1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების კლასიფიცირება უნდა განხორციელდეს წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი N2-ის კატეგორიების შესაბამისად, საშიშროების მზარდი დონის მიხედვით.

ასეთი სახის კლასიფიკაციის მიზნისათვის დენადი არეები  უნდა დაიყოს ორ ჯგუფად 2.1 და 2.2 ქვეპუნქტების შესაბამისად.

2.1. ჯგუფი I მოიცავს საშიშ დენად არეებს, რომლებიც ხასიათდება როგორც:

ა)  ფეთქებადი;

ბ)  განსაკუთრებით ადვილად  აალებადი;

გ)  ადვილად აალებადი;

დ) აალებადი (როდესაც დასაშვები მაქსიმალური  ტემპერატურა აღემატება აალების     ტემპერატურას);

ე)  ძლიერ ტოქსიკური;

ვ) ტოქსიკური;

ზ)  დამჟანგველი.

2.2.  ჯგუფი II მოიცავს ყველა სხვა დენად არეს, რომელიც არ არის მითითებული 2.1. ქვეპუნქტში

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ჭურჭელი შედგება რამდენიმე კამერისაგან, მისი კლასიფიკაცია განისაზღვრება იმ უმაღლესი კატეგორიის მიხედვით, რომელსაც შეესაბამება რომელიმე ცალკეული კამერა. იმ შემთხვევაში, თუკი კამერა შეიცავს რამდენიმე დენად არეს, კამერის კლასიფიკაცია უნდა მოხდეს  იმ დენადი არის მიხედვით, რომელიც მიეკუთვნება ყველაზე მაღალი რისკის შემცველ დენად არეთა კატეგორია