შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1440
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016105
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1440 

2013  წლის  9  ოქტომბერი 

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენებისმართვის კომპანი ის“მიერსახელმწიფო შესყიდვის გამარ ტ ივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანი ამ“ (შემდგომში – კომპანიამ):

ა) 2013 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ქ. გორის, ქ.ახალციხის, ქ.ამბროლაურის, ქ.ზუგდიდის, ქ.თელავის, ქ.მცხეთის, ქ.ოზურგეთისა და ქ. ქუთაისის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონების კეთილმოწყობის მიზნით გადაუდებელი სამუშაოების განხორციელება;

ბ) ამ განკარგულებით გათვლისწინებული, 2013 წელს განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით;

გ) ამ განკარგულებით განსაზღვრული, 2013 წელს შესასრულებელი მყარი მუნიციპალური გადანაყრების პოლიგონების გადაუდებელი კეთილმოწყობის სამუშაოები განახორციელოს კომპანიის მიერ დადგენილი წესით შეთანხმებული და მოწონებული საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. კომპანიამ ამ განკარგულებით გათვალისწინებული და 2013 წელს განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოების, აგრეთვე მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება განახორციელოს თავისი ბიუჯეტის ფარგლებში, აღნიშნული სამუშაოებისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი    ბ . ივანიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.10.2013.
როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
„შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 09.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1440. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016105.
სად არის „შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.10.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №1440, 09.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016105 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2048792/