ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიღებული იქნება წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად და რომელიც ზღუდავს ბაზარზე  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ან აგრეგატების განთავსებას და მათ ექსპლუატაციაში გაშვებას ან მოითხოვს მათ ბაზრიდან უკან გამოთხოვას, უნდა წარმოადგინოს არგუმენტირებული და მკაფიო მიზეზი იმისა, თუ რას ეყრდნობა თავად ეს გადაწყვეტილება. მსგავსი სახის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც იმავდროულად უნდა ეცნობოს ყველა იმ საკანონმდებლო დაცვის საშუალებებისა და ვადების შესახებ, რომლის განმავლობაში მოქმედებს მსგავსი საკანონმდებლო დაცვის საშუალებებ