ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1129
2011 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლებისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.დაინიშნოს ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2011 წლის 10 სექტემბერს.
2.ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს ტესტური ფორმით ორ ეტაპად – ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) და პროფესიული ნაწილი.
3.გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებებისა და თანდართული საბუთების მიღების მიზნით საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა (შემდგომში – იუსტიციის სასწავლო ცენტრი) უზრუნველყოს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა.
4.იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
5.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ზ. ადეიშვილი