1.1. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების დაპროექტება, წარმოება და შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში აღჭურვა და მონტაჟი უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, თუ მათი ექსპლუატაციაში გაშვება მოხდება მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად ან გონივრულად პროგნოზირებად პირობებში.
1.2. ყველაზე უფრო მიზანშეწონილი გადაწყვეტილების შერჩევისას, მწარმოებელმა უნდა გამოიყენოს ქვემოთ მოყვანილი პრინციპები შემდეგი თანმიმდევრობით:
- გამორიცხოს ან შეამციროს საფრთხეები რამდენადაც ეს შესაძლებელია;
- გამოიყენოს შესაბამისი დაცვის ზომები იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომელთა სრულად თავიდან აცილება შეუძლებელია;
- შესაბამის შემთხვევაში, აცნობოს მომხმარებლებს ნარჩენი საფრთხის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში მიუთითოს, რომ მიიღონ შესაბამისი სპეციალური ზომები, რათა შეამცირონ რისკი მონტაჟის და/ან გამოყენების პროცესში.
1.3. იქ, სადაც ცნობილია არასწორი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ ან არასწორი გამოყენების შესაძლებლობა ნათლად პროგნოზირებადია, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი არასწორი გამოყენებისაგან გამომდინარე საფრთხე ან თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ ადექვატური გამაფრთხილებელი ინფორმაცია უნდა იქნეს მიწოდებული, რომ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა არ იქნეს გამოყენე-ბული არასწორა