წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების დამზადებისთვის გამოყენებული მასალები უნდა იყოს ვარგისი, ექსპლუატაციისათვის განსაზღვრული ვადის განმავლობაში თუკი გათვალისწინებული არ არის მათი გამოცვლა.

შედუღების პროცესში გამოყენებულმა სახარჯო მასალებმა და სხვა სახის შემაერთებელმა მასალებმა უნდა დააკმაყოფილონ შესაბამისი მოთხოვნები, რომლებიც ჩამოყალიბებულია 4.1, 4.2 (ა) ქვეპუნქტებში და 4.3 ქვეპუნქტის პირველ აბზაცში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე უკვე გაერთიანებული სტრუქტურის ფარგლებში.

4.1. დაწნეული ნაწილებისათვის გამოყენებულ მასალებს:

ა) უნდა გააჩნდეთ შესაბამისი მახასიათებლები ყველა გონივრულად მოსალოდნელი ექსპლუატაციის პირობებისათვის და ასევე ყველა საგამოცდო პირობებისაათვის.  კერძოდ, ისინი საკმარისად პლასტიკური და მტკიცენი უნდა იყვნენ. საჭიროებისა და აუცილებლობის შემთხვევაში, მასალების მახასიათებლებმა უნდა დააკმაყოფილონ ამ დანართის მე-7 მუხლის 7.5 ქვეპუნქტში ჩამოყალიბებული მოთხოვნები. გარდა ამისა, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს მასალები, რათა გარემოებებიდან გამომდინარე თავიდან იქნეს აცილებული მყიფე რღვევა. მაშინ როდესაც განსაკუთრებული მიზნებიდან გამომდინარე გამოყენებული უნდა იქნეს მყიფე მასალა,  მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები;

ბ) გააჩნდეთ საკმარისი ქიმიური მედეგობა იმ დენადი არეების მიმართ, რომლებსაც შეიცავს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები; ის ქიმიური და ფიზიკური მახასიათებლები და თვისებები, რომლებიც აუცილებელია ექსპლუატაციაში უსაფრთხოებისათვის არ უნდა იქნეს მნიშვნელოვნად გაუარესებული წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის  ექსპლუატაციისათვის განსაზღვრული ვადის განმავლობაში;

გ) არ უნდა მიადგეთ მნიშვნელოვნი ზიანი წლების მატების გამო;

დ) უნდა ჰქონდეთ დამუშავების პროცესისათვის შესაფერისი თვისებები;

ე) უნდა იმგვარად შერჩევა, რომ თავიდან იქნეს აცილებული მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტები, როდესაც ხდება სხვადასხვა სახის მასალების დაკავშირება.

4.2.

ა) საპროექტო გაანგარიშებისათვის, ამ დანართის 2.2.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი პარამეტრები, ასევე, ამ დანართის 4.1 ქვეპუნქტით განსაზღვრული მასალების არსებითი მახასიათებლები და მათი დამუშავების მეთოდები, უნდა განისაზღვროს წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის მწარმოებლის მიერ სათანადო მეთოდებით;

ბ) წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის მწარმოებელმა თავის ტექნიკურ დოკუმენტაციაში უნდა მიუთითოს  ის ელემენტები, საშუალებები, რომლებიც ეხება მასალების ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ  სპეციფიკაციებთან  შესაბამისობას, ქვემოთ მოცემული რომელიმე ფორმით:

-  იმ მასალების გამოყენებით, რომლებიც შეესაბამება შესაბამის სტანდარტებს;

-  იმ მასალების გამოყენებით, რომლებიც განხილულია წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების მასალების შესახებ ევროპულ რეკომენდაციაში მე-9 მუხლის შესაბამისად;

- კონკრეტული მასალების შეფასებით (ექსპერტიზით).

გ) იმ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისათვის, რომლებიც განეკუთვნებიან III და IV კატეგორიებს, კონკრეტული შეფასება, რომელიც მითითებულია „ბ“ ქვეპუნქტის მესამე აბზაცში უნდა განხორციელდეს იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების შესაბამისობის შეფასების პროცედურების განხორციელებაზე.

4.3.  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების მწარმოებელმა უნდა მიიღოს და განახორციელოს ყველა აუცილებელი ზომა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს წარმოების პროცესში გამოყენებული მასალების შესაბამისობა მოთხოვნილ სპეციფიკაციებთან. კერძოდ კი, ყველა სახის მასალისათვის მიღებული უნდა იქნეს მასალების მწარმოებლის მიერ მომზადებული დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მასალების შესაბამისობას შესაბამის სპეციფიკაციებთან.

II. III და IV კატეგორიის მოწყობილობების წნევის ქვეშ მომუშავე ძირითადი ნაწილებისათვის მსგავსი სახის დოკუმენტაციამ უნდა მიიღოს კონკრეტული პროდუქტის შემოწმების სერტიფიკატის ფორმა.

იმ შემთხვევაში, როდესაც მასალების მწარმოებელს გააჩნია შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც სერტიფიცირებულია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ, რომელმაც გაიარა სპეციფიური შეფასება მასალების  შემოწმებისათვის, ასეთ შემთხვევაში მასალების მწარმოებლის მიერ გაცემული სერტიფიკატი მიჩნეულია, რომ ადასტურებს წინამდებარე მუხლის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობას.

4.4. მოთხოვნები სპეციფიური წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების მიმართ

ამ დანართის მე-5 და მე-6 მუხლებში მითითებულ  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების მიმართ, გარდა 1-4 მუხლების მოთხოვნებისა, გამოიყენება ქვემოთ მითითებული მოთხოვნებ