ქ.თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების (დებულები) დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.16.832 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- "ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
- „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- "ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
- „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწ ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
- ,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
- „საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისი საქართველოს მინისტრის ბრძანება
- ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მთავრობ ის
დადგენილება №24.01.1098
2010 წლი ს 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისი მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის № 24.16.832 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. შეტანილ იქნეს „ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.16.832 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა:
1. სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების – დეპარტამენტებისა და შიდა სტრუქტურული ერთეულების –განყოფილებების მეშვეობით.
2. სამსახურის დეპარტამენტები და განყოფილებებია:
ა) ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტი;
ა.ა) მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების მომზადების განყოფილება;
ა.ბ) საინვესტიციო განყოფილება;
ა.გ) მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების განყოფილება;
ა.დ) გენერალური გეგმის მართვისა და ქალაქგეგმარების განყოფილება.
ბ) სანებართვო დეპარტამენტი:
ბ.ა) ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
ბ.ბ) I და II კლასების შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
ბ.გ) III და IV კლასების შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება.
გ) ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
გ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
გ.ბ) მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება.
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
დ.ა) სამართლებრივი აქტების მომზადებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება;
დ.ბ) სასამართლოსა და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება;
დ.გ) ლეგალიზების განყოფილება.
5. სამსახურს ჰყავს ბუღალტერი (ბუღალტრები), რომელიც უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს.
6. ბუღალტერი:
ა) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;
ბ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, ბალანსებისა და ანგარიშების მომზადებას, წარადგენს ანგარიშს ქ. თბილისის მთავრობაში;
გ) შეიმუშავებს სამსახურის ბიუჯეტისა და ხარჯთანუსხის პროექტებს;
დ) ორგანიზებას უწევს სამსახურში ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ე) ადგენს კვარტალურ, წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;
ვ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების დადგენა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ქ. თბილისის მთავრობის დავალების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ქალაქგეგმარებითი მოწესრიგების მიზნით, მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირება“.
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა