,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№171
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 18/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №171

2009 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რე­სურ­­სის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №55 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედი­ტის“ (შემდგომში – პროგრამა) განხორციელების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის 27-ე მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს:

1. სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ფარ­გლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესი.

2. პროგრამის ბენეფიციარებთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვი­თა­რების ფონდის მიერ გასაფორმე­ბელი საკრედიტო ხელ­შეკ­რულების ტიპური ფორმა.

    მუხლი 2

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამარ­თლის იურიდიულ პირთან – საქართველოს მუნიციპალუ­რი განვითარების ფონდთან (შემდგომში – ფონ­დი) ერთად უზრუნველყოს სათა­ნადო ღონისძიებათა განხორციელება ამ დადგენილე­ბით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრე­დიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცე­მის წესის“ დრო­ულად და შეუფერხებლად შესრუ­ლე­ბის მიზ­­ნით.“.

2. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლი.

3. 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. სამინისტრომ:

1. განიხილოს განაცხადები პროგრამის ფარგლებში გასაცემი კრედიტის შესახებ და შეარჩიოს დასაფინან­სე­ბელი პროექტები.

2. მოამზადოს და საქართველოს მთავრობის სხდომა­ზე წარადგინოს საქართველოს მთავრობის განკარგულების პრო­ექტი პროგრამის ფარგლებში შერჩეული ბენეფიცია­რე­ბის ნუსხის დამტკიცების, გასაცემი კრედიტის ოდენო­ბი­სა და გაცემის პირობების შესახებ.“.

4. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 და 33 მუხლები:

     „მუხლი 32. ფონდმა:

1. განახორციელოს სამინისტროსათვის „საქართვე­ლოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის შესაბამისად სახელ­მწიფო პროგრამა „ია­ფი კრედიტით“ (ორგანიზაციული კოდი – 24 14) გათვა­ლისწინებული ასიგნების განკარგვა.

 2. პროგრამის ბენეფიციარებთან გააფორმოს საკრედიტო ხელშეკრულება ამ დადგენილებით დამტკიცებული „პროგ­რამის ბენეფიციარებთან საჯარო სამართლის იური­დიული პირის – საქართველოს მუნიცი­პალური განვი­თა­რების ფონდის მიერ გასაფორმე­ბელი საკ­რე­დიტო ხელ­შეკ­რულების ტიპური ფორმის“ შესაბამისად.

3. პროგრამის ფარგლებში განახორციელოს გაცემუ­ლი კრედიტის დოკუმენტური მონიტორინგი და პროგრამის ბენეფიციარების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლო­ბის შემთხვევაში მიმართოს მათთან გაფორმებული საკრე­დიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს.

4. საჭიროების შემთხვევაში პროგრამის ბენეფიცი­არებს მოსთხოვოს ყოველკვარტალური ანგარიშების წარ­დგე­ნა პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და თავის მხრივ წარუდგინოს ინფორმაცია სამინისტროს.

5. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობები პროგრა­მის დროულად და წარმატებით შესრულებისათვის.

მუხლი 33

განსაკუთრებულ შემთხვევებში, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებე­ლია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელ­მწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში პროგ­რამის ბენეფი­ციარებს კრედიტი მიეცეთ ამ დადგენილების შესაბამისი მოთხოვნების გარეშე საქართველოს მთავ­რობის გადაწყვე­ტილებით განსაზღვრული პირობებით.“.

5. ამ დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგ­რამა ,,იაფი კრედიტის“ ფარ­­გლებ­ში საკრედიტო რე­სურ­სის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. პროგრამის ძირითადი მიმართულებები, განხორციელების პრინციპები და კრედიტის პირობები

1. პროგრამის ფარგლებში ფონდმა უზრუნველყოს კრედიტის გაცემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკ­ლაო მეურნეობებისა (ხორცის პირველადი დამუშავების) და ხილისა და ბოსტნეულის შესანახი მეურნეობების მო­წყო­­ბისათვის, თანადაფინანსების პრინციპის გათვალის­წი­ნებით. პროგრამის ფარგლებში ფონდის მიერ გაცემული კრედიტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხის 70 პროცენტს.

2. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კრედი­ტის გამოყოფით.

3. ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან კრედიტის გა­ცემას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის განკარ­­გულების შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამის ბე­ნეფიციარების დროულ და კონკურენტულ შერჩევას ახორ­ცი­ელებს საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების სამი­ნისტრო საქართველოს სოფლის მეურ­ნე­ობის სამი­ნის­ტროსთან ერთად. საქართველოს სოფლის მეურნეობის სა­მი­ნისტრო პროგრამაში მონაწილეობის პი­რო­­ბებს აქვეყნებს მინიმუმ 2 გაზეთში და სამინისტროს ოფიცი­ალურ ვებგვერ­­­დზე.

5. პროგრამის ბენეფიციარებს მოეთხოვებათ კრედი­ტის უზრუნ­ველყოფა, რომელიც უნდა იყოს სულ მცირე კრედიტის (ტრანშის) მოცულობის ტოლი. კრედიტის უზ­რუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპო­თეკით, მა­ღალ­რეიტინგული კომერციული ბანკების გა­რან­ტიით, სა­დაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისი) ან პირველი ან/და მეორე რიგის გირავნობით. პროგრამის ბენეფი­ცი­არებს, საჭიროების შემთხვევაში, მოეთხოვებათ პროექ­ტე­ბის თანა­და­ფინანსება (თანამონაწილე­ობა).

6. პროგრამის ბენეფიციარებს ფონდის მეშვეობით საკ­რედიტო რე­სურსი გამოეყოფათ შეღავათიანი პირო­ბებით, კერძოდ: ერ­თი ბენეფიციარისათვის გასაცემი კრედიტის ოდენობა უნ­და იყოს 20.0 ათას ლარზე მეტი, კრედიტით სარგებ­ლობის მაქსიმალური ვადა – 7 წელი, საშეღავათო პერი­ოდი – 2 წლამდე, კრედიტით სარგებლობის წლიური გა­ნაკ­ვეთი პარტნიორი კომერციული ბანკისათვის – წლი­ური 2 პრო­ცენტი, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზ­ღვრული მეწარმე სუბიექტებისათვის – არა უმეტეს 7 პრო­ცენტისა.

7. საშეღავათო პერიოდი ვრცელდება როგორც კრედი­ტის ძირითად თანხაზე, ისე მასზე დარიცხულ პრო­ცენტზე.

8. ფონდის მიერ პროგრამის ბენეფიციარისათვის კრე­დიტის გაცე­მის საბოლოო ვადაა 2009 წლის 22 დეკემ­ბერი.“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლი;

გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. პროგრამის მონიტორინგი

1. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბა­მისად ფონდი ახორციელებს თავის მიერ გაცემული კრე­დი­ტის დოკუმენტურ მონიტორინგს.

2. ფონდის მიერ გაცემული კრედიტის ბენეფიციარები საანგარიშო თვის დამთავრებიდან 10 კალენ­დარული დღის განმავლობაში კრედიტის გამცემს წა­რუდგენენ სრულ ინ­ფორ­მაციას და დამადასტურებელ დოკუმენტაციას საანგა­რიშო თვის განმავლობაში განხორციელებული (შესრულე­ბული) სამუშაოების შესახებ (როგორც კრედიტის, ისე სა­კუთარი დაფინანსების ფარგლებში), ხოლო კრედიტის სრუ­ლად ათვისების (ხარჯვის დასრულების) შემდეგ მის სრულ დაფარვამდე ყოველკვარტალურად წარუდგენენ ინ­ფორ­მაციას პროექტის განხორციელების შესახებ (კვარ­ტა­ლის დასრულებიდან შემდეგი თვის 10 რიცხვამდე), რის შესახებაც ფონდი თავის მხრივ მიაწვდის ინფორმაციას სამინისტროს.“.

6. ამ დადგენილების დანართის – საკრედიტო ხელ­შეკ­­რულების ტიპური ფორმის სათაური და პირველი აბზა­ცი ჩამო­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

 პროგრამის ბენეფიციარებთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვი­თა­რების ფონდის მიერ გასაფორმე­ბელი საკრედიტო ხელ­შეკ­რულების ტიპური ფორმა

ერთი მხრივ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – კრედიტის გამცემი), წარმოდგენილი აღმას­რულებელი დირექტორის სახით და, მეორე მხრივ, ————————————— (კრედიტის მიმღების სახელწოდება) (შემდგომში – კრედიტის მიმღები), წარმოდგენილი —————— (ვის მიერაა წარმოდგენილი) სახით, ორივე ერთად „მხარეებად“ წოდებულნი, დებენ საკრედიტო ხელშეკრულებას (შემ­დგომ­­ში – ხელშეკრულება).“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური