პროექტმა და კონსტრუქციამ უნდა უზრუნველყოს, რომ:
ა) გადატვირთვების რისკი გამოწვეული დაუშვებელი სახის თავისუფალი მოძრაობებისაგან ან გადამეტებული ძალებისაგან, რომლებიც მოქმედებს მაგალითად, ისეთ შემადგენელ ნაწილებზე, როგორებიც არის: მილტუჩები, შეერთებები, საბერველები ან დრეკადი მილები, თავიდან არის აცილებული ისეთი საშუალებებით, როგორებიც არის საყრდენები, შემზღუდავები, ანკერული სამაგრები, დონეების შეთანწყობისა და წინსაწარი დაჭიმულობის მექანიზმები.
ბ) იქ სადაც არსებობს კონდენსაციის შესაძლებლობა იმ მილგაყვანილობის შიგნით, რომელშიც განთავსებულია აირადიდენადი არეები, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საშუალებები დრენაჟისა და დაბალი წერტილებიდან დანალექების მოშორებისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჰიდრავლიკური დარტყმისაგან ან კოროზიისაგან გამოწვეული ზიანი;
გ) მხედველობაშია მიღებული ის პოტენციური ზიანი, რომელიც გამოწვეული იქნება ტურბულენტურობისგან და გრიგალური ნაკადების წარმოქმნისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით მოქმედებს ამ დანართის 2.7 ქვეპუნქტის შესაბამისი ნაწილები;
დ) მხედველობაშია მიღებული მილგაყვანილობის ვიბრაციისაგან გამოწვეულ დაღლილობის რისკი;
ე) იმ შემთხვევაში, როდესაც მილგაყვანილობა შეიცავს I ჯგუფის დენად არეებს, შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული რათა იზოლირებული იქნეს ე.წ. „განშტოების“ მილები რომელთა ზომები მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს;
ვ) სინჯების წინდაუხედავად აღების რისკის მინიმუმამდე დაყვანისათვის, სინჯის აღების წერტილები აუცილებლად ნათლად უნდა იქნეს მარკირებული დენადი არის შემცველი მილის მხარეს და უნდა მიუთითებდეს მასში არსებულ დენად არეს;
ზ) ტექნიკურ დოკუმენტაციაში, სულ მცირე ასახული უნდა იყოს მიწის ქვეშ მოთავსებული მილგაყვანილობის მდებარეობა და მარშრუტი, რათა ხელი შეეწყოს უსაფრთხო მუშაობას, მომსახურებას, შემოწმებასა და შეკეთება