„საკრებულოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.160.000042
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 3, 30/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.040.35.160.000.042

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №11

2010 წლის 21 ივლისი

ქ. რუსთავი

საკრებულოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) განკარგულებით დაავალოს საკრებულოს თავმჯდომარეს განსაზღვროს პარტნიორის უფლებამოსილების უშუალო განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი (თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სუბიექტების მიმართ)“.

2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „შ1“ ქვეპუნქტი:

„შ1) თავისი ბრძანებით ახდენს დამფუძნებელი პარტნიორის უფლებამოსილების უშუალო განმხორციელებლის და მისი დავალების განსაზღვრას.“.

3. 107-ე მუხლის მე-7 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი აპარატის იურისტის ექსპერტიზის და აპარატის უფროსის ვიზირების შემდეგ ხელმოსაწერად გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს.“.

4. 108-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე – www.rustavi.ge საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.“.

5. 136-ე მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.   

საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საკრებულოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „საკრებულოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.07.2010.
როდის იქნა მიღებული „საკრებულოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„საკრებულოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 21.07.2010. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი რუსთავი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.160.000042.
სად არის „საკრებულოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „საკრებულოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №11, 21.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.160.000042 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1145897/