ქვემოთ ჩამოყალიბებული დებულებები მოქმედებენ, როგორც ზოგადი წესი, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც არ ხდება აღნიშნული დებულებების გამოყენება, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც არ არის სპეციფიკური მითითება კონკრეტულ მასალებზე და არ ხდება კონკრეტული სტანდარტების გამოყენება, მწარმოებელმა უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ მიღებული იქნა ყველა სახის შესაბამისი ზომა რათა მიღწეული იქნეს ეკვივალენტური უსაფრთხოების საერთო დონე.
წინამდებარე მუხლი წარმოადგენს დანართი N1-ის განუყოფელ ნაწილს. დებულებები, რომლებიც ჩამოყალიბებულია წინამდებარე მუხლში, ავსებენ მე-2 - მე-6 მუხლების არსებით მოთხოვნებს, იმ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისათვის, რომელთა მიმართაც ისინი მოქმედებენ.
7.1. დასაშვები დატვირთვები
7.1.1. გამოყენებული სიმბოლოები
Re/t დენადობის ზღვარი, საანგარიშო ტემპერატურისთვის განსაზღვრავს ისეთ სიდიდეებს, როგორიცაა:
- ზედა დენადობის ზღვარი ისეთი მასალებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ ზედა და ქვედა დენადობის ზღვრები დაჭიმვისას;
- 1.0%-იანი დენადობის ზღვარი აუსტენიტური ფოლადისა და არალეგირებული ალუმინისათვის;
- 0.2%-იანი დენადობის ზღვარი სხვა შემთხვევებისათვის;
Rm/20 გამოხატავს საბოლოო სიმტკიცის ზღვრის მინიმალურ მნიშვნელობას 20°C ტემპერატურაზე;
Rm/t გამოხატავს სიმტკიცის ზღვრულ მაჩვენებელს საანგარიშო ტემპერატურებზე.
7.1.2. უმეტესად სტატიკურ დატვირთვებზე და ტემპერატურაზე მომუშავე მემბრანების საერთო დატვირთვამ, რომლის ფარგლებს ზემოთაც დენადობა მნიშვნელოვანი ხდება, გამოყენებული მასალებიდან გამომდინარე, არ უნდა გადააჭარბოს ქვემოთ მოცემული სიდიდეებიდან უმცირესს:
- ფერიტული, მათ შორის, ნორმალიზებული (ნორმალიზებული და გაგლინული) ფოლადისთვის, გარდა წვრილმარცვლოვანი და სპეციალური თერმულად დამუშავებული ფოლადებისა: , Re/t-ის 2/3-ს და Rm/20-ის 5/12-ს
- აუსტენიტური ფოლადის შემთხვევაში:
- თუ წაგრძელება გაგლეჯვის შემდეგ აჭარბებს 30%-ს: Re/t-ის 2/3-ს;
- ან, შესაბამისად, თუ წაგრძელება წყვეტის შემდეგ აჭარბებს 35%-ს: Re/t-ის 5/6-ს და Rm/t-ის 1/3-ს.
- არალეგირებული ან დაბალრეგირებული ფოლადის სხმულის შემთხვევაში, Re/t-ის 10/19-ს და Rm/20-ის 1/3-ს;
- ალუმინის შემთხვევაში Re/t-ის 2/3-ს;
- ალუმინის შენადნობების შემთხვევაში, გარდა თერმულად/დისპერსიულად განმტკიცებული შენადნობისა, Re/t-ის 2/3-ს და Rm/20-ის 5/12-ს.
7.2. შეერთების კოეფიციენტები
შედუღებული შეერთების კოეფიციენტებმა არ უნდა გადააჭარბოს ქვემოთ მოცემულ მაჩვენებლებს:
- იმ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისათვის, რომლებზეც, შედუღებული შეერთებების სრული სერიის მრღვევი და არამრღვევი მეთოდებით გამოცდამ აჩვენა უმნიშვნელო დეფექტები: 1;
იმ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისათვის, რომლებსაც შერჩევით უტარდებათ არამრღვევი გამოცდები : 0,85;
- იმ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისათვის, რომლებსაც არ უტარდებათ არამრღვევი გამოცდები გარდა ვიზუალური შემოწმებისა: 0,7.
საჭიროების შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დატვირთვის სახეობა და შეერთების მექანიკური და ტექნოლოგიური მახასიათებლები.
7.3. წნევის შემზღუდავი ხელსაწყოები წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლებისათვის
წნევის სიდიდის ხანმოკლე ზრდა, რომელზედაც საუბარი იყო ამ დანართის 2.11.2 ქვეპუნქტში შეზღუდული უნდა იყოს მაქსიმალურად დასაშვები წნევის მნიშვნელობის 10%-ის ნიშნულზე.
7.4. ჰიდროსტატიკური გამოცდის წნევა
წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლებისათვის, ჰიდროსტატიკური გამოცდის წნევის მნიშვნელობა, რომელზეც საუბარი იყო ამ დანართის 3.2.2 ქვეპუნქტში, არ უნდა იყოს უფრო ნაკლები ვიდრე ის, რომელიც ქვემოთ მოყვანილი მაჩვენებლებიდან უფრო დიდია:
- მაჩვენებელი, რომელიც შეესაბამება ექსპლუატაციაში წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის მაქსიმალურ დატვირთვას გამრავლებულს 1,25 კოეფიციენტზე, მაქსიმალურად დასაშვები წნევისა და მისი მაქსიმალურად დასაშვები ტემპერატურის გათვალისწინებით, ან
- მაქსიმალურად დასაშვები წნევის მაჩვენებელი გამრავლებული 1,43 კოეფიციენტზე.
7.5. მასალის მახასიათებლები
თუ მხედველობაში მისაღები, რაიმე სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებისათვის საჭირო არ არის სხვა მაჩვენებლები, ფოლადი ჩაითვლება საკმარისად პლასტიკურად, ამ დანართის 4.1 (ა) ქვეპუნქტის დაკმაყოფილების თვალსაზრისით, თუკი გამოცდით განსაზღვრული წაგრძელება გაგლეჯვის შემდეგ არ არის 14%-ზე ნაკლები და ენერგია, მისი დარტყმითი მოღუნვის გამოცდისას გაზომილი ISO V საგამოცდო ნიმუშზე არ არის 27 ჯოულზე ნაკლები, იმ ტემპერატურაზე, რომელიც არ აღემატება 20 °C-ს, მაგრამ არაუმეტეს მოწყობილობის ყველაზე დაბალ სამუშაო ტემპერატურაზე.
დანართი N2
შესაბამისობის შეფასების ცხრილები
1. რომაული ციფრები დიაგრამებში წარმოადგენს კატეგორიებს, რომლებიც მოიცავს შემდეგ მოდულებს:
I = მოდული A
II = მოდულები A1, D1, E1
III = მოდულები B1 + D, B1 + F, B + E, B + C1, H
IV = მოდულები B + D, B + F, G, H1
2. ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის 2.1.3 ქვეპუნქტი და მე–3 მუხლის 1.4 ქვეპუნქტი - განსაზღვრული უსაფრთხოების კომპონენტები განეკუთვნება IV კატეგორიას. თუმცა, გამორიცხვის გზით, სპეციფიური აღჭურვილობისათვის დამზადებული უსაფრთხოების კომპონენტები შეიძლება კლასიფიცირებულ იქნეს იგივე კატეგორიად, რაც მინიჭებული აქვს მოწყობილობას, რომლებსაც ისინი ემსახურება.
3. ტექნიკური რეგლამენტის პირველ მუხლში, ქვეპუნქტი 2.1.3, და მე-3 მუხლში, ქვეპუნქტი 1.4 განსაზღვრული წნევის კომპონენტები კლასიფიცირებულია შემდეგის საფუძველზე:
— მათთვის დასაშვები მაქსიმალური წნევა PS და
— მათი მოცულობა V ან მათი ნომინალური ზომა DN, რომელიც უფრო შესაფერისია და
— სითხეების ჯგუფი, რომელთათვის ისინია განკუთვნილი;
ხოლო რეზერვუარებისა და მილგაყვანილობის შესაბამისობის შეფასების კატეგორიის შერჩევისათვის გამოიყენება სათანადო დიაგრამა.
თუ, როგორც მოცულობა, ასევე, ნომინალური ზომა შეესაბამება მე-2 ქვეპუნქტს, წნევის ქვეშ მომუშავე კომპონენტები უნდა განეკუთვნოს უმაღლეს კატეგორიას.
4. შესაბამისობის შეფასების მომდევნო დიაგრამებში გამყოფი ხაზები გვიჩვენებს თითოეული კატეგორიის ზედა ზღვარს.
დიაგრამა 1
ტექნიკური რეგლამენტის მუხლი 3-ის, პუნქტი 1.1-ის „ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებული ჭურჭელი
როგორც გამონაკლისი, ჭურჭელი, რომლის დანიშნულებაა არასტაბილური გაზების შენახვა და დიაგრამა 1-ს მიხედვით ხვდება I ან II კატეგორიებში, უნდა მიეკუთვნოს მხოლოდ III კატეგორიას.
დიაგრამა 2
ტექნიკური რეგლამენტის მუხლი 3-ის, პუნქტი 1.1-ის „ა.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ჭურჭელი
როგორც გამონაკლისი, გადასატანი ხანძარსაქრობი და სასუნთქი აპარატურის ბალონები, უნდა მიეკუთვნოს სულ მცირე III კატეგორიას მაინც.
დიაგრამა 3
ტექნიკური რეგლამენტის მუხლი 3-ის, პუნქტი 1.1-ის „ბ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული ჭურჭელი
დიაგრამა 4
ტექნიკური რეგლამენტის მუხლი 3-ის, პუნქტი 1.1 -ის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ჭურჭელი
გამონაკლისს წარმოადგენენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის 2.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული წყლის გამათბობელი აგრეგატები, რომლებიც უნდა დაექვემდებაროს საპროექტო გამოცდას (მოდული B1), ან ხარისხის სრულ უზრუნველყოფას (მოდული H) დანართი N1-ის 2.10, 2.11, 3.4, 5 „ა“ და 5 „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
დიაგრამა 5
ტექნიკური რეგლამენტის მუხლი 3-ის, 1.2 პუნქტში მითითებული წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა
როგორც გამონაკლისი, ავტოკლავის შეფასება პროექტირების ეტაპზე უნდა მოხდეს როგორც მინიმუმ, III კატეგორიისთვის შესაფერისი ერთ-ერთი მოდულის მიხედვით.
დიაგრამა 6
ტექნიკური რეგლამენტის მუხლი 3-ის, პუნქტი 1.3-ის „ა.ა“ქვეპუნქტში მითითებული მილგაყვანილობა
როგორც გამონაკლისი, არასტაბილური გაზების მილგაყვანილობა, რომელიც მე-6 დიაგრამის მიხედვით ხვდება I ან II კატეგორიაში, უნდა განეკუთვნოს III კატეგორიას.
დიაგრამა 7
ტექნიკური რეგლამენტის მუხლი 3-ის, პუნქტი 1.3-ის „ა.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მილგაყვანილობა
როგორც გამონაკლისი, 350 °C - ზე მეტი ტემპერატურის მქონე გაზების ის მილგაყვანილობა, რომლებიც დიაგრამა 7-ის მიხედვით ხვდება II ან უფრო მაღალ კატეგორიაში, უნდა მიეკუთვნოს III კატეგორიას.
დიაგრამა 8
ტექნიკური რეგლამენტის მუხლი 3-ის, პუნქტი 1.3-ის „ბ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული მილგაყვანილობა
დიაგრამა 9
ტექნიკური რეგლამენტის მუხლი 3-ის, პუნქტი 1.3-ის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მილგაყვანილობა
დანართი N3
შესაბამისობის შეფასების პროცედურები
ამ დანართში მოყვანილი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებთან დაკავშირებული დებულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები ასევე ეხება აგრეგატებსაც
მოდული A - შიდა საწარმოო კონტროლი
1. ეს მოდული აღწერს პროცედურებს, რომლის ფარგლებშიც მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ამ მოდულის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების თანახმად, უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ წნევაზე მომუშავე მოწყობილობა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მწარმოებელმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, წნევაზე მომუშავე მოწყობილობის ყოველ ერთეულზე უნდა დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია.
2. მწარმოებელმა უნდა მოამზადოს ამ მოდულის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ბოლო ერთეულის წარმოებიდან 10 წლის განმავლობაში უნდა შეინახოს ეს დოკუმენტები და წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოებს ინსპექტირების მიზნით.
თუ არც მწარმოებელი, და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ წარმოადგენს რეზიდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა და მისი ხელმისაწვდომობა იმ პირის პასუხისმგებლობაა, რომელიც წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობას განათავსებს ბაზარზე.
3. ტექნიკური დოკუმენტაცია საშუალებას უნდა იძლეოდეს შეფასდეს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესაბამისობა ტექნიკურ რეგლამენტში განსაზღვრულ მოთხოვნებთან. რამდენადაც ეს შეეფერება ამგვარ შეფასებას, ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა ფარავდეს, პროექტს, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის წარმოებას, ექსპლუატაციას და უნდა შეიცავდეს:
— მოწყობილობის საერთო აღწერას;
— კომპონენტების, ქვეაგრეგატების, სქემების და ა. შ. პროექტს, საწარმოო ნახაზებსა და დიაგრამებს;
— აღნიშნული ნახაზებისა და დიაგრამების, აგრეთვე წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ექსპლუატაციის აღწერასა და განმარტებებს;
— ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტების სიას მთლიანად ან ნაწილობრივ და იმ გადაწყვეტილებების ჩამონათვალს, რომლებიც მიღებულია ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როდესაც მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტები არ იქნა გამოყენებული;
— საპროექტო გაანგარიშების შედეგებს, ჩატარებულ შემოწმებებს და ა. შ;
— გამოცდების ანგარიშებს.
4. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი შესაბამისობის დეკლარაციის ასლს უნდა ინახავდეს ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.
5. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, იმისათვის, რომ უზრუნველყოს, რომ წარმოების პროცესი უზრუნველყოფს, წარმოებული წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესაბამისობას ამ მოდულის მე-2 პუნქტში მითითებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.
მოდული A1 - შიდა საწარმოო კონტროლი, პროდუქტის გამოცდის მონიტორინგთან ერთად
მოდულის A მოთხოვნებთან ერთად მოქმედებს შემდეგი დებულებები:
საბოლოო შეფასება უნდა ჩატარდეს მწარმოებლის მიერ და მონიტორინგი უნდა განხორციელდეს მწარმოებლის მიერ შერჩეული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ მოულოდნელი ვიზიტების დროს.
ამგვარი ვიზიტების დროს შერჩეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა:
— დაადგინოს, რომ მწარმოებელი ნამდვილად ატარებს საბოლოო შეფასებას დანართი N1-ის 3.2 ქვეპუნქტის მიხედვით;
— აიღოს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ნიმუში საწარმოში ან შესანახ სათავსოში შემოწმების მიზნით. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო განსაზღვრავს ნიმუშის სახით ასაღები მოწყობილობების რაოდენობას და საჭიროების მიხედვით ახორციელებს ან უზრუნველყოფს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ნაწილობრივ ან სრულ საბოლოო შეფასებას.
— თუ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ერთი ან მეტი შემადგენელი ნაწილი არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები.
მწარმოებელმა, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ, წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის ყოველ ერთეულზე უნდა მიამაგროს შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერი.
მოდული B - პროდუქტის ნიმუშის (ტიპის) შესაბამისობის შეფასება
1. ეს მოდული აღწერს პროცედურების იმ ნაწილს, რომლის საშუალებითაც შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ამოწმებს და ადასტურებს, რომ განსახილველი პროდუქტის წარმოდგენილი ნიმუში შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის იმ მოთხოვნებს, რომელიც ეხება წარმოდგენილ ნიმუშს.
2. ნიმუშის (ტიპის) გამოცდის შესახებ განაცხადი მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წარედგინება თავისი შეხედულებისამებრ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს.
განაცხადი უნდა შეიცავდეს:
— მწარმოებლის დასახელებას და მისამართს, და, თუ განაცხადი წარდგენილია უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ასევე მის სახელს და მისამართს;
— წერილობით მითითებას, რომ იგივე განაცხადი არ არის წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოში;
— ამ მოდულის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ ტექნიკურ დოკუმენტაციას.
განმცხადებელმა შესაბამისობის შემფასებელ პირს მოთხოვნის შესაბამისად, უნდა წარუდგინოს პროდუქტის ნიმუში, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ტიპი“. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შეიძლება შემდგომში კიდევ მოითხოვოს ნიმუშები, თუ საგამოცდო პროგრამა ამას მოითხოვს.
3. ტიპი შეიძლება გამოყენებული იქნეს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის რამოდენიმე ვერსიის შესაბამისობის შესაფასებლად, თუ ვერსიებს შორის განსხვავებები ნეგატიურად არ მოქმედებს უსაფრთხოებისა და საიმედოობის დონეზე. ტექნიკური დოკუმენტაცია წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას უნდა იძლეოდეს. რამდენადაც ეს შეეფერება ამგვარ შეფასებას, ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა ფარავდეს, პროექტს, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის წარმოებას, ექსპლუატაციას და უნდა შეიცავდეს:
— ტიპის საერთო აღწერას;
— კომპონენტების, ქვე-აგრეგატების, წრედების, და ა. შ. პროექტს, საწარმოო ნახაზებსა და დიაგრამებს;
— აღნიშნული ნახაზებისა და დიაგრამების, აგრეთვე წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის ექსპლუატაციის აღწერასა და განმარტებებს;
— ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტების სიას მთლიანად ან ნაწილობრივ და იმ გადაწყვეტილებების ჩამონათვალს, რომლებიც მიღებულია ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როდესაც მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტები არ იქნა გამოყენებული;
— საპროექტო გაანგარიშების შედეგებს, ჩატარებულ შემოწმებებს და ა. შ;
— გამოცდების ანგარიშებს;
— ინფორმაციას წარმოების დროს ჩატარებული გამოცდების შესახებ;
— N1 დანართის 3.1.2 და 3.1.3 ქვეპუნქტებით მოთხოვნილი კომპეტენციების ან შესაბამისობის დადასტურებების შესახებ ინფორმაციას.
4. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა:
4.1. შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტაცია, დაადასტუროს, რომ ტიპი წარმოებულია მასთან შესაბამისობაში და განსაზღვროს კომპონენტები, რომლებიც დაპროექტებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტების სათანადო დებულებების შესაბამისად, აგრეთვე ისინი, რომლებიც დაპროექტებულია აღნიშნული სტანდარტების დებულებების გამოყენების გარეშე.
კერძოდ, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა:
— შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტაცია პროექტირებისა და წარმოების პროცედურების თვალსაზრისით;
— შეაფასოს გამოყენებული მასალები, როდესაც ისინი შესაბამისობაში არაა სტანდარტებთან ან წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის მასალის ევროპულ დამტკიცებასთან და შეამოწმოს მასალის მწარმოებლის მიერ დანართი N1-ის 4.3 ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი;
— დაამტკიცოს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ნაწილების მუდმივი შეერთების პროცედურები, ან შეამოწმოს, იყო თუ არა ეს პროცედურები ადრე დამტკიცებული დანართის N1-ის 3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად;
— გააკონტროლოს, რომ პერსონალი, რომელიც ჩართული იყო წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ნაწილების მუდმივი შეერთებასა და ურღვევი გამოცდის შესრულებაში კომპეტენტურია ან დამტკიცებულია N1 დანართის 3.1.2 ან 3.1.3 ქვეპუნქტების შესაბამისად.
4.2. ჩაატაროს ან ჩაატარებინოს სათანადო შემოწმებები და აუცილებელი გამოცდები, რათა დაადგინოს, მწარმოებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აკმაყოფილებს თუ არა ტექნიკური რეგლამენტის არსებით მოთხოვნებს, როდესაც მე-5 მუხლით განსაზღვრული სტანდარტები არ გამოიყენება.
4.3. ჩაატაროს ან უზრუნველყოს სათანადო შემოწმებებისა და აუცილებელი გამოცდების ჩატარება, რათა დაადგინოს, სწორად გამოიყენა თუ არა მწარმოებელმა სათანადო სტანდარტები მაშინ, როდესაც მან გადაწყვიტა მათი გამოყენება.
4.4. შეათანხმოს განმცხადებელთან შემოწმებების და აუცილებელი გამოცდების ჩატარების ადგილი.
5. როდესაც ტიპი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის დებულებებს, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა გასცეს ტიპის სერტიფიკატი (ტიპის სერტიფიკატი შესაძლოა გაიცეს - ინსპექტირების სერტიფიკატის ან შესაბამისობის სერტიფიკატის სახით) განმცხადებლის სახელზე. სერტიფიკატი ძალაში უნდა იყოს ათი წლის მანძილზე, ექვემდებარებოდეს განახლებას და უნდა შეიცავდეს მწარმოებლის სახელწოდებასა და მისამართს, შემოწმებების დასკვნებსა და დამტკიცებული ტიპის იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს.
ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისი ნაწილების ნუსხა სერტიფიკატს დანართის სახით უნდა დაერთოს და ასლი შესაბამისობის შემფასებელ პირთან უნდა ინახებოდეს.
თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი უარს ამბობს გასცეს ტიპის სერტიფიკატი, ამ შესაბამისობის შემფასებელმა პირმა თავისი უარის მიზეზები დეტალურად უნდა აუხსნას წერილობით მწარმოებელს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მასში გათვალისწინებულ უნდა იქნეს გასაჩივრების პროცედურები.
6. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ყველა მოდიფიკაციის შესახებ, განმცხადებელმა უნდა აცნობოს დამტკიცებული წნევის ქვეშ მომუშავე, იმ შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელსაც გადაეცა დოკუმენტაცია ტიპის სერტიფიკაციისათვის. წნევის ქვეშ მომუშავე ასეთი მოდიფიკაციები საჭიროებს დამატებით დამტკიცებას მაშინ, როცა საფრთხე შეიძლება შეექმნას წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის, ტექნიკური რეგლამენტის ძირითად მოთხოვნებთან ან წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ექსპლუატაციის დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. ეს დამატებითი დამტკიცება გაცემული უნდა იყოს ტიპის სერტიფიკატის დამატების ფორმით.
7. თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის საჯაროობა იმ ტიპის სერტიფიკატების შესახებ, რომლებიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით მათ შესახებ, რომელი ტიპის სერტიფიკატებიც გაიცა.
თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აგრეთვე აწვდის სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს სათანადო ინფორმაციას იმ ტიპის სერტიფიკატების შესახებ, რომლებიც გაუქმდა ან გაცემაზე უარი ეთქვა.
8. სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს შეუძლიათ მიიღონ ტიპის ინსპექტირების სერტიფიკატების ასლები და/ან მათი დამატებები. სერტიფიკატების დანართები ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირებისათვის.
9. მწარმოებელი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ბოლო ერთეულის წარმოების დღიდან სულ ცოტა ათი წლის განმავლობაში უნდა ინახავდეს ტიპის სერტიფიკატებსა და მათ დამატებებს.
როდესაც არც მწარმოებელი, და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტს, ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა და მისი ხელმისაწვდომობა არის იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელმაც პროდუქტი ქვეყნის ბაზარზე განათავსა.
მოდული B1 - პროექტის შეფასება
1. ეს მოდული აღწერს პროცედურების იმ ნაწილს, რომელთა საშუალებითაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ამოწმებს და ადასტურებს, რომ წნევის ქვეშ მომუშავე ერთეული მოწყობილობის პროექტი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
N1 დანართის 2.2.4 ქვეპუნქტში მოყვანილი ექსპერიმენტული პროექტირების მეთოდი არ უნდა იქნეს გამოყენებული ამ მოდულის კონტექსტში.
2. განაცხადი პროექტის შეფასებაზე მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წარედგინება მის მიერვე არჩეულ ერთ შესაბამისობის შემფასებელ პირს.
განაცხადი უნდა შეიცავდეს:
— მწარმოებლის დასახელებასა და მისამართს და, თუ განაცხადი წარდგენილია უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ასევე მის დასახელებასა და მისამართს;
— წერილობით მითითებას, რომ მსგავსი განაცხადი არ არის წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირისათვის;
— მოდული B1-ის მე-3 ნაწილში ჩამოთვლილ ტექნიკურ დოკუმენტაციას.
განაცხადი შეიძლება მოიცავდეს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის რამოდენიმე ვერსიას, იმ პირობით, რომ ვერსიებს შორის განსხვავება არ ახდენს ზეგავლენას უსაფრთხოების დონეზე.
3. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას. ამრიგად, ის მსგავსი შეფასებისათვის შესაბამისი უნდა იყოს, და ეხებოდეს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის პროექტს, წარმოებას, ექსპლუატაციას და უნდა შეიცავდეს:
— წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის საერთო აღწერას;
— კომპონენტების, ქვე-აგრეგატების, სქემების და ა. შ. კონცეპტუალურ დიზაინსა და საწარმოო ნახაზებს;
— აღნიშნული ნახაზებისა და დიაგრამების, აგრეთვე წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ექსპლუატაციის აღწერასა და განმარტებებს;
— ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტების სიას მთლიანად ან ნაწილობრივ და იმ გადაწყვეტილებების ჩამონათვალს,რომლებიც მიღებულია ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როდესაც მე-5 მუხლში მოცემული სტანდარტები არ იქნა გამოყენებული;
— საპროექტო გადაწყვეტილების ადეკვატურობის შესახებ საჭირო მტკიცებულებებს, კერძოდ, როდესაც ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მოცემული სტანდარტები სრულად არ გამოიყენება; ეს მტკიცებულებები უნდა შეიცავდეს მწარმოებლის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ ან მისი შეკვეთით ჩატარებული გამოცდების შედეგებს;
— პროექტის გაანგარიშების, ჩატარებული შემოწმებებისა და სხვა შედეგებს;
— N1 დანართის 3.1.2 და 3.1.3 ქვეპუნქტებით მოთხოვნილი კვალიფიკაციის ან დამტკიცებების შესახებ ინფორმაციას.
4. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა:
4.1. შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტაცია და განსაზღვროს კომპონენტები, რომლებიც დაპროექტებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტების სათანადო დებულებების შესაბამისად, აგრეთვე ისინი, რომლებიც დაპროექტებულია აღნიშნული სტანდარტების დებულებების გამოყენების გარეშე.
კერძოდ, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა:
— შეაფასოს გამოყენებული მასალები, როდესაც ისინი შესაბამისობაში არაა სათანადო სტანდარტებთან ან წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის მასალების ევროპულ დამტკიცებასთან;
— დაამტკიცოს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ნაწილების მუდმივი შეერთებების პროცედურები, ან შეამოწმოს, იყო თუ არა ეს პროცედურები ადრე დამტკიცებული N1 დანართის 3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად;
— შეამოწმოს, რომ პერსონალი, რომელიც ჩართულია წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ნაწილების მუდმივი შეერთებების პროცედურებისა და არამრღვევი გამოცდების ჩატარებაში კვალიფიცირებულია ან დამტკიცებულია N1 დანართის 3.1.2 ან 3.1.3 ქვეპუნქტების შესაბამისად.
4.2. ჩაატაროს სათანადო შემოწმებები, რათა დაადგინოს, აკმაყოფილებს თუ არა მწარმოებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ტექნიკური რეგლამენტის ძირითად მოთხოვნებს, როდესაც მე-5 მუხლში განსაზღვრული სტანდარტები არ გამოიყენება.
4.3. ჩაატაროს სათანადო შემოწმებები, რათა დაადგინოს, სწორად გამოიყენა თუ არა მწარმოებელმა სათანადო სტანდარტები მაშინ, როდესაც მან გადაწყვიტა მათი გამოყენება.
5. როდესაც პროექტი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის დებულებებს, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა გასცეს პროექტის სერტიფიკატი განმცხადებელის სახელზე (პროექტის სერტიფიკატი შესაძლოა გაიცეს - ინსპექტირების სერტიფიკატის ან შესაბამისობის სერტიფიკატის სახით). სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს მწარმოებლის სახელწოდებასა და მისამართს, შემოწმების დასკვნებს, მისი ვალიდურობის პირობებს და დამტკიცებული პროექტის იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს.
ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისი ნაწილების ნუსხა სერტიფიკატს დანართის სახით უნდა დაერთოს და ასლი შესაბამისობის შემფასებელ პირთან უნდა ინახებოდეს.
თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი უარს ამბობს გასცეს პროექტის სერტიფიკატი, ამ შესაბამისობის შემფასებელმა პირმა თავისი უარის მიზეზები დეტალურად უნდა აუხსნას წერილობით მწარმოებელს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მასში გათვალისწინებულ უნდა იქნეს გასაჩივრების პროცედურები.
6. პროექტის ყველა მოდიფიკაციის შესახებ, განმცხადებელმა უნდა აცნობოს იმ შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელსაც გადაეცა დოკუმენტაცია პროექტის სერტიფიკაციასთან დაკავშირებით. ასეთი მოდიფიკაციები საჭიროებს დამატებით დამტკიცებას მაშინ, როცა შეიძლება საფრთხე შეექმნას წნევის ქვეშ მოწყობილობის ტექნიკური რეგლამენტის ძირითად მოთხოვნებთან ან მოწყობილობის ექსპლუატაციის დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. ეს დამატებითი დამტკიცება მოცემული უნდა იყოს პროექტის სერტიფიკატის დამატების ფორმით.
7. თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის საჯაროობა იმ პროექტის სერტიფიკატების შესახებ, რომლებიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით მათ შესახებ, რომელი პროექტის სერტიფიკატებიც გაიცა.
თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აგრეთვე აწვდის სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს სათანადო ინფორმაციას იმ პროექტის სერტიფიკატების შესახებ, რომლებიც გაუქმდა ან გაცემაზე უარი ეთქვა.
8. სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლიათ მიიღონ შემდეგი სათანადო ინფორმაცია:
— გაცემული პროექტის სერტიფიკატებისა და მათი დამატებების შესახებ; გაუქმებული პროექტის სერტიფიკატებისა და მათი დამატებების შესახებ.
9. მწარმოებელი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, B1 მოდულის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ბოლო ერთეულის წარმოების დღიდან სულ ცოტა ათი წლის განმავლობაში უნდა ინახავდეს პროექტის სერტიფიკატებსა და მათ დამატებებს.
როდესაც არც მწარმოებელი, და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტს, ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა და მისი ხელმისაწვდომობა არის იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელმაც პროდუქტი ქვეყნის ბაზარზე განათავსა.
მოდული C1 - პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლსა და პროდუქტის საკონტროლო შემოწმების მონიტორინგზე
1. ეს მოდული აღწერს იმ პროცედურების ნაწილს, რომელთა საშუალებითაც მწარმოებელი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი უზრუნველყოფს და ადასტურებს, რომ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა შეესაბამება ტიპს, რომელიც აღწერილია ტიპის სერტიფიკატში, და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ყოველ ერთეულზე უნდა დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგი-ნოს შესაბამისობის დეკლარაცია.
2. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა იმისათვის, რომ წარმოების პროცესი უზრუნველყოფდეს დამზადებული წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესაბამისობას ტიპის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და აკმაყოფილებდეს მასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
3. მწარმოებელი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ბოლო ერთეულის წარმოების დღიდან სულ ცოტა ათი წლის განმავლობაში უნდა ინახავდეს შესაბამისობის დეკლარაციის ასლს.
როდესაც არც მწარმოებელი და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ არის საქართველოს რეზიდენტი, ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა და მისი ხელმისაწვდომობა არის იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელმაც პროდუქტი ქვეყნის ბაზარზე განათავსა.
4. საბოლოო შეფასების ჩატარებაზე მონიტორინგი უნდა განახორციელოს მწარმოებლის მიერ შერჩეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მოულოდნელი ვიზიტების ფორმით.
ამგვარი ვიზიტების დროს შერჩეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა:
— დაადგინოს, რომ მწარმოებელი ნამდვილად ატარებს საბოლოო შეფასებას N1 დანართის 3.2 ქვეპუნქტის მიხედვით;
აიღოს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ნიმუში საწარმოში ან შესანახ სათავსოში შემოწმების მიზნით. შესაბამისობის შემფასებელი პირი განსაზღვრავს ნიმუშის სახით ასაღები მოწყობილობების რაოდენობას და საჭიროების მიხედვით ახორციელებს ან უზრუნველყოფს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ნაწილობრივ ან სრულ საბოლოო შეფასებას.
— თუ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ერთი ან მეტი შემადგენელი ნაწილი არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები.
მწარმოებელმა, შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ყოველ ერთეულზე უნდა მიამაგროს შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერი.
მოდული D - ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე
1. ეს მოდული აღწერს პროცედურების იმ ნაწილს, რომელთა საშუალებითაც მწარმოებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოდულის მე-2 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და ადასტურებს, რომ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა შესაბამისობაშია ტიპთან, რომელიც აღწერილია ტიპის სერტიფიკატში ან პროექტის სერტიფიკატში და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ყოველ ერთეულზე უნდა დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. ნიშანდებას უნდა ახლდეს ამ მოდულის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერი.
2. მწარმოებელს უნდა გააჩნდეს დამტკიცებული და ფუნქციონირებადი ხარისხის სისტემა, რომელიც მოიცავს წარმოებას, საბოლოო შემოწმებასა და გამოცდებს როგორც ეს განსაზღვრულია მე-3 პუნქტში და ექვემდებარებოდეს ზედამხედველობას, რო-გორც ეს განსაზღვრულია მე- 4 პუნქტში.
3. ხარისხის სისტემა
3.1. მწარმოებელმა უნდა წარუდგინოს განაცხადი მის მიერ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს თავისი ხარისხის სისტემის შეფასების მიზნით.
განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა. განსახილველი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესახებ სრულ სათანადო ინფორმაციას;
ბ. დოკუმენტაციას ხარისხის სისტემის შესახებ;
გ.დამტკიცებული ტიპის ტექნიკურ დოკუმენტაციას და ტიპის სერტიფიკატის ან პროექტის სერტიფიკატის ასლს.
3.2. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესაბამისობა ტიპის სერტიფიკატში ან პროექტის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.
მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა მოთხოვნა თუ დებულება სისტემატურად და სათანადოდ უნდა იყოს დოკუმენტირებული წერილობითი პოლიტიკის, პროცედურების ან ინსტრუქციების ფორმით. ხარისხის სისტემის ეს დოკუმენტაცია ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ჩანაწერების ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას უნდა იძლეოდეს.
კერძოდ, მასში ადეკვატურად უნდა იყოს აღწერილი შემდეგი:
— ხარისხის მიზნები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და უფლებები, წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის ხარისხთან მიმართებაში;
— წარმოების, ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის მეთოდები, პროცესები და სისტემატური ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება, კერძოდ, N1 დანართის 3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად, ნაწილების მუდმივი შეერთებების დროს;
— შემოწმებები და გამოცდები , რომლებიც ჩატარდება წარმოებამდე, წარმოების დროს და მის შემდეგ და სიხშირე, რომლითაც ისინი ჩატარდება;
— ჩანაწერები ხარისხის შესახებ, როგორებიცაა შემოწმების ანგარიშები და მონაცემები გამოცდების, დაკალიბრების და კერძოდ, იმ პერსონალის კვალიფიკაციისა და დამტკიცების შესახებ, რომლებიც ჩართული არიან ნაწილების შეერთებაში და არამრღვევ გამოცდებში N1 დანართის 3.1.2 და 3.1.3 ქვეპუნქტების შესაბამისად;
— მოთხოვნილი ხარისხის მიღწევისა და ხარისხის სისტემის ეფექტურობის მონიტორინგის საშუალებები.
3.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის სისტემა, რათა განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა ის ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში მოყვანილ მოთხოვნებს. ხარისხის სისტემის კომპონენტები, რომლებიც შესაბამისობაშია სათანადო სტანდარტებთან, წარმოადგენს 3.2 ქვეპუნქტში მოყვანილ მოთხოვნებთან შესაბამისობის პრეზუმფციას.
აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს სულ ცოტა ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის განსახილველი ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება. შეფასების პროცედურა უნდა მოიცავდეს მწარმოებლის ორგანიზაციაში საინსპექციო ვიზიტს.
გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ჩამოყალიბებულ უნდა იქნეს გასაჩივრების პროცედურები.
3.4. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა შეასრულოს ხარისხის სისტემით გათვალისწინებული ვალდებულებები და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი ფუნქციონირება.
მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც დაამტკიცა ხარისხის სისტემა მასში მოსალოდნელი ყველა ცვლილების შესახებ.
შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს შეთავაზებული ცვლილებები და გადაწყვიტოს აკმაყოფილებს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში აღწერილ მოთხოვნებს და არის თუ არა საჭირო განმეორებითი შეფასება.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან მწარმოებელს უნდა აცნობოს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
4. ზედამხედველობა შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ
4.1. ზედამხედველობის მიზანია დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი სრულად ასრულებს დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებებს.
4.2. შესაბამისობის შეფასების მიზნებისათვის, მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის, ხელმისაწვდომი უნდა გახადოს წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და სათავსო ადგილები და სრულად მიაწოდოს მას საჭირო ინფორმაცია, კერძოდ:
— დოკუმენტაცია ხარისხის სისტემის შესახებ;
— ხარისხის ჩანაწერები, როგორებიცაა ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, ანგარიშები ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ და ა. შ.
4.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს პერიოდული აუდიტები, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელს აქვს და იყენებს ხარისხის სისტემას, და მიაწოდოს მწარმოებელს აუდიტის ანგარიში. პერიოდული აუდიტების სიხშირე ისეთი უნდა იყოს, რომ სრული მოცულობით შეფასება ჩატარდეს განმეორებით ყოველ სამ წელიწადში.
4.4. ამასთან ერთად შესაბამისობის შემფასებელი პირი შეიძლება მოულოდნელად ეწვიოს მწარმოებელს. ამგვარი ვიზიტების საჭიროება, და მათი სიხშირე განისაზღვრება შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული საკონტროლო ვიზიტების სისტემის საფუძვე-ლზე. კერძოდ, საკონტროლო ვიზიტების სისტემა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ფაქტორებს:
— მოწყობილობის კატეგორიას;
— ზედამხედველობის წინა ვიზიტის შედეგებს;
— ვიზიტის შემდგომი მაკორექტირებელი ქმედებების საჭიროებას;
— სისტემის დამტკიცებასთან დაკავშირებულ სპეციალურ პირობებს, საჭიროების შემთხვევაში;
— მნიშვნელოვან ცვლილებებს მწარმოებელ ორგანიზაციაში, მის პოლიტიკაში ან ტექნიკაში.
ამგვარი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შეიძლება, თუ ეს საჭირო იქნება, ჩაატაროს ან ჩატარებული ჰქონდეს გამოცდები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ხარისხის სისტემა სწორად ფუნქციონირებს. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებელს უნდა მიაწოდოს ვიზიტის ანგარიში, და თუ ადგილზე გამოცდა იქნა ჩატარებული, გამოცდის ანგარიშიც.
5. მწარმოებელი, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ბოლო ერთეულის წარმოების დღიდან ათი წლის განმავლობაში უნდა ინახავდეს ეროვნული სამსახურებისთვის წარსადგენად შემდეგ დოკუმენტაციას:
— ამ მოდულის 3.1 ქვეპუნქტის „ბ“- ში განსაზღვრულ დოკუმენტაციას;
— ამ მოდულის 3.4 ქვეპუნქტის მეორე აბზაცით გათვალისწინებული ცვლილებები;
— შესაბამისობის შემფასებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მოცემულია ამ მოდულის 3.3 და 3.4 ქვეპუნქტების ბოლო აბზაცებში და 4.3 და 4.4 ქვეპუნქტებში.
6. თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის საჯაროობა იმ ხარისხის სისტემის შესახებ, რომელიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით იმის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა.
თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აგრეთვე აწვდის სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს სათანადო ინფორმაციას იმ ხარისხის სისტემის შესახებ, რომელიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით იმის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა.
მოდული D1 - წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა
1. ეს მოდული აღწერს პროცედურების ნაწილს, რომელთა საშუალებითაც მწარმოებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოდულის მე-3 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს და აცხადებს, რომ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ყოველი ერთეული აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ყოველ შემადგენელ ერთეულზე უნდა დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. შესაბამისობის ნიშანს უნდა ახლდეს ამ მოდულის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერი.
2. მწარმოებელმა უნდა მოამზადოს ქვემოთ მოყვანილი ტექნიკური დოკუმენტაცია:
ტექნიკური დოკუმენტაცია საშუალებას უნდა იძლეოდეს შეფასდეს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. თუ ეს არსებითია ამგვარი შეფასებისათვის, მასში ასახული უნდა იყოს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის პროექტი, წარმოება და ექსპლუატაცია და უნდა შეიცავდეს:
— წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის საერთო აღწერას;
— კომპონენტების, ქვეაგრეგატების და სქემების და ა.შ. კონცეპტუალურ პროექტს, საწარმოო ნახაზებსა და დიაგრამებს;
— აღნიშნული ნახაზებისა და დიაგრამების, აგრეთვე წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ექსპლუატაციის აღწერასა და განმარტებებს;
— ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტების სიას მთლიანად ან ნაწილობრივ და იმ გადაწყვეტილებების ჩამონათვალს, რომლებიც მიღებულია ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როდესაც მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტები არ იქნა გამოყენებული;
— საპროექტო გაანგარიშების შედეგებს, ჩატარებულ შემოწმებებს და ა. შ;
— გამოცდების ანგარიშებს.
3. მწარმოებელს უნდა გააჩნდეს დამტკიცებული და ფუნქციონირებადი ხარისხის სისტემა, რომელიც მოიცავს წარმოებას, საბოლოო შემოწმებასა და გამოცდებს როგორც ეს განსაზღვრულია მე-4 პუნქტში და ექვემდებარებოდეს ზედამხედველობას, როგორც ეს განსაზღვრულია მე- 5 პუნქტში.
