1. მასალების შესახებ ევროპული რეკომენდაცია, როგორც ეს განსაზღვრულია პირველი მუხლის 2.9 ქვეპუნქტში, გაცემულ უნდა იქნეს მასალების ან მოწყობილობების ერთი ან მეტი მწარმოებლის მოთხოვნის საფუძველზე, ასევე, რომელიმე უფლებამოსილი უწყების მიერ, რომლებიც მითითებულია მე-11 მუხლში და რომლებიც კონკრეტულად ამ მიზნისათვის არიან შექმნილნი. შესაბამისმა უფლებამოსილმა უწყებამ უნდა განსაზღვროს თუ როგორი სახის გამოკვლევა და გამოცდები უნდა ჩატარდეს და განახორციელოს, ან ორგანიზება გაუწიოს შესაბამის გამოკვლევასა და გამოცდებს, რათა მოახდინოს გამოყენებული მასალების წინამდებარე დირექტივის  მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიცირება; იმ მასალების შემთხვევაში, რომელთა გამოყენებისათვის უსაფრთხოება აღიარებულია 1999 წლის 29 ნოემბრამდე, შესაბამისმა უფლებამოსილმა უწყებამ მხედველობაში უნდა მიიღოს არსებული მონაცემები მასალების შესაბამისობის სერტიფიცირების დროს.

2.  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების წარმოებისათვის გამოყენებული მასალები, რომლებიც შეესაბამება მასალების შესახებ ევროპულ რეკომენდაციებს, და რომელთა შესახებაც შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია ევროპული გაერთიანების ოფიციალურ ჟურნალში, მიჩნეულ უნდა იქნეს ისეთ მასალებად რომლებიც შეესაბამებიან წინამდებარე დირექტივის დანართი N1-ში ჩამოყალიბებულ არსებით მოთხოვნებს.

3. შესაბამისმა უფლებამოსილმა უწყებამ რომელმაც გამოსცა წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების დასამზადებელი მასალების მიმართ მასალების შესახებ ევროპული რეკომენდაცია, უკან უნდა გამოითხოვოს აღნიშნული რეკომენდაცია თუკი იგი აღმოაჩენს, რომ მას არ უნდა გაეცა ან როდესაც სახეობა მასალებისა ექვემდებარება შესაბამის სტანდარტს. შესაბამისმა უფლებამოსილმა უწყებამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სხვა წევრ სახელმწიფოებს, შესაბამის უფლებამოსილ უწყებებს და კომისიას რეკომენდაციების უკან გამოხმობის ნებისმიერი ფაქტის შესახე