საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შესწორება (№3)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.000612
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გაურკვეველი, -, 04/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შესწორება (№3)

 

1. ზოგადი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა (USG) და საქართველოს მთავრობა (GOG), (შემდგომში წოდებული როგორც „მხარე“ – ინდივიდუალურად და „მხარეები“ – ერთობლივად) საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმებაში ( შემდგომში – შეთანხმება) შეიტანონ ცვლილებები და შესწორებები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ქვემოთ აღწერილი პროექტის განხორციელების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს მთავრობას დამატებითი დახმარების სახით გამოუყოფს 5,419,950 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხიდან 4,840,950 აშშ დოლარს საქართველოს მთავრობის დახმარების მიზნით განკარგავს აშშ საელჩო თბილისში. ტრენინგებისა და ტექნიკური დახმარებისათვის გამიზნული დამატებითი 579,000 აშშ დოლარის განკარგვა მოხდება აშშ დეპარტამენტის უშუალო შეთანხმებით – აშშ მთავრობის სააგენტოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ამ ცვლილებით გამოყოფილი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია თავფურცელზე.

მიმდინარე ფისკალური წლის გარდა ამ პროექტებისათვის დადგენილი აშშ მთავრობის დაფინანსების უზრუნველყოფა დამოკიდებულია პროექტის მიზნების დამაკმაყოფილებლად განხორციელებაზე და აშშ კონგრესის მიერ ყოველწლიურ საფუძველზე მიღებული და საერთაშორისო სამართლებრივ და ანტინარკოტიკულ საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მიერ – მოწონებული ფონდების ხელმისაწვდომობაზე.

აღნიშნული დამატებითი დაფინანსება განკუთვნილია შემდეგი პროექტებისათვის: რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში; სასამართლო ექსპერტიზის განვითარების პროექტი; პოლიციის აკადემიის განვითარება; პოლიციის საინფორმაციო მენეჯმენტისა და საკომუნიკაციო სისტემის განვითარება; ამერიკელ იურისტთა ასოციაციის ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივების რეფორმის პროგრამა სისხლის სამართლებრივ საკითხთა სფეროში; ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრი.

პროექტის მიზნები და აღწერილობა მოცემულია II მუხლში. წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული ყველა სხვა ვალდებულება, პირობები და ვადები მიჩნეულია მისაღებად და რჩება ძალაში.

 

II. პროექტის მიზნები და აღწერილობა

(1) რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. სისხლის სამართლის რეფორმის პროექტი – 210,950 აშშ დოლარი.

წინამდებარე პროექტის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს სამართლებრივი რეფორმების განხორციელების გზით ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების ზრდას საქართველოში – 2006 წლის ბოლოსათვის სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედების ჩათვლით.

რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (RLA) დახმარებას გაუწევს საქართველოს მთავრობას სისხლის სამართლის საპროცესო სფეროს რეფორმებზე, სასამართლო, საპროკურო და სამართალდამცავ ორგანოთა რეფორმაზე, ასევე კორუფციის, ადამიანთა ტრეფიკინგის, ფულის გათეთრების, ტერორისტთა დაფინანსებისა და სხვა სახის ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანოებისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენაზე. სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის წარმატებულად განხორციელება/ამოქმედების მიზნით რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (RLA) თავად წარმართავს ან კოორდინირებას გაუწევს სასწავლო სატრენინგო სემინარებს, მისი ინიციატივები ანტიკორუფციულ სფეროში ძირითად აქცენტს აკეთებს კორუფციის ფაქტების გამოვლინებისა და დასჯის მყარი საპროცესო ბერკეტების შემოღებაზე – პროკურატურის თანამშრომელთა საქმიანობასთან ყოველმხრივი და სრული შესაბამისობის გათვალისწინებით.

 

აშშ მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებების სფერო მოიცავს:

● სამართლებრივ საკითხებში რეზიდენტი მრჩევლის დანიშვნა საქართველოში, აშშ საელჩოსთან ერთად, ტრენინგისა და ტექნიკური დახმარების კოორდინაციისა და უზრუნველყოფისთვის.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსხორციელებელი ქმედებების სფერო მოიცავს:

● პროკურატურის, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების სათანადო თანამშრომლებთან დაშვების უზრუნველყოფა;

● ტრენინგებისათვის საჭირო შენობებით უზრუნველყოფა;

● ტრენინგებზე დასწრებისათვის სათანადო მონაწილე/ კანდიდატთა შერჩევა;

● ხელშეწყობა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის მიღებისა და ამოქმედების სფეროში.

 

განხორციელების მაჩვენებლები:

● პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო, კერძოდ კი, ევროსაბჭოს მიერ მიღებულ სტანდარტებთან.

● გენერალური პროკურატურა აარსებს სამართლებრივ საკითხთა სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების საგანმანათლებლო პროგრამას; პროკურატურებისათვის ხორციელდება რეგულარული ტრენინგპროგრამები ადგილობრივი ინსტრუქტორების მიერ; ადამიანის უფლოებათა დაცვის სამმართველოს მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების აღკვეთა და დევნა.

● მიმდინარეობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროსა (NMLB) და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (FMS) სრული დაკომპლექტება, აღჭურვა და ოპერატიული ამოქმედება; გაცილებით მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა დამყარდა სასაზღვრო და საბაჟო სამსახურებისა დაNMLB-სა და FMS-თან. სისხლისსამართლებრივ დევნას დაქვემდებარებული საქმეები წარედგინება სასამართლოს;

● პროკურორები ექვემდებარებიან ქონებრივი და ფინანსური დეკლარაციების წარდგენის მოთხოვნებს. სრულ ოპერატიულობას იძენს OPR/IG ოფისი; პროკურატურის ორგანოებიდან მოხდება ყველა იმ პირის დათხოვნა, რომელიც დასაბუთებული მიზეზების გამო მიჩნეულ იქნებიან შეუფერხებლად ან ჩართულნი აღმოჩნდებიან კორუფციული სახის სამართალდარღვევაში; შემუშავებულია და წარმატებით ხორციელდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, GRECO–ს შესაბამისი, ეროვნული სამოქმედო გეგმა.

 

(2) სასამართლო ექსპერტიზის განვითარების პროექტი – 1,250,000 აშშ დოლარი

აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენს სასამართლო ექსპერტიზის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიის შექმნა, რაც სამართალდამცავთა საერთაშორისო სამუშაო სტანდარტების შესაბამისად (ISO) აამაღლებს საქართველოს სამართალდამცავი სისტემის სასამართლო ექსპერტიზის შესაძლებლობებსა და კომპეტენტურობას. პროექტის სამ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს: ტრენინგები, მატერიალური განახლება/რეკონსტრუირება და დაშორებული რეგიონებისათვის ლაბორატორიით სარგებლობის უზრუნველყოფის პროგრამა. ამ პროექტით გაგრძელდება დანაშაულის ადგილისა და სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის ანალიტიკოსთა ტრენინგები. იგი ასევე ხელს შეუწყობს ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის მექნიზმების განვითარებას, ნივთმტკიცებათა მოპოვების, მისი შემოწმებისა და შენახვის სფეროში; ასევე ექსპერტის დასკვნის გამოყენებას სასამართლო პროცესზე. სამართლდამცავი სისტემის, სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიისა და საპროკურორო ორგანების თანამშრომლებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გაიმართება სათანადო ტრენინგები.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ნივთმტკიცებათა უსაფრთხო ოფიციალური სადეპოზიტო ცენტრების დაარსებას, რათა უზრუნველყოს რეგიონების მიერ ლაბორატორიის მომსახურების მაქსიმალური გამოყენება.

 

აშშ–ის მთავრობის მიერ განსახორციელებელ ქმედებათა სფეროში შედის:

● შემოწმების ცენტრებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების განახლება/რეკონსტრუქცია თბილისში და სადეპოზიტო ცენტრების დაარსება რეგიონებში;

● სათანადო აპარატურით უზრუნველყოფა;

● სამიზნე ზონებში ტრენინგების ჩატარებისა და ხელმძღვანელობის მიზნით სასამართლო ექსპერტიზის საკითხთა მრჩეველით უზრუნველყოფა;

● ექსპერტთა მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასების მიზნით საკვალიფიკაციო გამოცდებისა და სხვა სათანადო მექანიზმების უწყვეტი განვითარება.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელ ქმედებათა სფეროში შედის:

● საოფისე და საერთო ფართის, ასევე უსაფრთხო საცავების მოვლა-შეკეთება;

● საჭიროებისდა მიხედვით, ექსპერტიზისა და სადეპოზიტო მომსახურების რეგიონალური ცენტრების დაარსება;

● ტრენინგებზე დასწრებისათვის სათანადო კანდიდატებისა და შენობა-ნაგებობის შერჩევის უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;

● ექსპერტთა სამსახურეობრივი კვალიფიკაციისა და სამუშაო აღწერილობის განსაზღვრა.

● აშშ მთავრობის სასამართლო ექსპერტიზის საკითხთა მრჩეველთან შეთანხმებით, საჭიროებისდა მიხედვით, სამუშაო პროცედურის სტანდარტების მომზადება;

● სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის ჩამოყალიბება დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტად, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს პრეზიდენტის, მინისტრთა და პარლამენტის დეპუტატთა შემადგენლობით შექმნილი დირექტორთა საბჭო.

 

განხორციელების მაჩვენებლები:

● მრჩეველთა მიერ ტრენინგებთან, სტრუქტურულ რეფორმებთან, მენეჯერთა განაწილების და ლაბორატორიებში მუშაობის დონისა და პროფესიონალური ცოდნის ამაღლებასთან დაკავშირებით, შეთავაზებული წინადადებების განხორციელება;

● შეუფერებელი კანდიდატების დადგენა და გათავისუფლება;

● პერსონალთა და რესურსებით რეგიონალური ცენტრების უზრუნველყოფა ეფექტურად ფუნქციონირებისათვის;

● საჩუქრად გადმოცემული ყველა აღჭურვილობა სათანადო წესითაა გამოყენებული და უზრუნველყოფილია წვრთნაგავლილი ანალიტიკოსების დასაქმება.

 

(3) პოლიციის აკადემიის განვითარება – 2,509,000 აშშ დოლარი

აღნიშნული პროექტის მიზანია თანამედროვე პოლიციის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც საქართველოში აამაღლებს სამართალდამცავი პერსონალის პროფესიონალიზმსა და კომპეტენციას. ეს პროექტი შეიცავს სამ ქვეპროექტს: სასწავლო პროგრამისა და აღჭურვილობის განვითარება; გამოძიების ფედერალური ბიუროსა (FBI) და სხვა სამართადამცავი პირების მიერ თბილისის აკადემიაში ჩატარებული სპეციალიზირებული ტრენინგი; და რეგიონალური სასწავლო ცენტრების დაარსება ან განახლება.

აღნიშნული პროექტი დააწესებს სამართალდამცავი ორგანოს პერსონალის ტრენინგისათვის პროფესიონალურ სტანდარტებს. კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ასევე ხელს შეუწყობს სამართალდამცავი ორგანოს პერსონალის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და განვითარებას. ეს პროექტი ასევე ჩამოაყალიბებს სამსახურში აყვანის სტანდარტებს. აკადემიის რეკონსტრუქციის პროექტები კვლავ გაგრძელდება. ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების გასავრცელებლად შეიქმნება ტრენინგისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების რეგიონალური ქსელი.

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებები:

● თბილისის პოლიციის აკადემიის შენობა–ნაგებობების განახლება და/ან აშენება და ტრენინგისათვის განკუთვნილი შენობა–ნაგებობების დაარსება იმ რეგიონებში, სადაც საჭიროა;

● აკადემიაში შეერთებული შტატების დროებითი მრჩევლის უზრუნველყოფა;

● საჭიროების შემთხვევაში შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიუროდან ან სხვა ორგანოებიდან სამართალდამცავ სფეროში სპეციალისტების მიერ ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგის უზრუნველყოფა;

● სპეციალიზირებული სასწავლო მასალის შედგენა და გამოცემა;

● სტუდენტების ცოდნის შესაფასებლად საკვალიფიკაციო გამოცდებისა და სხვა მექანიზმების შემოღება;

● აკადემიის პერსონალის უზრუნველყოფა მასწავლებლებისათვის განკუთვნილი ტრენინგის კურსით.

 

საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებებია:

● ურთიერთდაკავშირებული პროექტებისათვის სხვა დონორებისაგან დამატებითი ფინანსების მოძიება;

● აკადემიაში პროგრამის ხანგრძლივი წარმატებისათვის საჭირო დაფინანსების უზრუნველყოფა;

● საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის აკადემიაში საშიში შენობების დანგრევა და ახლის აშენება;

● სათანადო კანდიდატისათვის აკადემიაში შესვლის უზრუნველყოფა სასწავლო სემინარებზე დასასწრებლად;

● ტრენინგისათვის შესაფერისი ადგილის უზუნველყოფა;

● სასწავლო სემინარების დროს ადმინისტრაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

● საქართველოს სხვადასხა რეგიონში შესაფერისი, წვიმისგან დაცული, გამათბობელი საშუალებებით აღჭურვილი შენობების გამოყენების უზრუნველყოფა როგორც ტრენინგისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები.

 

განხორციელების მაჩვენებლები:

● პოლიციის აკადემიაში სამართდამცავ სფეროსთან დაკავშირებული ტრენინგის პროგრამები შესულია საბაზისო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში;

● არასათანადო კანდიდატები დადგენილი და დამსახურიდან გათავისუფლებულია;

● აკადემიის რექტორისა და პერსონალის პროფესიონალიზმი განვითარებულია;

● სამართლდამცავ სფეროში გამოიყენება ახალი სწავლების მეთოდები და ტექნიკა;

● თბილისის გარეთ დანიშნულ მოხელეებს რეგულარულად უტარდებათ ტრენინგი აკადემიასა და რეგიონალურ ცენტრებში.

 

(4) პოლიციის ინფორმაციის მართვა და კომუნიკაციის განვითარების პროექტი – 1,000,000 აშშ დოლარი

ამ პროექტის მთავარი მიზანია პოლიციის სტანდარტებისა და პროფესიონალიზმის გაუმჯობესებაში შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დახმარება უკეთესი საკომუნიკაციო და ინფორმაციის მართვის სისტემების მეშვეობით.

აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეხმარება მობილური პოლიციის კომპიუტერული სისტემების განვითარებაში (საპატრულო პოლიციის კომუნიკაცია და ავტომატიზაციის პროექტი). იგი ასევე შეიძლება შეიცავდეს სათანადო მონაცემთა ბაზების განახლებას, დახმარებას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების „022“ სისტემისათვის და პოლიციის მიერ მანქანის ადგილსამყოფელის დადგენის GPS-ის სისტემისათვის. შეერთებული შტატები დაეხმარება პროექტს აღჭურვილობისა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფით.

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებებია:

● აღჭურვილობისა და ტექნიკური დახმარების, ასევე ადგილზე აღნიშნული აღჭურვილობის სათანადო წესით გამოყენების უზრუნველყოფა.

 

საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებებია:

● ამ სისტემების სათანადო წესით მოვლისა და გამოყენებისათვის საბიუჯეტო უზრუნველყოფა;

● საქართველოს პოლიციის ფუნქციებისა და ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით პოლიციის მუშაობის მიზნებისა და პროცედურების მომცველი კოდექსის მიღება;

● ტრენინგის პროგრამების ინსტიტუციონალური დაგეგმვა როგორც პოლიციის რეფორმის ძირითადი პრინციპი;

● პოლიციაში საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნა და პრაქტიკაში მათი გამოყენება;

● ამ პროექტის შესაბამისად მონაცემთა ბაზების განახლება;

● ურთიერთდაკავშირებული პროექტებისათვის სხვა დონორებისაგან დამატებითი ფინანსების მოძიება.

 

განხორციელების მაჩვენებლები:

● ადგილზე ახალი ტექნოლოგია სათანადო წესით გამოიყენება, რომლის შედეგია სწრაფად რეაგირების და ტაქტიკური კოორდინაციის განმტკიცება;

● სისხლის სამართლის დანაშაულის ტენდენციებისა და მათზე რეაგირების სტატისტიკური ანალიზი გაკეთებულია და იგი ხელმისაწვდომია;

● საქართველოს პოლიცია ამჟღავნებს დანაშაულის პრევენციაში, გამოძიებასა და საგზაო მოძრაობის დარეგულირებაში სტატისტიკური მონაცემების გამოყენებას.

 

(5) ამერიკელ ადვოკატთა ასოციაცია ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივების რეფორმების პროგრამა სისხლის სამართლის სფეროში (ABA/CEELI) – 350,000 აშშ დოლარი

აღნიშნული პროგრამის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს იურიდიულ წრეებში და მთლიანად საზოგადოებაში მოსალოდნელი სისხლის სამართლის რეფორმის იდეის გათვითცნობიერებას და ასევე ხელი შეუწყოს საქართველოს იურიდიულ წრეებში ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანერგვას.

პროექტის აღწერა:

ABA/CEELI–ი თანამშრომლობს აშშ-ის საელჩოსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივი ორგანიზაციებთან, უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართვას ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შემუშავებასა და დანერგვაში (განახორციელებს ტრენინგს პოლიციის გამომძიებლებისათვის ოჯახური ძალადობის საქმეთა გამოძიების სტრატეგიასა და ახალი სისხლის სამართლის საპრეოცესო კოდექსის შესახებ); ქმნის და ინარჩუნებს ადვოკატთა კადრებს, რომლებმაც წარმატებულად დაამთავრეს ტრენინგის კურსები, რომელიც იმუშავებს როგორც პროფესიული ადვოკატურის მაგალითი და ხელს შეუწყობს გენერალური ინსპექციების მიერ კორუფციის შემთხვევებზე რეაგირებას, ასევე საზოგადოების ინფორმირებას ანტიკორუფციულ საკითხებზე; განავითარებს რეგიონალურ და ეროვნულ რეაგირებას ტრეფიკინგის საკითხებთან დაკავშირებით. პროექტის დაფინანსების დაახლოებით 20–25% დაეთმობა ადამიანის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას.

 

შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებებია:

ABA/CEELI–ის პროექტის განხორციელებისათვის დაფინანსების უზრუნველყოფა.

 

საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებები:

● ადამიანის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებისადმი მთავრობის მიერ თვალსაჩინო დახმარება და ხელმძღვანელობა.

● სისხლის სამართლის საპროცესო რეფორმისათვის – და ასევე საკანონმდებლო რეფორმისათვის მთავრობის მხრიდან განგრძობადი ხელის შეწყობა.

 

განხორციელების მაჩვენებლები:

● ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მიღებულია პარლამენტის მიერ;

● მთავრობის წარმომადგენელი მინისტრები აქტიურად მონაწილეობენ გენერალური ინსპექციებისა და სხვა ორგანოების რეფორმაში, რათა გაუმჯობესდეს კორუფციასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა;

● შინაგან საქმეთა სამინისტრო ქმნის სპეციალურად გაწვრთნილ გამომძიებელთა ფართო ჯგუფს, რომელიც კვალიფიცირებულია ადამიანის ტრეფიკინგის საქმეების გამოძიებასა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებში;

● ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ტრენინგი ჩაუტარდებათ პოლიციის ჯგუფებსა და გამომძიებლებს ოჯახური ძალადობის ფაქტებზე შემოსულ ზარებზე რეაგირების სტრატეგიაში;

● სისხლის სამართლის ადვოკატთა ოცი–ოცდახუთკაციანი ჯგუფი მომზადდება როგორც ინსტრუქტორი სასამართლო პროცესზე გამოსვლის უნარ-ჩვევებში.

 

(6) ამერიკის უნივერსიტეტი ტრანსნაციონალური დანაშაულის და კორუფციის ცენტრი (AU/TraCCC) - 100,000 აშშ დოლარი

აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანია განავითაროს და გააფართოოს საქართველოს პოლიტიკოსების, სამართალდამცავების, კანონმდებლობის, თანამდებობის პირებისა და მეცნიერების შესაძლებლობები, რათა უკეთ გადაჭრან ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, ტერორიზმისა და სხვა სახის აქტუალურ დანაშაულთან დაკავშირებული საკითხები.

 

პროექტის აღწერა

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში დანაშაულის კვლევის საკითხებზე მომუშავე აკადემიურ წრეებსა და აღმასრულებელ და საკანონმდებლო მოხელეებს შორის მუდმივ, მყარ ურთიერთობას. აღნიშნული პროექტი მოამზადებს ქართველ ექსპერტთა კადრებს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის საკითხებში.

 

შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებებია:

● AU/TraCCC-ის დაფინანსების უზრუნველყოფა, რათა განვითარდეს ქართველი ექპსერტების შესაძლებლობა თავიდან აიცილონ, გამოავლინონ, გამოიძიონ და განახორციელონ სისხლისსამართლებრივი დევნა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციაზე.

 

საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებებია:

● სამართალდამცავი ორგანოებიდან და საპარლამენტო კომიტეტებიდან, კორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მიმართულებების უკეთ გაცნობის მიზნით, სტატისტიკური მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდება.

● სამართალდამცავი ორგანოებიდან სათანადო წარმომადგენლების წარდგენა, რომლებიც დაესწრებიან ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გაუზიარებენ მოსაზრებებს.

 

განხორციელების მაჩვენებლები:

● 2006 წლის შუა პერიოდისათვის გამოქვეყნდება TraCCC-ის გრანტით განხორციელებული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს 2004 წელს მიღებული ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონმდებლობის გაუმჯობესებულ განხორციელებას.

● 2006 წლის ბოლოს კვლევითი პროექტები გააშუქებენ იმ მექანიზმებს, რომლებიც გამოიყენება ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული კვლევით პროექტების შედეგები მკვეთრად გაზრდის სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობას თავიდან აიცილონ, აღმოაჩინონ და განხორციელონ სისხლისსამართლებრივი დევნა აღნიშნულ დანაშაულებებზე.

● პროკურატურის კადრების ტრენინგი საქმის მომზადებაში უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის შემთხვევების წარმატებულ გადაწყვეტას.

● ბიბლიოთეკა და რესურსცენტრი ლიტერატურით ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის შესახებ, აქტიურად გამოიყენება მეცნიერების, მთავრობის თანამდებობის პირებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ.

 

III. შეფასების გეგმა

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრებს, სულ მცირე – სამ თვეში ერთხელ, რათა განიხილონ ექვსივე პროექტოს მიზნების მისაღწევად განხორციელებული პროგრესი. პროგრესის შეფასება განხორციელდება ზემოთ მოცემული განხორციელების მაჩვენებლების შესაბამისად. აღნიშნულ შეფასებაში განსახილველი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ხარისხისა და რაოდენობის მაჩვენებლებს. ერთობლივად მომზადდება მოხსენება, რომელიც შეაჯამებს აღნიშნული შეფასების შედეგებს. შეფასება წარმოადგენს დამატებით დოკუმენტს, ხოლო ორივე მთავრობის პერსონალის მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და ღონისძიებებზე მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი.

 

VI. მთავრობის მიერ დამტკიცება

წინამდებარე შესწორება ამოქმედდება მისი ხელმოწერისთანავე.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2006 წლის 26 ივლისს, ორ პირად, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით:

ჯონ ტეფტი,

ელჩი

საქართველოს მთავრობის სახელით:

ზურაბ ნოღაიდელი,

პრემიერ-მინისტრი