4. ხარისხის სისტემა
4.1. მწარმოებელმა უნდა წარუდგინოს განაცხადი მის მიერ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს თავისი ხარისხის სისტემის შეფასების მიზნით.
განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა. განსახილველი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესახებ სრულ სათანადო ინფორმაციას;
ბ. დოკუმენტაციას ხარისხის სისტემის შესახებ;
4.2. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.
მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა მოთხოვნა თუ დებულება სისტემატურად და სათანადოდ უნდა იყოს დოკუმენტირებული წერილობითი პოლიტიკის, პროცედურების ან ინსტრუქციების ფორმით. ხარისხის სისტემის ეს დოკუმენტაცია ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ჩანაწერების ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას უნდა იძლეოდეს.
კერძოდ, მასში ადეკვატურად უნდა იყოს აღწერილი შემდეგი:
— ხარისხის მიზნები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და უფლებები, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ხარისხთან მიმართებაში;
— წარმოების, ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის მეთოდები, პროცესები და სისტემატური ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება, კერძოდ, N1 დანართის 3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად, ნაწილების მუდმივი შეერთებების დროს;
— შემოწმებები და გამოცდები, რომლებიც ჩატარდება წარმოებამდე, წარმოების დროს და მის შემდეგ და სიხშირე, რომლითაც ისინი ჩატარდება;
— ჩანაწერები ხარისხის შესახებ, როგორებიცაა შემოწმების ანგარიშები და მონაცემები გამოცდების, დაკალიბრების და კერძოდ, იმ პერსონალის კვალიფიკაციისა და დამტკიცების შესახებ, რომლებიც ჩართული არიან ნაწილების შეერთებაში N1 დანართის 3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად;
— მოთხოვნილი ხარისხის მიღწევისა და ხარისხის სისტემის ეფექტურობის მონიტორინგის საშუალებები.
4.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის სისტემა, რათა განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა ის ამ მოდულის 4.2 ქვეპუნქტში მოყვანილ მოთხოვნებს. ხარისხის სისტემის კომპონენტები, რომლებიც შესაბამისობაშია სათანადო სტანდარტებთან, წარმოადგენს 4.2. ქვეპუნქტში მოყვანილ მოთხოვნებთან შესაბამისობის პრეზუმფციას.
აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს სულ ცოტა ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის განსახილველი ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება. შეფასების პროცედურა უნდა მოიცავდეს მწარმოებლის ორგანიზაციაში საინსპექციო ვიზიტს.
გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ჩამოყალიბებულ უნდა იქნეს გასაჩივრების პროცედურები.
4.4. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა შეასრულოს ხარისხის სისტემით გათვალისწინებული ვალდებულებები, და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი ფუნქციონირება.
მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც დამტკიცა ხარისხის სისტემა მასში მოსალოდნელი ყველა ცვლილების შესახებ.
შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს შეთავაზებული ცვლილებები და გადაწყვიტოს აკმაყოფილებს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 4.2 ქვეპუნქტში აღწერილ მოთხოვნებს და არის თუ არა საჭირო განმეორებითი შეფასება.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან მწარმოებელს უნდა აცნობოს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
5. ზედამხედველობა შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ
5.1. ზედამხედველობის მიზანია დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი სრულად ასრულებს დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებებს.
5.2. შესაბამისობის შეფასების მიზნებისათვის, მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის, ხელმისაწვდომი უნდა გახადოს წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და სათავსო ადგილები და სრულად მიაწოდოს მას საჭირო ინფორმაცია, კერძოდ:
— დოკუმენტაცია ხარისხის სისტემის შესახებ;
— ხარისხის ჩანაწერები, როგორებიცაა ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, ანგარიშები ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ და ა. შ.
5.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს პერიოდული აუდიტები, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელს აქვს და იყენებს ხარისხის სისტემას, და მიაწოდოს მწარმოებელს აუდიტის ანგარიში. პერიოდული აუდიტების სიხშირე ისეთი უნდა იყოს, რომ სრული მოცულობით შეფასება ჩატარდეს განმეორებით ყოველ სამ წელიწადში.
5.4. ამასთან ერთად შესაბამისობის შემფასებელი პირი შეიძლება მოულოდნელად ეწვიოს მწარმოებელს. ამგვარი ვიზიტების საჭიროება, და მათი სიხშირე განისაზღვრება შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ ოპერირებული განხორციელებული საკონტროლო ვიზიტების სისტემის საფუძველზე. კერძოდ, ვიზიტების სისტემა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ფაქტორებს:
— მოწყობილობის კატეგორიას;
— ზედამხედველობის წინა ვიზიტის შედეგებს;
— ვიზიტის შემდგომი მაკორექტირებელი ქმედებების საჭიროებას;
— სისტემის დამტკიცებასთან დაკავშირებულ სპეციალურ პირობებს, საჭიროების შემთხვევაში;
— მნიშვნელოვან ცვლილებებს მწარმოებელ ორგანიზაციაში, მის პოლიტიკაში ან ტექნიკაში.
ამგვარი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შეიძლება, თუ ეს საჭირო იქნება, ჩაატაროს ან ჩატარებული ჰქონდეს გამოცდები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ხარისხის სისტემა სწორად ფუნქციონირებს. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებელს უნდა მიაწოდოს ვიზიტის ანგარიში, და თუ ადგილზე გამოცდა იქნა ჩატარებული, გამოცდის ანგარიშიც.
6. მწარმოებელი, წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის ბოლო ერთეულის წარმოების დღიდან ათი წლის განმავლობაში უნდა ინახავდეს ეროვნული სამსახურებისთვის წარსადგენად შემდეგ დოკუმენტაციას:
— ამ მოდულის მე-2 პუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია;
— ამ მოდულის 4.1 პუნქტის „ბ“- ში განსაზღვრულ დოკუმენტაციას;
— ამ მოდულის 4.4 პუნქტის მეორე აბზაცით გათვალისწინებული ცვლილებები;
— შესაბამისობის შემფასებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მოცემულია ამ მოდულის 4.3 და 4.4 ქვეპუნქტების ბოლო აბზაცებში და 5.3 და 5.4 ქვეპუნქტებში.
7. თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის საჯაროობა იმ ხარისხის სისტემის შესახებ, რომელიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით იმის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა.
თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აგრეთვე აწვდის სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს სათანადო ინფორმაციას იმ ხარისხის სისტემის შესახებ, რომელიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით იმის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა.
მოდული E - ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე
1. ეს მოდული აღწერს პროცედურების იმ ნაწილს, რომელთა საშუალებითაც მწარმოებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოდულის მე-2 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და ადასტურებს, რომ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა შესაბამისობაშია ტიპთან, რომელიც აღწერილია ტიპის სერტიფიკატში და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ყოველ ერთეულზე უნდა დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. ნიშანდებას უნდა ახლდეს ამ მოდულის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერი.
2. მწარმოებელს უნდა გააჩნდეს დამტკიცებული და ფუნქციონირებადი ხარისხის სისტემა, რომელიც მოიცავს წარმოებას, საბოლოო შემოწმებასა და გამოცდებს როგორც ეს განსაზღვრულია მე-3 პუნქტში და ექვემდებარებოდეს ზედამხედველობას, როგორც ეს განსაზღვრულია მე- 4 პუნქტში.
3. ხარისხის სისტემა
3.1. მწარმოებელმა უნდა წარუდგინოს განაცხადი მის მიერ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს თავისი ხარისხის სისტემის შეფასების მიზნით.
განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა. განსახილველი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესახებ სრულ სათანადო ინფორმაციას;
ბ. დოკუმენტაციას ხარისხის სისტემის შესახებ;
გ. დამტკიცებული ტიპის ტექნიკურ დოკუმენტაციას და ტიპის სერტიფიკატის ასლს.
3.2. ხარისხის სისტემის ფარგლებში, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ყოველ ერთეულს უნდა ჩაუტაროს შემოწმება და სათანადო გამოცდა, როგორც ეს მე-5 მუხლში მოყვანილი შესაბამისი სტანდარტებით არის გათვალისწინებული, ან ეკვივალენტური გამოცდები, კერძოდ, უნდა ჩატარდეს საბოლოო შეფასება, როგორც ეს N1 დანართის 3.2 ქვეპუნქტში არის მოცემული, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა მოთხოვნა თუ დებულება სისტემატურად და სათანადოდ უნდა იყოს დოკუმენტირებული წერილობითი პოლიტიკის, პროცედურების ან ინსტრუქციების ფორმით. ხარისხის სისტემის ეს დოკუმენტაცია ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ჩანაწერების ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას უნდა იძლეოდეს.
კერძოდ, მასში ადეკვატურად უნდა იყოს აღწერილი შემდეგი:
— ხარისხის მიზნები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და უფლებები, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ხარისხთან მიმართებაში;
— წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შემოწმებები და გამოცდები, რომლებიც უნდა ჩატარდეს წარმოების შემდეგ;
— ხარისხის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებაზე მონიტორინგის საშუალებები;
— ჩანაწერები ხარისხის შესახებ, როგორებიცაა შემოწმების ანგარიშები და მონაცემები გამოცდების, დაკალიბრების და კერძოდ, იმ პერსონალის კვალიფიკაციისა და დამტკიცების შესახებ, რომლებიც ჩართული არიან ნაწილების შეერთებაში და არამრღვევ გამოცდებში N1 დანართის 3.1.2 და 3.1.3 ქვეპუნქტების შესაბამისად;
3.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის სისტემა, რათა განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა ის ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში მოყვანილ მოთხოვნებს. ხარისხის სისტემის კომპონენტები, რომლებიც შესაბამისობაშია სათანადო სტანდარტებთან, წარმოადგენს 3.2 ქვეპუნქტში მოყვანილ მოთხოვნებთან შესაბამისობის პრეზუმფციას.
აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს სულ ცოტა ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის განსახილველი ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება. შეფასების პროცედურა უნდა მოიცავდეს მწარმოებლის ორგანიზაციაში საინსპექციო ვიზიტს.
გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს გამოცდის დასკვნებსა და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
3.4. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა შეასრულოს ხარისხის სისტემით გათვალისწინებული ვალდებულებები და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი ფუნქციონირება.
მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც დაამტკიცა ხარისხის სისტემა მასში მოსალოდნელი ყველა ცვლილების შესახებ.
შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს შეთავაზებული ცვლილებები და გადაწყვიტოს აკმაყოფილებს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში აღწერილ მოთხოვნებს და არის თუ არა საჭირო განმეორებითი შეფასება.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან მწარმოებელს უნდა აცნობოს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
4. ზედამხედველობა შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ
4.1. ზედამხედველობის მიზანია დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი სრულად ასრულებს დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებებს.
4.2. შესაბამისობის შეფასების მიზნებისათვის, მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის, ხელმისაწვდომი უნდა გახადოს წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და სათავსო ადგილები და სრულად მიაწოდოს მას საჭირო ინფორმაცია, კერძოდ:
— დოკუმენტაცია ხარისხის სისტემის შესახებ;
— ტექნიკური დოკუმენტაცია;
— ხარისხის ჩანაწერები, როგორებიცაა ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, ანგარიშები ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ და ა. შ.
4.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს პერიოდული აუდიტები, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელს აქვს და იყენებს ხარისხის სისტემას, და მიაწოდოს მწარმოებელს აუდიტის ანგარიში. პერიოდული აუდიტების სიხშირე ისეთი უნდა იყოს, რომ სრული მოცულობით განმეორებითი შეფასება ჩატარდეს ყოველ სამ წელიწადში.
4.4. ამასთან ერთად შესაბამისობის შემფასებელი პირი შეიძლება მოულოდნელად ეწვიოს მწარმოებელს. ამგვარი ვიზიტების საჭიროება და მათი სიხშირე განისაზღვრება შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული საკონტროლო ვიზიტების სისტემის საფუძველზე. კერძოდ, საკონტროლო ვიზიტების სისტემა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ფაქტორებს:
— მოწყობილობის კატეგორიას;
— ზედამხედველობის წინა ვიზიტის შედეგებს;
— ვიზიტის შემდგომი მაკორექტირებელი ქმედებების საჭიროებას;
— სისტემის დამტკიცებასთან დაკავშირებულ სპეციალურ პირობებს, საჭიროების შემთხვევაში;
— მნიშვნელოვან ცვლილებებს მწარმოებელ ორგანიზაციაში, მის პოლიტიკაში ან ტექნიკაში.
ამგვარი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შეიძლება, თუ ეს საჭირო იქნება, ჩაატაროს ან ჩატარებული ჰქონდეს გამოცდები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ხარისხის სისტემა სწორად ფუნქციონირებს. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებელს უნდა მიაწოდოს ვიზიტის ანგარიში, და თუ ადგილზე გამოცდა იქნა ჩატარებული, გამოცდის ანგარიშიც.
5. მწარმოებელი, წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის ბოლო ერთეულის წარმოების დღიდან ათი წლის განმავლობაში უნდა ინახავდეს ეროვნული სამსახურებისთვის წარსადგენად შემდეგ დოკუმენტაციას:
— ამ მოდულის 3.1 ქვეპუნქტის „ბ“- ში განსაზღვრულ დოკუმენტაციას;
— ამ მოდულის 3.4 ქვეპუნქტის მეორე აბზაცით გათვალისწინებული ცვლილებები;
— შესაბამისობის შემფასებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მოცემულია ამ მოდულის 3.3 და 3.4 ქვეპუნქტების ბოლო აბზაცებში და 4.3 და 4.4 ქვეპუნქტებში.
6. თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის საჯაროობა იმ ხარისხის სისტემის შესახებ, რომელიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით იმის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა.
თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აგრეთვე აწვდის სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს სათანადო ინფორმაციას იმ ხარისხის სისტემის შესახებ, რომელიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით იმის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა.
მოდული E1 - მზა პროდუქტის ინსპექტირების და გამოცდების ხარისხის უზრუნველყოფა
1. ეს მოდული აღწერს პროცედურების იმ ნაწილს, რომელთა საშუალებითაც მწარმოებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოდულის მე-3 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და ადასტურებს, რომ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ყოველ ერთეულზე უნდა დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. ნიშანდებას უნდა ახლდეს ამ მოდულის მე-5 პუნქტით განსაზღვრული, ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერი.
2. მწარმოებელმა უნდა მოამზადოს ქვემოთ აღწერილი ტექნიკური დოკუმენტაცია.
წნევის ქვეშ მომუშავე ტექნიკური დოკუმენტაცია საშუალებას უნდა იძლეოდეს შეფასდეს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. თუ ეს არსებითია ამგვარი შეფასებისათვის, მასში ასახული უნდა იყოს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის პროექტი, წარმოება და ექსპლუატაცია და უნდა შეიცავდეს:
— წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის საერთო აღწერას;
— კომპონენტების, ქვეაგრეგატების და სქემების და ა.შ. კონცეპტუალურ პროექტს, საწარმოო ნახაზებსა და დიაგრამებს;
— აღნიშნული ნახაზებისა და დიაგრამების, აგრეთვე წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ექსპლუატაციის აღწერასა და განმარტებებს;
— ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტების სიას მთლიანად ან ნაწილობრივ და იმ გადაწყვეტილებების ჩამონათვალს, რომლებიც მიღებულია ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როდესაც მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტები არ იქნა გამოყენებული;
— საპროექტო გაანგარიშების შედეგებს, ჩატარებულ შემოწმებებს და ა. შ;
— გამოცდების ანგარიშებს.
3. მწარმოებელს უნდა გააჩნდეს დამტკიცებული და ფუნქციონირებადი ხარისხის სისტემა, რომელიც მოიცავს საბოლოო შემოწმებასა და გამოცდებს როგორც ეს განსაზღვრულია მე-4 პუნქტში და ექვემდებარებოდეს ზედამხედველობას, როგორც ეს განსაზღვრულია მე-5 პუნქტში.
4. ხარისხის სისტემა
4.1. მწარმოებელმა უნდა წარუდგინოს განაცხადი მის მიერ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს მისი ხარისხის სისტემის შეფასების მიზნით.
განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა. განსახილველი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესახებ სრულ სათანადო ინფორმაციას;
ბ. დოკუმენტაციას ხარისხის სისტემის შესახებ;
4.2. ხარისხის სისტემის ფარგლებში, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ყოველ ერთეულს უნდა ჩაუტაროს შემოწმება და სათანადო გამოცდა, როგორც ეს მე-5 მუხლში მოყვანილი შესაბამისი სტანდარტებით არის გათვალისწინებული, ან ეკვივალენტური გამოცდები, კერძოდ, უნდა ჩატარდეს საბოლოო შეფასება, როგორც ეს N1 დანართის 3.2 ქვეპუნქტში არის მოცემული, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა მოთხოვნა თუ დებულება სისტემატურად და სათანადოდ უნდა იყოს დოკუმენტირებული წერილობითი პოლიტიკის, პროცედურების ან ინსტრუქციების ფორმით. ხარისხის სისტემის ეს დოკუმენტაცია ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ჩანაწერების ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას უნდა იძლეოდეს.
კერძოდ, მასში ადეკვატურად უნდა იყოს აღწერილი შემდეგი:
— N1 დანართის 3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ნაწილების მუდმივი შეერთების პროცედურები;
— შემოწმებები და ტესტები, რომლებიც უნდა ჩატარდეს წარმოების შემდეგ;
ხარისხის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებაზე მონიტორინგის საშუალებები;
— ჩანაწერები ხარისხის შესახებ, როგორებიცაა შემოწმების ანგარიშები და მონაცემები გამოცდების, დაკალიბრების და კერძოდ, იმ პერსონალის კვალიფიკაციისა და დამტკიცების შესახებ, რომლებიც ჩართული არიან ნაწილების შეერთებაში N1 დანართის 3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად;
აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს სულ ცოტა ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის განსახილველი ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება. შეფასების პროცედურა უნდა მოიცავდეს მწარმოებლის ორგანიზაციაში საინსპექციო ვიზიტს.
გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ჩამოყალიბებულ უნდა იქნეს გასაჩივრების პროცედურები.
4.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის სისტემა, რათა განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა ის ამ მოდულის 4.2 ქვეპუნქტში მოყვანილ მოთხოვნებს. ხარისხის სისტემის კომპონენტები, რომლებიც შესაბამისობაშია სათანადო სტანდარტებთან, წარმოადგენს 4.2 ქვეპუნქტში მოყვანილ მოთხოვნებთან შესაბამისობის პრეზუმფციას.
4.4. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა შეასრულოს ხარისხის სისტემით გათვალისწინებული ვალდებულებები და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი ფუნქციონირება.
მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც დაამტკიცა ხარისხის სისტემა, მასში მოსალოდნელი ყველა ცვლილების შესახებ.
შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს შეთავაზებული ცვლილებები და გადაწყვიტოს აკმაყოფილებს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 4.2 ქვეპუნქტში აღწერილ მოთხოვნებს და არის თუ არა საჭირო განმეორებითი შეფასება.
მან უნდა აცნობოს მწარმოებელს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს გამოცდის დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
5. ზედამხედველობა შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ
5.1. ზედამხედველობის მიზანია დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი სრულად ასრულებს დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებებს.
5.2. შესაბამისობის შეფასების მიზნებისათვის, მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის, ხელმისაწვდომი უნდა გახადოს წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და სათავსო ადგილები და სრულად მიაწოდოს მას საჭირო ინფორმაცია, კერძოდ:
— დოკუმენტაცია ხარისხის სისტემის შესახებ;
— ტექნიკური დოკუმენტაცია;
— ხარისხის ჩანაწერები, როგორებიცაა, ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, ანგარიშები ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ და ა. შ.
5.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს პერიოდული აუდიტები, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელს აქვს და იყენებს ხარისხის სისტემას, და მიაწოდოს მწარმოებელს აუდიტის ანგარიში. პერიოდული აუდიტების სიხშირე ისეთი უნდა იყოს, რომ სრული მოცულობით შეფასება ჩატარდეს განმეორებით ყოველ სამ წელიწადში.
5.4. ამასთან ერთად, შესაბამისობის შემფასებელი პირი შეიძლება მოულოდნელად ეწვიოს მწარმოებელს. ამგვარი ვიზიტების საჭიროება და მათი სიხშირე განისაზღვრება შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული საკონტროლო ვიზიტების სისტემის საფუძველზე. კერძოდ, საკონტროლო ვიზიტების სისტემა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ფაქტორებს:
— მოწყობილობის კატეგორიას;
— ზედამხედველობის წინა ვიზიტის შედეგებს;
— ვიზიტის შემდგომი მაკორექტირებელი ქმედებების საჭიროებას;
— სისტემის დამტკიცებასთან დაკავშირებულ სპეციალურ პირობებს, საჭიროების შემთხვევაში;
მნიშვნელოვან ცვლილებებს მწარმოებელ ორგანიზაციაში, მის პოლიტიკაში ან ტექნიკაში.
ამგვარი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შეიძლება, თუ ეს საჭირო იქნება, ჩაატაროს ან ჩატარებული ჰქონდეს გამოცდები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ხარისხის სისტემა სწორად ფუნქციონირებს. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებელს უნდა მიაწოდოს ვიზიტის ანგარიში და თუ ადგილზე გამოცდა იქნა ჩატარებული, გამოცდის ანგარიშიც.
6. მწარმოებელი, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ბოლო ერთეულის წარმოების დღიდან ათი წლის განმავლობაში უნდა ინახავდეს ეროვნული სამსახურებისთვის წარსადგენად შემდეგ დოკუმენტაციას:
— ამ მოდულის მე-2 პუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია;
— ამ მოდულის 4.1 ქვეპუნქტის „ბ“- ში განსაზღვრულ დოკუმენტაციას;
— ამ მოდულის 4.4 ქვეპუნქტის მეორე აბზაცით გათვალისწინებული ცვლილებები;
— შესაბამისობის შემფასებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მოცემულია ამ მოდულის 4.3 და 4.4 ქვეპუნქტების ბოლო აბზაცებში და 5.3 და 5.4 ქვეპუნქტებში.
7. თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის საჯაროობა იმ ხარისხის სისტემის შესახებ, რომელიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით იმის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა.
თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აგრეთვე აწვდის სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს სათანადო ინფორმაციას იმ ხარისხის სისტემის შესახებ, რომელიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით იმის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა.
მოდული F - ტიპთან შესაბამისობა დაფუძნებული პროდუქტის შემოწმებაზე
1. ეს მოდული აღწერს პროცედურებს, რომელთა საშუალებითაც მწარმოებელი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ ამ მოდულის მე-3 პუნქტში აღწერილი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა შესაბამისობაშია ტიპთან, რომელიც აღწერილია
— ტიპის სერტიფიკატში, ან
— პროექტის სერტიფიკატში
და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
2. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა იმისათვის, რომ წარმოების პროცესი უზრუნველყოფდეს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესაბამისობას ტიპთან, რომელიც აღწერილია
— ტიპის სერტიფიკატში, ან
— პროექტის სერტიფიკატში
და აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
მწარმოებელმა, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ყოველ ერთეულზე უნდა დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია.
3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის, ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით უნდა ჩაატაროს შესაბამისი შემოწმებები და გამოცდები ამ მოდულის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თითოეული პროდუქტის შემოწმებისა და გამოცდის საშუალებით.
მწარმოებელი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, უნდა ინახავდეს შესაბამისობის დეკლარაციის ასლს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ბოლო ერთეულის წარმოებიდან 10 წლის განმავლობაში.
4. ვერიფიკაცია წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის თითოეული ერთეულის შემოწმებისა და გამოცდის საშუალებით
4.1. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის თითოეული ერთეული ინდივიდუალურად უნდა გამოიცადოს და უნდა გაიაროს სათანადო შემოწმება და გამოცდა, როგორც ეს განსაზღვრულია ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მოყვანილ სტანდარტებში, ან გაიაროს ეკვივალენტური შემოწმება და გამოცდა, რათა დაადასტუროს, რომ ის შეესაბამება ტიპს და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
კერძოდ, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა:
— გააკონტროლოს, რომ პერსონალი, რომელიც ჩართული იყო წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ნაწილების მუდმივ შეერთებასა და არამრღვევი გამოცდების ჩატარებაში, კვალიფიცირებულია ან დამტკიცებულია N1 დანართის 3.1.2 ან 3.1.3 ქვეპუნქტების შესაბამისად;
— გააკონტროლოს, რომ მასალების მწარმოებლის მიერ გაცემული სერტიფიკატები შეესაბამება N1 დანართის 4.3 ქვეპუნქტს;
— ჩაატაროს ან ჩატარებული ჰქონდეს საბოლოო შემოწმება და საკონტროლო გამოცდა, N1 დანართის 3.2 ქვეპუნქტის შესაბამისად და შეამოწმოს უსაფრთხოების ხელსაწყოები, თუკი ამგვარი არსებობს.
4.2. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის თითოეულ ერთეულზე უნდა დაიტანოს თავისი აკრედიტაციის მოწმობის ნომერი და შეადგინოს შესაბამისობის სერტიფიკატი ჩატარებული გამოცდების შედეგების მიხედვით.
4.3. მწარმოებელმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, უნდა უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატების ხელმისაწვდომობა მოთხოვნის შემთხვევაში.
მოდული G - შესაბამისობა დაფუძნებული ცალკეული ნაკეთობის შემოწმებაზე
1. ეს მოდული აღწერს პროცედურებს, რომლითაც მწარმოებელი უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ დამზადებულიწნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა, რომელსაც თან ერთვის ამ მოდულის 4.1 ქვეპუნქტში აღნიშნული სერტიფიკატი, აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელმა წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობაზე უნდა დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია.
2. მწარმოებლმა ერთეულის ვერიფიკაციისათვის უნდა მიმართოს მის მიერ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს.
განაცხადი უნდა შეიცავდეს:
— მწარმოებლის დასახელებასა და მისამართს, და წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის ადგილმდებარეობას;
— წერილობით მითითებას, რომ იგივე განაცხადი არ არის წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირისათვის;
— ტექნიკურ დოკუმენტაციას.
3. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იძლეოდეს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის პროექტი, წარმოება და ექსპლუატაცია გასაგები უნდა იყოს.
ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
— წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის საერთო აღწერას;
— კომპონენტების, ქვე-სისტემების, სქემების და ა. შ. კონცეპტუალურ პროექტსა და საწარმოო ნახაზებს;
— აღნიშნული ნახაზებისა და დიაგრამების, აგრეთვე წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ექსპლუატაციის აღწერასა და განმარტებებს;
— ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტების სიას მთლიანად ან ნაწილობრივ და იმ გადაწყვეტილებების ჩამონათვალს, რომლებიც მიღებულია ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როდესაც მე-5 მუხლში მოცემული სტანდარტები არ იქნა გამოყენებული;
— პროექტის გაანგარიშების, ჩატარებული შემოწმებებისა და სხვა შედეგებს;
— გამოცდების ანგარიშებს;
— სათანადო ინფორმაციას დამტკიცებული საწარმოო და საგამოცდო პროცედურების და ასევე, პერსონალის კვალიფიკაციისა და დამტკიცების შესახებ N1 დანართის 3.1.2 და 3.1.3 ქვეპუნქტების შესაბამისად.
4. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეამოწმოს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის თითოეული ერთეულის პროექტი და კონსტრუქცია და წარმოების პროცესის მსვლელობაში ჩაატაროს ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში აღნიშნულ სტანდარტებში გათვალისწინებული გამოცდები ან ჩაატაროს ეკვივალენტური შემოწმებები და გამოცდები, რათა უზრუნველყოს (დაადგინოს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. კერძოდ, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა:
— შეამოწმოს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ტექნიკური დოკუმენტაცია პროექტთან და წარმოების პროცედურებთან მიმართებაში;
— შეაფასოს გამოყენებული მასალები, როდესაც ისინი შესაბამისობაში არაა სათანადო სტანდარტებთან ან წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის მასალების ევროპულ დამტკიცებასთან და შეამოწმოს მასალის მწარმოებლის მიერ N1 დანართის 4.3 ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი;
— დაამტკიცოს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ნაწილების მუდმივი შეერთების პროცედურები, ან შეამოწმოს, იყო თუ არა ეს პროცედურები ადრე დამტკიცებული N1 დანართის 3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად;
— გააკონტროლოს კვალიფიკაციები ან დამტკიცებები დანართის N1-ის ნაწილებში მოცემული 3.1.2 ან 3.1.3 ქვეპუნქტების შესაბამისად.
— ჩაატაროს საბოლოო შემოწმება N1 დანართის 3.2.1 ქვეპუნქტის მიხედვით, ჩაატაროს ან ჩატარებული ჰქონდეს საკონტროლო გამოცდა N1 დანართის 3.2.2 ქვეპუნქტის მიხედვით და შეამოწმოს უსაფრთხოების ხელსაწყოები საჭიროების შემთხვევაში.
4.1. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობაზე უნდა დაიტანოს ან დაატანინოს თავისი აკრედიტაციის მოწმობის ნომერი და შეადგინოს შესაბამისობის სერტიფიკატი ჩატარებული გამოცდების მიხედვით. ეს სერტიფიკატი უნდა ინახებოდეს ათი წლის განმავლობაში.
4.2. მწარმოებელმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, უნდა უზრუნველყოს, რომ შესაბამისობის დეკლარაცია და შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატები მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომი იქნება.
მოდული H - შესაბამისობა დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე
1. ეს მოდული აღწერს პროცედურებს, რომელთა მეშვეობით მწარმოებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოდულის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის თითოეულ ერთეულზე უნდა დაიტანოს შესაბამისობის ნიშანი და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. შესაბამისობის ნიშანს უნდა ახლდეს ამ მოდულის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერი.
2. მწარმოებელს უნდა გააჩნდეს დამტკიცებული და ფუნქციონირებადი ხარისხის სისტემა პროექტის, წარმოების, საბოლოო შემოწმებისა და გამოცდებისთვის, როგორც ეს განსაზღვრულია მე-3 პუნქტში და ექვემდებარებოდეს ზედამხედველობას, როგორც ეს განსაზღვრულია მე-4 პუნქტში.
3. ხარისხის სისტემა
3.1. მწარმოებელმა უნდა წარუდგინოს განაცხადი მის მიერ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს მისი ხარისხის სისტემის შეფასების მიზნით.
განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა. განსახილველი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესახებ სრულ სათანადო ინფორმაციას;
ბ. დოკუმენტაციას ხარისხის სისტემის შესახებ.
3.2. ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესაბამისობა ტექნიკური რგლამენტის მოთხოვნებთან.
მწარმოებლის მიერ მიღებული ყველა მოთხოვნა თუ დებულება სისტემატურად და სათანადოდ უნდა იყოს დოკუმენტირებული წერილობითი პოლიტიკის, პროცედურების ან ინსტრუქციების ფორმით. ხარისხის სისტემის ეს დოკუმენტაცია ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ჩანაწერების ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას უნდა იძლეოდეს.
კერძოდ, მასში ადეკვატურად უნდა იყოს აღწერილი შემდეგი:
— ხარისხის მიზნები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მენეჯმენტის პასუხისმგებლობა და უფლებები, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ხარისხთან მიმართებაში;
— ტექნიკური პროექტის სპეციფიკაციები იმ სტანდარტების ჩათვლით, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს. იმ შემთხვევებში, როდესაც ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მოცემული სტანდარტები სრულად არ გამოიყენება საშუალებები, რომლებიც გამოყენებულ იქნება წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.;
— პროექტის კონტროლისა და ვერიფიკაციის მეთოდები, პროცესები და სისტემატური ზომები, რომლებიც გამოიყენება წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის პროექტირებისას, კერძოდ, მასალებთან მიმართებაში N1 დანართის მე-4 მუხლის შესაბამისად;
— შესაბამისი წარმოების, ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდები, პროცესები და სისტემატური ზომები, რომლებიც გამოყენებულ იქნება, კერძოდ, ნაწილების მუდმივი შეერთებების დროს N1 დანართის 3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად;
— შემოწმებები და გამოცდები, რომლებიც ჩატარდება წარმოებამდე, წარმოების დროს და მის შემდეგ და მათი ჩატარების სიხშირე;
— ჩანაწერები ხარისხის შესახებ, როგორებიცაა შემოწმების ანგარიშები და მონაცემები გამოცდების, დაკალიბრების და კერძოდ, იმ პერსონალის კვალიფიკაციისა და დამტკიცების შესახებ, რომლებიც ჩართული არიან ნაწილების შეერთებაში და არამრღვევ გამოცდებში N1 დანართის 3.1.2 და 3.1.3 ქვეპუნქტების შესაბამისად;
— წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის მოთხოვნილი პროექტის და ხარისხის მიღწევაზე და ხარისხის სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაზე მონიტორინგის საშუალებები.
3.3 შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის სისტემა, რათა განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა ის ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში მოყვანილ მოთხოვნებს. ხარისხის სისტემის კომპონენტები, რომლებიც შესაბამისობაშია სათანადო სტანდარტებთან, წარმოადგენს 3.2 ქვეპუნქტში მოყვანილ მოთხოვნებთან შესაბამისობის პრეზუმფციას.
აუდიტის ჯგუფში უნდა იყოს სულ ცოტა ერთი წევრი მაინც, რომელსაც ექნება წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის განსახილველი ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება. შეფასების პროცედურა უნდა მოიცავდეს მწარმოებლის ორგანიზაციაში საინსპექციო ვიზიტს.
გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მწარმოებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ჩამოყალიბებულ უნდა იქნეს გასაჩივრების პროცედურები.
3.4. მწარმოებელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა შეასრულოს ხარისხის სისტემით გათვალისწინებული ვალდებულებები და უზრუნველყოს მათი ეფექტიანი ფუნქციონირება.
მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც დამტკიცა ხარისხის სისტემა, მასში მოსალოდნელი ყველა ცვლილების შესახებ.
შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს შეთავაზებული ცვლილებები და გადაწყვიტოს აკმაყოფილებს თუ არა ხარისხის სისტემა ამ მოდულის 3.2 ქვეპუნქტში აღწერილ მოთხოვნებს და არის თუ არა საჭირო განმეორებითი შეფასება.
მან მწარმოებელს უნდა აცნობოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს გამოცდის დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
4. ზედამხედველობა შესაბამისობის შემფასებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ
4.1. ზედამხედველობის მიზანია დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი სრულად ასრულებს დამტკიცებული ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებებს.
4.2. შესაბამისობის შეფასების მიზნებისათვის, მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირისთვის, ხელმისაწვდომი უნდა გახადოს წარმოების, ინსპექტირების, გამოცდებისა და სათავსო ადგილები და სრულად მიაწოდოს მას საჭირო ინფორმაცია, კერძოდ:
— დოკუმენტაცია ხარისხის სისტემის შესახებ;
— ხარისხის ჩანაწერები ხარისხის სისტემის საპროექტო ნაწილისთვის, როგორებიცაა ანალიზების შედეგები, გაანგარიშებები, გამოცდები და ა. შ;
— ხარისხის ჩანაწერები ხარისხის სისტემის საწარმოო ნაწილისთვის, როგორებიცაა ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, ანგარიშები ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ და ა. შ.
4.3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს პერიოდული აუდიტები, რათა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელს აქვს და იყენებს ხარისხის სისტემას და მიაწოდოს მწარმოებელს აუდიტის ანგარიში. პერიოდული აუდიტების სიხშირე ისეთი უნდა იყოს, რომ სრული მოცულობით შეფასება ჩატარდეს განმეორებით ყოველ სამ წელიწადში.
4.4. ამასთან ერთად შესაბამისობის შემფასებელი პირი შეიძლება მოულოდნელად ეწვიოს მწარმოებელს. ამგვარი ვიზიტების საჭიროება და მათი სიხშირე განისაზღვრება შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული საკონტროლო ვიზიტების სისტემის საფუძველზე. კერძოდ, საკონტროლო ვიზიტების სისტემა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ფაქტორებს:
— მოწყობილობის კატეგორიას;
— ზედამხედველობის წინა ვიზიტის შედეგებს;
— ვიზიტის შემდგომი მაკორექტირებელი ქმედებების საჭიროებას;
— სისტემის დამტკიცებასთან დაკავშირებულ სპეციალურ პირობებს, საჭიროების შემთხვევაში;
— მნიშვნელოვან ცვლილებებს მწარმოებელ ორგანიზაციაში, მის პოლიტიკაში ან ტექნიკაში.
ამგვარი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შეიძლება, თუ ეს საჭირო იქნება, ჩაატაროს ან ჩატარებული ჰქონდეს გამოცდები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ხარისხის სისტემა სწორად ფუნქციონირებს. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა მწარმოებელს უნდა მიაწოდოს ვიზიტის ანგარიში და თუ ადგილზე გამოცდა იქნა ჩატარებული, გამოცდის ანგარიშიც
5. მწარმოებელი, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ბოლო ერთეულის წარმოების დღიდან ათი წლის განმავლობაში უნდა ინახავდეს ეროვნული სამსახურებისთვის წარსადგენად შემდეგ დოკუმენტაციას:
— ამ მოდულის 3.1 ქვეპუნქტის „ბ“- ში განსაზღვრულ დოკუმენტაციას;
— ამ მოდულის 3.4 ქვეპუნქტის მეორე აბზაცით გათვალისწინებული ცვლილებებს;
— შესაბამისობის შემფასებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მოცემულია ამ მოდულის 3.3 და 3.4 ქვეპუნქტების ბოლო აბზაცებში და 4.3 და 4.4 ქვეპუნქტებში.
6. თითოეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის საჯაროობა იმ ხარისხის სისტემის შესახებ, რომელიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით იმის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა.
თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აგრეთვე აწვდის სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს სათანადო ინფორმაციას იმ ხარისხის სისტემის შესახებ, რომელიც გაუქმდა და მოთხოვნის მიხედვით იმის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა.
მოდული H1 - შესაბამისობა დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფასა და პროექტის შემოწმებაზე
1. მოდულის H მოთხოვნებთან ერთად გამოიყენება შემდეგი:
ა) მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა წარუდგინოს განაცხადი პროექტის შემოწმების მიზნით;
ბ)განაცხადი უნდა იძლეოდეს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას და წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის პროექტი, წარმოება და ექსპლუატაცია გასაგები უნდა იყოს.
ის უნდა შეიცავდეს:
— ტექნიკური პროექტის სპეციფიკაციებს, გამოყენებული სტანდარტების ჩათვლით;
— მათი ადეკვატურობის აუცილებელ მტკიცებულებას, კერძოდ, როდესაც ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტები სრულად არ იქნა გამოყენებული. მტკიცებულება უნდა შეიცავდეს მწარმოებლის სათანადო ლაბორატორიის მიერ ან მისი სახელით ჩატარებული გამოცდების შედეგებს.
გ) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეამოწმოს განაცხადი და როდესაც პროექტი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის დებულებებს, გასცეს განმცხადებელის სახელზე პროექტის სერტიფიკატი. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს, მოქმედების პირობებს, დამტკიცებული პროექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელ მონაცემებს, და საჭიროების შემთხვევაში, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ან მისი კომპონენტების ფუნქციონირების აღწერილობას;
დ) განმცხადებელმა, დამტკიცებული პროექტის ყველა მოდიფიკაციის შესახებ უნდა აცნობოს იმ შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც გასცა პროექტის სერტიფიკატი. ასეთი მოდიფიკაციები საჭიროებს დამატებით დამტკიცებას მაშინ, როცა შეიძლება საფრთხე შეექმნას წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ტექნიკური რეგლამენტის ძირითად მოთხოვნებთან ან წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ექსპლუატაციის დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. ეს დამატებითი დამტკიცება მოცემული უნდა იყოს პროექტის სერტიფიკატის დამატების ფორმით.
ე) თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი აგრეთვე აწვდის სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს სათანადო ინფორმაციას იმ პროექტის სერტიფიკატების შესახებ, რომლებიც გაუქმდა ან გაცემაზე უარი ეთქვა.
2. საბოლოო შეფასება, როგორც ეს მითითებულია N1 დანართის 3.2 ქვეპუნქტში, გაზრდილი ზედამხედველობის საგანია შესაბამისობის შემფასებელი პირის მხრიდან მოულოდნელი ვიზიტების ფორმით. ამგვარი ვიზიტების მსვლელობის დროს შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შემოწმებები.
დანართი N4
შესაბამისობის დეკლარაცია
შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს:
— მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელწოდებასა და მისამართს;
— წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ან სისტემის აღწერას;
— შესაბამისობის შეფასების გამოყენებულ პროცედურებს;
— აგრეგატების შემთხვევაში, იმ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის აღწერას, რომლისგანაც შედგება აგრეგატი და შესაბამისობის შეფასების გამოყენებულ პროცედურებს;
— საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირების ჩამტარებელი შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებასა და მისამართს;
— საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას ტიპის სერტიფიკატის, პროექტის სერტიფიკატის ან შესაბამისობის სერტიფიკატის შესახებ;
— საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებასა და მისამართს, რომელიც მონიტორინგს უწევს მწარმოებლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას;
— საჭიროების შემთხვევაში, მითითებას გამოყენებული სტანდარტების შესახებ;
— საჭიროების შემთხვევაში, სხვა გამოყენებულ ტექნიკურ სტანდარტებსა და სპეციფიკაციებს;
— საჭიროების შემთხვევაში, მითითებას გამოყენებული სხვა ტექნიკური რეგლამენტების შესახებ;
— ზუსტ ინფორმაციას კანონის მიხედვით სავალდებულო დეკლარაციაზე უფლებამოსილ ხელის მომწერზე მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელისათვის, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტ