სერტიფიკატი

8 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ნიშნავს ნებისმიერ სერტიფიკატს, თანხმობას, მოწმობას, ნებართვას, ან სხვა დოკუმენტს, რომელიც გაიცემა სერტიფიცირების შედეგად და რომელიც ადასტურებს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას

უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესი · მუხლი 3

სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან

„საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

დოკუმენტი, რომელიც მოწმობის მფლობელს განსაზღვრული ვადით ანიჭებს უფლებას ზსხ-ის ბორტზე შეასრულოს ამ დოკუმენტით მინიჭებული ფუნქციები

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ინსტიტუტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებას

საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საწარმოს შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან

„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ გაცემული ტურისტული გიდის სერტიფიკატი

„ტურისტული გიდის სერტიფიცირებისა და პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესის“ დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →