1. ტექნიკური რეგლამენტი ეხება იმ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებისა და აგრეგატების დაპროექტებას, წარმოებასა და შესაბამისობის შეფასებას, რომელთა მაქსიმალურად დასაშვები წნევა PS აღემატება 0.5 ბარს.
2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
2.1. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა - ჭურჭელი, მილგაყვანილობა, უსაფრთხოების კომპონენტები და წნევის ქვეშ მომუშავე კომპონენტები. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა ასევე შეიძლება მოიცავდეს იმ ელემენტებს, რომლებიც დაკავშირებულია/მიერთებულია წნევის ქვეშ მყოფ ნაწილებზე, როგორებიცაა მაგალითად მილტუჩები, საქშენები, შემაერთებელი ქუროები, საყრდენები, ასაწევი ელემენტები და ა.შ.
2.1.1. ჭურჭელი - კორპუსი, სხვა მოწყობილობებთან უშუალო დაკავშირების ელემენტების ჩათვლით, რომელიც დაპროექტებულია და აგებულია დენადი არეების წნევის ქვეშ მოსათავსებლად. ჭურჭელი შეიძლება შედგებოდეს ერთზე მეტი კამერისაგან.
2.1.2. მილი/მილგაყვანილობა - მილგაყვანილობის კომპონენტები, რომლებიც გამიზნულია დენადი არეების ტრანსპორტირებისათვის, როდესაც ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია წნევის ქვეშ მყოფ სისტემაში. მილგაყვანილობა მოიცავს კონკრეტულად მილს ან მილების სისტემას, შემაერთებელ დეტალებს, თერმული გაფართოების კომპენსატორებს, დრეკად მილებს და ასევე სხვა წნევის ქვეშ მყოფ ელემენტებს. გამათბობელი ან გამაციებელი თბომცვლელები, რომლებიც შედგებიან მილებისაგან მიჩნეულ უნდა იქნეს მილგაყვანილობად.
2.1.3 უსაფრთხოების კომპონენტი - ხელსაწყოები, რომლებიც დაპროექტებულია იმგვარად, რომ დაიცვას წნევაზე მომუშავე მოწყობილობა, წნევის დასაშვები ზღვარის გადაჭარბებისაგან. ასეთი ხელსაწყოებია:
- ხელსაწყოები, რომლებიც გამიზნულია პირდაპირი წნევის შეზღუდვისათვის, როგორებიცაა უსაფრთხოების სარქველები, უსაფრთხოების მემბრანა, წნევისგან განტვირთვის მართვადი უსაფრთხოების სისტემა (CSPRS), ასევე,- შემზღუდველი ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც ხდება კორექციის საშუალებების აქტივირება, ან ავარიული გამორთვის საშუალებების აქტივირება, ან ავარიული გათიშვისა და ბლოკირების სისტემების აქტივირება, როგორებიცაა წნევის ან ტემპერატურის გამომრთველები ან დენადი არეების მიწოდების გამომრთველები და „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაზომვების კონტროლისა და რეგულირების (SRMCR)“ ხელსაწყოები.
2.1.4. წნევის ქვეშ მომუშავე კომპონენტი - ხელსაწყო, რომელსაც გააჩნია საექსპლუატაციო ფუნქციები და წნევის ზემოქმედების მიმართ გამძლე კორპუსი.
2.1.5. აგრეგატი - წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების რამოდენიმე ცალკეული ნაწილი, რომელიც ერთ აგრეგატად არის აწყობილი მწარმოებლის მიერ, რათა შეადგენდეს ინტეგრირებულ და ფუნქციონალურ ერთიანობას.
2.2. წნევა - ატმოსფერულ წნევასთან მიმართებითი, მანომეტრული (ჭარბი) წნევა. აქედან გამომდინარე, ვაკუუმი აღინიშნება უარყოფითი მნიშვნელობით.
2.3. მაქსიმალურად დასაშვები წნევა PS - წნევის ის მაქსიმალური სიდიდე, რომელიც მითითებულია მწარმოებლის მიერ და რომლისთვისაც არის დაპროექტებული მოწყობილობა. იგი დატანილია მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ ადგილზე. ეს უნდა იყოს დამცავი და/ან შემზღუდველი ხელსაწყოების დაკავშირების ადგილი ან მოწყობილობის ზედაპირი და თუ ეს ტექნიკურად შეუძლებელია მაშინ ნებისმიერ სხვა მითითებულ ადგილზე.
2.4. მაქსიმალური/მინიმალური დასაშვები ტემპერატურა TS - ის მაქსიმალური/მინიმალური ტემპერატურა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მოწყობილობა, როგორც ეს მითითებულია მწარმოებლის მიერ.
2.5. მოცულობა (V) - კამერის შიდა მოცულობა, რომელიც მოიცავს საქშენიდან პირველ შეერთებამდე მოცულობას ან/და გამორიცხავს მასში მუდმივად მყოფ შიდა ნაწილების მოცულობას.
2.6. ნომინალური დიამეტრი (DN) - ზომის რიცხვობრივი აღნიშვნა, რომელიც საერთოა მილსადენის სისტემის ყველა კომპონენტისათვის გარდა იმ კომპონენტებისა, რომლებზეც აღნიშნულია გარე დიამეტრის ან კუთხვილის ზომა. იგი არის მიახლოებული/დამრგვალებული ციფრი მხოლოდ ინფორმაციული მიზნისათვის და მხოლოდ ზოგადად შეესაბამება საწარმოო განზომილებებს. ნომინალური დიამეტრი აღინიშნება DN-ით რომელსაც მოჰყვება კონკრეტული რიცხვი.
2.7. დენადი არე - აირები, სითხეები და ორთქლი, როგორც სუფთა სახით (მინარევების გარეშე) ასევე, მათი ნარევები. დენადი არე შეიძლება შეიცავდეს მყარ ნაწილაკებს (სუსპენზია).
2.8. მუდმივი შეერთებები - შეერთებები, რომელთა დაშლა შესაძლებელია მხოლოდ მრღვევი მეთოდების გამოყენებით.
2.9. მასალების შესახებ ევროპული რეკომენდაცია - ნიშნავს ტექნიკურ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს იმ მასალების მახასიათებლებს, რომლებიც გამიზნულია წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების წარმოების პროცესში მრავალჯერადი გამოყენებისათვის და რომლებიც არ არის გათვალისწინებული არცერთი შესაბამისი სტანდარტით.
3. ქვემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობები არ შედის წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფეროში:
3.1. მილსადენები, რომლებიც იქმნება მილებისაგან ან მილების სისტემისაგან და რომლის დანიშნულებაც არის ნებისმიერი სახის დენადი არეების და სხვა ნივთიერებების ტრანსპორტირება ნებისმიერი სახის დანადგარიდან ან/და დანადგარამდე (იქნება განთავსებული ხმელეთზე თუ ზღვაში), რომელიც იწყება და მოიცავს უკანასკნელ საიზოლაციო ხელსაწყოს, რომელიც განთავსებულია დანადგარის ფარგლებში და რომელიც ასევე მოიცავს კონკრეტულად მილსადენისათვის დაპროექტებულ დამატებით მოწყობილობებსაც. ეს გამონაკლისი არ ეხება სტანდარტულ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენებოდეს მაგალითად, წნევის შემცირების ან საკომპრესორო სადგურებში.
3.2. წყლის მიწოდების, განაწილებისა და გაშვების ქსელები და მათთან დაკავშირებული მოწყობილობები, ასევე წყლის მიმწოდებელი მოწყობილობები, როგორებიცაა მაგალითად რაბები, წყლის სადაწნეო გვირაბები, დაწნევის მილები ჰიდროელექტრო დანადგარებისთვის და მათთან დაკავშირებული სპეციფიკური მოწყობილობები;
3.3. მოწყობილობები, რომლებსაც არეგულირებს ევროკავშირის 2009/105EC დირექტივა „წნევის ქვეშ მომუშავე მარტივი ჭურჭლების შესახებ“ ან მის საფუძველზე საქართველოში მიღებული ტექნიკური რეგლამენტი;
3.4. მოწყობილობები, რომლებიც რეგულირდება ევროპის საბჭოს მიერ 1975 წლის 20 მაისს მიღებული 75/324/EEC „აეროზოლის დისპენსერების შესახებ“ დირექტივით ან მის საფუძველზე საქართველოში მიღებული ტექნიკური რეგლამენტი;
3.5. მოწყობილობები, რომლებიც გამიზნულია იმ სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონირებისათვის, რომლებსაც განსაზღვრავს შემდეგი დირექტივები და მათი დანართები:
ა) ევროპის საბჭოს 1970 წლის 6 თებერვლის 70/156/EEC დირექტივა რომელიც შეეხება „ავტომობილებისა და მათი ავტომისაბმელების სახეობების დამტკიცებას“ ან მის საფუძველზე საქართველოში მიღებული ტექნიკური რეგლამენტი;
ბ) ევროპის საბჭოს 1974 წლის 4 მარტის 74/150/EEC დირექტივა, რომელიც შეეხება „ბორბლებიანი სასოფლო-სამეურნეო და სატყეო ტრაქტორების სახეობების დამტკიცებას“ ან მის საფუძველზე საქართველოში მიღებული ტექნიკური რეგლამენტი;
გ) ევროპის საბჭოს 1992 წლის 30 ივნისის 92/61/EEC დირექტივა, რომელიც შეეხება „ორი ან სამ-ბორბლიანი ავტომობილების სახეობების დამტკიცებას“ ან მის საფუძველზე საქართველოში მიღებული ტექნიკური რეგლამენტი;
3.6. მოწყობილობები, რომლებიც არ არიან კლასიფიცირებულნი წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლში განსაზღვრულ I-ზე უფრო მაღალ კატეგორიად და ასევე, ის მოწყობილობები, რომლებსაც არეგულირებს შემდეგი დირექტივები ან მათ საფუძველზე საქართველოში მიღებული ტექნიკური რეგლამენტები:
ა) ევროპის საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის 89/392/EEC დირექტივა, რომელიც შეეხება „სხვადასხვა მექანიზმებს და სამანქანე აღჭურვილობებს“;
ბ) ევროპის პარლამენტის და საბჭოს 1995 წლის 29 ივნისის 95/16/EC დირექტივა, რომელიც ეხება ლიფტებს;
გ) ევროპის საბჭოს 1973 წლის 19 თებერვლის 73/23/EEC დირექტივა, რომელიც ეხება „იმ ელექტრო მოწყობილობების დაპროექტებას, რომელთა გამოყენებაც გამიზნულია განსაზღვრული ვოლტაჟის საზღვრებში“;
დ) ევროპის საბჭოს 1993 წლის 93/42/EEC დირექტივა, რომელიც ეხება „სამედიცინო ხელსაწყოებს“;
ე) ევროპის საბჭოს 1990 წლის 29 ივნისის 90/296/EEC დირექტივა, რომელიც ეხება „იმ მოწყობილობებს, რომლებიც ახდენენ აირისებრი საწვავის წვას“;
ვ) ევროპის პარლამენტის და საბჭოს 1994 წლის 23 მარტის 94/9/EC დირექტივა, რომელიც ეხება „იმ აღჭურვილობებსა და დამცავ სისტემებს, რომლებიც გამიზნულია პოტენციურად ფეთქებად ატმოსფეროში გამოყენებისათვის“;
3.7. მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება საპოლიციო ან/და სამხედრო მიზნებისათვის;
3.8. ნაწილები, რომლებიც სპეციალურად დამზადებულია ბირთვულ სფეროში გამოყენებისათვის, რომელთა მოქმედების შეფერხებამ შესაძლოა გამოიწვიოს რადიოაქტიური გამოსხივების ემისია.
3.9. ჭაბურღილის კონტროლის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნავთობის, გაზისა და გეოთერმული კვლევებისა და მოპოვების ინდუსტრიაში და იმ მიწისქვეშა საცავებში, რომლებიც გამიზნულია, რომ შეიცავდეს და/ან აკონტროლებდეს ჭაბურღილში არსებულ წნევას. ეს ყოველივე მოიცავს ჭაბურღილის თავს, გაფრქვევის საწინააღმდეგო მექანიზმს (BOP), კოლექტორებს და ყველა მათი კომპონენტსა და აღჭურვილობას;
3.10 მოწყობილობა, რომელიც მოიცავს გარსაცმებს ან მანქანა-დანადგარებს, რომლისთვისაც ზომის განსაზღვრა, მასალების შერჩევა და საწარმოო წესები ძირითადად დაფუძნებულია საკმარისი სიმტკიცისა და სიხისტის მოთხოვნებზე, რათა დააკმაყოფილონ სტატიკური ან დინამიკური საექსპლუატაციო დატვირთვები ან სხვა სამუშაო მახასიათებლები და რომლისთვისაც წნევა ზოგადად არ წარმოადგენს დაპროექტების მნიშვნელოვან ფაქტორს. მსგავსი სახის მოწყობილობებში შეიძლება შედიოდეს:
ა) ძრავები, მათ შორის, ტურბინები და შიდა წვის ძრავები;
ბ) ორთქლზე მომუშავე ძრავები, გაზის/ორთქლის ტურბინები, ტურბო-გენერატორები, კომპრესორები, ტუმბოები და ამძრავი ხელსაწყოები.
3.11. ბრძმედები, მათ შორის, ბრძმედის გაგრილების სისტემა, ცხელი ჰაერის ნაკადის რეგენერატორი, მტვრის ექსტრაქციის სისტემა და ბრძმედის გამონაბოლქვი აირების გამწმენდი და პირდაპირი აღდგენის ბოვი, მათ შორის ბრძმედის გაგრილების სისტემა, გაზების კონვერტორი და ვარცლები დნობისათვის, გადადნობისათვის, აირების გამოდევნისათვის და ფოლადისა და ფერადი ლითონების ჩამოსასხმელად;
3.12. კამერები მაღალი ძაბვის ისეთი ელექტრომოწყობილობებისათვის, როგორებიც არის გამანაწილებელი აპარატურა, მაკონტროლებელი მექანიზმი, ტრანსფორმატორები და როტაციული მანქანა-დანადგარები;
3.13. წნევის ქვეშ მომუშავე მილები გადაცემის სისტემებისათვის, მაგალითად, ელექტროენერგიისა და სატელეფონო კაბელებისათვის;
3.14. გემები, რაკეტები, ავიახომალდები და მობილური საწყალოსნო ერთეულები, ასევე, ის მოწყობილობები, რომლებიც გამიზნულია მსგავსი ერთეულებისა და სატრანსპორტო საშუალებების ბორტზე და ძალურ დანადგარში განსათავსებლად;
3.15. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები, რომლებიც შედგება მოქნილი, დრეკადი კორპუსებისგან, მაგალითად, საბურავები, საჰაერო ბალიშები, სათამაშოდ გამოყენებული ბურთები, გასაბერი ნავები და სხვა მსგავსი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები;
3.16. გამონაბოლქვისა და შეშვების მაყუჩები;
3.17. საბოლოო მოხმარებისათვის გამიზნული გაზირებული სასმელების შემცველი ბოთლები და ქილები;
3.18. ჭურჭელი, რომელიც გამიზნულია იმ სასმელების ტრანსპორტირებისა და დისტრიბუციისათვის, რომელთა PS·V მაჩვენებელი არ აღემატება 500 ბარიXლიტრს, ხოლო მაქსიმალურად დასაშვები წნევის სიდიდე არ აღემატება 7 ბარს.
3.19. მოწყობილობები, რომლებსაც მოიცავს:
ა) ევროპის შეთანხმება საფრთხის შემცველი ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ (European Agreement concerning the International Carriage of Dangerous Goods by Road - ADR).
ბ) რეგულაცია საფრთხის შემცველი ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ (Regulations concerning the International Carriage of Dangerous Goods by Rail - RID).
გ) საფრთხის შემცველი ტვირთების საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების კოდექსი (International Maritime Dangerous Goods Code - IMDG).
დ) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ მიღებული ტექნიკური დოკუმენტები (International Civil Aviation Organization - ICAO).
3.20. ცხელი წყლით გათბობის სისტემებში გამოყენებული რადიატორები და მილები;
3.21. სითხისათვის განკუთვნილი ჭურჭელი, რომლისთვისაც სითხის ზემოთ მყოფი აირის წნევა არ აღემატება 0,5 ბარ