საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№419
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.000.793
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 13/07/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1571, 1572 და 1573 მუხლები:

    „მუხლი 1571. ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარების უკანონო რეპროდუცირება

ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარების უკანონო რეპროდუცირება გაყიდვის, გაქირავების ან გამოყენების მიზნით,–

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე, რეპროდუცირებული ეგზემპლარების კონფისკაციით.

იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი,–

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე, რეპროდუცირებული ეგზემპლარების კონფისკაციით.

შენიშვნა: კონფისკებული რეპროდუცირებული ეგზემპლარები ექვემდებარება განადგურებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი გადაეცემა საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელს მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

    მუხლი 1572. ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარებზე მითითებული ინფორმაციის გაყალბება

ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარებზე მითითებული ინფორმაციის გაყალბება, დამამზადებლის ან დამზადების ადგილის შესახებ ყალბი ინფორმაციის მითითება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი,–

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე, ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარების კონფისკაციით.

იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე, ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარების კონფისკაციით.

შენიშვნა: კონფისკებული ეგზემპლარები ექვემდებარება განადგურებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი გადაეცემა საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელს მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

    მუხლი 1573. ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარებზე საავტორო უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის შეცვლა ან განადგურება

ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარებზე საავტორო უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის შეცვლა ან განადგურება,–

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი,–

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარების კონფისკაციით.

შენიშვნა: კონფისკებული ეგზემპლარები ექვემდებარება განადგურებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი გადაეცემა საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელს მისივე მოთხოვნის საფუძველზე.“.

2. კოდექსის 208-ე მუხლში სიტყვის „156-ე“ შემდეგ დაემატოს რიცხვები „1571, 1572, 1573“.

3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე ნაწილი:

„ამ კოდექსის 1571, 1572, 1573 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები“.

4. კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვის „156-ე“ შემდეგ დაემატოს რიცხვები „1571, 1572, 1573“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 28 ივნისი.

№419_IIს