საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტსა და სს „თურქეთის ავიახაზების“ თბილისის ფილიალს შორის არსებული დავის გადაწყვეტის ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 24/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №72

2005 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტსა და სს „თურქეთის ავიახაზების“თბილისის ფილიალს შორის არსებული დავის გადაწყვეტის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –საგადასახადო დეპარტამენტის (კერძოდ, მისი ტერიტორიული ორგანოს – თბილისის საგადასახადო ინსპექციის) მიერ სს „თურქეთის ავიახაზების“თბილისის ფილიალის მიმართ სასამართლოში 1998 წლიდან დღემდე წარმოებული საგადასახადო დავის საერთაშორისო შეთანხმებათა ფარგლებში დროული გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტსა და სს „თურქეთის ავიახაზების“თბილისის ფილიალს შორის არსებული სასამართლო დავის საკასაციო საჩივრის საფუძვლების ცნობისა და სარჩელზე უარის თქმის გზით დასრულების თაობაზე, რასაც დაეთანხმა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავიანთი წარმომად-გენლების მეშვეობით უზრუნველყონ ზემოაღნიშნული პოზიციის დაფიქსირება საერთო სასამართლოებში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე.

3. სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქალაქ თბილისის საგადასახადო ინსპექციამ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაატაროს სათანადო პროცედურები დაბეგვრის ბარათებზე არსებულ საგადასახადო ვალდებულებათა კორექტირების მიზნით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტსა და სს „თურქეთის ავიახაზების“ თბილისის ფილიალს შორის არსებული დავის გადაწყვეტის ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტსა და სს „თურქეთის ავიახაზების“ თბილისის ფილიალს შორის არსებული დავის გადაწყვეტის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2005.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტსა და სს „თურქეთის ავიახაზების“ თბილისის ფილიალს შორის არსებული დავის გადაწყვეტის ღონისძიებათა შესახებ“?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტსა და სს „თურქეთის ავიახაზების“ თბილისის ფილიალს შორის არსებული დავის გადაწყვეტის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 24.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №72. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტსა და სს „თურქეთის ავიახაზების“ თბილისის ფილიალს შორის არსებული დავის გადაწყვეტის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგადასახადო დეპარტამენტსა და სს „თურქეთის ავიახაზების“ თბილისის ფილიალს შორის არსებული დავის გადაწყვეტის ღონისძიებათა შესახებ“, №72, 24.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2058067/