სსიპ პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარი” ლიკვიდაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№204/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016241
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111213011, 14/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №204/ნ

2011 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარი” ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის,  ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  ,,თ”  ქვეპუნქტის  და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარი” -ს   ლიკვიდაცია  2011 წლის 29 დეკემბრამდე;

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარის” ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარის”უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პროფესიული კოლეჯი ,,მერმისი”.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – პროფესიულ კოლეჯად „ბალავარი“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №69/ნ ბრძანება.

4.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

5. ეს ბრძანება,  გარდა მე-3  პუნქტისა,  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 29 დეკემბრიდან.

დ. შაშკინი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარი” ლიკვიდაციის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარი” ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.12.2011.
როდის იქნა მიღებული „სსიპ პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარი” ლიკვიდაციის შესახებ“?
„სსიპ პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარი” ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 12.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №204/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.016241.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სსიპ პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარი” ლიკვიდაციის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სსიპ პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარი” ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარი” ლიკვიდაციის შესახებ“, №204/ნ, 12.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016241 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1528295/