,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №94
2008 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებასა (სსმ III, 2008 წ., №47, მუხლი №524) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების 4.2 და 4.3 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.2. 4.1 ქვეპუნქტში მითითებული ქვეპროგრამების ბენეფიციარების მიერ ქვეპროგრამებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის, ასევე თანადაფინანსების (თანამონაწილეობის) განხორციელების შესაძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს ბენეფიციარებთან სესხის ხელშეკრულების გაფორმება;
4.3. მოახდინოს ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული კრედიტების სახსრების ხარჯვის დოკუმენტური მონიტორინგი და ბენეფიციარების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს მათთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს;“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის“:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამზადებს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგენს ქვეპროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ბიზნესგეგმების საფუძველზე შერჩეულ პროექტებს.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემას ახორციელებს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.“;
გ) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ბენეფიციარ საწარმოებს მოეთხოვებათ სესხების უზრუნველყოფა, რომელიც უნდა იყოს სულ მცირე სესხის (ტრანშის) მოცულობის ტოლი. სესხების უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისი), ან პირველადი გირავნობით. ბენეფიციარ საწარმოებს საჭიროების შემთხვევაში მოეთხოვებათ პროექტების თანადაფინანსება (თანამონაწილეობა).“;
დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ქვეპროგრამის ბენეფიციარებისათვის გაცემული სესხების დოკუმენტურ მონიტორინგს.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამზადებს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგენს ქვეპროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ბიზნესგეგმების საფუძველზე შერჩეულ პროექტებს.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემას ახორციელებს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.“;
გ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ბენეფიციარ საწარმოებს მოეთხოვებათ სესხების უზრუნველყოფა, რომელიც უნდა იყოს სულ მცირე სესხის (ტრანშის) მოცულობის ტოლი. უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისი), ან პირველადი გირავნობით. ბენეფიციარ საწარმოებს საჭიროების შემთხვევაში მოეთხოვებათ პროექტების თანადაფინანსება (თანამონაწილეობა).“.
მუხლი 2
გაუქმდეს დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების ბენეფიციარ საწარმოებთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების ძირითადი დებულებები და დამტკიცდეს მათი ახალი რედაქცია:
„სესხის ხელშეკრულების ძირითადი დებულებები
ერთი მხრივ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – სესხის გამცემი), წარმოდგენილი აღმასრულებელი დირექტორის სახით და, მეორე მხრივ, ————————————— (სესხის მიმღების სახელწოდება) (შემდგომში – სესხის მიმღები), წარმოდგენილი ————————————— (ვის მიერაა წარმოდგენილი) სახით, ორივე ერთად „მხარეებად“ წოდებულნი, დებენ ამ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად სესხის გამცემი იღებს ვალდებულებას, საქართველოს მთავრობის 2008 წლის № განკარგულების საფუძველზე ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაფინანსებიდან სესხის მიმღებს მიზნობრივი სესხის სახით გამოუყოს —————— (თანხა ციფრობრივად) (——————————————) (თანხა სიტყვიერად) ლარი ————————————————————————————————————————————მიზნით (სესხის მიზნობრიობა), ხოლო სესხის მიმღები იღებს ვალდებულებას, სრულად შეასრულოს ამ სესხის ხელშეკრულების პირობები.
1.2. სესხი გაიცემა შემდეგი მიზნებისათვის —————————————————————————————————————————————————————————— (ღონისძიებების ჩამონათვალი).
2. ხელშეკრულების პირობები
2.1. სესხის ხანგრძლივობა განისაზღვრება ———— (ვადა რიცხობრივად, სიტყვიერად) წლის ვადით.
2.2. სესხი გაიცემა (ტრანშებად, ერთჯერადად) სესხის მიმღების წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ამ ხელშეკრულების 2.5, 3.5 და 4.3.3. პუნქტების შესრულების შემდეგ.
2.3. სესხის ვადის ათვლა დაიწყება პირველი ტრანშის (ერთჯერადი თანხის) გაცემისთანავე.
2.4. სესხის მიმღებს სესხი მიღებულად ეთვლება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სესხის მიმღების მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დღიდან.
2.5. სესხის შემდგომი ტრანში გაიცემა წინა ტრანშის სრულად ათვისების შემთხვევაში 4.3.3. პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ.
2.6. სესხის თანხის ათვისების ბოლო ვადაა 2008 წლის 1 დეკემბერი.
2.7. სესხის სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი არის ——————— (რიცხობრივად, სიტყვიერად) პროცენტი.
2.8. სესხზე (ტრანშზე) პროცენტი დაირიცხება სესხის (ტრანშის) გაცემისთანავე, ხოლო სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა დაიწყება მეთორმეტე თვის ბოლოს თანდართული გრაფიკის მიხედვით. პირველ წელს ათვისებულ თანხაზე დარიცხული პროცენტის გადახდა განხორციელდება ———————— (რიცხობრივად, სიტყვიერად) თვეზე განაწილებით. სესხისა და პროცენტის დაფარვა განხორციელდება ყოველთვიურად.
2.9. სესხზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო გამოითვლება 360-დღიანი წლის, თორმეტი 30-დღიანი თვის საფუძველზე.
