის ის გარემოება, რომ დ--------------------–---მა დაზიანება მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თუმცა საქმის მასალებით და საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეების ახსნა - განმარტებებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით ცალსახად დადგენილად ვერ მიიჩნევს დამდგარ შედეგში მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს (უფლებამოსილ პირთა) ბრალეულობას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ვერ დადასტურდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი და შესაბამისად, ცალსახად არ არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის - დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიუღებელი შემოსავალი 43 700 (ორმოცდასამი ათას შვიდასი) ლარის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს.

 

6. პროცესის ხარჯები:

 

6.1. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII 3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

6.2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე დ----------–---ის მიერ მოთხოვნილ იქნა ადვოკატისათვის გაწეული მომსახურების თანხის 300 ლარის ოდენობით ანაზღაურება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გონივრულად იქნა მიჩნეული და დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დამდგარი შედეგის გათვალისწინებით (სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება) პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის შედეგს აღნიშნულ ნაწილშიც და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და დამატებითი გადაწყვეტილების საფუძველზე მართებულად დააკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის ანაზღაურება.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----------–---ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე : გიორგი გოგიაშვილი