1. ამ მუხლის 1.1, 1.2, 1.3, და 1.4 ქვეპუნქტებში მითითებული  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდნენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც  განსაზღვრულია წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი N1-ით:

1.1. ჭურჭელი, გარდა ამ მუხლის 1.2 ქვეპუნქტში მითითებული ჭურჭელისა, რომელიც გამოიყენება:

ა) აირებისათვის, გათხევადებული აირებისათვის, წნევის ქვეშ სითხეში გახსნილი აირებისათვის, ორთქლისათვის და ასევე იმ სითხეებისათვის, რომელთა ორთქლის წნევა მაქსიმალურად დასაშვებ ტემპერატურაზე  0.5  ბარზე მეტად აღემატება ნორმალურ ატმოსფერულ წნევას, (1 013 მილიბარი) შემდეგ  ზღვრებში:

ა.ა) პირველი ჯგუფის  დენადი არეებისათვის, რომელთა მოცულობა აღემატება 1ლიტრს და რომელთათვის PS და V მაჩვენებელთა ნამრავლი აღემატება 25   ბარიXლიტრს ან რომელთა წნევა PS  აღემატება 200 - ბარს (დანართი N2, ცხრილი 1);

ა.ბ) მეორე ჯგუფის  დენადი არეებისათვის, რომელთა მოცულობა აღემატება 1 ლიტრს და PS და V მაჩვენებელთა ნამრავლი აღემატება 50 - ბარი Xლიტრს ან რომელთა წნევა PS აღემატება 1 000 ბარს და ასევე ყველა პორტატული ცეცხლსაქრობი და სასუნთქი აპარატის  ბალონები (დანართი N2, ცხრილი 2);

ბ) სითხეებისათვის, რომელთა ორთქლის წნევა მაქსიმალურად დასაშვებ ტემპერატურაზე არ აღემატება ნორმალურ ატმოსფერულ წნევას (1 013 მილიბარი) 0.5   ბარზე მეტად შემდეგ ზღვრებში:

ბ.ა) პირველი ჯგუფის  დენადი არეებისათთვის, რომელთა მოცულობა აღემატება 1 ლიტრს და რომელთათვისაც PS და V მაჩვენებელთა ნამრავლი აღემატება 200  ბარიXლიტრს ან რომელთა წნევა PS  აღემატება 500  ბარს (დანართი N2, ცხრილი 3);

ბ.ბ) მეორე ჯგუფის  დენადი არეებისათვის, რომელთა წნევა PS აღემატება 10 ბარს და PS და V მაჩვენებელთა ნამრავლი აღემატება 10 000 ბარიXლიტრს, ან რომელთა წნევა PS აღემატება 1 000 - ბარს  (დანართი N2, ცხრილი 4);

1.2.  ცეცხლის ან სხვა მეთოდის მეშვეობით გაცხელებული წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა, რომელსაც  გააჩნია გადახურების რისკი და რომელიც გამიზნულია ორთქლის ან  გადახურებული წყლის მიღებისათვის ტემპერატურებზე, რომელიც აღემატება 110 °C და რომელთა მოცულობა აღემატება 2 ლიტრს,  ასევე წნევის ქვეშ მომუშავე ყველა ავტოკლავი (დანართი N2, ცხრილი 5).

1.3. მილგაყვანილობა, რომელიც გამიზნულია:

ა) აირებისათვის, თხევადი აირებისათვის, წნევის ქვეშ  სითხეში გახსნილი აირებისათვის, ორთქლისათვის და იმ  სითხეებისათვის, რომელთა ორთქლის წნევა მაქსიმალურად დასაშვებ ტემპერატურაზე აღემატება ნორმალურ ატმოსფერულ წნევას (1 013 მილიბარი) 0,5 ბარზე მეტად შემდეგ ზღვრებში:

ა.ა) პირველი ჯგუფის სითხეებისათვის, რომელთა DN მაჩვენებელი აღემატება 25-ს (დანართი N2, ცხრილი 7);

ა.ბ) მეორე ჯგუფის სითხეებისათვის, რომელთა DN მაჩვენებელი აღემატება 32-ს და რომელთა PS  და DN ნამრავლი აღემატება 1 000 - ბარს (დანართი N2, ცხრილი 7).

ბ) სითხეებისათვის, რომელთა ორთქლის წნევა მაქსიმალურად დასაშვებ ტემპერატურაზე არ აღემატება ნორმალურ ატმოსფერულ წნევას (1 013 მილიბარი) 0,5 ბარზე მეტად შემდეგ ზღვრებში:

ბ.ა) პირველი ჯგუფის სითხეებისათვის, რომელთა DN მაჩვენებელი აღემატება 25-ს და რომელთა PS  და DN ნამრავლი აღემატება 2 000  ბარს (დანართი N2 ცხრილი 8);

ბ.ბ) მეორე ჯგუფის სითხეებისათვის, რომელთა PS მაჩვენებელი აღემატება 10 ბარს, DN მაჩვენებელი აღემატება 200-ს და PS და DN სიდიდეების ნამრავლი აღემატება 5 000 - ბარს (დანართი N2, ცხრილი 9).

1.4. უსაფრთხოებისა და წნევის კომპონენტები, რომლებიც გამიზნულია ამ მუხლის 1.1, 1.2, და 1.3 ქვეპუნქტებში  ჩამოთვლილი მოწყობილობებისათვის, მათ შორის, იმ შემთხვევებშიც, როდესაც ასეთი სახის მოწყობილობები შეადგენს უფრო რთული აგრეგატის ნაწილს.

2. ის აგრეგატები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის 2.1.5 ქვეპუნქტში, რომლებიც შეიცავენ  სულ მცირე ერთ  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობას, რომელიც  ჩამოთვლილია აღნიშნული მუხლის 1 პუნქტში და ამ მუხლის 2.1, 2.2 და 2.3 ქვეპუნქტებში უნდა აკმაყოფილებდნენ იმ არსებით მოთხოვნებს, რომლებიც  განსაზღვრულია წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი N1-ით.

2.1 აგრეგატები, რომლებიც გამიზნულია ორთქლის ან 110 °C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე   გადახურებული წყლის მისაღებად როდესაც მსგავსი აგრეგატი შედგება ცეცხლით ან სხვა მეთოდით გაცხელებული თუნდაც ერთი  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ელემენტისაგან, რომელთაც გააჩნიათ  გადახურების რისკი.

2.2. აგრეგატები, რომლებიც არ განეკუთვნება ამ მუხლის 2.1 ქვეპუნქტში მითითებულ აგრეგატებს, თუკი მწარმოებელი მიზნად ისახავს აგრეგატის სახით  მათ ბაზარზე განთავსებას და ექსპლუატაციაში გაშვებას.

2.3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტისგან  განსხვავებით აგრეგატები, რომლებიც გამიზნულია ცხელი წყლის მისაღებად ისეთ ტემპერატურაზე, რომელიც არ აღემატება 110 °C-ს, და რომელთა მომარაგება მყარი საწვავით ხდება  ხელით და რომელთა PS·V აღემატება 50 -ბარიXლიტრს უნდა  შეესაბამებოდნენ  არსებით მოთხოვნებს, რომლებიც მითითებულია დანართი N1-ის  2.10, 2.11, 3.4, 5 (ა) და 5 (დ) პუნქტებსა და ქვეპუნქტებში.

3.  იმ  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების და/ან აგრეგატების, დაპროექტება და წარმოება, რომელთა   პარამეტრები ნაკლებია ან ტოლია 1.1, 1.2 და 1.3 ქვეპუნქტებში და 2 პუნქტში მითითებულ  ზღვრებზე, უნდა განხორციელდეს  ნაცადი საინჟინრო პრაქტიკის შესაბამისად,  რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი უსაფრთხო გამოყენება.  წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებს და/ან აგრეგატებს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი ექსპლუატაციის ინსტრუქცია და მათზე დატანილი უნდა იყოს ნიშანდება, რათა შესაძლებელი იყოს მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის იდენტიფიცირება. მსგავს მოწყობილობებზე და/ან აგრეგატებზე არ უნდა იქნეს დატანილი შესაბამისობის ნიშანი, რომელსაც ეხება წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლ