ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1 8
2012 წლის 29 აგვისტო
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა თანდართულ აღწერილობასთან ერთად, დანართის შესაბამისად.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე
დანართი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა
მუხლი 1
გერბის ფარი გაკვეთილ-გადაკვეთილია და იყოფა 4 ნაწილად (ველად); I ნაწილი და III ნაწილი გადაკვეთილია ტეხილად; I ნაწილი – მეწამულ ველზე მოთავსებულია გადაჯვარედინებული ორი ოქროს თოფი; II ნაწილი – ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში ოქროს საწმისი, ქვედა ნაწილში ოქროს ციხე-სიმაგრე; III ნაწილი – ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში ოქროს თაღოვანი ხიდი, ქვედა ნაწილში ვერცხლის სამი შემცირებული ტალღოვანი სარტყელი; IV ნაწილი – ლაჟვარდის ველს მარჯვნიდან მარცხნივ კვეთს სამი ვერცხლის ყაბიწი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „ხელვაჩაური“.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გერბი
მუხლი 2
დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად . პირველი ნაწილი ჰორიზონტალურად ტეხილად არის გაყოფილი თანაბარ ნაწილებად: მეწამულ და ზურმუხტოვან ველებად. მეორე ნაწილის ლაჟვარდოვან ველს ჰორიზონტალურად ყოფს სამი ვერცხლის სარტყელი.
დროშის პროპორციაა 2:3.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დროშა