საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.01.2002 ბოლო ცვლილება 01.03.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 15/01/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №9

2002 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ

საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამის ხელშეწყობის მიზნით  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი  –  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

2. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  დებულების დამტკიცება.

3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები განისაზღვროს მისი დებულებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ.

4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორისა და სხვა მოსამსახურეთა შერჩევა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, იმ პროცედურებით, რომლებიც შეესაბამება მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებულ სახელმძღვანელო პრინციპებს.

5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი დაინიშნოს საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით.

ე. შევარდნაძე