1. შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, რათა არ შეიზღუდოს, პირველ მუხლში მითითებული წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისა და აგრეგატების ბაზარზე განთავსება და მათი ექსპლუატაციაში გაშვება მაშინ, როდესაც მათი მონტაჟი და მომსახურება განხორციელებულია შესაბამისად და მათი გამოყენება ხდება შესაფერისი მიზნებისათვის,  ისე, რომ ისინი საფრთხეს არ უქმნიდნენ ადამიანთა ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას  გარემოსა და კერძო საკუთრებას.

2. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის და აგრეგატების პარამეტრები/კრიტერიუმები, რომლებიც ექვემდებარებიან პერიოდულ ინსპექტირებას.

3. სავაჭრო გამოფენებსა და ბაზრობებზე, სადემონსტრაციო ჩვენებებისას და ა.შ., არ უნდა იქნეს შეზღუდული იმ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისა და აგრეგატების ჩვენება, რომლებიც განსაზღვრულია პირველ მუხლში და არ შეესაბამება წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დებულებებსა და მოთხოვნებს, თუკი მასზე არსებული ეტიკეტი მკაფიოდ ახდენს მათი დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობისა და გაყიდვისათვის ხელმიუწვდომლობის ფაქტის ჩვენებას, მანამ სანამ მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლი, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი, მათ შესაბამისობაში არ მოიყვანს. სადემონსტრაციო ჩვენებების დროს მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების ყველა ზომა,  რათა უზრუნველყოფილი იქნეს ადამიანთა უსაფრთხოებ