1. 1.1. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების ბაზარზე განთავსებამდე მწარმოებელმა მოწყობილობის თითოეული ცალკეული შემადგენელი ნაწილი უნდა დაუქვემდებაროს შესაბამისობის შეფასების რომელიმე ერთ პროცედურას, იმ პირობების შესაბამისად, რომელიც მოცემულია ამ მუხლში.
1.2. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისათვის ნიშანდების მინიჭებისათვის გასატარებელი შესაბამისობის შეფასების პროცედურები განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლში განსაზღვრული კლასიფიკაციის შესაბამისად.
1.3. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სხვადასხვა კატეგორიის წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების შესაბამისობის შეფასების პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი მოდულების გამოყენებით:
- კატეგორია I - მოდული A;
- კატეგორია II - მოდული A1, მოდული D1, მოდული E1;
- კატეგორია III - მოდული B1 + D, მოდული B1 + F, მოდული B + E, მოდული B + C1, მოდული H;
- კატეგორია IV - მოდული B + D, მოდული B + F, მოდული G, მოდული H1.
1.4 წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები უნდა დაექვემდებარონ შესაბამისობის შეფასების პროცედურებიდან ერთ-ერთს, რომელიც შეიძლება შერჩეულ იქნეს მწარმოებლის მიერ, იმ კატეგორიის სათანადოდ, რომელსაც განეკუთვნება კონკრეტული მოწყობილობა. მწარმოებელმა შესაძლოა, ასევე, გამოიყენოს ერთ-ერთი შესაბამისობის შეფასების პროცედურა, რომელიც უფრო მაღალი კატეგორიის მოწყობილობისათვის გამოიყენება.
1.5. მე-3 მუხლის, 1.1 (ა) ქვეპუნქტში, 1.1 (ბ) ქვეპუნქტის პირველ აბზაცში და 1.2 ქვეპუნქტში მითითებული III და IV კატეგორიის მოწყობილობების ხარისხის უზრუნველყოფისათვის განსაზღვრული პროცედურების ფარგლებში, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილმა უწყებამ, როდესაც ახორციელებს მოულოდნელ ვიზიტებს, აიღოს მოწყობილობის ნიმუში საწარმოდან ან საწყობიდან, რათა განახორციელოს საბოლოო შეფასება, დანართი N1-ის 3.2.2. ქვეპუნქტის მიხედვით. ამ მიზნით მწარმოებელმა უნდა აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წარმოების დაგეგმილი გრაფიკის შესახებ. შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განახორციელოს სულ მცირე ადგილზე ორი ვიზიტი წარმოების პირველი წლის განმავლობაში. მომდევნო ვიზიტების სიხშირე უნდა განისაზღვროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ კრიტერიუმების საფუძველზე რომელიც ჩამოყალიბებულია შესაბამის მოდულში.
1.6. მე-3 მუხლის 1.2 ქვეპუნქტში მითითებული III კატეგორიის ჭურჭლისა და მოწყობილობების ერთჯერადი წარმოებისას მოდული H-ის პროცედურების მიხედვით, შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განახორციელოს ან უნდა უზრუნველყოს საბოლოო შეფასების განხორციელება, თითოეული ერთეულისათვის იმგვარად, როგორც ეს ჩამოყალიბებულია წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი N1-ის 3.2.2 ქვეპუნქტში. ამ მიზნით, მწარმოებელმა უნდა აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს პროდუქტის დაგეგმილი წარმოების გეგმის შესახებ.
2. მე-3 მუხლის 2 პუნქტში მითითებული აგრეგატები უნდა დაექვემდებაროს შესაბამისობის შეფასების პროცედურებს, რომლებიც მოიცავს:
ა) აგრეგატში შემავალი, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების თითოეული ნაწილის შეფასებას, რომლებიც მითითებულია მე-3 მუხლის პირველ პუნქტში და რომლებსაც მანამდე არ გაუვლიათ შესაბამისობის შეფასების და ნიშანდების პროცედურა. შეფასების პროცედურის კონკრეტული სახეობა უნდა განისაზღვროს მოწყობილობის თითოეული ნაწილის კატეგორიის შესაბამისად;
ბ) აგრეგატის შემადგენელი კომპონენტების ინტეგრაციის შეფასებას, რომლებიც მითითებულია წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი N 1-ის 2.3, 2.8 და 2.9 ქვეპუნქტებში. შეფასების პროცედურა უნდა განისაზღვროს შესამოწმებელი მოწყობილობისათვის შესაბამისი უმაღლესი კატეგორიის მიხედვით. რომელიც განსხვავდება ნებისმიერი სხვა უსაფრთხოების მოწყობილობის შეფასების პროცედურისგან ;
გ) აგრეგატების სამუშაო ზღვარის გადაჭარბებისაგან დაცულობის შეფასება როგორც ეს მითითებულია წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი N1-ის 2.10 და 3.2.2 ქვეპუნქტებში, უნდა ჩატარდეს დაცვის ქვეშ მყოფი მოწყობილობის ნაწილების მიმართ გამოყენებული უმაღლესი კატეგორიის მიხედვით.
3. ამ მუხლის 1 და 2 პუნქტებისაგან გადახვევის გზით, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს, როდესაც ამგვარი ქმედება გამართლებულია, უფლება აქვთ ნება დართონ პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული, იმ ცალკეული წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების შემადგენელი ერთეულების და აგრეგატების, ბაზარზე განთავსებაზე და ექსპლუატაციაში გაშვებაზე, რომელთა მიმართაც ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული პროცედურები არ განხორციელებულა და რომელთა გამოყენება ექსპერიმენტების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარეობს.
4. შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებული ჩანაწერები და კორესპონდენცია უნდა განხორციელდეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ან იმ ენაზე, რომელიც მისაღებია თავად მხარეებისთვი