,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№158
სარეგისტრაციო კოდი
300.010.000.10.003.001.103
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 102, 17/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №158

2008 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებასა (სსმ III, 2008 წ., №47, მუხლი 524) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ,,ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების 4.2, 4.3 და 4.4 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.2. 4.1 ქვეპუნქტში მითითებული ქვეპროგრამების ბენეფიციარების მიერ ქვეპროგრამებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის შემთხვევაში მოახდინოს ფონდის მიერ გასაცემ სესხებზე ბენეფიციარებთან სესხის ხელშეკრულების გაფორმება;

4.3. მოახდინოს ქვეპროგრამების ფარგლებში ფონდის მიერ გაცემული სესხის სახსრების ხარჯვის დოკუმენტური მონიტორინგი და ამ სესხების ბენეფიციარების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს მათთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს;

4.4. მოსთხოვოს ქვეპროგრამების ფარგლებში ფონდის მიერ გაცემული სესხების ბენეფიციარებს ყოველკვარტალური ანგარიშების წარდგენა პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და თავის მხრივ წარუდგინოს ეს ანგარიშები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბენეფიციარი საწარმოსათვის გასაცემი კრედიტის მოცულობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 101 000 ლარს.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ქვეპროგრამის ბენეფიციარებისათვის მის მიერ გაცემული სესხების დოკუმენტურ მონიტორინგს.

2. ფონდის მიერ გაცემული სესხების ბენეფიციარი საწარმოები ყოველკვარტალურად (კვარტალის დასრულებიდან შემდეგი თვის 15 რიცხვამდე) ამზადებენ და წარუდგენენ ინფორმაციას ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც თავის მხრივ წარუდგენს მათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბენეფიციარ საწარმოებს სესხი გამოეყოფათ შეღავათიან პირობებში, კერძოდ: წლიური საპროცენტო განაკვეთი – არა უმეტეს 12 პროცენტი, საშეღავათო პერიოდი – არა უმეტეს 3 წელი, სესხის ვადა – არა უმეტეს 10 წელი. ბენეფიციარი საწარმოსათვის გამოსაყოფი სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 20 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური – 101 000 ლარს.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ქვეპროგრამის ბენეფიციარებისათვის მის მიერ გაცემული სესხების დოკუმენტურ მონიტორინგს.

2. ფონდის მიერ გაცემული სესხების ბენეფიციარი საწარმოები ყოველკვარტალურად (კვარტალის დასრულებიდან შემდეგი თვის 15 რიცხვამდე) ამზადებენ და წარუდგენენ ინფორმაციას ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც თავის მხრივ წარუდგენს მათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების ბენეფიციარ საწარმოებთან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების ძირითადი დებულებების 3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.2. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება უნდა მოქმედებდეს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულების დასრულების პერიოდს პლუს 12 თვის განმავლობაში. სესხის მიმღებს უფლება აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება წარმოადგინოს ეტაპობრივად, ტრანშების მიხედვით.“.

    მუხლი 2

ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე ბენეფიციარი საწარმოებისათვის გაცემულ სესხებზე და ქვეპროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკების მიერ ბენეფიციარი საწარმოებისათვის გასაცემ იმ სესხებზე, რომელთა გაცემაც მოხდა ან/და მოხდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე ქვეპროგრამების ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის გაცემული საკრედიტო რესურსიდან.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე