1. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების პერიოდული ინსპექტირება ხორციელდება საქართველოს კანონის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად.

2. პერიოდულ ინსპექტირებას დაქვემდებარებული წნევის ქვეშ მომუშავე  მოწყობილობების ზღვრული ტექნიკური პარამეტრები და ინსპექტირების პერიოდულობა დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.

დანართი N1

უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები

წინასწარი  მინიშნებები

1.  ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშობა წინამდებარე დანართით  განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნების საფუძველზე  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების მიმართ, ასევე  ვრცელდება იმ აგრეგატებზე, სადაც მსგავი საშიშროება არსებობს.

2. წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტში ჩამოყალიბებული ძირითადი მოთხოვნები სავალდებულო ხასიათისაა. ვალდებულებები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ამ ძირითად მოთხოვნებში, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს შესაბამისი საშიშროება  წნევის ქვეშ მომუშავე შესაბამისი მოწყობილობებისთვის, როდესაც მათი გამოყენება ხდება ისეთ პირობებში, რომელთა  გათვალისწინება მწარმოებლის მიერ შესაძლებელია.

3. მწარმოებელი ვალდებულია ჩაატაროს ანალიზი და   მოახდინოს იმ საშიშროებათა იდენტიფიცირება, რომლებიც  წნევიდან გამომდინარე ეხება მის მიერ წარმოებულ   წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობას, ამის შემდეგ მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისი მოწყობილობის დაპროექტება და წარმოება მოახდინოს ზემოაღნიშნული ანალიზის გათვალისწინებით.

4.  ძირითადი მოთხოვნების ინტერპრეტაცია და გამოყენება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ დაპროექტებისა და წარმოების დროს მხედველობაში იქნეს მიღებული, როგორც ტექნიკის განვითრების არსებული დონე  და საუკეთესო პრაქტიკა, ასევე ეკონომიკური და ტექნიკური მოსაზრებები, რომლებიც შესაბამისობაშია  ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მაღალ სტანდარტებთა