,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის№75 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№117
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49, 28/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №117

2010 წლის 24 აპრილი

  ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგ­რამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რე­გიონალური ტუ­რიზ­მის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწ­ვის განვითა­რების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შეს­რულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებით დამ­ტკიცებულ „ექს­პორ­ტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტუ­რიზ­მის, სოფლის მე­ურ­ნეობისა და ხალხური რეწვის განვითა­რე­ბის“ ქვეპროგრამებ­ში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. თუ ფონდი მიიღებს დასაბუ­თე­ბულ ინფორმაციას, რომ სესხის ბენეფიციარი საწარმოს მიერ წარ­დგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ვეღარ უზრუნველყოფს სესხის და­ფარვას, ბენეფიციარი საწარმო ვალ­დებულია, მოქმედი მოთ­ხოვნის უზრუნველყოფის საშუალება შეცვალოს უზრუნველყოფის სხვა საშუალებით ან დამატებით წა­რადგინოს უზრუნველყოფის საშუა­ლება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. თუ ფონდი მიიღებს დასაბუთე­ბულ ინფორმაციას, რომ სესხის ბენეფიციარი საწარმოს მიერ წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ვეღარ უზ­რუნველყოფს სესხის და­ფარვას, ბენეფიციარი საწარმო ვალ­დებულია, მოქმედი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება შეცვალოს უზრუნველყოფის სხვა საშუალებით ან დამატებით წარადგინოს უზრუნველყოფის სა­შუა­ლება.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                          ნ. გილაური