„სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№275
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 16/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

  დადგენილება №275

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლი­ლებები „სა­ხელ­მწიფო სამეც­ნიერო გრანტების გაცემის შესახებ“ დებულებისა და საგრანტო პრო­ექ­­ტის შეფასების კრი­ტე­რიუ­მების დამტკიცე­ბის თაობაზე“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენი­ლე­ბაში (სსმ III, 2006 წელი, №56, მუხლი 681) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებუ­ლების:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. გრანტის მიზანი და ამოცანები

გრანტის მიზანია ღია კონკურსის გზით დამოუკი­დე­ბელ ად­გილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა შეფასების საფუძ­ველზე შერჩეული და საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის – შოთა რუს­თაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემ­დგომში – ფონ­დი) მიერ დამტკიცებული სამეცნიერო კვლევე­ბის ფი­ნანსური უზ­რუნველყოფა.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„2. ფონდი დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:

ა) ქართველოლოგიის მეცნიერებები;

ბ) ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიე­რე­ბე­ბი;

გ) საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალე­ბი;

დ) საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;

ე) მათემატიკური მეცნიერებები;

ვ) ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები;

ზ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;

თ) სამედიცინო მეცნიერებები;

ი) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;

კ) აგრარული მეცნიერებები.“.

3. მე-4 მუხლის 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროექტების მომზადება და ფონდში წარდგენა;“.

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი

1. ფონდის მიერ 2010 წლის 1 აგვისტოდან, საჯარო სამარ­თლის იურიდიულ პირებს – საქართველოს ეროვნულ სამეცნიე­რო ფონდსა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალ­უ­რი მეცნიერებების ფონდს (რუსთაველის ფონდი) და გრან­ტის მიმ­ღებებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულე­ბების ფარ­­გლებში, მომდევნო ტრანშების გადარიცხვისა და აღ­ნიშ­ნული ტრანშების დასრულების შემდგომ მათი დახურვის მიზ­ნე­ბისათვის 2010 წლის 1 აგვისტომდე საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირე­ბის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონ­დისა და ქართვე­ლოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეც­ნიე­რე­ბების ფონ­დის (რუსთაველის ფონდი) მიერ გაფორმებული საგ­რანტო ხელ­შეკ­რულებების ფარგლებში გრანტის მიმღებთა მი­ერ განხორ­ციე­ლებული ვალდებულებები ჩაითვალოს შესრულე­ბუ­ლად.

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდს (რუსთაველის ფონდი) და გრანტის მიმღებებს შორის 2010 წლის 1 აგვისტომდე გაფორ­მე­ბული საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში, რომელთა დას­რულების ვადა ჯერ არ არის დამდგარი, მომდევნო ტრანშების გადარიცხვა მოხდეს ხელშეკრულებებს თანდართული ხარჯთაღ­რიცხვის შესა­ბა­­მისად, ფონდისათვის წარდგენილი ანგარიშის სა­ფუძ­ველზე.

3. ფონდმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქარ­­თვე­ლო­ლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიე­რებე­ბის ფონდის (რუსთაველის ფონდი) მიერ გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და 2010 წლის 1 აგვისტოდან გადარიცხული საგრანტო დაფინანსების ად­მი­ნისტრირება.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური