1. შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ წნევიდან გამომდინარე საშიშროების საფუძველზე, არ უნდა აკრძალოს, შეზღუდოს ან სხვა სახით დაბრკოლება შეუქმნას წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის პირველ მუხლში მითითებული წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისა და აგრეგატების, რომლებიც შეესაბამებიან წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტს, ბაზარზე განთავსებას ან მიმოქცევაში გაშვებას მწარმოებლების მიერ მითითებული პირობების შესაბამისად, როდესაც პროდუქტს დატანილი აქვს შესაბამისობის ნიშანი.
2. შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოითხოვოს, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებსა და აგრეგატებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა, რომელიც უკავშირდება მათ უსაფრთხო და მართებულ გამოყენებას, მათ შორის წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი N1-ის 3.3. და 3.4 პუნქტებში არსებული ინფორმაციისა ქართულ ან ინგლისურ ენაზ