ინტენსიური დიალოგის ფარგლებში წინასწარი დისკუსიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში პასუხისმგებელი უწყებების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №409
2006 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
ინტენსიური დიალოგის ფარგლებში წინასწარი დისკუსიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში პასუხისმგებელი უწყებების განსაზღვრის შესახებ
1. ნატოსთან მოსალოდნელ „ინტენსიურ დიალოგთან (ID) დაკავშირებით „წინასწარი დისკუსიის დოკუმენტის” (IDP) შემუშავებაში მონაწილეობა მიიღონ შემდეგმა უწყებებმა:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ;
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ;
ე) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ;
ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ;
ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ;
თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ;
ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ;
კ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ;
ლ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ;
მ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ;
ნ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში;
ო) საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი გაუწიოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გ. ბარამიძემ.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი