დაინტერესებული პირი

9 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ · მუხლი 2

ნებისმიერი პირი (გარდა რეკომენდაციის მაძიებლისა და მფლობელისა, აგრეთვე ლიცენზიისა და ნებართვის მაძიებლისა და მფლობელისა), რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება (მიუხედავად სახელდებისა) და ქმედება; ბ) ლიცენზიის მაძიებელი – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის მაძიებელი; გ) ლიცენზიის მფლობელი – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელი; დ) ნებართვის მაძიებელი – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელი; ე) ნებართვის მფლობელი – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელი; ვ) რეკომენდაციის მაძიებელი – პირი, რომელიც შეიძლება იყოს ლიცენზიის, აგრეთვე ნებართვის მაძიებელი; ზ) რეკომენდაციის მფლობელი – პირი, რომელიც ფლობს ამ დებულებით განსაზღვრულ რეკომენდაციას; თ) სამუშაო დღე – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო დღ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (მათ შორის, საწარმო), აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს საწარმოს აქტი ან ქმედება და რომელიც, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადასაწყვეტად მიმართავს კომისიას

„დავების განხილვის წესების“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება

საჯარო რეესტრის შესახებ · მუხლი 2

ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა

მაუწყებლობის შესახებ · მუხლი 2

ნებისმიერი საჯარო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირი, გარდა განმცხადებლისა, რომელიც ითხოვს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების სამსახურის მიერ შესწავლას

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ნებისმიერი საჯარო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირი, გარდა განმცხადებლისა, რომელიც ითხოვს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების სამსახურის მიერ შესწავლას

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით პუნქტის რეგისტაციის თაობაზე

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

პირი, რომელიც ავტორიზაციის მიზნით შესაბამისი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციას

„ტურისტული გიდის სერტიფიცირებისა და პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესის“ დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →