„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№725
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 117, 15/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

N 725 2010 წლის 10 სექტემბერი ქ.თბილისი

„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406

ბრძანებულებაში ცვლილებ ებ ის შეტანის თაობაზე

         

          1.,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის № 406 ბრძანებულები ს(სსმ,IIIნაწ.,2009წ.,№ 86, მუხ.926) პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის ლეგალიზაციის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

          ა)მე-3მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          ,,მუხლი3.

          ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

          უფლებამოსილი ორგანო - ამ წესის მე-6მუხლის მე-2პუნქტით განსაზღვრული ორგანოები;

          მონაცემთა ბაზა - ადმინისტრაციული ორგანოებისა და საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა.“;

          ბ)მე-4მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          ,,ა)საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;“;

          გ)მე-5მუხლის,,ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          ,,ბ)კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები;“;

          დ)მე-6მუხლის მე-2პუნქტის,,ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          ,,ბ)საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;“;

          ე)მე-7მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          „ა)საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახდენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე  საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციას;“;

ვ)მე-9მუხლის„ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)დოკუმენტის ლეგალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის ი ურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინ ა გან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“;

ზ)მე-11მუხლის მე-3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.თუ ლეგალიზაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებულ შესაბამისი ხელმოწერის ნიმუშს, მისი ლეგალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დოკუმენტის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს ან საგანმანათლებლო და სამკურნალო დაწესებულების მიერ ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში.“.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღეში უზრუნველყოს ლეგალიზაციის განხორციელების თაობაზე წარმოებაში არსებული საქმეების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გადაცემა.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

         

 

მიხეილ სააკაშვილი