განჩინება

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
050100118002387295
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002387295

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №370აპ-18 ქ. თბილისი

მ---–----–-–---–- გ---, 370აპ-18 12 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განაჩენით გ--- მ---–----–-–---–-, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით - 4 (ოთხი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 24,303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 (ორი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. მასვე 1 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება; საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით - 6 (ექვსი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მსჯავრდებულ გ--- მ---–----–-–---–ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა 16 (თექვსმეტი) წლითა და 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 9000 ლარი. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

 

დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულ გ--- მ---–----–-–---–ს დაეკისრა დანაშაულებრივი ქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის - 495 466 ლარისა და 8 თეთრის, ასევე - 1273 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. აღნიშნული განაჩენით გ--- მ---–----–-–---–-ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის №----- ბრძანების საფუძველზე 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2010 წლის 25 იანვრამდე გ--- მ---–----–-–---–- მუშაობდა გურიის რეგიონული სატყეო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე ითვლებოდა საჯარო მოხელედ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №---- ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების’’ საფუძველზე მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობას წარმოადგენდა:

 

სამმართველოს მართვა კომპეტენციით განსაზღვრული ნორმატიული აქტების მითითებების შესაბამისად. სისტემატური კონტროლის დაწესება მომსახურების მხრიდან შესაბამის თანამდებობრივი, აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქციების ზუსტ შესრულებაზე. რეკომენდაციების წარდგენა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან სამმართველოს მომსახურების სამსახურებრივი დაწინაურების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. სისტემატური კონტროლის განხორციელება დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაზე. დროულად ოპერატიული რეაგირება ხე-ტყის უკანონო მოპოვების შესახებ ინფორმაციის მიღებისას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება. სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო გეგმების განხილვა და მათი შესრულება - კონტროლი. სამმართველოს ეფექტურ მუშაობასა და მინდობილ ქონებაზე პასუხისმგებლობა. ასევე კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №--- დადგენილების შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს მიენიჭათ უფლებამოსილება, ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისთვის სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღერიცხათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მოთხრილ-მოტეხილი, ქარტეხილით დაზიანებული და ნახანძრალი კატეგორიის ხეები, სამასალე მერქნის მისაღებად ტყეკაფვის გამოყოფის წესის მიხედვით მიკროუბნებში მოენიშნათ ხე-ტყე და რწმუნებულ-გუბერნატორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, ადგილობრივი მოსახლეობის თითოეული კომლისთვის სამასალე მერქნის მისაღებად დაემაგრებინათ არაუმეტეს 5 მ³ ხე-ტყე.

 

მითითებული დადგენილების განხორციელების პროცესში გ--- მ---–----–-–---–- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სხვისთვის უპირატესობისა და გამორჩენის მისაღებად, დანაშაულებრივად დაუკავშირდა ჩ------------ს რაიონში მცხოვრებ მეწარმეებს, რომლებსაც საკუთრებაში გააჩნდათ სათანადო ტექნიკა და სახერხი საამქროები, ხე-ტყის მოპოვებისა და გადამუშავების უზრუნველსაყოფად, მათ შორის შპს ,,ქ--------------“ დირექტორს დ------ ბ------–---ს და ამავე საწარმოს ფაქტობრივ მფლობელს ა-–---------- (ბ------) შ----–---ს. ისინი შეთანხმდნენ, რომ მეწარმეები ცალკეული მოქალაქეებისგან მინიმალურ ფასად შეიძენდნენ 5მ³ მოცულობის სამასალე ხე-ტყის კანონიერად მოპოვების უფლებას - ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებს, რომ თითქოსდა კანონიერ საფუძველზე უკანონოდ გაჩეხდნენ ხე-ტყეს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლებოდნენ. თავის მხრივ, სატყეო სამმართველოს უფროსი გ--- მ---–----–-–---–- დაქვემდებარებაში მყოფი ზოგიერთი რეინჯერის მეშვეობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების და კომპეტენციის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, დაეხმარებოდა თანამზრახველებს და მათ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ხელსაყრელ პირობებს შეუქმნიდა. დანაშაულებრივი ვალდებულებების განსახორციელებლად გ--- მ---–----–-–---–მა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, უხეშად დაარღვია საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 იანვრის №- ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჩატარების წესები“ სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 28 მარტის №------ ბრძანებით დამტკიცებული „ტყეკაფვის გამოყოფის წესის შესახებ დებულება“, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №--- მოთხოვნები და 2009 წლის პერიოდში ჩ------------ს სატყეო უბნის ტერიტორიაზე ჭრა ჩატარდა ტყის მართვის განყოფილებასთან შეუთანხმებლად, ტყეკაფის სათანადო მასალების შექმნის გარეშე. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები იწერებოდა ადგილობრივ მოსახლეობაზე, თუმცა სამასალე მერქნის მიღება-ჩაბარების აქტი გაყალბებულია და რეალურად ამ დოკუმენტებით სარგებლობდნენ თანამზრახველი მეწარმეები. მხოლოდ ჭრის შემდეგ იქმნებოდა ტყეკაფის გამოყოფის ყალბი მასალები, რომლებიც რეინჯერების და თ------ ც--–--ის მოხსენებითი ბარათებით იგზავნებოდა სატყეო სამმართველოში, მაგრამ წინასწარი შეთანხმებით გ--- მ---–----–-–---–- რეაგირებას არ ახდენდა.

