1.წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი N1-ის 3.1.2 და 3.1.3 ქვეპუნქტებში ჩამოყალიბებული ამოცანების განმახორციელებელი მესამე მხარე ორგანიზაცია უნდა წარმოადგენდეს შესაბამისობის შემფასებელ პირს ან კანონით პირდაპირ უნდა იყოს განსაზღვრული.
ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მესამე მხარე ორგანიზაციების შესახებ, მათი ნუსხა იმ ამოცანების მითითებით, რომელთა შესასრულებლადაც მოხდა მათი უფლებამოსილების აღიარება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი და განახლებული.
2. მესამე მხარე ორგანიზაციების უფლებამოსილების აღიარებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმები. ის ორგანიზაციები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მიჩნეულ უნდა იქნენ, რომ, ასევე აკმაყოფილებენ წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის კრიტერიუმებს.
3. მესამე მხარე ორგანიზაციას შეუჩერდება აკრედიტაცია თუკი აღმოჩნდება, რომ ეს ორგანიზაცია ვეღარ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მითითებულია მე-2 პუნქტში.
ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანიზაციის უფლებამოსილების აღიარებისა და შეჩერების ნებისმიერი ფაქტის შესახებ უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომ