ჭიათურის მანგანუმის საბადოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისა და სს ,,ჭიათურმანგანუმის” აქტივების გასხვისების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№404
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 26/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №404

2006 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

ჭიათურის მანგანუმის საბადოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისა და სს ,,ჭიათურმანგანუმის” აქტივების გასხვისების ღონისძიებათა შესახებ

ჭიათურის მანგანუმის საბადოს სარგებლობის უფლებისა და სს ,,ჭიათურმანგანუმის” აქტივების ოპტიმალურ ფასად გასხვისების და ინვესტორისათვის ხელშეწყობის მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და სს „ჭიათურმანგანუმის” გაკოტრების მმართველის წინადადება ჭიათურის მანგანუმის საბადოს სარგებლობის უფლებისა და სს „ჭიათურმანგანუმის” აქტივების ერთობლივად რეალიზაციის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) ჭიათურის მანგანუმის საბადოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის საწყისი ფასი შეადგენს 5 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარობით, ხოლო სს ,,ჭიათურმანგანუმის” აქტივების საწყისი ფასი – 14 015 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარობით;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აუქციონის პირობების განსაზღვრის დროს გაითვალისწინებს, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართულ აუქციონზე ვაჭრობისას თანხის ყოველი გაზრდა დამატებით გამოიწვევს აქტივების საწყისი ღირებულების გაზრდას 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარობით;

გ) აუქციონში გამარჯვებულმა საქმიანობის პირველ და მომდევნო წლებში უნდა უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ განსაზღვრული მინიმალური ოდენობის მადნის კონცენტრატის წარმოება და საქართველოს ტერიტორიაზე გადამუშავება;

დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებული აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო თანხას და აქტივების ღირებულებას გადაიხდის აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ლიცენზიას გასცემს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ამ პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდეგ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი