ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად სიღატაკის ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№177
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 13/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №177

2006 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად სიღატაკის ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბოლო აბზაცის, „სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის № 59 დადგენილების მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ოჯახებისათვის ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად სიღატაკის ზღვრული ქულა (Q­­1) განისაზღვროს – 40 001 სიდიდით.

2. საქართველოს მთავრობის მიერ სიღატაკის ზღვრული ქულის (Q­­) ოპტიმალური მნიშვნელობის დასადგენად ამ განკარგულებით გათვალისწინებული სიდიდის ცვლილება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი