მსგავსი სახის წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები მოიცავს:
- ისეთ მოწყობილობებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ორთქლსა და ცხელ წყალს, როგორც ეს აღნიშნულია ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის 1.2 ქვეპუნქტში, როგორიც არის ცეცხლზე მომუშავე ორთქლისა და ცხელი წყლის ქვაბები, ორთქლის გადამხურებელი მოწყობილობები და შუალედური გადამხურებლები, ნარჩენების ქვაბ-უტილიზატორი, ნარჩენების წვის ხარჯზე გახურებული ქვაბები, ქვაბები ელექტრული გახურებით ან ელექტროდიანი ქვაბები და ავტოკლავები, წნევაზე მომუშავე საცხობები, ასევე, მათი კომპონენტები და საჭიროების შემთხვევაში მათი სასმელი წყლის დამუშავებისა და საწვავის მიწოდების სისტემები და
- ტექნოლოგიური სითბოს მწარმოებელი მოწყობილობები, რომლებიც განსხვავდებიან ორთქლისა და ცხელი წყლის გენერაციის მოწყობილობებისაგან, რომლებიც აღნიშნულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის 1.1 ქვეპუნქტში. ასეთებს განეკუთვნება, მაგალითად, გამახურებლები ქიმიური და სხვა მსგავსი პროცესებისათვის და საკვების წარმოების წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები.
აღნიშნული სახის წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები იმგვარად უნდა იქნეს გაანგარიშებული, დაპროექტებული და აგებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი მისი შიგთავსის გადახურების გამო გამოწვეული დანაკარგი. კერძოდ, კი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რომ:
ა) დაცვის შესაბამისი საშუალებები, რათა შეზღუდული იქნეს საექსპლუატაციო პარამეტრები, როგორიც არის სითბოს მიწოდება, სითბოს მკვეთრი ზრდა და სადაც აუცილებელია, დენადი არის დონე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ლოკალური და საერთო გადახურების ნებისმიერი რისკი;
ბ) სინჯის აღების წერტილები, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს დენადი არის მახასიათებლების შეფასება, რათა თავიდან იქნეს აცილებული დანალექების და/ან კოროზიის წარმოშობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის რისკი;
გ) შესაბამისი ზომები და ნორმები, რათა გამორიცხული იყოს დანალექებისაგან გამოწვეული დაზიანების რისკები;
დ) არსებობს ნარჩენი სითბოს უსაფრთხოდ მოცილების საშუალებები და მექანიზმები მოწყობილობის გათიშვის შემდეგომ;
ე) შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული წვადი ნივთიერებების ჰაერთან აალებადი ნარევების საშიში კონცენტრაცია ან ალის უკუდარტყმ