 

გ--- მ---–----–-–---–მა ჩ------------ს სატყეო უბნის უფროს თ------ ც--–--ესთან წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების საწინააღმდეგოდ დასაშვები ასათვისებელი რესურსის სიმცირის მიუხედავად, ჭრის მასშტაბების გაზრდისა და დანაშაულებრივი განზრახვის განსახორციელებლად უგულებელყო რა ტყის მართვის განყოფილების დასაბუთებული რეკომენდაციები, უხეშად დაარღვია „საქართველოს ტყეებში ჭრის წესებისა” და „ტყეკაფვის გამოყოფის წესის შესახებ” დებულების მოთხოვნები და ჩ------------ს სატყეო უბნის N- სარეინჯეროს მ--------------------------------–--–------------------------------------- კვარტლებში, სადაც ძირითადად გავრცელებულია წიწვოვანი ჯიშის ხეები და მისასვლელი საავტომობილო გზების გამო ასათვისებლად ხელმისაწვდომია, რეინჯერების - ო.მ--–---ს, გ.---------–---ს, გ.ი-------სა და გ. ს--------–---ს მეშვეობით, ჭრაგავლილ ტყეკაფებში მიკროუბნების სახით გამოაყოფინა სამასალე მერქანი. აღნიშნულ ადგილებში ხეების ჭრამ გამოიწვია ტყის მასივების სიხშირის მკვეთრი დაცემა და შესაბამისად, იქ არსებული გარემოს მდგომერეობის ბუნებრივი რესურსების შეუქცევადი ხარისხობრივი და თვისებრივი ცვლილებები, რითაც გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 231 260 ლარი.

 

2009 წლის 13 ნოემბერს ჩ------------ს რაიონის სოფელ ქ------ში არსებული საამქროებიდან ამოიღეს დიდი ოდენობით გაჩეხილი ხე-მორი, მათ შორის შპს „ქ--------------” კუთვნილი საამქროდან - 595.08 მ3 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-მასალა, შესაბამისად, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა - 140 204,45 ლარი, ხოლო სანიხრე ღირებულებამ -22 810, 27 ლარი.

 

მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით, ამოღებული ხე-ტყის თითქოსდა კანონიერად მოპოვების დასადასტურებლად, გ--- მ---–----–-–---–-ს დავალებით რეინჯერებმა მოკრიბეს 5მ3 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები, რათა გაწერილი ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტებით დაებალანსებინათ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის რაოდენობა, ამავე მიზნით გამოიყენეს იმ დროისათვის გაუწერელი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებიც და ჩატარებული ამოღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ 2009 წლის 13 ნოემბრის თარიღით ყალბი ამოწერის 52 ერთეული ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ:

 

N- სარეინჯეროს რეინჯერ გ-------– გ--------–---ს გააჩნდა რა დაბა ჩოხატაურში მცხოვრებლების: ნ------- ა-------–---ს, მ-------- ი-------ს, ბ---- ბ---–-----ს, ი-–------- ც--–--ის, თ------ ც--–--ის, ე-–--- ბ----------ს, ტ------– გ---------ს, შ--–-- ც--–--ის დემოგრაფიული მონაცემები, სხვისთვის უპირატესობისა და გამორჩენის მისაღებად სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით 2009 წლის 13 ნოემბერს ამოწერა მასალა მერქნის წარმოშობის N------------------------------------------------------------ დოკუმენტები, ხოლო 14 და 15 ნოემბრის ძველი თარიღით - 13 ნოემბრით გაწერა N------------------------------- დოკუმენტები.

 

N- სარეინჯეროს რეინჯერ შ----- ჯ---------ს გააჩნდა რა დაბა ჩოხატაურში მცხოვრებლების თ------ ჯ---------ს, ბ---------– თ--------ს, ა------ ჯ-------ს, ტ------– მ----–---ს, გ------- დ---–---ს, ზ----- რ---–---–-ს, გ------- ც--–--ის დემოგრაფიული მონაცემები, სხვისთვის უპირატესობისა და გამორჩენის მისაღებად სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, 2009 წლის 13 ნოემბერს ამოწერა სამასალე და საშეშე მერქნის წარმოშობის N---------------------------------------------------------------------------------------------------------------- დოკუმენტები, რაც გადასცა სოფელ ჩ---------ში განთავსებული სახერხი საამქროს მეპატრონეებს. მანვე 2009 წლის 13 ნოემბერს ჩ------------ს რაიონის ტერიტორიაზე არსებულ საამქროში ჩატარებული ამოღების შემდეგ არსებულ უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეზე 2009 წლის 14-15 ნოემბერს ყალბად გაწერა ხე-ტყის წარმოშობის შემდეგი N---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დოკუმენტები.

 

N- სარეინჯეროს რეინჯერმა გ-- ი-------მ 2009 წლის 13 ნოემბერს ჩ------------ს რაიონის ტერიტორიაზე არსებულ საამქროებში ჩატარებული ამოღების შემდეგ იქ არსებულ უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეზე ყალბად გაწერა ხე-ტყის წარმოშობის შემდეგი დოკუმენტები: N0-------------------------------------. გ--- მ---–----–-–---–-ს მითითებით, 2009 წლის 13 ნოემბერს 200 მ3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები, გაწერილი რეინჯერ ო---- მ--–---ს მიერ, ხე-მასალის თითქოსდა კანონიერად მოპოვების დასადასტურებლად გადასცა: 100მ3 ოდენობის -ი/მ „მ------ ჯ---------ს”, 50-50 მ3 მოცულობის - შპს „კ------------” დირექტორს დ----- კ----------ს N-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დოკუმენტები. გარდა ამისა, რეინჯერმა გ------ ს--------–---მ დანაშაულებრივი განზრახვის შესასრულებლად ყალბად გაწერა ხე-ტყის წარმოშობის შემდეგი დოკუმენტები: N-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.

 

ჩ------------ს სატყეო უბანში ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის მდგომარეობის თავდაპირველი შესწავლისას გამოვლინდა 468.58მ3 მოცულობის სხვადასხვა ჯიშისა და კატეგორიის ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტი და გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა - 53 621,94 ლარი, ხოლო სანიხრე ღირებულებამ - 9230,99 ლარი.

 

2010 წლის 15 თებერვლიდან 15 ივნისის პერიოდში დამატებით შემოწმდა ჩ------------ს სატყეო უბანში ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის მდგომარეობა. სულ უკანონოდ გაჩეხილი აღმოჩნდა 2030,8 მ3 მოცულობის სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყე, კერძოდ: N- სარეინჯეროში (რეინჯერი შ----- ჯ---------) 199 ერთეული 971მ3 ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 73659, ლარი, ხოლო სანიხრე ღირებულებამ - 12390 ლარი, N- სარეინჯეროში (რეინჯერი გ-------– გ--------–---) 1033,64 მ3, ზიანმა შეადგინა 121111 ლარი, N- სარეინჯეროში (ო---- მ--–---) 26,19 მ3, ზიანმა შეადგინა 1739,88 ლარი, სულ გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 210584,92 ლარი.

 

გარდა ამისა, სარეინჯეროს N----------- კვარტლებში სანიტარული ჭრების განხორციელების დროს დარღვეულია სანიტარული ჭრის წესები - ჭრისთვის მონიშული ხეები დატოვებულია მოუჭრელად, რითაც გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა - 14074,44 ლარი, ხოლო ერთმაგმა სანიხრე ღირებულებამ - 3502,46 ლარი. სულ გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა - 495466,8 ლარი.

 

გ--- მ---–----–-–---–მა, რომელიც მუშაობდა გურიის სატყეო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება. 2010 წლის იანვარში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ეკონომიკური სამსახურიდან სამსახურებრივი სარგებლობისთვის მასზე გაიცა - 1150 ლიტრი ბენზინისა და 400 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები, ისინი გ--- მ---–----–-–---–მა არ გადაანაწილა მასზე დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე და მიითვისა 950 ლიტრი ბენზინის - 1273 ლარად ღირებული ტალონები.

 

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, გ--- მ---–----–-–---–- გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 24,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის - 4 (ოთხი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. ასევე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,303-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

 

გ--- მ---–----–-–---–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 2 წელი და 22 დღე. გ--- მ---–----–-–---–ს გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 (ექვსი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა - 3 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ გ--- მ---–----–-–---–ს შეეფარდა 5 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

4. აპელანტის მოთხოვნა:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვარის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--- მ---–----–-–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ---–- ა------მ. აპელანტებმა მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ--- მ---–----–-–---–-ს უდანაშაულოდ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

 

5. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ გ--- მ---–----–-–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ---–- ა------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

 

გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განაჩენი და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება გ--- მ---–----–-–---–-ს მიმართ.

 

გ--- მ---–----–-–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა: საქართველოს სსკ-ის 24,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 24, 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

 

გამართლებულ გ--- მ---–----–-–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ გ--- მ---–----–-–---–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილემ მალხაზ სირაძემ. კასატორი ითხოვს გ--- მ---–----–-–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 24,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 24, 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

 

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

 

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

 

გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

 

8. საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის, სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის, 503-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 508-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა პირის ბრალეულობის შესახებ.

 

9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას გ--- მ---–----–-–---–-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები.

 

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1998 წლის რედაქცია) და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე