1. ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით დატანილი შესაბამისობის ნიშანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
შესაბამისობის ნიშანს თან უნდა ახლდეს იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის აკრედიტაციის მოწმობის ნომერი, რომლითაც იგი შეტანილია აკრედიტებულ პირთა რეესტრში ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს დასახელება.
2. შესაბამისობის ნიშანი დატანილი უნდა იქნეს ვიზუალურად შესამჩნევ, ადვილად გასარჩევ და არა-წაშლადი ფორმით, თითოეულ:
ა) მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ცალკეულ შემადგენელ ერთეულზე, ან
ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ აგრეგატზე,რომელთაც უკვე დასრულებული ფორმა აქვთ ან იმყოფებიან ისეთ მდგომარეობაში, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს საბოლოო შეფასება ისე, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი N1 -ის 3.2 ქვეპუნქტში.
3. აუცილებელი არ არის, რომ შესაბამისობის ნიშანი დატანილ იქნეს იმ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების თითოეულ ინდივიდუალურ ნაწილზე, რომლებიც ერთობლიობაში მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ წნევის ქვეშ მომუშავე აგრეგატს ქმნიან. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის იმ ცალკეულმა ნაწილებმა, რომლებზეც უკვე დატანილია შესაბამისობის ნიშანი უნდა შეინარჩუნონ ეს ნიშანი მაშინაც, როდესაც მოხდება მათი ინტეგრირება წნევის ქვეშ მყოფ აგრეგატში.
4. როდესაც წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები ან აგრეგატები ექვემდებარებიან სხვა ტექნიკურ რეგლამენტებს, რომლებიც თავის მხრივ არეგულირებენ ნიშანდების დატანის სხვა ასპექტებს, ამ შემთხვევაში ნიშანდება უნდა მიუთითებდეს, რომ შესაბამისი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა ან აგრეგატი ასევე ითვლება, რომ აკმაყოფილებს იმ სხვა ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებს.
იმ შემთხვევაში თუკი, ერთი ან მეტი ტექნიკური რეგლამენტი შესაძლებლობას აძლევს მწარმოებელს, რომ თავად აირჩიოს თუ რომელი მარეგულირებელი ნორმა გამოიყენოს, მაშინ შესაბამისობის ნიშანი უნდა მიუთითებდეს, რომ იგი შესაბამისობაშია მხოლოდ იმ ტექნიკური რეგლამენტთან, რომლებიც გამოყენებული და შერჩეული იქნა მწარმოებლის მიერ. მსგავს შემთხვევაში, გამოყენებული ტექნიკური რეგლამენტის დეტალები, მოცემული და აღწერილი უნდა იყოს იმ დოკუმენტებში, შენიშვნებსა ან ინსტრუქციებში რომლებიც მოთხოვნილია ამ ტექნიკური რეგლამენტების მიერ და თან უნდა ახლდეს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობას ან აგრეგატს.
5. აკრძალულია წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობასა და აგრეგატებზე იმგვარი შესაბამისობის ნიშნის დატანა, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს დაინტერესებული მხარის შეცდომაში შეყვანა და რომლებიც მათ მიერ შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც GE ნიშანდების ფორმა ან მისი მნიშვნელობა. ნებისმიერი სხვა სახის ნიშანდების დატანა წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობასა ან აგრეგატებზე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი მისი მეშვეობით არ ხდება ნიშანდების ვიზუალური მხარისა და ნიშნის მკაფიოობის ხარისხის შემცირებ