2.10. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვა ხდება სესხის (ტრანშის) გაცემის შემდეგ ამ ხელეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შედგენილი სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით (შემდგომში – გრაფიკი), რომელიც არის ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.
2.11. გადახდა განხორციელებულად ითვლება სესხის მიმღების მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღიდან.
2.12. გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხისა და პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0,07 პროცენტის ოდენობით.
3. სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფა
3.1. ამ ხელშეკრულების შესაბამისად სესხის მიმღების მიერ ნაკისრ ვალდებულებას (შემოდგომში – მოთხოვნის უზრუნველყოფას) წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული ქონება/საბანკო გარანტია/სადაზღვევო პოლისი/დაგირავებული ქონება, რომლის ღირებულება ტოლი უნდა იყოს სულ მცირე სესხის (ტრანშის) მოცულობისა.
3.2. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება უნდა მოქმედებდეს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულების დამთავრებიდან 12 თვის განმავლობაში. სესხის მიმღებს უფლება აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება წარმოადგინოს ეტაპობრივად, ტრანშების მიხედვით.
3.3. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამცემი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.
3.4. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების თანხის ოდენობა (ქონების ღირებულება) უნდა იყოს სესხის (ტრანშის) ეკვივალენტი.
3.5. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (საბანკო გარანტია, სადაზღვევო პოლისი, სესხის გამცემის სასარგებლოდ იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთული ქონება) სესხის გამცემს წარედგინება სესხის გაცემამდე. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე სესხი არ გაიცემა. სესხის გამცემს უფლება აქვს, უარი თქვას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მიღებაზე, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს სესხის ხელშეკრულებით ან/და კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას.
3.6. თუ სესხის გამცემი დაადგენს, რომ წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ვეღარ უზრუნველყოფს სესხის დაფარვას, სესხის მიმღები ვალდებულია, სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე მოქმედი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება შეცვალოს ახლით.
3.7. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება არ შეიძლება გამოითხოვოს უკან მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამცემმა, თუ მთლიანად არ არის დაფარული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები ან არ არსებობს სხვა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.
3.8. თუ სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი ნაწილობრივ დაიფარა, სესხის მიმღებს სესხის გამცემის წერილობითი თანხმობით უფლება აქვს, დარჩენილი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით წარადგინოს ახალი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ან/და შეამციროს უკვე არსებული ამავე ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით და, შესაბამისად, გამოითხოვოს თავდაპირველად წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.
3.9. სესხის მიმღების მიერ სასესხო ვალდებულებების დარღვევა, ანუ სესხისა და დარიცხული პროცენტის გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში დაუფარავობა, ან სხვა საფუძვლით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, სესხის გამცემს აძლევს საფუძველს, გამოიყენოს ამ ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები სესხის მიმღების ქონებაზე გადახდევინების მისაქცევად და სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად არსებული აქტივების (იპოთეკა, გირავნობა) სარეალიზაციოდ.
4. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
4.1. სესხის გამცემი ვალდებულია:
4.1.1. არ გასცეს სესხი სესხის მიმღების მიერ ამ ხელშეკრულების 3.5. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე;
4.1.2. სესხის სახით კუთვნილი თანხის გადარიცხვის შესახებ სესხის მიმღების წერილისა და სესხის გასაცემად სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს შესაბამისი ოდენობის თანხის სესხის მიმღებისათვის გადარიცხვის თაობაზე და წარუდგინოს თანხის გადარიცხვისათვის აუცილებელი დოკუმენტები;
4.1.3. სესხის მიმღებისათვის თანხის გადარიცხვიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, სესხის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მოამზადოს და შემდგომი 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მხარეების მიერ გრაფიკზე ხელმოწერა;
4.1.4. კონტროლი გაუწიოს სესხის მიმღების მიერ გრაფიკის შესრულებას და დარღვევის შემთხვევაში სესხის მიმღებს დაარიცხოს პირგასამტეხლო 0,07 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.1.5. სესხის მიმღების მიზეზით გრაფიკზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში:
ა) აღარ გასცეს სესხის დარჩენილი ნაწილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) სესხის მიმღებს წერილობით მოსთხოვოს მიღებული სესხის (ტრანშის) თანხის, რომელზეც არ არის შედგენილი გრაფიკი, და მის სრულ დაფარვამდე მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა. ამ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაბრუნებელ ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტს მათ სრულ დაფარვამდე დაარიცხოს პირგასამტეხლო ყოველდღიურად 0,07 პროცენტის ოდენობით;
4.1.6. სასესხო ვალდებულების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოსაღებად გამოიყენოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება;
4.1.7. განახორციელოს სესხის მონიტორინგი.
4.2. სესხის გამცემს უფლება აქვს სესხის მიმღებისაგან მოითხოვოს მონიტორინგის განსახორციელებლად ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტები და კომენტარები.
4.3. სესხის მიმღები ვალდებულია:
4.3.1. შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები სესხის გამცემს წარუდგინოს მოთხოვნის მიღებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში.
4.3.2. სესხის სახით გამოყოფილი თანხა გამოიყენოს მხოლოდ ამ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის;
4.3.3. საანგარიშო თვის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში სესხის გამცემს წარუდგინოს სრული ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული (შესრულებული) სამუშაოების შესახებ (როგორც სესხის, ისე საკუთარი დაფინანსების ფარგლებში);
4.3.4. ყოველი ტრანშის ათვისების შემდეგ სესხის გამცემს წარუდგინოს სრული ინფორმაცია განხორციელებული (შესრულებული) სამუშაოების შესახებ და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები;
4.3.5. სესხის სრული ათვისების შემდეგ სესხის გამცემს:
ა) წარუდგინოს სრული ანგარიში სესხის ათვისების შესახებ;
ბ) სესხის სრულად ათვისების შემდეგ მის სრულ დაფარვამდე ყოველკვარტალურად წარუდგინოს ინფორმაცია პროექტის განხორციელების შესახებ;
4.3.6. გრაფიკის მიხედვით დაფაროს სესხის ხელშეკრულებიდან წარმოქმნილი ვალდებულებები;
4.3.7. მისი მიზეზით გრაფიკზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულების 4.1.3. პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს მიღებული სესხი (ტრანში), რომელზედაც არ არის შედგენილი გრაფიკი და დაფაროს სესხის (ტრანშის) დაბრუნების დღისათვის წარმოქმნილი ვალდებულებები;
4.3.8. წარუდგინოს და მისცეს სესხის გამცემის წარმომადგენლებს საშუალება, გაეცნონ მის ი საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლების ამსახველ ანგარიშებს, დებულებებს და სხვა დოკუმენტაციას. ასევე, დაუშვას თავის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე;
4.3.9. სესხის მიმღები სესხის გამცემს აძლევს თავისი ანგარიშების თანაგანკარგვის უფლებას;
4.3.10. წინასწარ აცნობოს სესხის გამცემს:
ა) ადგილსამყოფელის შეცვლის, ახალი იურიდული მისამართისა და იქ გადასვლის თარიღის შესახებ;
ბ) ფინანსური ან/და ქონებრივი მდგომარეობის მოსალოდნელი არსებითი ცვლილებებისა და, ასევე, იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება განაპირობონ ასეთი ცვლილებები;
გ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში და პარტნიორთა შორის, აგრეთვე წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
4.4. სესხის მიმღებს უფლება აქვს:
4.4.1. სესხის გამცემთან შეთანხმებით ვადაზე ადრე დაფაროს სესხის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებები;
4.4.2. სესხის ან მისი ნაწილის ვადამდე ადრე დაფარვის შემთხვევაში მოითხოვოს გრაფიკში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
4.4.3. სესხის ან მისი ნაწილის ვადაზე ადრე დაფარვა არ გამოიწვევს სესხის მიმღების დაჯარიმებას ან პრემირებას.
5. მხარეთა ურთიერთპასუხისმგებლობა, ხელშეკრულების დარღვევა
5.1. ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს, ამ ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულება.
5.2. სესხის გამცემი უფლებამოსილია, 5.4. პუნქტში აღწერილი რომელიმე გარემოების დადგომის შემთხვევაში ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს სესხის მიმღებს სესხის, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს სრული გადახდა.
5.3. სესხის მიმღები ვალდებულია, ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ და მასში მითითებულ ვადაში დააბრუნოს სესხი, მასზე დარიცხული პროცენტი და ხელშეკრულების თანახმად გადასახდელი ყველა თანხა.
5.4. სესხის გამცემის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა, კერძოდ, თუ:
ა) სამჯერ ზედიზედ არ შეასრულა გრაფიკით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) არსებობს მნიშვნელოვანი ცვლილება სესხის მიმღების ფინანსურ ან/და ქონებრივ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს სასესხო ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
გ) ნებისმიერი განცხადება ან გარანტია, რომელსაც ადასტურებდა სესხის მიმღები ან რაც მოცემულია ამ ხელშეკრულებასთან კავშირში, აღმოჩნდება არასწორი.
6. დამატებითი პირობები
6.1. მხარეთა ურთიერთობები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
6.2. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ამ ხელშეკრულებასა და მასზე თანდართულ გრაფიკებში ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც განიხილება ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ნებისმიერი ცვლილება და დამატება შეტანილ უნდა იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით.
6.3. მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო ხელშეკრულების შესრულებისას – წარმოშობილ უთანხმოებათა ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე გადაწყვეტას. 30 დღის ვადაში კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოქმნილი დავა წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
6.4. მხარეთა სამართლებრივი ფორმის, სტრუქტურის შეცვლის ან/და ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და უფლებების გამოყენება დაეკისრება მათ უფლებამონაცვლეს.
6.5. ეს ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.
6.6. ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ოთხ ეგზემპლარად ქართულ ენაზე.
ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეების მიერ 200 — წლის ——— ——————— ქ. თბილისში.
მხარეთა რეკვიზიტები
სესხის გამცემი სესხის მიმღები
მისამართი: (სრული რეკვიზიტები) მისამართი: (სრული რეკვიზიტები)
——————————————— ————————————————— .“.
სახელი და გვარი სახელი და გვარი
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე