,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №237
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებით (სსმ III, 2008 წ., №47, მუხლი 524) დამტკიცებულ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამებში, აგრეთვე დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების ბენეფიციარ საწარმოებთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების ძირითად დებულებებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბენეფიციარი საწარმოსათვის გასაცემი კრედიტის მოცულობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათასი) ლარზე ნაკლები.“.
2. „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:
„მუხლი 6. გაცემული სესხისა და დარიცხული პროცენტის დაბრუნება
1. გასულ წლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობებში კოდზე „შემოსულობა სესხებიდან“.
2. გასულ წლებში გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდა ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობებში ,,კერძო საწარმოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტის (სარგებელი)“ კოდზე.
3. მიმდინარე წელს გაცემული სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ,,მიმდინარე წელს გადახდილი თანხის მობრუნების“ კოდზე ისე, რომ შესაბამისი თანხით მცირდება ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული მუხლის საკასო ხარჯი.
4. მიმდინარე წელს გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდა ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობებში „კერძო საწარმოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტის (სარგებელი)“ კოდზე.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბენეფიციარ საწარმოებს სესხი გამოეყოფათ შეღავათიან პირობებში, კერძოდ: წლიური საპროცენტო განაკვეთი – არა უმეტეს 12 პროცენტი, საშეღავათო პერიოდი – არა უმეტეს 3 წელი, სესხის ვადა – არა უმეტეს 10 წელი. ბენეფიციარი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოსაყოფი სესხის მინიმალური რაოდენობა შეადგენს 20 000 (ოცი ათასი) ლარს.“.
4. ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:
„მუხლი 6. გაცემული სესხისა და დარიცხული პროცენტის დაბრუნება
1. გასულ წლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობებში კოდზე „შემოსულობა სესხებიდან“.
2. გასულ წლებში გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდა ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობებში „კერძო საწარმოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტის (სარგებელი)“ კოდზე.
3. მიმდინარე წელს გაცემული სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ,,მიმდინარე წელს გადახდილი თანხის მობრუნების“ კოდზე ისე, რომ შესაბამისი თანხით მცირდება ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული მუხლის საკასო ხარჯი.
4. მიმდინარე წელს გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდა ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობებში „კერძო საწარმოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტის (სარგებელი)“ კოდზე.“.
5. დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების ბენეფიციარ საწარმოებთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების ძირითადი დებულებების მე-2 პუნქტის 2.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.6. სესხის თანხის ათვისების ბოლო ვადაა 2008 წლის 26 დეკემბერი.“.
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების ბენეფიციარ საწარმოებთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების ძირითადი დებულებების მე-2 პუნქტის 2.6 ქვეპუნქტის ახალი რედაქცია ვრცელდება იმ საწარმოებზე, რომელთაც:
ა) სესხი გამოეყოთ დადგენილების 51პუნქტის საფუძველზე;
ბ) სესხი დაუმტკიცდათ 2008 წლის 1 დეკემბრის შემდეგ;
გ) 2008 წლის 1 დეკემბრამდე დაიწყეს პროექტების განხორციელება და თანხის ათვისება;
დ) მიმართეს პროექტების განხორციელებისათვის აუცილებელ ზომებს და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში 2008 წლის 1 დეკემბრამდე წარადგინეს უზრუნველყოფის საშუალება;
ე) 2008 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს წერილობითი განცხადებით მიმართეს თანხის ათვისების თარიღის გადავადების შესახებ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 28 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი