ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№199
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 09/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №199

2007 წლის 9 მაისი

ქ. თბილისი

ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ქვეპუნქტისა და „საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიეცეს:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე – 100 ლარის ოდენობით;

ბ) მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი მონაწილის ოჯახზე (მეუღლე, შვილი), რომელსაც ომის მონაწილის, როგორც მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული აქვს პენსია, – 50 ლარის ოდენობით.

2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ქ. თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახებისათვის დაფინანსდეს ქ. თბილისის ბიუჯეტიდან, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახებისათვის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.

3. საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოუყოს 997 250 (ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი სსიპ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის გადასაცემად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.05.2007.
როდის იქნა მიღებული „ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“?
„ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“ მიღებულია 09.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №199. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.05.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“, №199, 09.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2051657/